04/03/2020
ახალი ტურისტული სეზონი სულ მალე დაიწყება. შესაბამისად, შიდა ქართლიც ემზადება ადგილობრივი და უცხოელი სტუმრების დასახვედრად. დამთვალიერებლების თვალსაზრისით არამხოლოდ რეგიონის, არამედ საქართველოს მასშტაბითაც უფლისციხის მუზემ-ნაკრძალი მოწინავეა.
მუზეუმის ადმინისტრაცია ცდილობს სტუმრებს სიახლეები შესთავაზოს და მათთან ვიზიტი კიდევ უფრო საინტერესო გახადოს. დღეს ადგილზე გავეცანით მუზეუმში მიმდინარე მოსამზადებელ სამუშაოებს. მოვინახულეთ ახლადგახსნილი მარანი და დავათვალიერეთ კლდეში ნაკვეთი ქალაქის მიმდებარედ არსებული ნასოფლარი.
გარდა უშუალოდ კლდეში ნაკვეთი ქალაქისა, მის გარშემოც ბევრი საინტერესო ადგილია. თავისი ისტორიით, რელიეფით თუ ხედებით. ლაშქრობის მოყვარულებისთვის კი ნამდვილი აღმოჩენაა. ასე რომ, ვისაც ჯერ კიდევ არ მოგინახულებიათ უფლისციხე, დროა, სეზონის გახსნისთანავე დაგეგმოთ შიდა ქართლში სტუმრობა.