InRacha

InRacha ამბროლაურის ტურისტული საინფორმაციო ცენტრი•Ambrolauri tourist information center

18/03/2026

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალების გამო.

ვუსამძიმრებთ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას, სასულიერო პირებსა და სრულიად საქართველოს მოსახლეობას. მისი სულიერი წინამძღოლობა, სიბრძნე და სიყვარული მუდამ დარჩება თითოეული ქართველის გულში.

16/03/2026

✅🌳რაჭის დაცული ტერიტორიები გაფართოვდა

🔹ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რაჭის ეროვნული პარკი 4 759 ჰექტრით გაფართოვდა. ასევე, შეიქმნა ამბროლაურის დაცული ლანდშაფტი და ხუთი ბუნების ძეგლი: უშოლთის, კიდობანის, საკიშორის, მურადის და შარეულას მღვიმეები.

🔹რაჭის ეროვნული პარკი რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის რეგიონში, ონის მუნიციპალიტეტში 2023 წელს შეიქმნა.

🔹დაცული ტერიტორიების შექმნა და არსებულის გაფართოება მნიშვნელოვან როლს თამაშობს დაცული ტერიტორიების სისტემის განვითარებაში, ბიომრავალფეროვნების დაცვაში, ბუნებრივი რესურსების მდგრად მართვაში, რეგიონის რეკრეაციული სივრცის გაფართოებასა და ტურიზმის განვითარებაში. რაჭის ეროვნული პარკის განვითარება ხელს შეუწყობს ადგილობრივი ტრადიციული მეურნეობის მხარდაჭერას, ასევე ბიომრავალფეროვნების დაცვასა და ეკოსისტემების აღდგენას.

#დაცულიტერიტორიები
#ეროვნულიპარკები

ა(ა)იპ ამბროლაურის ტურისტული ცენტრი ახორციელებს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე არსებული რეგისტრირებული მარ...
12/03/2026

ა(ა)იპ ამბროლაურის ტურისტული ცენტრი ახორციელებს ამბროლაურის
მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე არსებული რეგისტრირებული მარნების
ერთიანი ტურისტული პროექტის მომზადებას.
პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს მარნების გაციფრულება და ერთიანი
ტურისტული რუკის შექმნა, რომელიც გამოიცემა ბუკლეტის ფორმატში. ბუკლეტში
თითოეული მარნის შესახებ განთავსდება შესაბამისი QR კოდი, რომლის
საშუალებითაც ვიზიტორი შეძლებს მარნის ზუსტ ლოკაციაზე გადასვლას.
პროექტში მონაწილეობა არის უფასო და მიზნად ისახავს მუნიციპალიტეტის
ტურისტული პოტენციალის გაძლიერებას, ადგილობრივი მარნების პოპულარიზაციასა
და ვიზიტორებისთვის მარტივი ნავიგაციის უზრუნველყოფას.
გთხოვთ, 2026 წლის 20 მარტამდე მოგვაწოდოთ შემდეგი
ინფორმაცია:
1. მარნის ზუსტი ლოკაცია (Google Maps ბმული ან გეოგრაფიული კოორდინატები)
2. მარნის ოფიციალური დასახელება
3. სამუშაო საათები (არსებობის შემთხვევაში)
4. მოკლე აღწერა (სურვილის შემთხვევაში, 2–3 წინადადება)
სურვილის შემთხვევაში, ინფორმაციის მიწოდება შესაძლებელია ადგილზე
ა(ა)იპ ამბროლაურის ტურისტული ცენტრი
მისამართზე: ქ. ამბროლაური, ვაჟა-ფშაველას ქ. №17

გიორგი გოგრიჭიანი ევროპის ჩემპიონატის (U23) 1/4 ფინალშია!ამბროლაურელმა მოჭიდავემ მოლდოველი  ვლად სტრატანი 4-0 დაამარცხა ...
09/03/2026

გიორგი გოგრიჭიანი ევროპის ჩემპიონატის (U23) 1/4 ფინალშია!
ამბროლაურელმა მოჭიდავემ მოლდოველი ვლად სტრატანი 4-0 დაამარცხა და 1/4ფინალში იასპარეზებს.
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის სახელით გამარჯვებას ვუსურვებთ გიორგის მომდევნო ეტაპებზე!

06/03/2026

ყველა იგივეს გრძნობთ ამ ჰანგებზე ? 😊

📹 diaries_from_racha

შოთა გოგობერიშვილი საქართველოს ჩემპიონია!8 თებერვალს, ქალაქ წყალტუბოში გაიმართა საქართველოს ჩემპიონატი სტრონგმენთა შორის...
09/02/2026

შოთა გოგობერიშვილი საქართველოს ჩემპიონია!
8 თებერვალს, ქალაქ წყალტუბოში გაიმართა საქართველოს ჩემპიონატი სტრონგმენთა შორის, სადაც ამბროლაურელმა შოთა გოგობერიშვილმა საქართველოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერია ულოცავს შოთა ამ გამარჯვებას და წარმატებებს უსურვებს მომავალ ასპარეზობებში!

06/02/2026
ა(ა)იპ ამბროლაურის ტურისტულმა ცენტრმა 2026 წლიდან დაიწყო ტურისტული საინფორმაციო დაფების განახლება კულტურული მემკვიდრეობი...
27/01/2026

ა(ა)იპ ამბროლაურის ტურისტულმა ცენტრმა 2026 წლიდან დაიწყო ტურისტული საინფორმაციო დაფების განახლება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე.
განახლებულ დაფებზე არის ხმოვანი გიდის QR კოდები ქართულ და ინგლისურ ენაზე, რაც ვიზიტორებს საშუალებას აძლევს მარტივად გაეცნონ ძეგლების ისტორიასა და მნიშვნელობას.
ასევე, ტურისტულად აქტიურ ლოკაციებზე განთავსდა QR კოდები, რომლებიც მოიცავს:
• ქალაქ ამბროლაურის გაციფრულებულ რუკას,
• ღვინის მარნების და სასტუმროების ინფორმაციას ქართულ და ინგლისურ ენაზე.
ინიციატივა მიზნად ისახავს ტურისტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებას და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაზრდას ვიზიტორებისთვის.

ააიპ ამბროლაურის ტურისტული საინფორმაციო ცენტრი აგრძელებს QR კოდით , მარნების , სასტუმროების , ბილიკების და ქალაქის რუკის...
23/01/2026

ააიპ ამბროლაურის ტურისტული საინფორმაციო ცენტრი აგრძელებს QR კოდით , მარნების , სასტუმროების , ბილიკების და ქალაქის რუკის განახლებას ,

აღინშნულ QR კოდზე დატანილია 37 მარანის და მეღვინის საკონტაქტო

60 მდე საოჯახო სასტუმრო ქალაქ ამბროლაურში

130 მდე სასტუმრო მუნიციპალიტეტის მაშტაბით

აღნიშნული ინფორმაცია მოცემულია როგორც ქართულ , ასევე ინგლისურ ენაზე

ნიკორწმინდა 🥰🎬 გოჩა გურგენიძე
20/01/2026

ნიკორწმინდა 🥰

🎬 გოჩა გურგენიძე

Address

Ambrolauri

Opening Hours

Monday 09:00 - 18:00
Tuesday 09:00 - 18:00
Wednesday 09:00 - 18:00
Thursday 09:00 - 18:00
Friday 09:00 - 18:00

Telephone

+995595003656

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when InRacha posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to InRacha:

Share