ელიავა.ge

ელიავა.ge Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from ელიავა.ge, Signagi.

🔊 სამშნებლო მასალების ყველა კატეგორია და ვარიანტი მხოლოდ ჩვენთან.
📞 598 60 24 60
☎️ (032)2 60 20 60
📧 [email protected]
📦 შეუკვეთე ონლაინ და მიიღე შეკვეთა შენთვის სასურველ ადგილას🚚

🔊 სამშნებლო მასალების ყველა კატეგორია და ვარიანტი მხოლოდ ჩვენთან.📞 598 60 24 60☎️ (032)2 60 20 60📦 შეუკვეთე ონლაინ და მი...
16/07/2026

🔊 სამშნებლო მასალების ყველა კატეგორია და ვარიანტი მხოლოდ ჩვენთან.
📞 598 60 24 60
☎️ (032)2 60 20 60
📦 შეუკვეთე ონლაინ და მიიღე შეკვეთა შენთვის სასურველ ადგილას🚚

ოქროს ციხე | ადიგენი  ---------------------------------------------- ვიცოდეთ რა გვაქვს საქართველოში  #გიტო--------------...
13/05/2021

ოქროს ციხე | ადიგენი
---------------------------------------------
- ვიცოდეთ რა გვაქვს საქართველოში #გიტო
---------------------------------------------
- ვიცოდეთ რა არის ქართული
----------------------------------------------
- შემოვიაროთ საქართველო #гито
-----------------------------------
ოქროს ციხე – ციხესიმაგრე ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოლაჯურის მახლობლად. იგი უზარმაზარ კლდოვან მასივზე დგას და ძნელი მისადგომია (ზოგიერთი მხრიდან მიუდგომელიც). ეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი ციხეთაგანია საქართველოში _____________________________
595917916 ( Gito tour • გიტო ტური )
----------------------------------------------
#ოქროსციხე #ადიგენი #გიტო #გიტოტური #მოგზაურობა #ტურები

სიღნაღი | კახეთი📷  #ბადრივადაჭკორია ---------------------------------------------- ვიცოდეთ რა გვაქვს საქართველოში  #გიტო...
20/04/2021

სიღნაღი | კახეთი

📷 #ბადრივადაჭკორია
---------------------------------------------
- ვიცოდეთ რა გვაქვს საქართველოში #გიტო
---------------------------------------------
- ვიცოდეთ რა არის ქართული
----------------------------------------------
- შემოვიაროთ საქართველო #гито
--------------------------------------------- სიღნაღის მუნიციპალიტეტი (ყოფ. სიღნაღის რაიონი) — ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული აღმოსავლეთ საქართველოში, კახეთის მხარეში. მუნიციპალიტეტს ჩრდილო-დასავლეთით და დასავლეთით საზღვრავს გურჯაანისა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტი, სამხრეთ-აღმოსავლეთით ესაზღვრება დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი, ჩრდილოეთით და ჩრდილო-აღმოსავლეთით კი ესაზღვრება ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი და აზერბაიჯანის რესპუბლიკა. ფართობი 1251,7 კმ². სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს 93 375 ჰა უკავია, ხოლო ტყის რესურსი შეადგენს 5500 ჰა-ს. ---------------------------------------------- 📞 595917910 • [email protected]
----------------------------------------------

#ქართლი #კახეთი #იმერეთი #გურია #აჭარა #აფხაზეთი #მცხეთამთიანეთი #რაჭალეჩხუმი #სამეგრელო #სვანეთი #ჰერეთი #გიტოტური #სიღნაღი

• კესელოს ციხე - თუშეთი -ახმეტა📷  #გიორგინიკოლავა---------------------------------------------- ვიცოდეთ რა გვაქვს საქართ...
01/07/2020

• კესელოს ციხე - თუშეთი -ახმეტა

📷 #გიორგინიკოლავა
---------------------------------------------
- ვიცოდეთ რა გვაქვს საქართველოში #გიტო
---------------------------------------------
- ვიცოდეთ რა არის ქართული
----------------------------------------------
- შემოვიაროთ საქართველო #гито
---------------------------------------------

თუშეთი, კესელო
კესელოს ციხე მდებარეობს ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ომალოს ჩრდილოეთით, კლდოვან ბორცვზე, განეკუთვნება XVIII საუკუნეს.

ციხისაგან შემორჩენილია სამი ოთხკუთხა კოშკი და გალავნის ფრაგმენტები. სამივე კოშკი ნაგებია ფიქალი ქვით. კოშკები დაზიანებულია: ორი კოშკის სახურავი, სართულშუა გადახურვა და ზედა სართულის კედლების ნაწილი ჩამოშლილი აქვს.

ზედა კოშკი (4,8 X 4,2 მ) ოთხსართულიანია (შემორჩენილი სიმაღლე 9,3 მეტრია). პირველ სართულზე შესასვლელი ჩრდილოეთიდანაა, მეორე სართულზე - დასავლეთიდან. მეორე სართულზე კედლები შიგნიდან მიწანარევი ნაკელითაა შელესილი. ჩრდილოეთ კედელში ერთი სათოფურია, აღმოსავლეთისაში - ორი სათოფური და ერთი სარკმელი. მესამე სართულზე შესასვლელი დასავლეთიდანაა. აღმოსავლეთ კედელში ერთი სარკმელი და ორი სათოფურია, ჩრდილოეთ კედელში - ორი სათოფური. მეოთხე სართულის ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ კედლებში ორ-ორი სათოფურია, სამხრეთისაში - ერთი. კოშკის ბოლო ორი სართული სათავდაცვო იყო. აღმოსავლეთის ფასადის ზედა ნაწილში, კედლის წყობაში, ერთ ხაზზე, მთის ბროლის ხუთი ქვაა ჩასმული. კოშკი გადახურულია ფიქლის ორფერდა სახურავით.

შუა კოშკი (5,1 X 5,1 მ) სამსართულიანია (სიმაღლე 7,75 მ), პირველ სართულზე შესასვლელი აღმოსავლეთიდანაა, მეორე სართულზე - ჩრდილოეთიდან. მეორე სართულზე აღმოსავლეთ კედელში სათოფურია, სამხრეთისაში - სარკმელი. მესამე სართულის ჩრდილოეთ კედელში კარის წირთხლია შემორჩენილი. სამხრეთ კედელში ორი სათოფური და ერთი სარკმელია, დასავლეთისაში - ერთი სათოფური.

ქვედა კოშკი (5,2 X 4,2 მ) ოთხსართულიანია (შემორჩენილი სიმაღლე 7,25 მეტრია). პირველ სართულზე შესასვლელი სამხრეთ-აღმოსავლეთიდანაა, ამ კედელში ერთი სათოფურიცაა. მეორე სართულზე შესასვლელი ჩრდილო-დასავლეთიდანაა. ჩრდილო-აღმოსავლეთ და სამხრეთ-დასავლეთ კედლებში თითო სათოფურია, სამხრეთ-აღმოსავლეთ კედელში - სარკმელი და ორი სათოფური. მეორე და მესამე სართულები ნაკელნარევი თიხითაა შელესილი. მესამე სართულზე შესასვლელი ჩრდილო-დასავლეთიდანაა. ამ სართულის ჩრდილო-აღმოსავლეთ სამხრეთ-დასავლეთ კედლებში ორ-ორი სათოფურია, სამხრეთ-აღმოსავლეთ კედელში - ორი სათოფური და სარკმელი. მეოთხე სართულის ჩრდილო-დასავლეთ კედელში დიდი ზომის ღიობია, ჩრდილო-აღმოსავლეთ კედელში - ერთი სათოფური, სამხრეთ-აღმოსავლეთისაში - ერთი სარკმელი და ორი სათოფური, სამხრეთ-დასავლეთ კედელში - ორი სათოფური.

სამივე კოშკში სართულშუა გადახურვა ხის ყოფილა (შემორჩენილია კოჭების ბუდეები). სართულები ერთმანეთს ხის მისადგმელი კიბით უკავშირდებოდნენ.

📞 595917910 • [email protected]
----------------------------------------------

#ქართლი #კახეთი #იმერეთი #გურია #აჭარა #აფხაზეთი #მცხეთამთიანეთი #რაჭალეჩხუმი #სამეგრელო #სვანეთი #ჰერეთი #გიტოტური #კესელოსციხე #თუშეთი #ახმეტა

ქოზიფას მონასტერი - ძამას ხეობა - ქარელი📷  #ბადრივადაჩკორია---------------------------------------------- ვიცოდეთ რა გვა...
29/10/2019

ქოზიფას მონასტერი - ძამას ხეობა - ქარელი
📷 #ბადრივადაჩკორია
---------------------------------------------
- ვიცოდეთ რა გვაქვს საქართველოში #გიტო
---------------------------------------------
- ვიცოდეთ რა არის ქართული
----------------------------------------------
- შემოვიაროთ საქართველო #гито

ქოზიფას მამათა მონასტერი ქარელის რაიონიდან 35 კმ-ის დაშორებით მდ. ძამას ხეობაში მდებარეობს. მონასტერი დაარსებულია VII-IX სს-ში. მონასტერი მოქმედი ყოფილა XVII ს-მდე. XIII ს-ის II ნახევარში ქოზიფას მონასტერში ფართოდ გაიშალა აღმშენებლობითი საქმიანობა.

ქოზიფას მონასტერში სულ შვიდი ტაძარია, ტაძრები ერთმანეთზე მჭიდროდაა მიდგმული და ერთიან კომპლექსს ქმნის. ყველა ტაძარი დღესდღეობით უკვე აღდგენილია და მიმდინარეობს ყველა ტაძარში წირვა-ლოცვა.

მონასტრის შესახებ გვესაუბრება ქოზიფას მამათა მონასტრის წინამძღვარი ისაია გოგიბერიძე:

ქოზიფას მონასტერიქოზიფას მონასტერში თავდაპირველად ორი მცირე ზომის დარბაზული ეკლესია აუგიათ. XIII ს-ის II ნახევარში ქოზიფას მონასტერში ფართოდ გაიშალა აღმშენებლობითი საქმიანობა. ამ პერიოდს განეკუთვნება მონასტრის გალავანი და ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების ტაძარი. ეს უკანასკნელი, ჩრდილოეთ და სამხრეთ მინაშენებით, კომპლექსის მთავარი ნაგებობაა. ტაძარი აშენებულია ბაზალტის კარგად დამუშავებული კვადრებით. შემორჩენილია გალავნის “გარე ბჭის” წარწერა, რომელშიც საუბარია კომპლექსის მთავარი ტაძრის აგებასა და შემკობაზე (წარწერა ამჟამად ს. ჯანაშიას სახ. საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში ინახება).

XV-XIV სს-ში კომპლექსს კიდევ ორი მცირე ზომის დარბაზული ეკლესია შეემატა.

დიმიტრი მეღვინეთუხუცესიშვილის (XIXს.), იასონ ციციშვილისა (XIX ს.) და სერგი მაკალათიას (XXს.) აღწერის თანახმად სამონასტრო კომპლექსს გარს დიდი გალავანი ერტყა, შიგნით კი ბერების სადგომები და პატარ-პატარა სენაკები გახლდათ. მათივე ცნობით, გალავანის შიგნით შეიმჩნეოდა წყლის გამოსავალი მილები. აქვე ყოფილა ჩაფლული ღვინის დიდი ქვევრებიც. ყოველივე ეს მეტყველებს იმაზე, რომ საუკუნეთა მიღმა აქ ბერმონაზვნური ცხოვრება ყვაოდა.

მონასტერი მოქმედი ყოფილა XVII ს-მდე. ვახუშტი თავის აღწერაში წერს: “გუჯარეთს ქვეით არს მონასტერი ქოზიფას, უგუმბათო, კეთილ-შენი, მთასა შინა და აწ უქმი”. ჟამთა სვლამ მიტოვებული მონასტერი ძლიერ დააზიანა. ხუთივე ტაძარი.

1997 წლის 17 ივნისს ურბნისისა და რუისის მიტროპოლიტ იობის (აქიაშვილი) ლოცვა-კურთხევით ქოზიფას მონასტერში აღდგა სამონასტრო ცხოვრება.

XX ს-ის ბოლოს ქოზიფაში ჩატარდა სარესტავრაციო სამუშაოები: აიგო ბერების საცხოვრებელი სენაკები, სატრაპეზო, მოწესრიგდა მონასტრის შიდა სივრცე და მრავალი სხვა.

ქოზიფას მონასტერში სულ შვიდი ტაძარია, ყველა ტაძარი დღესდღეობით უკვე აღდგენილია და მიმდინარეობს ყველა ტაძარში წირვა-ლოცვა.

ტაძრები ერთმანეთზე მჭიდროდაა მიდგმული და ერთიან კომპლექსს ქმნის.

ქოზიფას საძვალეღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების გარდა აქ არის წმ. შიო მღვიმელის, მართალი ლაზარესი, ყოველთა ქართველთა წმიდათა და წმ. გიორგის ეკლესიები.

მართალი ლაზარეს მკვდრეთით აღდგინების ტაძრის ქვეშ, მიწის სიღრმეში არის საძვალე, სადაც მრავალი წმიდა ნაწილია დასვენებული.

დღეისათვის მიმდინარეობს დამატებითი სენაკების მშენებლობა.

#ქართლი #კახეთი #იმერეთი #გურია #აჭარა #აფხაზეთი #მცხეთამთიანეთი #რაჭალეჩხუმი #სამეგრელო #სვანეთი #ჰერეთი #გიტოტური #ქოზიფასმონასტერი #ძამასხეობა #тур #Грузия #格魯吉亞

ელარჯი- სამეგრელო -📷  #გიორგინიკოლავა---------------------------------------------- ვიცოდეთ რა გვაქვს საქართველოში  #გიტ...
15/10/2019

ელარჯი- სამეგრელო -📷 #გიორგინიკოლავა
---------------------------------------------
- ვიცოდეთ რა გვაქვს საქართველოში #გიტო
---------------------------------------------
- ვიცოდეთ რა არის ქართული
----------------------------------------------
- შემოვიაროთ საქართველო #гито

სამეგრელო — დასავლეთ საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე. ეს არის მდინარე რიონს, ცხენისწყალს, ენგურსა და შავ ზღვას შორის მოქცეული ტერიტორია. სახელწოდება მომდინარეობს ისტორიული მხარის ეგრისის სახელიდან. ქართულ წერილობით წყაროებში იხსენიება XII საუკუნიდან. თავდაპირველად გაიგივებული იყო მთლიანად დასავლეთ საქართველოსთან (მსგავსად აფხაზეთისა, იმერეთისა), XIII-XV საუკუნეებში უკვე ვიწრო მნიშვნელობა აქვს — აღნიშნავს ქართველების ეთნოგრაფიული ჯგუფით — მეგრელებით — დასახლებულ მხარეს მდინარეებს ფსირცხასა (ძვ. ანაკოდიისწყალი) და ცხენისწყალს შორის. ცენტრალური ქალაქია ზუგდიდი.

გვიანდელ შუა საუკუნეებში ამ ტერიტორიაზე ოდიშის სამთავრო შეიქმნა, ახალი სახელწოდებაც აქედან მიიღო — ოდიში, თუმცა უცხოურ წყაროებში „სამეგრელოდან“ ნაწარმოები სახელწოდებებიც გვხვდება. XIX საუკუნის პირველ ნახევარში ლიტერატურაში ისევ დამკვიდრდა სახელწოდება „სამეგრელო“. XVII საუკუნის I ნახევარში აფხაზ ფეოდალთა მოძალების შედეგად, დროთა განმავლობაში სამთავროს საზღვარმა ჯერ მდინარე კელასურზე, შემდეგ ღალიძგაზე, ბოლოს კი ენგურზე გადმოინაცვლა.
#ქართლი #კახეთი #იმერეთი #გურია #აჭარა #აფხაზეთი #მცხეთამთიანეთი #რაჭალეჩხუმი #სამეგრელო #სვანეთი #ჰერეთი #გიტოტური #ელარჯი #Самегрело #тур #Грузия #格魯吉亞

• კვეტერა - ახმეტა - კახეთი 📷  #ბადრივადაჩკორია---------------------------------------------- ვიცოდეთ რა გვაქვს საქართვე...
08/09/2019

• კვეტერა - ახმეტა - კახეთი 📷 #ბადრივადაჩკორია
---------------------------------------------
- ვიცოდეთ რა გვაქვს საქართველოში #გიტო
---------------------------------------------
- ვიცოდეთ რა არის ქართული
----------------------------------------------
- შემოვიაროთ საქართველო #гито

კვეტერა, კვეტარი, კუეტერი — ისტორიული ციხე-ქალაქი კახეთში, ახმეტის მუნიციპალიტეტში. მდინარე ილტოს მარჯვენა ნაპირზე, ახმეტა-თიანეთის დამაკავშირებელი მაგისტრალის მარცხენა მხარეს. ახმეტიდან 12 კმ-ზე. ციხე-ქალაქის კომპლექსის შემადგენლობაში შედის: შიდა ციხე, ქვედა ციხე, გალავანი, სასახლე, დარბაზული ეკლესია და მთავარი ღირსშესანიშნაობა გუმბათოვანი ეკლესია.

წყაროებში პირველად კვირიკე III-ის მეფობის (1010-1037) დროიდან, XI საუკუნის I ნახევრიდან იხსენიება[1], თუმცა ვახუშტი ბატონიშვილის მიხედვით, ჯერ კიდევ VIII საუკუნეში უნდა არსებულიყო. იყო კახეთის სამთავროს (შემდეგ სამეფოს) ერთ-ერთი ცენტრი. საქალაქო ცხოვრების კვალი XIII საუკუნიდან ისპობა და შემდეგ წყაროებში იგი აღარ იხსენიება.

1968 წელს კვეტერაში არქეოლოგიური გათხრები ჩატარდა, რომელსაც ხელმძღვანელობდა გ. ლომთათიძე. გათხრებმა გამოავლინა დარბაზული ეკლესიის ნაშთი, ასევე დიდი რაოდენობით აღმოაჩინეს შუა საუკუნეების ჭურჭელი და სხვა, რომელიც ინახება დუშეთის არქეოლოგიურ ბაზაში. 2007 წლის 24 ოქტომბრიდან კვეტერის ციხე-ქალაქი შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის საცდელ სიაში.
---------------------------------------------
📞 595917910 • [email protected]
----------------------------------------------

#ქართლი #კახეთი #იმერეთი #გურია #აჭარა #აფხაზეთი #მცხეთამთიანეთი #რაჭალეჩხუმი #სამეგრელო #სვანეთი #ჰერეთი

Address

Signagi
4200

Telephone

595917910

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ელიავა.ge posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to ელიავა.ge:

Shortcuts

Share