Born jomo _ ბორ-ნ-ჯომო

Born jomo _  ბორ-ნ-ჯომო For Healthy Life - ჯანსაღი ცხოვრებისთვის

ბორჯომი ერთ-ერთი უნიკალური კურორტია. იგი ცნობილია არა მხოლოდ საქართველოში, არამეთ მსოფლიოშიც, რასაც ხელს უწყობს ბორჯომის უნიკალური მინერალური წყალი, მისი მდებარეობა, კულტურულ-ისტორიული ძეგლების მრავალფეროვნება... ჩვენი მიზანია ბორჯომის რეგიონის განვითარება არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მსოფლიოს მასშტაბით მდგრადი ტურიზმის განვითარების უზრუნველყოფა და საერთაშორისო ბაზარზე ბორჯომის, როგორც უნიკალური ტურისტული რეგიონის, კურორტის პოზიციონირება. ტურისტების მოზიდვის და რაოდენობის ზრდის ხელშეწყობა, მათთვის დაუვიწყარი დასვენების დღეების შექმნა და სურვილის აღძვრა რომ მას კვლავაც ეწვიონ ბორჯომს.

ბორჯომი — ქალაქი-კურორტი აღმოსავლეთ საქართველოში და ბორჯომის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ცენტრი. მოსახლეობა 9,9 ათასი...
16/01/2016

ბორჯომი — ქალაქი-კურორტი აღმოსავლეთ საქართველოში და ბორჯომის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ცენტრი. მოსახლეობა 9,9 ათასი (2002 წ.). მდებარეობს მდინარების მტკვრის, ბორჯომულასა და გუჯარეთისწყლის შესართავთან, მესხეთის ქედის აღმოსავლეთ და თრიალეთის ქედის დასავლეთ კალთებზე, ზღვის დონიდან 800-900 მ. სიმაღლეზე. ქალაქს აღმოსავლეთიდან ესაზღვრება ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი.
ქალაქის ადგილას XV-XVIII სს-ში იყო რამდენიმე სოფელი: ნუა, ფაფა, ჭალა. იმავე ხანებში ურავლის ხეობაში იყო ბორჯომის სახელით ცნობილი სოფელი. ვარაუდობენ, რომ ეს სახელი უნდა მოეტანათ ოსმალეთის დაპყრობითი ომების შედეგად ლტოლვილ მოსახლეობას. ოფიციალურ წყაროებში სახელი ბორჯომი XIX საუკუნეში იხსენიება. 1825 წელს რუსეთის იმპერიის ჯარისკაცებმა შემთხვევით აღმოაჩინეს ბორჯომის წყალი, რომელმაც მალე მთელს იმპერიაში გაითქვა სახელი. 1890 წელს „ბორჯომის“ საწარმოო ჩამოსხმა დაიწყო. ბორჯომმა კი ქალაქის სტატუსი 1918 წელს მიიღო.
ბორჯომი ბალნეოლოგიური და კლიმატური კურორტია. აქ ხშირად ისვენებდნენ რუსეთის საიმეპერატორო ოჯახის წევრები, სახელმწიფო და კულტურის მოღვაწენი: მაქსიმ გორკი, პეტრე ჩაიკოვსკი, იოსებ სტალინი, გიორგი დიმიტროვი და სხვები. ბორჯომში არის განთქმული მინერალური წყლების ჩამომსხმელი ქარხანა. აქვეა სხვა მცირე საწარმოები და კულტურის დაწესებულებები (თეატრი, მხარეთმცოდნეობის მუზეუმი). ბორჯომში არის რკინიგზის სადგური.
ტურისტებს ემსახურება 8–ადგილიანი გონდოლა–საბაგირო. მოძრაობს 6 მ/წმ სიჩქარით. საბაგირო გზის სიგრძე - 1800 მ. ტრასის სიგრძე – 1800 მ–მდე. ქვედა სადგური – ზღვის დონიდან 1830 მ. ზედა სადგური – ზღვის დონიდან 2130 მ. სტარტისა და ფინიშის სიმაღლეთა სხვაობა – 300 მ. დაგეგმილია: საბაგირო გზის გაგრძელება, ტრასის სიგრძის გაზრდა, სპორტკომპლექსის და სასტუმროების მშენებლობა.

საშობაო ტური ბორჯომში: * მარშრუტი : თბილისი-ბორჯომი-ბაკურიანი-თბილისი * ტურის სახეობა : საშობაო/გასართობი * ხანგრძლივობა...
16/01/2016

საშობაო ტური ბორჯომში:

* მარშრუტი : თბილისი-ბორჯომი-ბაკურიანი-თბილისი

* ტურის სახეობა : საშობაო/გასართობი

* ხანგრძლივობა : 8 დღე / 7ღამე

* ტურის პერიოდი : 29 დეკემბერი - 5 იანვარი

* გასვლის დრო და ადგილი : 08:00 საათი (GMT +4 )

სასტუმრო “ბეტსი“

* ტურის ღირებულება - 16225 ლარი



ტურპაკეტი

* ტრანსფერი: აეროპორტი-სასტუმრო-აეროპორტი

* შიდა ტრანსპორტირება

* განთავსება: სასტუმრო

* კვება: სამჯერადი (საუზმე, სადილი, ვახშამი)

* გიდი: უცხოენოვანი (ნებისმიერი ენა)



ტურის გეგმა

* ჯგუფის სიდიდე: 4

* ტურის ხანგრძლივობა: 8 დღე / 7 ღამე

* პრიორიტეტები: მაღალი ხარისხი, უსაფრთხოების მაღალი დონე,
კომფორტი,მრავალფეროვანი აქტივობები, დაუვიწყარი ტური.

* სირთულის დონე: საშუალო

* ტრანსპორტი: მინივენი

* ტურის ლიდერი: გიდი

* განთავსების ტიპი და კატეგორია: სასტუმრო

* დამატებითი მომსახურებები: ტრადიციული ტანსაცმელი,
გოგირდის აბაზანა, სათხილამურო ტური ბაკურიანში
( 2 დღე ) ,ფოტო/ვიდეო გადაღება.

* საჭირო აღჭურვილობა: თხილამურებზე სრიალისათვის
საჭირო ეკიპირება, ზამთრის ფეხსაცმელი; წყალგაუმტარი
ქურთუკი, წყალგაუმტარი შარვალი და ხელთათმანები,
მზისგან დაცვის საშუალებები; (მუქი სათვალე, მზის
დამწვრობისაგან დამცავი მაზი).

მარშრუტის მოკლე მიმოხილვა დღეების მიხედვით:



პირველი დღე

08:00-09:00- სასტუმროში „ბეტსი“ განთავსება და დასვენება
09:00-10:00- საუზმე სასტუმროში
10:00-11:00- ძველი თბილისი,რიყის პარკი
11:00-12:30- მთაწმინდა
12:30-13:00-თავისუფალი დრო
13:00-14:00- მეტეხი, სიონის საკათედრო ტაძარი

14:00-15:00- სადილი პაბ „დუბლინში“
16:00-17:00-ეთნოგრაფული მუზეუმის დათვალიერება
17:00-18:00-სამება

18:00-19:00- შარდენი, ვახშამი აქვე

19:00-21:00- რუსთაველი გამზირი-თავისუფლების მოედანი,
საახალწლო ბაზრობა,ღამის თბილისი

21:00- სასტუმროში განთავსება და ღამისთევა



მეორე დღე

10:00-11:00 - საუზმე სასტუმროში „ბეტსი“
11:30 - გამგზავრება ბორჯომში
14:00- ბორჯომში დაბინავება სასტუმროში
„ბორჯომი პალასი“(4*)
14:00-16:00- სადილი სასტუმროში და დასვენება
16:00 -18:00 - გამაჯანსაღებელი პროცედურები
გამაჯანსაღებელ ცენტრ „ბორჯომის ხეობაში“
19:00-20:00 - ღამის ბორჯომის დათვალიერება
20:00-21:00 - ვახშამი რესტორანში „ფესვები“
21:00- ღამისთევა სასტუმროში „ბორჯომი პალასი“



მესამე დღე

10:00-11:00- საუზმე სასტუმროში „ბორჯომი პალასი“
11:30-14:00 -მასაჟი და პროცედურები „ბორჯომის ხეობაში“
(სამკურნალო წყლები).
14:00 - 15:00 -თავისუფალი დრო
15:00 -16:00- სადილი სასტუმროში „ბორჯომი პალასი“
16:00 – 17:00 - ბორჯომის მხარეთმცოდნების მუზეუმის
დათვალიერება
19:00 - 21:00- საახალწლო მზადება (შოპინგი,სუვენირები)
21:00 - 02:00- წვეულებაზე დასწრება, საახალწლო
კონცერტი სასტუმროში “Crown Plaza”
02:00 - ღამისთევა სასტუმროში „ბორჯომი პალასი“



მეოთხე დღე

10:00 -11:00 საუზმე სასტუმროში
11:30 - 12:00 თავისუფალი დრო
11:30 - 12:30 გოგირდის აბაზანები და მასაჟი
13:00 - 15:00 სადილი კაფეში „ინკა“
15:00 - 16:00 გასეირნება ბორჯომის პარკში
16:00 - 17:30 ფოტოგადაღება პარკში და
ქალაქის ქუჩებში
17:30 - 19:00 ლიკანის სამონასტრო კომპლექსი,
რომანოვების სასახლე
19:00-21:00- ვახშამი ოჯახში
21:00-დასვენება და ღამისთევა სასტუმროში

მეხუთე დღე

10:00-11:00- საუზმე სასტუმროში
11:00-12:00- დახურული აუზი ბორჯომის პარკში
12:00-13:00- მწვანე მონასტერი
13:00-14:00- სადილი რესტრანში „მეტროპოლი“
14:00-16:00- ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი
16:00-19:00- პროცედურები „ბორჯომის ხეობაში“
19:00-20:00- ვახშამი „ბორჯომის ხეობაში“
20:00-21:00 - სასტუმროში დასვენება „ბორჯომი პალასი“



მეექვსე დღე

08:00-09:30- საუზმე სასტუმროში „ბორჯომი პალასი“
09:30-10:30- გამგზავრება ბაკურიანში და დაბინავება სასტუმრო „მგზავრები“ში
11:00-14:00 - თხილამურებით სრიალი,საბაგირო (დიდველი, კოხტა)
14:00-15:00 - სადილი ბაკურიანის კაფეში
15:00-16:00- დასვენება სასტუმროში
16:00-18:00- თავისუფალი დრო სასრიალოდ + ფოტო/ვიდეო გადაღება
18:00- დაბრუნება სასტუროში და ვახშამი სასტუმროს რესტორანში



მეშვიდე დღე

09:00-10:00 - საუზმე სასტუმროშო
10:00 - ტრანსფერი დიდველის საბაგიროსთან
10:30 – 18:00- თავისუფალი დრო სასრიალოდ,დასასვენებლად
14:00-15:00 - სადილი ბაკურიანის კაფეში
18:00-19:00- სასტუმროში დასვენება
19:00-20:00- ვახშამი სასტუმროში
20:00-21:00 - თავისუფალი დრო
21:00- ღამისთევა სასტუმროში



მერვე დღე

09:00-10:00- საუზმე სასტუმროში „მგზავრები“
10:00-13:00- სასტუროს დაცარიელება და მცხეთაში გამგზავრება
13:00-14:00 - სადილი მცხეთის რესტორანში
14:00-16:00- სვეტიცხოველი, სამთავრო
16:00-17:00- ჯვრის მონასტერი
17:00-18:30- თბილისში გამგზავრება
18:30-20:00-გამოსამშვიდობებელი ვახშამი „ძველ თბილისში“
20:00-21:00 - ღამის თბილისი, ფოტო/ვიდეო გადაღება

ნეძვი IX საუკუნის 50-იანი წლების ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლია. აგებულია გრიგოლ ხანძთელის მოწაფეებისა და ქრისტეფორეს მი...
16/01/2016

ნეძვი IX საუკუნის 50-იანი წლების ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლია. აგებულია გრიგოლ ხანძთელის მოწაფეებისა და ქრისტეფორეს მიერ. მდებარეობს ახლანდელი ბორჯომის მუნიციპალიტეტში, მტკვრის ერთ-ერთი შენაკადის მდინარე ნეძვისხევის ხეობაში

გოგიას ციხესაკურორტო ქალაქ ბორჯომს ჩრდილო–დასავლეთიდან თავს დაჰყურებს შუა საუკუნეების ძეგლი ე.წ. გოგიას ციხე. მსგავსი ოთ...
16/01/2016

გოგიას ციხე
საკურორტო ქალაქ ბორჯომს ჩრდილო–დასავლეთიდან თავს დაჰყურებს შუა საუკუნეების ძეგლი ე.წ. გოგიას ციხე. მსგავსი ოთხკუთხა კოშკები ქართულ არქიტექტურაში მე– 14 საუკუნეზე გვიან არ გვხვდება.მისი ქონგურებიდან ქალაქის ხედების ცქერით შეგიძლიათ დატკბეთ.

ჯომარდობამომსახურება: გასვლა თბილისიდან,სოფ.ჩითახევი დაბანაკება, პიკნიკი 00:00 - ნავებით დაშვება, მდინარე მტკვარზე ჩითახ...
16/01/2016

ჯომარდობა
მომსახურება: გასვლა თბილისიდან,სოფ.ჩითახევი დაბანაკება, პიკნიკი 00:00 - ნავებით დაშვება, მდინარე მტკვარზე ჩითახევიდან ლიკანამდე.

ველო ტური მომსახურება: გასვლა თბილისიდან, ლიკანი -ნახევარი გზა ველო ტური, ნახევარი გზა სახცენოსნო ტური, პიკნიკი, ნავებით...
16/01/2016

ველო ტური
მომსახურება: გასვლა თბილისიდან, ლიკანი -ნახევარი გზა ველო ტური, ნახევარი გზა სახცენოსნო ტური, პიკნიკი, ნავებით დაშვება ჩითახევიდან ლიკანამდე (ბორჯომი).

კვადრო ტურიმომსახურება: თბილისიდან გამგზავრება,ბორჯომი-ჩითახევი, ნავებით დაშვება მდინარე მტკვარზე ,კვადრო ტური, დაბაძველ...
16/01/2016

კვადრო ტური
მომსახურება: თბილისიდან გამგზავრება,ბორჯომი-ჩითახევი, ნავებით დაშვება მდინარე მტკვარზე ,კვადრო ტური, დაბაძველის მთა ( ბორჯომი), პიკნიკი, გამგზავრება თბილისში.

თევზჭერაბორჯომის რაიონი საკმაოდ მდიდარია ბუნებრივი ტბებით და წყალსატევებით, სადაც მიმდინარეობს სხვადასხვა ჯიშის თევზის მ...
16/01/2016

თევზჭერა
ბორჯომის რაიონი საკმაოდ მდიდარია ბუნებრივი ტბებით და წყალსატევებით, სადაც მიმდინარეობს სხვადასხვა ჯიშის თევზის მოშენება და რეწვა. რაიონში 20–მდე ინდივიდუალური მეწარმე და შეზღუდული პასუხისმგებლობის საწარმოა, რომელიც თევზის რეწვას აწარმოებს.

ბორჯომის თოჯინების სახელმწიფო თეატრიბორჯომის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრი დაარსდა 1987 წლის 23 დეკემბერს კულტუ...
16/01/2016

ბორჯომის თოჯინების სახელმწიფო თეატრი
ბორჯომის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრი დაარსდა 1987 წლის 23 დეკემბერს კულტურის სამინსიტროს მიერ. მისი პირველი დირექტორი და რეჟისორი გახდა ზურაბ ქალიაშვილი, რომლის სახელსაც უკავშირდება ბორჯომში თოჯინების თეატრის დაარსება. „ცია ოცნება და ცირკი“ - ეს იყო თეატრში დადგმული პირველი სპექტაკლი, რომელიც მაყურებელმა ძალიან კარგად მიიღო. მას შემდეგ თეატრში არაერთი სპექტაკლი დაიდგა, როგორებიცაა „ცისფერი მარგალიტი“, „ოქროს წიწილა“, „ბატის ჭუკი“, „ალხანა და ჩალხანა“, „მეფე, ვეზირი და პეპელა“, „ღორმუცელა ჟირაფი“, „ბუ და პატარა ობობა“ და სხვა.

სასტუმრო ბორჯომის ხეობამომსახურება: შვედური მაგიდა, ფიტნეს-კლუბი, ღია საცურაო აუზი გოგირდის წყლით, საბილიარდო.დამატებითი...
16/01/2016

სასტუმრო ბორჯომის ხეობა
მომსახურება: შვედური მაგიდა, ფიტნეს-კლუბი, ღია საცურაო აუზი გოგირდის წყლით, საბილიარდო.
დამატებითი მომსახურება:სამედიცინო კვლევის ჩატარება, ექიმის მომსახურება, კლინიკური და ბიოქიმიური ლაბორატორიები, სამკურნალო პროცედურები, საკონფერენციო დარბაზი,დახურული საცურაო აუზი, პარკინგი, ოთახზე მომსახურების სერვიზი ტაქსი,ტელევიზორი,ბარი, რესტორანი, ინტერნეტი.

Address

Kote Apkhazi Str . 22
Tbilisi
0105

Telephone

+995571209880

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Born jomo _ ბორ-ნ-ჯომო posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to Born jomo _ ბორ-ნ-ჯომო:

Shortcuts

Share

Category