18/09/2026
24 სექტემბერს, მთიულეთში, სოფელ სეთურებში, გაიმართება 300 არაგველის ხსოვნისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება.
დღე, რომელიც აერთიანებს ტრადიციას, ქართულ მხედრობას, ღირსებასა და ჩვენი გმირების ხსოვნას.
ღონისძიების ფარგლებში გაიმართება:
🐎 მარულა – მონაწილეობას მიიღებენ მხოლოდ არასისხლიანი ცხენები.
დისტანცია – 5 კილომეტრი.
🏇 დოღი წრეზე – მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ მსურველს.
ღონისძიება ჩატარდება დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის, ბატონი კახა ჩიტაურის და ადგილობრივი ახალგაზრდების მხარდაჭერით.
გელოდებით ყველას!
ერთად გავიხსენოთ ჩვენი გმირები, პატივი მივაგოთ მათ ხსოვნას და გავუფრთხილდეთ ქართულ ტრადიციებს. 🇬🇪❤️
მობრძანდით 24 სექტემბერს, სოფელ სეთურებში!