11/06/2012
სტუდენტებო ეს მხოლოდ თქვენთვისაა!!!
გაატარეთ 2012 წლის ზაფხულის 5 დაუვიწყარი დღე თუშეთში გრანდიოზული ფასდაკლებით!!!
თუშეთის ტურიზმის ასოციაცია "თუშეთის მეგზური" -მა (თუშეთი გაიდ) ქართველი სტუდენტებისათვის შეიმუშავა ეკონომ პაკეტი, რომლის ფარგლებშიც თქვენ გეძლევათ საშუალება ძალიან იაფ ფასებში კომფორტული ტრანსპორტით ამოხვიდეთ თუშეთში, სოფელ შტროლთაში და დაისვენოთ ქალბატონი ლამზირას საოჯახო სასტუმროში ფასდაკლებით. გაატაროთ ზაფხულის ხუთი დღე თუშეთის ერთერთ ულამაზეს სოფელში, რომელიც მდებარეობს ჭანჭახოვანის ხეობაში.
უნიკალური ბუნება, თავგადასავლებით სავსე დღეები, სუფთა ჰაერი, ლაშქრობები, საღამოები კოცონის გარშემო, თბილი და მყუდრო გარემო, თუშური სამზარეულო და სხვა გელით თუშეთში ამოსულ სტუდენტებს.
მაშ ასე თუ ხარ სტრუდენტი და ოცნებად გაქვს ცხოვრებაში ერთხელ მაინც მოხვდე თუშეთში, მოინახულო საქართველოს ეს ულამაზესი კუთხე, დატკბე იმ კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობით, რაც ამ მხარეში უხვადაა მაშინ ეს შემოთავაზება შენთვისაა ქართველო სტუდენტო :)
შეკრიბეთ ათ კაციანი ჯგუფი (აუცილებლად, რადგან ჯგუფში ადამიანების რაოდენობის სიმცირე გაზრდის ფასს :( ) აღიჭურვეთ კარგი განწყობით და სურვილებით და დაგვიკავშირდით ამ საიტის მეშვეობით ან დაგვირეკეთ 5 99 180370 ან მოგვწერეთ მეილზე [email protected]
საუკეთესო სურვილებით
თუშეთის ტურიზმის ასოციაციის
"თუშეთი გაიდ"-ის დირექტორი
ია ჭვრიტიძე