03/06/2026
🚀 გიზიარებთ პარიზული დღეების საოცარ კადრებს ჩვენი წიგნის კლუბის წევრებთან ერთად.
✨წინ გველოდება ახალი “ლიტერატური” სტამბოლსა და იზმირში.
🔥დაგვემგზავრეთ, მითების, იმპერიული სიდიადის, დასავლური და აღმოსავლური კულტურის გზაგასაყარზე;
✔️დავემგზავროთ ლორდ ბაირონს, ჰემინგუეის,აგათა კრისტის, სტამბოლის მდიდრულ უბნებში გავყვეთ მის კვალს, ვნახოთ ადგილები, სადაც „აღმოსავლეთის ექსპრესს“ წერდა.
✔️არც ფამუქი დაგვავიწყდეს, ჩუქურჯუმას აღმართ-დაღმართებზე ვიხეტიალოთ, უმანკოების მუზეუმში გამოვიტიროთ ქემალის და ჩვენი სიყვარულები, ან გაგვეცინოს ახირებულ კაცზე, შეყვარებულის მოწეული სიგარეტები რომ შეაგროვა
✔️არც სასახლეები და ისტორია დაგვავიწყდეს - ბიზანტიის ქრისტიანული დიდებულებიდან ოტომანთა ძლევამოსილ იმპერიამდე; ✔️ნურც იმას დავივიწყებთ, რომ თურმე მალე ბოსფორი უკან დაიხევს და საერთოდ გაქრება, ამიტომ ახლა კარგი დროა, მისი ბრიზი მოგველამუნოს სახეზე, გაზულუქებული თოლიების კივილი აგვედევნოს გალათას ხიდზე.
🏛️შემდეგ იზმირში, ანუ ძველ სმირნაში ჩავალთ - ანტიკური კულტურის გზაგასაყარზე, კოპწია და ისტორიით მსუნთქავ ქალაქს მოვივლით;
✔️ეფესოში გავემგზავრებით - მითების სამშობლოში, არტემიდესა და კრეზის მიწაზე, ალექსანდრე მაკედონელის კვალს გავყვებით
🌞მოგზაურობის კულმინაცია - მარიამობას, 28 აგვისტოს, მარიამის მიძინების ადგილას შევხვდებით, მის სენაკში, მთაზე, საიდანაც, ზოგი ვერსიით, ამაღლდა; მოკრძალებულ სახლში, სადაც თავისი ცხოვრების ბოლო წლები გაატარა, იერუსალიმიდან დევნილმა.❤️
🏖️ბოლო დღეს კი ულამაზესი ალაჩათის პლაჟზე
⭕️ტურში შედის:
✅გაფრენა სტამბულში;
✅ბარგი
✅აეროპორტის ტრანსფერი
✅2 ღამე სტამბულში სასტუმროში (საუზმით) - ვრჩებით ლეგენდარულ, ულამაზეს “პერა პალასში”, სადაც აგათა კრისტი ცხოვრობდა;
✅2 ყავის შესვენება სტამბულში
✅2 ვახშამი სტამბულში
✅მუზეუმების საფასური
✅ბოსფორზე ბორნით გასეირნების საფასური
✅გადაფრენა იზმირში
✅აეროპორტის ტრანსფერი
✅3 ღამე იზმირში სასტუმროში (საუზმით)
✅3 ყავის შესვენება
✅3 ვახშამი
✅გამგზავრება ეფესოში
✅ეფესოს არქეოლოგიურ ტერიტორიაზე და ციფრულ მუზეუმში შესვლის საფასური
🚌ტრანსპორტირება ღვთისმშობლის საცხოვრებლამდე
🚍ტრანსპორტირება ალაჩათიმდე და უკან
გადმოფრენა იზმირიდან
🏛️შემეცნებითი ლექციები ისტორიაზე, ლიტერატურასა და კულტურაზე მარი
კორინთელისა და ირაკლი ბაკურიძისგან✨
❌არ შედის - ალაჩათის ფასიანი პლაჟების გადასახადი
📞 დეტალებისთვის დაგვირეკეთ - 558 300 859