ჭიათურის ტურისტული საინფორმაციო ცენტრი/Chiatura Tourist Information Center

  • Home
  • Georgia
  • Chiat'ura
  • ჭიათურის ტურისტული საინფორმაციო ცენტრი/Chiatura Tourist Information Center

ჭიათურის ტურისტული საინფორმაციო ცენტრი/Chiatura Tourist Information Center აუცილებლად ნახეთ ეს ლამაზი ქალაქი

30/05/2022

სსიპ ჭიათურის კულტურის ცენტრთან არსებული ტურიზმის საინფორმაციო ცენტრი მიმდნარე წლის 4 ივნისს გიწვევთ სოფელ კაცხში, ტურიზმის საინფორმაციო ცენრის ტერიტორიაზე გამართულ აგრო ტურისტულ ფესტივალზე "ჭიათურა 2022".

ღონისძიების მხარდამჭერები:
ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერია
იმერეთი აგრო

პროგრამა:

11.00, სთ-ზე. ჭიათურის მუნიცპალიტეტში რეგისტრირებული მეწარმე ბენეფიციარების აგრო ტურისტული პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა, დეგუსტაცია, ტურისტული ლოკაციების ფოტო გამოფენა.
11.30 სთ-ზე. გახსნა
12.00 სთ-ზე ადგილობრივი შემოქმედებითი ჯგუფების კონცერტი
14.00 - 18.00 -მდე ჭიათურის მუნიცპალიტეტის მეწარმე ბენეფიციარების აგრო ტურისტული პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა.

გილოცავთ მუზეუმის საერთაშორისო დღეს! მუზეუმების საერთაშორისო დღე 1977 წლის 18 მაისს, მუზეუმების საერთაშორისო საბჭოს  (IC...
18/05/2022

გილოცავთ მუზეუმის საერთაშორისო დღეს!
მუზეუმების საერთაშორისო დღე 1977 წლის 18 მაისს, მუზეუმების საერთაშორისო საბჭოს (ICOM) მიერ დაფუძნდა და ამ თარიღს საერთაშორისო სამუზეუმო საზოგადოება 40 წელზე მეტია აღნიშნავს.
გამორჩეულად ვულოცავთ ჭიათურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმს და მადლობას ვუხდით ასეთი მნიშვნელოვანი და საინტერესო გამოფენის ორგანიზებისათვის

 #ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერია #ჭიათურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი #ჭიათურის კულტურის ცენტრი / Chiatura Cultural Centre...
29/07/2021

#ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერია
#ჭიათურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი
#ჭიათურის კულტურის ცენტრი / Chiatura Cultural Centre
ჭიათურაში იქმნება კიდევ ერთი ტურისტული ლოკაცია , რომელსაც მიენიჭება ისტორიულ - სამუზეუმო დატვირთვა.

ჩოგბურთს საქართველოში ბევრი მიმდევარი ჰყავს და საკმაო პოპულარობითაც სარგებლობს. ბოლო პერიოდში ქართველმა სპორცმენებმა სპორტის ამ სახეობაში საკმაო წარმატებებსაც მიაღწიეს.

თუმცა საზოგადოების უმრავლესობამ არც კი იცის საქართველოში, ჩოგბურთის დაარსებისა და გავრცელების ისტორია.
ჩოგბურთი საქართველოში პირველად ჭიათურაში მანგანუმისა და ქვანახშირის მწარმოებელმა ინგლისელებმა შემოიტანეს და მას მერე დიდი პოპულარობით სარგებლობს.
1892 წელს ინგლესელებმა, ჩოგბურთის პირველი კორტი ააშენეს. ჩოგბურთის განვითარება საქართველოში დასაბამს მე-19 საუკუნის დამლევიდან იღებს. ჭიათურაში ინგლისური ფირმა “Forward and Salinas”-ის მმართველმა ჯონ ტარსეიმ მანგანუმის ქალაქში ახალი თამაში ლაუნ-ჩოგბურთი შემოიტანა. გამოჩენილი ინგლისელი ჩოგბურთელი და პედაგოგი იან ჰომერი რომელიც ჭიათურაში მოღვაწეობდა თავის მოგონებებში აღნიშნავს, რომ წერეთლების ოჯახი და თვით უკვდავი მგოსანი – აკაკი წერეთელი ადევნებდა თვალს საჩოგბურთო სანახაობას. ჭიათურიდან ჩოგბურთმა გავრცელება თბილისსა და ბათუმში ჰპოვა.

17/10/2018
სოფელი ხრეითი მდებარეობს რაჭის ქედის სამხრეთ კალთაზე,მდ. ბუჯის სათავეებში. ჩრდილოეთით ესაზღვრება რაჭის ქედის სამხრეთი ფე...
02/05/2017

სოფელი ხრეითი მდებარეობს რაჭის ქედის სამხრეთ კალთაზე,მდ. ბუჯის სათავეებში. ჩრდილოეთით ესაზღვრება რაჭის ქედის სამხრეთი ფერდობები,ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვარი,სამხრეთით-სოფელი რცხილათი,მდ.ცხრათვალისა და მდ.ბუჯის წყალგამყოფი სერი,შემდეგ საზღვარი გადის მდ.ქვასაინას ხეობაზე,შემდეგ ესაზღვრება სოფელი მელუშეეთი, შემდეგ კი საზღვარი მიუყვება
მდინარე ღვითორის მარჯვენა ნაპირსა და მდ.კაცხურას ზემო წელის ხეობას.დასავლეთით-სოფელი მუხურა და სოფელი რცხილათი.აღმოსავლეთით-სოფელი ქვედა ჭილოვანი, შემდეგ სოფელი წირქვალი,ხოლო უკიდურეს ს/აღ ნაწილში სოფელი რგანი.
ხრეითის ყველაზე დაბალი ადგილია სოფლის სამხრეთით მდებარე ადგილი
ზ. დ. 579 მ, ხოლო ყველაზე მაღალი წერტილი ე. წ. ხრეითის მთა პატარა საწალიკეს მიდამოები ,1900 მ. ზღვის დონიდან.
ხრეითი ისტორიულ წყაროებში პირველად მოიხსენიება XVII საუკუნეში.ამ პერიოდში ხრეითის გავლით რაჭაში გადასულა ცნობილი ფრანგი მოგზაური ჟან ფრანსუა გამბა. მის ჩანაწერებში აღწერილია, როგორ მიიღეს ხრეითელებმა და როგორ დაათვრეს. ის სასმისები, რომლითაც, გამბამ ღვინო მიირთვა, დღემდე შემონახულია.
ხრეითის პირველი მოსახლე მხეიძე ყოფილა, რომელიც რაჭის საერისთაოდან გამოქცეულა და დასახლებულა მოსახერხებელ და მოსავლიან ადგილას-მდინარე ქვასიანას ნაპირზე.
სოფელში ყოფილა ორი ეკლესია, ერთი სოფლის ცენტრში წმ. გიორგის სახელობის ეკლესია და მეორე-სოფლის განაპირას შეყილაძეების უბანში, რომელსაც ზედა ციხე ანუ ზეციხე რქმევია.უფრო ქვევით ყოფილა კიდევ ერთი ანალოგიური ეკლესია,რომელსაც ქვეციხე რქმევია.ზეციხის წმ. გიორგის სახელობის ეკლესია აშენებულია XVIII-XIX საუკუნეში, გასული საუკუნის 40-იან წლებში დანგრეული ეს ეკლესია დღეისათვის მთლიანადაა აღდგენილი
სოფლის სამხრეთით მდებარეობს ულამაზესი შემორევას ტბა. ტბის დასავლეთით არის ციხის ნანგრევები, რომელიც დანგრეულია თურქ-ოსმალთა შემოსევების შედეგად.
ხრეითში მდებარეობს ქართული ალპინიზმის ფუძემდებლების და-ძმა ჯაფარიძეების სახლ-მუზეუმი,მთის ძირში, ასწლოვანი მუხებითა და ცაცხვებით დაბურულ ეზოში დგას ორსართულიანი იმერული სახლი,რომელშიც XIX საუკუნის II ნახევრიდან ცხოვრობდა ჯაფარიძეების მრავალრიცხოვანი ოჯახი.
მუზეუმში დაცულია მათი პირადი ნივთები, ფოტომასალა და ალპინისტური აღჭურვილობა.
ხრეითი მდიდარია ბუნებრივი ძეგლებით: კარიანის კლდე, შეყილაძეების მღვიმე გამოქვაბული, სადაც უძველესი ადამიანის ცხოვრების კვალია აღმოჩენილი.ეს ადგილები ,ძირითადად ადამიანთა სახიზნად იყო გამოყენებული.

1 ოქტომბერს ტურისტული განყოფილების ინციატივით მოეწყო ეკოტური თირის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიის გაწმენდა-დასუფთავება.აქ...
02/05/2017

1 ოქტომბერს ტურისტული განყოფილების ინციატივით მოეწყო ეკოტური თირის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიის გაწმენდა-დასუფთავება.
აქციაში ტურისტული განყოფილების თანამშრომლებთან ერთად მონაწილეობდნენ ,,მოგზაურთა კლუბი"-ის (ჭიათურის საჯარო სკოლის მოსწავლეები)წევრები.
ტურისტული განყოფილების მთავარმა სპეციალისტმა მ. გაფრინდაშვილმა კლუბის წევრებს უამბო თირის ეკლესიის მოკლე ისტორია, ეკლესია აგებულია VIII საუკუნეში, ტაძარი ბაზილიკური ტიპისაა და ხალხური გადმოცემის თანახმად,აგებულია ასურელი ბერების მიერ.საგულისხმოა ტაძრის შესასვლელში ასომთავრულით შესრულებული წარწერა, რომელიც შემდეგნაირად იკითხება:,,წმინდაო სამებაო შემოწყალე მონაი შენი,აღმდგენელი ამა ტაძრისაი გიორგი აბაშიძე და ძენი მისნი". წარწერის ნაწილი არ იკითხება,რადგენ დაცხრილულია.
აქციაში მონაწილეებმა დიდი მონდომებით იმუშავეს და ეკალ-ბარდებისგან გაწმინდეს და დაასუფთავეს თირის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორია.ბავშვებმა შემდგომ დაგეგმილ მსგავს აქციებში მონაწილეობის სურვილი გამოთქვეს.

02/05/2017
02/02/2017

იანვარი ჭიათურაში😍🌨🌨

ფოტო: Giorgi Talaxadze

Address

Chiat'ura

Opening Hours

Monday 09:00 - 18:00
Tuesday 09:00 - 18:00
Wednesday 09:00 - 18:00
Thursday 09:00 - 18:00
Friday 09:00 - 18:00

Telephone

+995577065814

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ჭიათურის ტურისტული საინფორმაციო ცენტრი/Chiatura Tourist Information Center posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to ჭიათურის ტურისტული საინფორმაციო ცენტრი/Chiatura Tourist Information Center:

Share