იაპონიის ვიზის მხარდაჭერის ცენტრი • Japan Visa Support Center

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • იაპონიის ვიზის მხარდაჭერის ცენტრი • Japan Visa Support Center

იაპონიის ვიზის მხარდაჭერის ცენტრი • Japan Visa Support Center � პროფესიონალური დახმარება იაპონიის ვიზისთვის ანკეტის შევსებასა და საბუთების მომზადებაში.

 #იაპონია  #შემოდგომა🍁 შემოდგომის საოცარი ფერები კეგონ-ჯის ტაძარში 🍁შემოდგომაზე კეგონ-ჯის ტაძარი რეგიონის ერთ-ერთ ულამაზ...
29/10/2026

#იაპონია #შემოდგომა
🍁 შემოდგომის საოცარი ფერები კეგონ-ჯის ტაძარში 🍁
შემოდგომაზე კეგონ-ჯის ტაძარი რეგიონის ერთ-ერთ ულამაზეს, სეზონურ ღირსშესანიშნაობად იქცევა. 🍁 ტაძრისკენ მიმავალ გზაზე ჩამწკრივებული ნეკერჩხლები კაშკაშა ფერებით იმოსება და ქმნის მომხიბვლელ ბილიკს, რომელიც სტუმრებს ამ ისტორიულ და წმინდა ადგილამდე მიაცილებს. 🍁
✨ კეგონ-ჯის ტაძარს 1200 წელზე მეტი ხნის ისტორია აქვს; იგი ცნობილი „საიგოკუ კანონის“ მომლოცველობითი მარშრუტის — 33 ტაძრისგან შემდგარი ციკლის — ბოლო გაჩერებაა. ტაძარი, რომელიც მთელი წლის განმავლობაში ულამაზესი ბუნებითაა გარშემორტყმული, შემოდგომაზე, ფოთოლცვენის პერიოდში, განსაკუთრებით მომხიბვლელი ხდება. 🍁

 #იაპონია  #შემოდგომა🍂🍂🍂🍂🍂🍂🍂🍂დატკბით ჩრდილოეთ კიუშიუს სურათებით 🍂🍂
27/10/2026

#იაპონია #შემოდგომა🍂🍂🍂🍂🍂🍂
🍂🍂დატკბით ჩრდილოეთ კიუშიუს სურათებით 🍂🍂

 #იაპონია  #შემოდგომა ენძო-ჯი (Enzo-ji) ფუკუშიმას პრეფექტურის ერთ-ერთ საუკეთესო, ნაკლებად ცნობილ ღირსშესანიშნაობას წარმო...
26/10/2026

#იაპონია #შემოდგომა
ენძო-ჯი (Enzo-ji) ფუკუშიმას პრეფექტურის ერთ-ერთ საუკეთესო, ნაკლებად ცნობილ ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს.
807 წელს დაარსებული ეს ტაძარი, იაპონიის იმ სამ მთავარ სალოცავს შორისაა, რომლებიც სიბრძნისა და მეხსიერების ბოდჰისატვას — კოკუძოს (Kokuzo) ეძღვნება.
ტაძრის მთავარ დარბაზს „კიიომიძუს“ სტილის აივანი აქვს, საიდანაც ხედი მდინარეზე იშლება. გარდა ამისა, სწორედ აქ ჩაეყარა საფუძველი „აკაბეკოს“ (akabeko) ისტორიას.
ლეგენდის თანახმად, ტაძრის მშენებლობისთვის საჭირო ხე-ტყე ფერდობზე წითელმა ძროხამ აზიდა, შემდეგ კი, ერთგულების ნიშნად, იქვე დარჩა. დღეს „აკაბეკო“ აიძუს რეგიონში ჯანმრთელობის სიმბოლოდ ითვლება; ამბობენ, რომ ტაძრის ტერიტორიაზე მდგარი ძროხის ქანდაკებისთვის ხელის მოსმა ადამიანს სხვადასხვა სნეულებისგან განკურნავს.

23/10/2026

#იაპონია #შემოდგომა
დატკბით იაპონიის ულამაზესი შემოდგომით. 🥰🥰

 #იაპონია  #შემოდგომაპაწაწინა ქვის ქანდაკება გვიღიმის. 😍  თავზე ნეკერჩხლის ფოთლით  ეს მშვიდი პატარა ქანდაკება შემოდგომის...
21/10/2026

#იაპონია #შემოდგომა
პაწაწინა ქვის ქანდაკება გვიღიმის. 😍 თავზე ნეკერჩხლის ფოთლით ეს მშვიდი პატარა ქანდაკება შემოდგომის სეზონს კიდევ უფრო ლამაზს ხდის. 🍁🍁🍁🍁

A tiny stone smile surrounded by the warm colors of autumn in Japan. With a crimson maple leaf resting on its head, this peaceful little statue makes the season feel even more beautiful. 🍁

🍁🦌 წარმოიდგინეთ იაპონიის ცნობილი ირმები, რომლებიც შემოდგომის ულამაზეს, წითელ და ოქროსფერ ფოთლებს შორის დააბიჯებენ! ნარა ...
19/10/2026

🍁🦌 წარმოიდგინეთ იაპონიის ცნობილი ირმები, რომლებიც შემოდგომის ულამაზეს, წითელ და ოქროსფერ ფოთლებს შორის დააბიჯებენ! ნარა იაპონიის ერთ-ერთი ყველაზე ჯადოსნური ადგილია შემოდგომაზე — აქ ნახავთ უძველეს ტაძრებს, ისტორიულ სალოცავებს, მთიან პეიზაჟებსა და თვალწარმტაც ნეკერჩხლის ხეებს. ✨
აღმოაჩინეთ ნარაში შემოდგომის ჯადოსნური ფერები. დატკბით 12 საუკეთესო ადგილით და გაიგეთ, როდის ჯობს მათი მონახულება: https://matcha-jp.com/en/19933

 #იაპონია  #კულტურა „კუტანი“ (Kutani) — იაპონური ფაიფურის სტილია, რომელსაც მრავალსაუკუნოვანი ტრადიცია აქვს. კუტანი მუდმი...
16/10/2026

#იაპონია #კულტურა
„კუტანი“ (Kutani) — იაპონური ფაიფურის სტილია, რომელსაც მრავალსაუკუნოვანი ტრადიცია აქვს. კუტანი მუდმივად ვითარდება და ახალ ხედვებს გვთავაზობს. 🎥 ⬇️
იმოგზაურეთ კუტაინის ულამაზეს სამყაროში ამ ვიდეოს მეშვეობით.

 #იაპონია  #იაპონურიკულტურა  #რეწვა🎨✨ ტრადიციული რეწვის ხელოვნება გიფუში ✨ 🎨გიფუს პრეფექტურა ცნობილია რეწვის მშვენიერი ტ...
15/10/2026

#იაპონია #იაპონურიკულტურა #რეწვა
🎨✨ ტრადიციული რეწვის ხელოვნება გიფუში ✨ 🎨
გიფუს პრეფექტურა ცნობილია რეწვის მშვენიერი ტრადიციებით, რომლებიც თაობიდან თაობას გადაეცემა. იქნება ეს ⚔️ სეკის (Seki) ხმლები, 📜 მინოს (Mino) „ვაში“ (იაპონური ქაღალდი) მინოში, 🍵 „მინო იაკის“ (Mino Yaki) კერამიკა ტონოს რეგიონში, თუ 🪵 ხიდას (Hida) ხის ნაკეთობები ჩრდილოეთ ნაწილში. გიფუ ნამდვილი რეწვის ხელოსნების ნამდვილი ცენტრია. 🚉 ნაგოიიდან მატარებლით სულ რაღაც 20 წუთის სავალზე მდებარე ამ რეგიონს გააჩნია ხელოსნობის საკუთარი, უნიკალური ტრადიციები.
🏘️ თუ გიფუს ეწვევით, აუცილებლად გაისეირნეთ მდინარის პირას მდებარე მშვიდ უბანში — კავარამაჩიში (Kawaramachi) — და აღმოაჩინეთ ქალაქისთვის დამახასიათებელი ცნობილი ტრადიციული ნაკეთობები, მათ შორის:
🏮 „გიფუ ჩოჩინი“ (ქაღალდის ფარნები)
☂️ „გიფუ ვაგასა“ (იაპონური ქაღალდის ქოლგები)
🍃 „გიფუ მიძუ უჩივა“ (ე.წ. „წყლის“ მარაოები).
🎨 ეძებთ იდეალურ სუვენირს? დაათვალიერეთ კავარამაჩის მომხიბლავი მაღაზიები და თან წაიღეთ გიფუს ხელოსნობის ნიმუში.
გსურთ, თავად სცადოთ ხელნაკეთი ნივთის შექმნა? ჩაერთეთ მასტერკლასში და დაამზადეთ გიფუს სტილის უნიკალური ნივთი, რომელიც თქვენს მოგზაურობას გაგახსენებთ!
ℹ️ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს — Visit Gifu!

⚔️🏯 იმოგზაურეთ დროში გიფუ ნობუნაგას ფესტივალის მეშვეობითl 🏯 ⚔️🗾 გსმენიათ ოდა ნობუნაგას შესახებ? ის რჩება იაპონიის ყველაზ...
13/10/2026

⚔️🏯 იმოგზაურეთ დროში გიფუ ნობუნაგას ფესტივალის მეშვეობითl 🏯 ⚔️
🗾 გსმენიათ ოდა ნობუნაგას შესახებ? ის რჩება იაპონიის ყველაზე გავლენიან ისტორიულ ფიგურად, რომელმაც გააერთიანა იაპონია. ნობუნაგა წლების განმავლობაში გიფუს ციხესიმაგრეს თავის ბაზად იყენებდა; სწორედ მას მიეწერება ქალაქ გიფუსთვის სახელის დარქმევაც!
👀 ქალაქ გიფუში ლეგენდარული მხედართმთავრის კვალს ყველგან წააწყდებით: დაწყებული JR გიფუს სადგურთან სტუმრების მისასალმებელი ოქროს ქანდაკებით და დამთავრებული ქალაქში მოძრავი, ნობუნაგას თემატიკით გაფორმებული ავტობუსებით!
⚔️ ნოემბერში ღონისძიებები შაბათ-კვირის განმავლობაში გაიმართება და მოიცავს ისეთ სანახაობებს, როგორიცაა ნობუნაგას ცხენოსან მეომართა მსვლელობა, სასცენო წარმოდგენები და ძველებური ცეცხლსასროლი იარაღის (ფითილიანი თოფების) დემონსტრირება! 💥
🌟 იაპონიის ისტორიის მოყვარულებო, არ გამოტოვოთ ეს ფესტივალი ტუ ამ დროს იაპონიაში იქნებით!
📅 თარიღი: 2026 წლის 7-8 ნოემბერი
⏰ დრო: 10:00-დან 17:00 საათამდე (ღონისძიების მიხედვით)
🎟️ ფასი: უფასო
🚶 Access: Just a 10-to-15-minute walk from JR Gifu Station or Meitetsu Gifu Station

 #იაპონია  #შემოდგომა🍁 თუ ფუკუშიმას პრეფექტურას ეწვევით, არ გამოგრჩეთ ეს ადგილები 🍂📍გოშიკინუმას ტბები📍ტო-ნო ჰეცური📍ოუჩიჯ...
12/10/2026

#იაპონია #შემოდგომა
🍁 თუ ფუკუშიმას პრეფექტურას ეწვევით, არ გამოგრჩეთ ეს ადგილები 🍂
📍გოშიკინუმას ტბები
📍ტო-ნო ჰეცური
📍ოუჩიჯუკუ

Address

კრწანისის ქუჩა
Tbilisi
0114

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when იაპონიის ვიზის მხარდაჭერის ცენტრი • Japan Visa Support Center posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Shortcuts

Share