Geo Tourism Think Tank

Geo Tourism Think Tank ტურისტული პლატფორმა, რომლის მიზანსაც წარმოადგენს სექტორის მდგრადი განვითარების ხელშეწყობა.

Travel Pulse დაბალი რისკის მქონე სამოგზაურო მიმართულებების რეიტინგს აქვეყნებს, რომლებსაც შეგიძლიათ ამჟამად ეწვიოთ. COVID...
11/08/2021

Travel Pulse დაბალი რისკის მქონე სამოგზაურო მიმართულებების რეიტინგს აქვეყნებს, რომლებსაც შეგიძლიათ ამჟამად ეწვიოთ.

COVID-19-ის დელტა ვარიანტის გავრცელება ბევრ მოგზაურს აიძულებს დაბალი რისკის ქვეყნები ეძებოს ზაფხულის არდადეგებისთვის.
რისკის მთლიანად აღმოფხვრა შეუძლებელია; თუმცა, COVID-19-ის სრული ვაქცინაციით და მოგზაურობის დროს უსაფრთხოების აუცილებელი ზომების დაცვით, როგორიცაა ტესტირება, პირბადის ტარება, სოციალური დისტანცია და ხელის ხშირი დაბანვა/დეზინფიცირება - მოგზაურებს შეუძლიათ მნიშვნელოვნად შეზღუდონ დაინფიცირების შანსები.

აქ ჩამოთვლილია რამდენიმე ყველაზე უსაფრთხო საერთაშორისო მიმართულება, რომელიც ეფუძნება აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის და დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების (CDC) რეკომენდაციებზე.
1.ანგილია (კუნძული კარიბის ზღვაში)
2. ანტიგუა და ბარბუდა (კუნძული-სახელმწიფო კარიბის ზღვაში)
3. ბერმუდის კუნძულები ( კუნძულები ატლატიკის ოკეანეში)
4.ბულგარეთი
5. დომინიკა (კუნძული-სახელმწიფო კარიბის ზღვაში)
6. გრენადა (კუნძული-სახელმწიფო კარიბის ზღვაში)
7. რუმინეთი

These countries are navigating the pandemic better than most.

https://www.eturbonews.com/583259/its-official-world-travel-market-london-will-go-virtual/✅ 2020 წელს World Travel Marke...
15/09/2020

https://www.eturbonews.com/583259/its-official-world-travel-market-london-will-go-virtual/

✅ 2020 წელს World Travel Market ვირტუალურ ფორმატში ჩატარდება, ეს ტურიზმის ინდუსტრიის ისტორიაში უპრეცენდენტო გადაწყვეტილებაა !

✅ ვირტუალური ღონისძიება სამი დღის მანძილზე, 9-11 ნოემბერს - დილის 7 საათიდან საღამოს 10 საათამდე გაიმართება, რათა უზრუნველყოს წვდომა მსოფლიოს სხვადასხვა ზონიდან.
✅ კონფერენციის სესიები და ფორუმები ინდუსტრიის წინაშე მდგარ მნიშვნელოვან გამოწვევებს მიეძღვნება.

✅WTM 2020-ის მთავარი მიზანი ტურიზმის ინდუსტრიის აღდგენა, განახლება და ფორმირებაა ისეთ დროს, როდესაც მას ეს ყველაზე მეტად სჭირდება.
✅ ღონისძიება ფოკუსირებული იქნება საქმიანი კავშირების აღდგენაზე, ქსელებისა და ბრენდების გაფართოებასა და წარმატებული დაბრუნების სწავლებაზე, რაც გულისხმობს სამოგზაურო დისკუსიების გაცოცხლებას, ახალი კავშირების შექმნის შესაძლებლობების განხილვას და ონლაინ ბიზნესის წარმოებასთან დაკავშირებით საინტერესო იდეების შეთავაზებას.

Forget the rush on the tube, forget expensive hotels! Reed Exhibition, the organizer of the World Travel Market London decided to go virtual.| Look | eTurboNews | Trends | Travel News | Breaking Travel News

ტურიზმის ამოქმედების ანტიკრიზისული გეგმა
07/05/2020

ტურიზმის ამოქმედების ანტიკრიზისული გეგმა

⭕️მოგზაურობისა და ტურიზმის მსოფლიო საბჭო, მსოფლიო ტურისტული საზოგადოების შთაგონების მიზნით - იწყებსკამპანიას  .✅ მოგზაურ...
21/04/2020

⭕️მოგზაურობისა და ტურიზმის მსოფლიო საბჭო, მსოფლიო ტურისტული საზოგადოების შთაგონების მიზნით - იწყებს
კამპანიას .

✅ მოგზაურობისა და ტურიზმის მსოფლიო საბჭო (WTTC) იწყებს ახალ მარკეტინგულ კამპანიას, , რომელიც მიზნად ისახავს გლობალური მოგზაურობისა და ტურიზმის საზოგადოების სტიმულირებას და ჩვენებას, თუ რაოდენ მნიშვნელოვანი ფაქტორია მოგზაურობა ცხოვრებისადმი ჩვენი ინტერესისათვის. კამპანია მოუწოდებს მოგზაურებს მთელს მსოფლიოში, გააზიარონ ჰეშთეგი ვიდეოსთან ერთად, რომელიც ერთდროულად, ერთ მომენტში გაააერთიანებს ყველას.

მარკეტინგული კამპანია სამი ძირითადი ელემენტისგან შედგება: ძლიერ ვიზუალური და ემოციური ვიდეო, ჰეშთეგით - სოციალურ პლატფორმებსა და togetherintravel.com მიკროსაიტს შორის კომუნიკაციის სტიმულირებისთვის, ვიდეოების და მომხმარებელთა კონტენტისა და ისტორიების განთავსებისთვის. WTTC– მ შეამუშავა კამპანია მის ერთ – ერთ წევრთან, მარკეტინგისა და საკომუნიკაციო კომპანიის MMGY Hills Balfour– თან ერთად.

✅გლორია გევარამ, WTTC- ის პრეზიდენტმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, განაცხადა: ”ოცნებები - ცხოვრებისადმი ჩვენი ინტერესის ერთ-ერთი განმსაზღვრელი ფაქტორია და ჩვენი ახალი კამპანია ადამიანებს მომავალთან დაკავშირებით პოზიტიურ აზრებს შთააგონებს. მოგზაურობა და ტურიზმი მსოფლიო ეკონომიკის უმნიშვნელოვანეს სექტორს წარმოადგენს, მასზე მოდის ყოველი მეოთხე ახალი სამუშაო ადგილი მსოფლიოს მასშტაბით და მშპ 10.3% -ს შეადგენს. ჩვენი სექტორი ყველაფერს მოიცავს. ის ქმნის საზოგადოებებს, ამცირებს გლობალურ სიღარიბეს და აუმჯობესებს ყოველდღიურ ცხოვრებაში სოციალურ გავლენას. თუმცა, ჩვენ ამჟამად COVID-19– ის წყალობით ვართ უნიკალურნი.”

✅ – ის კამპანიის კონცეფცია დაფუძნებულია სურვილზე, რომ გააერთიანოს ყველა, ვინც გატაცებულია მოგზაურობებით, გააერთიანოს ისინი, ვინც ბევრს მუშაობენ სექტორის აღდგენისთვის და გაავრცელოს სოლიდარობის იდეა, რომ ჩვენ ვართ ერთიანი გლობალური საზოგადოება და მოგზაურობა გვაახლოვებს. გზავნილი მდგომარეობს იმაში, რომ ადამიანებს კვლავ შეუძლიათ შთაგონება მიიღონ მოგზაურობისა და შეკვეთების სამომავლო იდეებთან დაკავშირებით და ამავე დროს, გახდნენ ვირტუალური სივრცის ნაწილი - გაზიარების, კომუნიკაციისა და საერთო ინსპირაციისთვის.

At a time when new travel stories cannot be made, let’s take a moment to reflect on our most special, inspiring travel memories and share them with the world...

❗️ ❗️  ციფრული მარკეტინგის კრიზისის შემდგომი ტოპ 3 სამოქმედო გეგმა  COVID 19-ით გამოწვეულ მიმდინარე პერიოდში, ტურიზმის ს...
18/04/2020

❗️ ❗️ ციფრული მარკეტინგის კრიზისის შემდგომი ტოპ 3 სამოქმედო გეგმა

COVID 19-ით გამოწვეულ მიმდინარე პერიოდში, ტურიზმის სექტორისათვის, ციფრული მარკეტინგი ერთ-ერთი მთავარი საშუალება ხდება გადარჩენისა და პოსტ პანდემიური გაყიდვების სწორად დაგეგმვისათვის. გთავაზობთ რამდენიმე საერთაშორისო ექსპერტის მოსაზრებას, თუ როგორ უნდა მოხდეს ტურიზმის სექტორის ადაპტირება არსებულ რეალობასთან და როგორ უნდა დავჭიროთ თადარიგი წარმატებული დაბრუნებისათვის პოსტ პანდემიურ პერიოდში

✅ფრედერიკ გონსალო - ტურიზმის ექსპერტი. ციფრული მარკეტინგისა და სტრატეგიის კონსულტანტი.

“ მაგალითისთვის, კვებეკში (კანადა), ვირუსის პიკი აპრილის შუა რიცხვებშია მოსალოდნელი. ანუ, პირველი ნაბიჯი, რომელიც უნდა გადაიდგას, არის ამ ფაქტის გათავისება და კრიზისის შემდგომი მოქმედებების გეგმის შედგენა, რომელიც, სავარაუდოდ, უნდა დაიწყოს ივნისში.
მსურს, გამოვყო სამი სამოქმედო პუნქტი:

1) ახალი ფოტოები - არ აქვს მნიშვნელობა როდის გქონდათ თქვენი ტურისტული ბრენდების ბოლო ფოტოსესია - კრიზისის დროს მომხმარებელთა ქცევა და დამოკიდებულება იცვლება. მაგალითად, ისინი მოერიდებიან ხალხისგან გადაჭედილი რესტორნების, შეკრებების, ან თუნდაც აუზთან მყოფი მეგობრების სურათებს. ამიტომ, ვირუსის საფრთხის საბოლოო გაქრობამდე, უმჯობესია ამ ტიპის სურათების გამოქვეყნებისგან თავი შეიკავოთ.

2) ვებგვერდის განახლება - ტექსტებისა და სამომხმარებლო გამოცდილების გადახედვა. თამამად შეიძლება ითქვას, რომ მოგზაურები დიდ მნიშვნელობას მიანიჭებენ ჰიგიენისა და სისუფთავის დაცვას, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ამ ფაქტს ხაზი გაესვას თქვენს ვებ-გვერდზე და ციფრულ პლატფორმებზე (სოციალურ ქსელებში, ბროშურებში და ა.შ.)

3) მიზნობრივი ბაზარი - არ იფიქროთ, რომ კრიზისიდან გამოსული თქვენი სამიზნე აუდიტორია ისეთივე იქნება, როგორც კრიზისამდე. დიდი შანსია, ქალაქგარეთ ჩასატარებელი საქმიანი შეხვედრები, როგორც მოვლენა, გაურკვეველი პერიოდით გაქრეს, ვინაიდან ადამიანები იზოლირებული მუშაობისა და ზუმ-კონფერენციების ტალღაზე გადავლენ. კონცენტრირდით რეზინის საბურავების ბაზრებზე და ადგილობრივ ძალისხმევაზე, რათა ბორბლები აღდგენის ადრეულ ეტაპზევე დაატრიალოთ.

❗️რაც შეეხება არასდანდარტულ იდეას, შეიძლება აქციის ან ღონისძიების წამოწყება - "მხოლოდ ადგილობრივთათვის", რომელიც ორიენტირებული იქნება იმ ქალაქის მაცხოვრებლებზე, სადაც თქვენ მუშაობთ და ცხოვრობთ. სასურველია, ეს აქცია იმგვარად შეფუთოთ, რომ მოიცავდეს სხვადასხვა სახის აქტივობებს სუფთა ჰაერზე, შოუსა და გართობის ელემენტებს, რომელიც აკრძალული იყო ვირუსის პერიოდში.”

✅ტიმ პიტერი - Tim Peter & Associates დამფუძნებელი და პრეზიდენტი

“ რთული სათქმელია, როდის დასრულდება ამჟამინდელი კრიზისი, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ის დასრულებადია. აქ მოცემულია რამდენიმე ფასეული იდეა, რაც დაგეხმარებათ კრიზის შემდგომ პერიოდში.

1) იმისდა მიუხედავად, რომ დიდი ეკონომიკური ეფექტისა და მომხმარებელთა მოსალოდნელი შეშფოთების გამო ეკონომიკა შეიძლება გაიზარდოს, სავსებით მოსალოდნელია, რომ მათ მოუნდეთ საკუთარი სახლების სიახლოვეს დარჩენა, უფრო ნაკლების დახარჯვა ან უბრალოდ, მომავალი პოტენციური კრიზისების შიშით - ფულის დაზოგვა. თქვენი პროდუქტის გაიაფება არ არის კარგი მოვლენა. მაგრამ თქვენ ასევე უნდა მოიფიქროთ და შესთავაზოთ პაკეტები ან სარეკლამო აქციები, რომლებიც სტუმრებს საშუალებას მისცემს, გაღებული თანხისგან მაქსიმუმი მიიღონ, განსაკუთრებით მძღოლებთან და ადგილობრივ მომხმარებლებთან მიმართებაში. თქვენს აქციებსა და შეთავაზებებში, ყურადღება გაამახვილეთ დამატებით ღირებულებებზე , რომლებიც დაგეხმარებათ შეინარჩუნოთ ტარიფი, მაგრამ ამასთანავე, აშკარა სარგებელს მოუტანს სტუმარსაც. უპირველეს ყოვლისა, ისეთ ადამიანებზე მოახდინეთ აქცენტირება, ვისთვისაც თქვენი საკუთრება ყველაზე ახლოსაა საცხოვრებელ მდებარეობასთან. ასევე სავარაუდოა, რომ სტუმრები მოისურვებენ თავიანთ ოჯახებთან და მეგობრებთან ერთად გაატარონ დრო, რომელთა უმეტესობაც იზოლირებული იყვნენ კრიზისის პერიოდში. განიხილეთ შეთავაზებები, რომლებიც მოიცავს სხვადასხვა თაობების მოგზაურობებს, მეგობრების ჯგუფურ გამგზავრებებს და ა.შ. ასევე დროა, მოხდეს "გეო-ტარგეტინგის" მობილური შეთავაზებების გააქტიურება, რათა გაიზარდოს ბაზარზე უკვე მყოფი ადამიანების დანახარჯები.

2) ჯერ გაყიდეთ თქვენი დანიშნულების ადგილი-თქვენ უნდა გააბათ უფრო ფართო ქსელი. ეს ცოტათი "ძველი სკოლის" მეთოდია, მაგრამ სანამ სტუმრები სასტუმროს შეარჩევენ, ჯერ უნდა აირჩიონ დანიშნულების ადგილი. ითანამშრომლეთ სხვა ადგილობრივ კომპანიებთან, რომლებიც, თქვენს მსგავსად, იქნებიან ვიდეოებისა და კონტენტების შემუშავების ძიებაში, ეს ძლიერ დაგეხმარებათ თქვენი დანიშნულების მიმართულებით მოგზაურების მოსაზიდად. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, OTA მნიშვნელოვან ინვესტიციებს დებს კონტენტში. ნუ მისცემთ მათ საშუალებას, ამით სარგებელი მიიღონ. ამის ნაცვლად, პირდაპირ აჩვენეთ, რატომ არის თქვენი დანიშნულების ადგილი განსაკუთრებული და სწორი არჩევანი სტუმრებისთვის.

3) გააგრძელეთ ე.წ. "მეტა" და ფასიანი ძებნის სისტემა - მოთხოვნილების შემცირება ავტომატურად უარყოფით გავლენას ახდენს "მეტა" და ფასიანი ძებნის სისტემაზე. ამ ფუნქციის გამორთვა ისეთი ადამიანების ყურადღების მიღმაც კი დაგტოვებთ, ვინც მოგზაურობაზე უბრალოდ ფიქრობს, არათუ ისეთების, ვინც მომავალი მოგზაურობებისთვის წინასწარვე იჭერს თადარიგს. ამასთანავე, სავსებით შესაძლებელია, ამ პროცესმა მნიშვნელოვნად დაწიოს თქვენი რეიტინგი იმ კომპანიებთან მიმართებაში, რომლებიც თავიანთ მედია-ფაილებს მუდმივ სამუშაო რეჟიმში ამყოფებენ, თუნდაც ეს ხდებოდეს მხოლოდ მიმდინარე მოთხოვნილებების შესაბამისად. სხვანაირად რომ ვთქვათ, რეცესიის დასრულების მოლოდინმა შეიძლება არახელსაყრელ მადგომარეობაში ჩაგაყენოთ იმათთან შედარებით, ვინც მიმდინარე პერიოდში,თქვენგან განსხვავებით, შუქი ანთებული დატოვა ... და რაც მთავარია, აღმოჩნდებით ისეთი პოტენციური მომხმარებლის ყურადღების მიღმა, ვისაც მოგზაურობა ესაჭიროება პოსტ-პანდემიურ პერიოდში.

❗️რაც შეეხება იდეას: არსებობს ორი ძირითადი გაკვეთილი, რომლის გამოტანაც COVID-19– დან შეგიძლიათ.

პირველ რიგში, კრიზისის დროს, სტუმრები დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ მოქნილობას თავიანთ გეგმებში. მეორე, სასტუმროები დიდად არიან დამოკიდებულნი შემოსავალზე, რაც მხოლოდ მათ შენობაში ხალხის მისვლით ხდება არსებითი. როგორ შეგიძლიათ გამოიყენოთ ციფრული ტექნოლოგია ამ ორი რეალობის გასაერთიანებლად და რისკების აღმოსაფხვრელად, როგორც მოგზაურთათვის, ასევე თქვენი შემოსავლისთვის? შეგიძლიათ გადახედოთ ხელმოწერის მოდელებს თქვენი ოთახებისთვის, ან შეხვედრების ჩასატარებელი სივრცეებისთვის, რათა შესთავაზოთ სტუმრებს მოქნილი სისტემა და ხარჯების კონტროლი, ასევე მიიღოთ სტაბილური შემოსავალი თქვენი ქონებისთვის? Amazon Prime, Stitch Fix, Fabletics და მრავალი სხვა ინოვატორები იყენებენ ციფრულ გამოწერებს შემოსავლისა და მომხმარებლის ერთგულების უზრუნველსაყოფად. არ არის დრო, სასტუმროებმა კორონავირუსისგან სათანადო დასკვნა გამოიტანონ და იგივე გააკეთონ სტუმრებისთვის? ასევე, არ არის დრო, რომ სასტუმროებმა ვირტუალური ღონისძიებებისა და ტურებისთვის საზოგადოებრივი სივრცეების მონეტირება მოახდინონ? როგორ შეგიძლიათ გამოიყენოთ ციფრული ტექნოლოგია სტუმრებისათვის დაუვიწყარი გამოცდილების უზრუნველსაყოფად, თუნდაც ისინი სასტუმროში არ იმყოფებოდნენ?

COVID-19 დიდხანს არ გაგრძელდება. ხოლო სასტუმროებს, რომლებიც ახლა მოქმედებენ და დგამენ ნაბიჯებს, უფრო მეტი შესაძლებლობა აქვთ წარმატებას მიაღწიონ, როცა სიტუაცია ჩაწყნარდება. არ დაელოდოთ ამ მომენტს, ისარგებლეთ დროის უპირატესობით და იმოქმედეთ ახლავე, გადახედეთ იმას,თუ როგორ ურთიერთობთ კლიენტებთან და მოახდინეთ თქვენი სწორი პოზიციონირება პოსტკორონარულ ბაზარზე უფრო დიდი წარმატებისთვის.

✅ჩედ ჰოლერტი - ნევადის უნივერსიტეტის მარკეტინგის ინსტრუქტორი

“ საჭიროა, ფოკუსირება მოვახდინოთ სტრატეგიულ პროექტებზე.
ეს ყველასთვის განსხვავებული პროცესია, მაგრამ ზოგიერთი აქტივობა, რომელზეც მომხმარებელთან ვმუშაობთ, მოიცავს:

1) ელექტრონული საფოსტო პროგრამის გადახედვას მოწინავე სეგმენტაციისა და პერსონალიზაციის მიზნით.

2) ვებ–გვერდ(ებ)ის გაუმჯობესებას, რომელიც მიზნად ისახავს მომხმარებელთან ურთიერთქმედების დახვეწას (განსაკუთრებით მობილური მოწყობილობებისთვის).

3) ლოიალურობის პროგრამების, ონლაინ მარკეტინგისა და ამ პროგრამების რეალიზაციის სიღრმისეულ ანალიზს.

დ) სარეკონსტრუქციო კამპანიის სტრატეგიების შემუშავებას, რაც ხელს შეუწყობს ბიზნესის ეფექტურ და საპასუხისმგებლო პროგრესირებას.”
#ტურიზმი #დარჩისახლში #ტურიზმი2020

The global hospitality industry has been through every perceivable calamity over the past decades: earthquakes, tsunamis, tornados, major floods, terrorist attracts like 9/11, SARS, global recessions, epidemics and pandemics like SARS, MERSA, ZIKA, swine flu and now COVID-19.

⭕️”პირდაპირ რომ ვთქვათ, MICE ინდუსტრიისთვის არსებული ვითარება არის აბსოლუტური კატასტროფა”, - ამბობს ნიკ გოლდი, „Speakers...
03/04/2020

⭕️”პირდაპირ რომ ვთქვათ, MICE ინდუსტრიისთვის არსებული ვითარება არის აბსოლუტური კატასტროფა”, - ამბობს ნიკ გოლდი, „Speakers Corner“-ის წარმომადგენელი.
”ეჭვგარეშეა, რომ ამ უპრეცედენტო დროს, ყველა სახის ინდუსტრიული ბიზნესი, განსაკუთრებით კი MICE მიმართულება - გადასულია თვითგადარჩენის რეჟიმზე.

❗️📣გოლდის აზრით, პოტენციური სოციალური იზოლაციის პირობებში, ყველას მოუნდება ურთიერთობების გამოცდილება და როგორც არასდროს, ისე დააფასებს მის მნიშვნელობას.
📣 „ერთად, ჩვენ გადავლახავთ ამ მოკლევადიან განსაცდელს და უფრო ძლიერნი დავუბრუნდებით ჩვეულ რეჟიმს.”

https://www.citmagazine.com/article/1677387/in-times-isolation-understand-value-live-events?fbclid=IwAR35Gf2YtsHKDqmGLWqqNRIeU-7lsoDO4eEL88W7jJv7X-1sh5PuLlkR-M4

❗️"ეს უნდა გაკეთდეს ტურიზმის გადარჩენისთვის! ნუ გააუქმებ-გადაავადე“❗️ – ამ ლოზუნგით ერთიანდება ტურისტული სამყარო✅   გავრ...
26/03/2020

❗️"ეს უნდა გაკეთდეს ტურიზმის გადარჩენისთვის! ნუ გააუქმებ-გადაავადე“❗️ – ამ ლოზუნგით ერთიანდება ტურისტული სამყარო

✅ გავრცელების პრევენციის ღონისძიებების და მოსახლეობის თვით-იზოლაციიდან გამომდინარე ტურიზმის ინდუსტრია, საცალო ვაჭრობა და სარესტორნო ბიზნესი ძლიერი დარტყმის ქვეშ აღმოჩნდა.
✅სოციალურ მედიაში, არაერთი სასტუმრო და ტურისტული კომპანია მოუწოდებს მომხმარებლებს, "ტურიზმის გადარჩენის" მიზნით, გაუქმების ნაცვლად შეცვალონ და გადაჯავშნონ მოგზაურობის თარიღები. საერთაშორისო მასშტაბით, დაიწერა ასობით და ათასობით პოსტი.
📣⭕️საქართველოში მოქმედი ტურისტული და განთავსების კომპანიებისთვისაც ეს არის ერთ-ერთი საუკეთესო გზა ლოიალური მომხმარებლის მოსაზიდად და გარანტირებული ჯავშნების შენარჩუნებისათვის.

რა გავლენა მოახდინა პანდემიამ აშშ–ს სამოგზაურო და ტურიზმის ინდუსტრიაზე: როგორ მოხდება  -ისგან მიყენებული ზარალის კომპენს...
22/03/2020

რა გავლენა მოახდინა პანდემიამ აშშ–ს სამოგზაურო და ტურიზმის ინდუსტრიაზე: როგორ მოხდება -ისგან მიყენებული ზარალის კომპენსაცია?

#აშშ–ს ტურიზმის ინდუსტრიის (სასტუმროები, რესტორნები, ავიაკომპანიები) მიმდინარე ზარალი თვეში დაახლოებით $30 მილიარდს შეადგენს. მთავრობა კი ინდუსტრიის დასახმარებლად წინადადებებს ამუშავებს.

✅აშშ-ს ტურისტული ასოციაციის მიერ გამოქვეყნებულმა ანალიზმა აჩვენა, რომ Covid19-ის გამო შემცირებული მოგზაურობების მაჩვენებელი მთლიანობაში $809 მილიარდით დააზარალებს ქვეყნის ეკონომიკას და 4.6 მილიონით შეამცირებს ტურიზმთან დაკავშირებულ სამუშაო ადგილებს. მარტსა და აპრილში საერთო შემოსავლები უკვე 75% -ით დაბალი იქნება.

✅"ტურისტულ ბიზნესში 15.8 მილიონამდე ამერიკელია დასაქმებული, რომელთაც უმუშევრად დარჩენა ემუქრებათ. აგრესიული და დაუყოვნებელი ნაბიჯების გარეშე, აღდგენის ეტაპი ბევრად ხანგრძლივი და რთული იქნება, რაც ეკონომიკური კიბის ქვედა რგოლებს ყველაზე მეტად დააზარალებს." - განაცხადა თეთრ სახლში შეხვედრაზე აშშ-ს ტურისტული ასოციაციის პრეზიდენტმა როჯერ დოუმ.

მოლოდინების თანახმად, სამოგზაურო დანახარჯები აშშ-ში (ტრანსპორტი, საცხოვრებელი, ვაჭრობა, ღირსშესანიშნაობები და რესტორნები) შემცირდება $355 მილიარდით წელიწადში, ანუ 31%–ით. ანუ Covid19-ს ექვსჯერ უფრო ძლიერი უარყოფითი ზეგავლენა ექნება აშშ-ს ეკონომიკაზე, ვიდრე 9/11-ს.
მხოლოდ ტურიზმის ინდუსტრიის სავარაუდო დანაკარგები საკმარისია იმისათვის, რომ აშშ ხანგრძლივ რეცესიაში აღმოჩნდეს, რომელიც, როგორც ვარაუდობენ მინიმუმ წლის ბოლომდე გასტანს და 2020-ის მეორე ნახევარი ყველაზე დაბალი მაჩვენებლით "გამორჩეული" იქნება.
სამოგზაურო ბიზნესში ნავარაუდევი 4.6 მილიონიანი სამუშაო ადგილის დაკარგვა კი თითქმის გააორმაგებს აშშ-ს უმუშევრობის საერთო მაჩვენებელს (3.5% -დან 6.3%-მდე).

⭕️სრულიად უპრეცედენტო მოცემულობის გათვალისწინებით, აშშ-ს მთავრობა განიხილავს, $150 მილიარდის დახმარება აღმოუჩინოს ტურიზმის სექტორს.
შემოთავაზებული აღდგენითი მექანიზმები მოიცავს:

📣ტურისტული სამუშაო ძალის სტაბილიზაციის ფონდის შექმნას.
📣 გადაუდებელი ლიკვიდურობისთვის ტურისტული კომპანიების უზრუნველყოფას ხელსაყრელი პირობებით.
📣მცირე ბიზნესისა და მასში დასაქმებულთა მხარდაჭერად SBA-ს საკრედიტო პროგრამის ოპტიმიზირებას და მოდიფიცირებას.

✅მოსალოდნელი დანაკარგების შემსუბუქების საუკეთესო საშუალება სარეაბილიტაციო დროის მაქსიმალური შემცირებაა. მიუხედავად იმისა, რომ ეპიდემიებთან დაკავშირებული კრიზისების შემდგომი აღდგენის სტანდარტული პერიოდი 12-16 თვეს შეადგენს, ამ დროის შემცირება სტრატეგიული მიდგომების და ტურისტული ინდუსტრიის მხარდაჭერითაა შესაძლებელი.

აშშ ტურისტული ბაზრისათვის, Oxford Economics-ის მიერ შემუშავებულ იქნა ზარალის პერიოდის შემცირების ორი სცენარი:

❗️პირველი სცენარის თანახმად, ივნისში უნდა დაიწყოს სრული რეაბილიტაცია. რაც ნიშნავს, რომ ივნისი-დეკემბრის პერიოდში საშუალოდ ყოველ თვეზე $17.8 მილიარდის შემოსავლები ექნება ქვეყნის მშპ-ს და $2.2 მილიარდის გადასახადები შევა ბიუჯეტში. ტურიზმის სექტორის მთლიანი სარგებელი კი $100 მილიარდის შემოსავალს გაუტოლდება, $15 მილიარდი გადასახადების სახით შევა ქვეყნის ბიუჯეტში და 1.6 მილიონი სამუშაო ადგილი აღდგება.

❗️მეორე სცენარის მიხედვით, ივნისში დაიწყება 50%-იანი რეაბილიტაციის პროცესი (მოსალოდნელი პროდუქტიულობის შესაბამისად). ამ სცენარის მიხედვით, საშუალოდ ყოველ თვეზე $8.9 მილიარდის შემოსავლები ექნება ქვეყნის მშპ-ს და $1.1 მილიარდის გადასახადები შევა ბიუჯეტში. ტურიზმის სექტორის მთლიანი სარგებელი კი $50 მილიარდის შემოსავალს გაუტოლდება, $7.7 მილიარდი გადასახადების სახით შევა ქვეყნის ბიუჯეტში და 823 ათასი სამუშაო ადგილი აღდგება.

https://www.eturbonews.com/567421/impact-on-the-us-travel-and-tourism-industry-analyzed-how-to-compensate-for-covid-19/ #ტურიზმი #კრიზისებისმართვა

Today US President Trump said that the cost of shutting down US travel and tourism industry (hotels, restaurants, airlines) is about 30 billion dollars a | eTurboNews | Trends | Travel News | Breaking Travel News

19/03/2020

მოგესალმებით,

ჩვენი პლატფორმის შექმნის იდეა გულისხმობს ტურიზმის სექტორის მდგრადი განვითარების ხელშეწყობას, ტურისტული პროდუქტებისადმი წარმოდგენის ამაღლებას, ტურიზმის სწორ განვითარებას საქართველოში და გამოწვევებთან გამკლავებას. ასევე, ჩვენი პლატფორმის მეშვეობით ტურიზმის სექტორში არსებულ კომპანიებს შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ სრული კვლევები და საკონსულტაციო მომსახურება.
პლატფორმის წარდგენა დაგეგმილი გვქონდა მოგვიანებით, მაგრამ შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე გადავწყვიტეთ მისი ჩაშვება. მიმდინარე პერიოდში გაგიზიარებთ საინტერესო სტატიებს და მასალებს მსოფლიო ტურისტული ტენდენციების და კრიზისული მართვის შესახებ.

Address

Tbilisi

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Geo Tourism Think Tank posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Shortcuts

Share