TAXI-Life

Call

TAXI-Life TAXI
0341 25 77 77

02/12/2019

🚖 მოგესალმებით ძვირფასო მომხმარებლებო!
❗ მიუხედავად 1 დეკემბრიდან ქალაქში გაზრდილი ტარიფებისა, ჩვენი კომპანია 7 დეკემბრის ჩათვლის იფუნქციონირებს ძველი ტარიფებით, კერძოდ:
▪ ახალი რუსთავი ↔ ახალი რუსთავი ფასი: 2 ლარი.
▪ ძველი რუსთავი ↔ ძველი რუსთავი ფასი: 2 ლარი.
▪ ახალი რუსთავი ↔ ძველი რუსთავი ფასი: 3 ლარი
▪ ძველი რუსთავი ↔ ახალი რუსთავი ფასი: 3 ლარი
🌟 ჩვენთვის თითოეული მომხმარებელი ძალიან მნიშვნელოვანია!
მადლობა ჩვენი მომსახურებით სარგებლობისთვის!
0341 257777

29/01/2016

1914 წელი პირველი მსოფლიო ომი, ფრანგული დაცვა გაანგრგიეს გერმანელებმა, რის შედეგადაც გერმანელებმა გეზი დედაქალაქისკენ აიღეს, ფრანგებს არ ჰყოფნიდა ტრანსპორტი იმისათვის რომ გადაეგზავნაТ დამატებითი ჯარი საზღვრების დასაცავად და მაშინ მათ გადაწყვიტეს გამოეყენებინათ პარიზის ტაქსები 1200 ავტომობილი
მათი დახმარებით ერთ ღამეში 6500 ჯარისაკაცი გადაიყვანეს მდინარესთან სახელად "მარნა" შეტევა იქნა შეჩერებული ხოლო მანქანებმა ისტორიული სახელი მოიპოვეს "მარნის ტაქსი" იმ დროში არსებობდა გამონათქვამი " ბატებმა გადაარჩინეს რომი ხოლო პარიზი გადარჩა ტაქსომოტორების მეშვეობით "

28/01/2016

- მივედი იმ მისამართზე საიდანაც გამომიძახეს. არავინ ჩანდა.. რამდენიმეეჯერ დავასიგნალე და რახან არავინ გამოვიდა წასვლა დავაპირე. მითუმეტეს ძალიან დაღლილი ვიყავი და აღარ ვაპირებდი სხვა მგზავრის აყვანას. რატომღაც გადავიფიქრე წასვლა და მივედი მოცემული მისამართიდან გამომავალ კართან და რამდენიმეჯერ დავაკაკუნე, შეგნიდან მძიმე, ოდნავ ჩახლეჩილი ხმა მომესმა, რომელიც ადვილი მისახვედრი იყო რომ მოცუხ ქალს ეკუთვნოდა : - "მოვდივარ " - მიპასუხეს შიგნიდან, და თან ფეხის ნაბიჯთან ერთად იატაკზე რაღაც მძიმის გამოჩოჩების ხმაც ისმოდა. კარი გაიღო და ჩემ წინ პატარა, თბილი თვალებით მომცქირალი 80-85 წლამდე მოხუცი ქალბატონი იდგა. ყვავილებიანი კაბა ეცვა და ხელთ არც თუ ისე მძიმე ჩემოდანი ჰქონდა. სახლიდან საოცარი სიცარიელე ჩანდა, გეგონებოდა საუკუნეა აქ არავის უცხოვრიაო, ყველაფერზე თეთრი ნაჭერი იყო გადაფარებული.
- იქნებ ჩემოდანი მიმატანინოთ მანქანამდე - მთხოვა ქალბატონმა
მეც გამოვართვი ჩემოდანი, ხელი მომკიდა მაგრად და ნელი ნაბიჯით გავეშურეთ ტაქსისკენ.

imageდანიშნულების მისამართი მითხრა და დაამატა: - თუ შეიძლება, ქალაქის მეორე მხრიდან წამიყვანეთ ამ ადგილამდეო.
ვუთხარი, რომ გაცილებით მოკლე გზაც არსებობდა იქ მისასვლელად და დროსაც დაზოგავდა, მან კი ის რო არც კი შემოუხედავს მითხრა: - იყოს, არსად მეჩქარება. უკანასკლელად მინდა ჩემთვის საყვარელი ადგილები ვინახულო, მე თავშესაფარში მივდივარ.

სიტყვა ვეღარ ვუთხარი და ნელი სვლით დავიწყეთ ქალაქის შემოვლა. მანახა ადგილები სადაც ოდესღაც უმუშავია, რესტორნები სადაც თვითონ მეუღლესთან ერთად ხშირად დადიოდა ... კარგა ხანი ვიარეთ და მოსაღამოვდა, მე თითქოს დაღლილობაც აღარ მქონდა ისე ვიყავი ამ ქალბატონით დაკავებული. მზის ჩასვლასაც ვუყუროთ და წავიდეთო - მთხოვა, დაეტყო დაიღალა.
ნელი სვლით წავედით თავშესაფრისკენ. გზად ორი ექთანი შემოგვეგება და ეტლი მოიტანეს, ქალბატონი ჩასვეს და წაყვანა დაუპირეს. მანამ ქალბატონმა შემომხედა და მკითხა:

- რამდენი მმართებს თქვენი?
- არც არაფერი ქალბატონო, დღეს თქვენ უფასოდ იმგზავრეთ-მეთქი ვუთხარი
- ხო მაგრამ თქვენ ხო მთელი დღე მუშაობთ იმისტვის რომ საარსებო მინიმუმუ გამოიმუშავოთ?
- ნუ ღელავთ, მგზავრების მეტი რა იქნება, კვლავ ვიმუშავებ მეთქი ვუთხარი და თავი ვეღარ შევიკავე, დავიხარე და ძალიან მაგრად ჩავიკარი გულში.

"ჩემო კარგო, ბოლო ათწლეული მანძილზე ერთ ყველასგან დავიწყებულ მოხუცსს უბედნიერესი დღე აჩუქე, მადლობას გიხდი ყველაფრისთვის" - ეს იყო მისი ჩემდამი ნათქვამი ბოლო სიტყვები.
იქედან ძალიან დაბნეული წამოვედი, ვერაფერზე ვეღარ ვფიქრობდი, სულ ეს მოხუცი მედგა თვალწინ. რა მოხდებოდა ვინმე სხვა მძღოლი რომ შეხვედროდა, უხეში რომელიც მას უხეშად მიიყვანდა მანქანამდე, ჩემოდანს ჩააგდებდა საბარგულში და ისე, რო არც კი გაითვალისწინებდა მოხუცის თხოვნას პირდაპირ თავშესაფრისკენ გამოაქანებდა? მას მერე სულ ამაზე ვფიქრობ და მიხარია, რომ გამოძახებაზე სწორედ მე წავედი და არა სხვა

28/01/2016

ერთხელ პრაღის მერმა გადაწყვიტა შეემოწმებინა სძალავდნენ თუ არა ადგილობრივი ტაქსისტები ტურისტებს ზედმეტ თანხას. მან გაიკეთა ხელოვნური ულვაშები, თავი მოაჩვენა იტალიელ ტურისტად და გააჩერა ტაქსი. მძღოლმა მოითხოვა ხუთმაგი ოდენობის თანხა რის შედეგადაც ის 33 000 ევროთი დაჯარიმდა.

28/01/2016

მსოფლიოში ყველაზე დიდი ტაქსოპარკი მდებარეობს ქალაქ მეხიკოში- 60 000 მანქანა.

28/01/2016

ავსტრალიელი ტაქსისტები კანონის თანხმად ვალდებულები არიან თან ატარონ მცირე ოდენობის თივა , კანონდამრღვევებს შესაძლებელია ჩამოერთვათ ლიცენზია.
დიდი ხნის წინ გადამზიდებს ავალდებულებდნენ თან ჰქონოდათ თივა , რათა ცხენი არ დარჩენილიყო საკვების გარეშე. მას შემდეგ ეს კანონი არ შეცვლილა და მთელი მისი სისმძიმე ტაქსისტებს აწევს.

1. ძველ საბერძნეთში თუ პაციენტი ოპერაციის დროს გარდაიცვლებოდა, ექიმს ხელებს აჭრიდნენ.2. მორიელებს შეუძლიათ 2 წლის განმავ...
27/01/2016

1. ძველ საბერძნეთში თუ პაციენტი ოპერაციის დროს გარდაიცვლებოდა, ექიმს ხელებს აჭრიდნენ.
2. მორიელებს შეუძლიათ 2 წლის განმავლობაში არაფერი არ ჭამონ.
3. მეცნიერულად დამტკიცებულია რომ თუ 21 დღის განმავლობაში სულ ერთი და მიავეს დაიცავ, ჩვევად გექცევა. ესეიგი მხოლოდ 21 დღე უნდა გაიჭირვო და მერე მარტივია.
4. ორ საათიანი ფილმის ფირი 3200 მეტრია.
5. როდესაც შუშა იბზარება, ბზარი ფართოვდება 5000 კმ/ს სიჩქარით.
6. ეიფელის კოშკ ყოველ 7 წელიწადში ერთხელ თვიდან ბოლომდე ღებავენ.
7. ყველაზე სწრაფი ადამიანი მსოფლიოში ჰუსეინ ბოლტია, მისი ამქსიმალური სიჩქარე 37.578 კმ/ს-ია.
8. გენერალი შერმანი: ყველაზე დიდი ხე პლანეტაზე, მისი მოცულობა 1487 მ კუბია, მასა 1900 ტონა, ასაკი 2000 წელი.
9. ჩინეთსი მასწავლებლები ბავშვებს უფლებას აძლევენ გაკვეთილზე 20 წუთით დაიძინების რათა უკეთ ისწავლონ.
10. 9 მეტრი, ამ სიგრძეზე შეუძლია ზრდასრულ კენგურუს გადახტომა.
11. 90% გოგონებისა უკმაყოფილოა საკუთარი ფიგურით.
12. სიმპსონები- ყველაზე გრძელი მულტსერიალი.
13. ძველ ეგვიპტეში კატის მკვლელობა სერიოზულ დანაშაულად მიიჩნეოდა.
14. . მაღაზიების გასახდელში მყიდველს იზიდავს სარკე საკუთარი თავის შესათვალიერებლად.
15. ასტრონავტების ჩაფხუტებზე არის სპეციალური მოწყობილობა, რითიც შეიძლება საჭიროების შემთხვევაში.
16. . თუ GOOGLE search-ში ჩაწერთ : 241543903, თქვენ დაინახავთ ადამიანების სურათებს, საყინულეში შეყოფილი თავით :დ
17. ასტრონავტების ჩაფხუტებზე არის სპეციალური მოწყობილობა, რითიც შეიძლება საჭიროების შემთხვევაში ცხვირის მოფხანა.
18. კინდერ სურპრიზის შემოტანა და გაყიდვა აკრძალულია აშშ-ს ტერიტორიაზე.
19. მსოფლიოში ყველაზე პოპულარული ქალის სახელია ანაა,ე ს სახელი 100 მილიონ ქალს ქვია.
20. Pupula duplex-ეს ძალიან იშვიათი დაავადებაა, როდესაც ერთ თვალში ორი გუგაა.
21. მე-17 საუკუნეში თერმომეტრებს კონიაკით ავსებდნენ და არა ვერცხლისწყლით
22. არსებობს ჩიტი რომელიც პრაქტიკულად ყველაფერს აჯავრებს.
23. ქვის გაცურების მსოფლიო რეკორდი ამერიკელმა კურტ შტაინერმა შეძლო, რომელმაც ქავს აიძულა 88 - ჯერ გაცურებულიყო.
24. ფინეთსი სიჩქარის გადაჭარბების ჯარიმა განისაზღვრება მძღოლის წლიური შემოსავლის მიხედვით.
25. ზვიგენს შეუძლია ერთი წვეთი სისხლის აღქმა 100 ლიტრ წყალში.
26. რულეტის ციფრთა ჯამი 666-ს უდრის.
27. კოლიბრი ერთადერთი ჩიტია რომელსაც უკან ფრენაა შეუძლია.
28. შოკოლადის სასიკვდილო დოზა ადამიანისთვის 10 კილოა ერთ ჭამაზე.
29. პეპლები მიწისძვრის დროს ვერ დაფრინავენ.
30. ხეოფსის პირამიდის ფილებს შორის კინძის თავს ვერ ჩადებ.
31. იაპონიაში ქუჩებს დასახელებები არ აქვთ
32. საშუალოდ ადამიანი 7 წუთში იძინებს.
33. დაახლოებით 70 პროცენტამდე ადამიანების არიან ზეგავლენის ქვეშ სხვისი აზრისა, მხოლოდ 30 % გააჩნია საკუთარი აზრი.
34. სტატისტიკურად ადამიანების 58 % უცნაურად იცინის.
35. წამწამი 100-200 დღეს ცოცოხლობს და შემდეგ ვარდება.
36. თუ youtube-დან ვიდეოს გადმოწერა გინდათ უბრალოდ "ss” მიუწერეთ ყოუტუბეს წინ.
37. სამეფო კობრას იმდენი შხამი აქვს რომ მოკლას 20 ადამიანი და ერთი სპილო.
38. მსოფლიო რეკორდი სუნთქვის შეკავებაში 22 წუთი და 30 წამია.
39. ვინდოუსში ვერ შექმნით ფაილს ან პაპკას სახელად con.
40. Skitls-ის ორიგინალურშფუთვაზე არ არის ლურჯი ფერი ამიტომ ცისარტყელას ვერ გასინჯავთ.
41. ქალის გული უფრო სწრაფად ფეთქავს, ვიდრე კაცის.
42. ვეშაპის გული წუთში დაახლოებით 9-ჯერ ცემს.
43. ყველაზე პოპილარილი სახელი დედამიწაზე ანაა. ამ სახელს თითქმის 100 მილიონი ადამიანი ატარებს.
44. ზღვის თახვები ძილის დროს ერთმანეთს თათებით ეჭიდებიან, რათა ისინი დინებამ არ დააშოროს ერთმანეთს.
45. ერთი კარგი ბურთულიანი კალმით შესაძლებელია დაახლოებით 50 000 სიტყვის დაწერა.
46. ჰავაიში სერფინგი ჩართულია სკოლის პროგრამაში.
47. წელი, რომელიც ღვინის ბოთლზეა მითითებული, აღნიშნიშნავს წელს, როდესაც ყურძნის ნაყოფი დაკრიფეს და არა როდისაა ღვინო ბოთლში ჩასხმული.
48. ლეონარდო და ვინჩიმ დახარჯა თითქმის 12 წელი, რომ დაეხატა „მონა ლიზას ტუჩები"
49. ესკიმოსების ენაში არ არსებობს სიტყვა

მიზეზი თუ რატომ უნდა ისარგებლო ტაქსის მომსახურებით :)))))
26/01/2016

მიზეზი თუ რატომ უნდა ისარგებლო ტაქსის მომსახურებით :)))))

მგონი დროა თბილ ქვეყნებს მივაშუროთ ;)
26/01/2016

მგონი დროა თბილ ქვეყნებს მივაშუროთ ;)

Address

Megobroba Avenue
Rustavi
3700

Telephone

0341257777

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when TAXI-Life posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Shortcuts

Share

Category