27/01/2015
მარტის ბარსელონას ჯგუფის პროგრამა
1 დღე - 12:00 ბარსელონის კათედრალის დათვალიერება. კათედრალის მუზეუმი,უულამაზესი ხედი ტაძრიდან,გედების შადრევანი. ბარსელონას უძველეს უბნები თავიაანთი ვიწრო ქუჩებით.
18:00 კატალონიის მოედანზე სეირნობა.
მე-2 დღე : 11:30 Camp Nou -ს სტადიონზე წასვლა, ბარსას მუზეუმის დათვალიერება, სტადიონის დათვალიერება :ფოტოები,თასები, ცნობილი ფეხბურთელების მაისურები, VIP ლოჟები, ფეხბურთელების მოსამზადებელი დარბაზები, სტადიონზე გასასვლელი, ჟურნალისტების ლოჟა და ა.შ დაუვიწყარი დღე ბარსას და ზოგადად ფეხბურთის გულშემატკივრებისათვის. სტადიონი, რომელიც არავის ტოვებს გულგრილს!
18:00 ესპანეთის მოედანზე გასვლა, მეფის სასახლე ულამაზესი მუსიკალური შადრევნებით, ადგილი სადაც ყოველთვის ხალხმრავლობაა და მუდმივი ზეიმი!
მე-3 დღე : 12:00 ტიბიდაბოს მთაზე ფუნიკულორით ასვლა. უძველესი და ულამაზესი ტაძრის დათვალიერება. ტაძრის მთავარ გუმბათზე ასვლა, სადაც მსოლიოში ცნობილი ქრისტეს ქანდაკება დგას, (რიოს ქრისტეს ქანდაკება სწორედ მისი რეპლიკაა)მთიდან ბარსელონას ულამაზესი ხედი იშლება.
16:00 ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე გასეირნება, ბარსელონას პორტის დათვალიერება, პლაჟები.
მე-4 დღე : 08;00 ატრაქციონების პარკ Port Aventura ში გამგზავრება. დაუვიწყარი დღე და გართობა, ატრაქციონები, სანახაობები, ნამდვილი ზღაპრული გარემო!
გვიან საღამოს ბარსელონაში დაბრუნება
მე-5 დღე; 12:00 პიკასოს მუზეუმის დათვალიერება, 15 :00 Parc Guell
ბარსელონას ულამაზესი პარკი გაუდის არქიტექტურით და ქალაქის ცნობილი ხვლიკის ქანდაკებით.
მე- 6 დღე : საუკუნის მშენებლობა, Sagrada famillia არქიტექტორ გაუდის მიერ წამოწყებული მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ტაძარი, რომელიც დღესაც შენდება! ტაძრის დათვალიერება.
15:00 Montjuic ის გორაზე ფუნიკულორით ასვლა.
მე 7 დღე : ქალაქის ერთ-ერთ მთავარ ავენიუზე Passeig de Gracia სეირნობა, შოპინგი, თავისუფალი დღე.
მე- 8 დღე : საქართველოში გამგზავრება
ტური მოიცავს :
ავიაბილეთებს
აპარტამენტ-სასტუმროს
3 ჯერად კვებას
ტრანსფერებს და ყველა სახის შიდა გადაადგილებას (მეტრო, ავტობუსი)
მუზეუმების და პროგრამაში შეყვანილი ყველა სანახაობის და ატრაქციონების ბილეთებს
დაზღვევას