გაიცანი საქართველო

გაიცანი საქართველო "გაიცანი საქართველო"

სრულდება ჩვენი ტური ავსტრიაში 32 მონაწილესთან ერთად, დიდი მადლობა ყველა მონაწილეს 🙏💜
24/05/2026

სრულდება ჩვენი ტური ავსტრიაში 32 მონაწილესთან ერთად, დიდი მადლობა ყველა მონაწილეს 🙏💜

მოგესალმებით ჰალშტატიდან❤️
23/05/2026

მოგესალმებით ჰალშტატიდან❤️

✨ ერთ მოგზაურობაში — 3 საოცარი ქვეყანა! 🇧🇪🇳🇱🇱🇺🍫 ბელგიის უგემრიელესი შოკოლადი, გრანდიოზული არქიტექტურა და ზღაპრული ქუჩები...
23/05/2026

✨ ერთ მოგზაურობაში — 3 საოცარი ქვეყანა! 🇧🇪🇳🇱🇱🇺

🍫 ბელგიის უგემრიელესი შოკოლადი, გრანდიოზული არქიტექტურა და ზღაპრული ქუჩები
🌷 ჰოლანდიის არხები, წისქვილები და ტიტების ქვეყანა
✨ ლუქსემბურგის ზღაპრული ხედები და ევროპული ელეგანტურობა

📍3 ქვეყანა • უამრავი ემოცია • ერთი დაუვიწყარი მოგზაურობა
✈️ იმოგზაურე ჩვენთან ერთად ევროპის გულში!

13,14,15,16,17 სექტემბერს (კვირა, ორშაბათი, სამშაბათი, ოთხშაბათი, ხუთშაბათი) ტურისტული კომპანია "ბლექ სი თრეველი" (გაიცანი საქართველო) გთავაზობთ 3 ქვეყნის ჯგუფურ ტურს: ბრიუსელი - ბრიუგე - გენტი - ამსტერდამი - წისქვილების სოფელი - დინანტი - ლუქსემბურგი.

P.s. გადაადგილება ხდება ტურის განმავლობაში კომფორტული მინივენებით (აეროპორტიდან დაწყებული ტურის დასრულებამდე)

ტურის ღირებულება გახლავთ 2050 ლარი, ფასში შედის:

✔️ ავიაბილეთები (ქუთაისი - ბრიუსელი - ქუთაისი
✔️ ბარგი 8 კგ (ზურგჩანთა)
✔️ სასტუმრო 4 ღამე ბრიუსელში - https://www.booking.com/hotel/be/qbic-brussels.en-gb.html?
✔️საუზმეები
✔️ თბილისი - ქუთაისის აეროპორტის - თბილისის ტრანსფერი
✔️ სამოგზაურო დაზღვევა
✔️ გიდის მომსახურება

ფასში არ შედის კომფორტული მინივენებით გადაადგილება ქალაქებს შორის მთელი ტურის განმავლობაში, ბრიუსელის აეროპორტის ტრანსფერები და მუზეუმების მოსაკრებლები, რომელთა სრული ჯამური ღირებულებაა 350 € (ანუ ყველა მოსაკრებლის სრული ღირებულება)

ტურის განრიგი:

13 სექტემბერი (კვირა) - პირველი დღე:

15:40 საათისთვის გაფრენა ქუთაისის აეროპორტიდან
18:30 საათისთვის ჩაფრენა ბრიუსელი შარლელუას აეროპორტში (ადგილობრივი დროით)
20:00 საათისთვის დაბინავება ბრიუსელის სასტუმროში.
https://www.booking.com/hotel/be/qbic-brussels.html?label=

საღამოს თავისუფალი დრო ქალაქში.

14 სექტემბერი (ორშაბათი) - მეორე დღე:

07:00 - 09:00 საათი - საუზმე სასტუმროში
09:15 საათისთვის გამგზავრება გენტში. (50 წუთის გზა)

მოვინახულებთ:

✔️ წმ. ბავოს კათედრალი
✔️ გენტის 91 მეტრიანი სამრეკლო, რომელიც ძველ ქალაქს გადაჰყურებს და ყველაზე დიდი სამრეკლოა ბელგიაში
✔️გრონტერმარკტის ბაზარი - ტრადიციული ტკბილეული
✔️ გრავენსტინის ციხე

13:30 საათისთვის გამგზავრება გენტიდან - ბრიუგეში (40 წუთის გზა)

ბრიუგე – სასწაული პატარა შუასაუკუნეების ქალაქია, რომლის მოვლაც ნახევარ დღეშიც შეიძლება.

მოვინახულებთ:

✔️ ბაზრის მოედანი - საბაზრო მოედანი“ – ბრიუგეს გულია, აქ ტარდებოდა ყველა მნიშვნელოვანი ღონისძიება.
✔️ ბელფორტი - შუა საუკუნეების სამრეკლო, კოშკებში ინახავდნენ დოკუმენტებს და ქალაქის განძს. ბელფორტის სიმაღლე 83 მეტრს აღწევს. მასზე 366 კიბის საფეხურის ავლის შემდეგ მოხვდებით და ძველი ქალაქის ხედებით დატკბებით.
✔️ რატუშა - დღესაც ქალაქის საბჭოს შეკრების და ქორწილების ჩატარების ადგილს წარმოადგენს. ძველებური ინტერიერის გარდა, აქ შეგიძლიათ პირველი ადგილობრივი მონეტები, გობლენები და დაარქივებული დოკუმენტები იხილოთ.
✔️ ღვთისმშობლის ეკლესია რომელიც მე-12 საუკუნით თარიღდება. ეკლესია მორთულია მარმარილოს იატაკებით, მრავალი ნახატით და ყველაზე მთავარი ღირსშესანიშნაობით – მიქელანჯელოს „მადონა ბრიუგეთი“.
✔️ წმინდა სისხლის ტაძარი - მე-12 საუკუნეში აშენდა, შიგნით ინახება საეკლესიო რელიქვია – ქრისტეს სისხლი, რომელიც ქალაქში ერთ-ერთი ჯვაროსნული ლაშქრობის შემდეგ ჩამოიტანეს.

19:00 საათისთვის ვასრულებთ ტურს.

20:00 საათისთვის გამოგზავრება ბრიუსელისკენ და 21:30 საათისთვის დაბრუნება ბრიუსელი სასტუმროში, დასვენება

15 სექტემბერი (სამშაბათი) - მესამე დღე:

07:00 - 08:00 საათი (საუზმე სასტუმროში

08:15 საათზე გამგზავრება ამსტერდამში (ჰოლანდიაში)
(გზის ხანგრძლივობა 3 საათი)

🕚 11:15 საათიდან ვიწყებთ დაუვიწყარ ტურს და ერთად მოვინახულებთ:

🎨 ვან გოგის უნიკალურ სამყაროს (მუზეუმს)
⭐ მადამ ტუსოს ცნობილი ცვილის ფიგურების მუზეუმს
🌊 ამსტერდამის ულამაზეს არხებს და ცნობილ წითელი ფარნების ქუჩას
🌿 ზღაპრულ წისქვილების სოფელს — ზაანსე შანსს, ღია ცის ქვეშ მუზეუმს

✨ ერთი დღე, უამრავი შთაბეჭდილება და ნამდვილი ჰოლანდიური ატმოსფერო

გამოგზავრება ჰოლანდიიდან 20:00 საათისთვის

23:00 საათისთვის დაბრუნება ბრიუსელის სასტუმროში

16 სექტემბერი (ოთხშაბათი) - მეოთხე დღე:

07:00 - 09:00 საათი - საუზმე სასტუმროში
09:15 საათისთვის გამგზავრება ლუქსემბურგში (2, 30 საათის გზა)

11:45 საათიდან მოვინახულებთ:

✔️ლუქსემბურგის ნორტდამი
✔️ გადმოსახედი "ევროპის აივანი"
✔️ ადოლფის ხიდი
✔️თავისუფალი დრო ქალაქში 2 საათი

დღის მეორე ნახევარში გამგზავრება დინანტში (1,20 საათის გზა)

✔️აქ მოხვედრისას, თავი ზღაპრულ სამყაროში გეგონებათ. დინანტი საქსოფონის გამომგონებლის, ადოლფ საქსის მშობლიური ქალაქია.

20:00 საათისთვის გამოგზავრება ბრიუსელისკენ
21:30 საათისთვის დაბრუნება ბრიუსელი სასტუმროში

17 სექტემბერი (ხუთშაბათი) - მეხუთე დღე:

07:00 - 08:30 საათზე საუზმე სასტუმროში

ვიწყებთ ბრიუსელის ტურს და მოვინახულებთ:

✔️ გრან - პლასი
გოთიკური სტილის დიდებული მოედანი გრან-პლასს გარშემო შემორტყმული აქვს საოცარი სილამაზის ნაგებობები, რომლებიც აჭრელებულია ჩუქურთმებით, სვეტებით, სტატუებით და ორნამენტებით.
✔️რატუშა - ბრიუსელის არქიტექტურის ისტორიის კიდევ ერთი ნიმუში და ცოცხალი ნაწილი, წარმოადგენს ბელგიის დედაქალაქის ერთ-ერთ სიმბოლოს.
✔️წმინდა მიხეილის და წმინდა გუდულას ტაძარი
✔️ ატომის ქანდაკება
✔️ ბიჭუნას ცნობილი ქანდაკება - ბრიუსელის სიმბოლო, ადგილობრივების მიერ ყოველწლიურად იცვლის ტანსაცმელს და სხვადასხვა ქვეყნის ფორმებს ირგებს, რასაც სახელმწიფო უცხოელების პატივსაცემად აკეთებს. Ბიჭუნას ძეგლი მანეკენის ოჯახის პატივსაცემად იყო შექმნილი, რომლის სხვადასხვა მონუმენტებსაც ქალაქში შეხვდებით, მათ შორის ჟანეკე პისის და ძაღლი ზინეკეს სკულპტურებს, რომლებიც ბრიუსელის ქუჩებში 90-იან წლებში დახეტიალობდნენ.

ტურს ვასრულებთ 15:00 საათისთვის.

18:45 საათისთვის გამოფრენა ბრიუსელი შარლელუას აეროპორტიდან
(ადგილობრივი დროით)
01:05 საათზე ჩამოფრენა ქუთაისის აეროპორტში (ადგილობრივი დროით)

დასაჯავშნად მოგვწერეთ ან დაგვიკავშირდით: 577 72 76 67 ნიკა

დავიწყეთ შვეიცარიის სექტემბრის ტურზე ჯავშნები, 🇨🇭🇨🇭🇨🇭🇨🇭3,4,5,6,7 სექტემბერს  (ხუთშაბათი, პარასკევი, შაბათი, კვირა, ორშაბ...
23/05/2026

დავიწყეთ შვეიცარიის სექტემბრის ტურზე ჯავშნები, 🇨🇭🇨🇭🇨🇭🇨🇭
3,4,5,6,7 სექტემბერს (ხუთშაბათი, პარასკევი, შაბათი, კვირა, ორშაბათი) ტურისტული კომპანია "გაიცანი საქართველო" (ბლექ სი თრეველი)
გთავაზობთ დაუვიწყარ ჯგუფურ ტურს შვეიცარიაში 💜
ჟენევა - ბერნი - ინტერლაკენი - გრინდელვალდი - ლაუტენბრუნენი - ვენგენი)

3 სექტემბერი (ხუთშაბათი) - პირველი დღე:

გაფრენა თბილისის აეროპორტიდან - 12:55 საათი
ჩაფრენა 15:40 საათისთვის - ჟენევის აეროპორტში.
16:40 საათისთვის დაბინავება ჟენევის სასტუმროში (ლინკს მალე მივუთითებთ)

საღამოს გასეირნება ქალაქის ცენტრალურ ქუჩებზე და მონახულება ღირსშესანიშნავი ადგილების.

4 სექტემბერი (პარასკევი) - მეორე დღე:

07:00 - 09:00 საათი (საუზმე სასტუმროში)
09:15 საათიდან ვიწყებთ ტურს და მოვინახულებთ:

✔️ნოტრდამი
✔️ ჟენევის ტბა
(ტბაზე უფასოდ შეგიძლიათ გაისეირნოთ ნავებით)
ასევე მოვინახულებთ შადრევანს, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მაღალია მსოფლიოში
✔️ წმინდა პიერის კათედრალი - შთამბეჭდავი არქიტექტურით, არქეოლოგიური საგანძურითა და თვალწარმტაცი ხედებით, ის აუცილებლად უნდა ნახოთ ყველამ, ვინც ჟენევას სტუმრობს.
✔️ ხელოვნების მუზეუმი
✔️ გაეროს შენობა
✔️ გატეხილი სკამი
✔️Rue du Rhône-ის და Rue du Marché - ცნობილი ბრენდების მაღაზიები

ჟენევაში მთელი წლის მანძილზე საოცარი ხედებია, რადგანაც ის ალპებსა და ჯურას მთაგრეხილს შორის მდებარეობს. შესაძლოა ის არაა ყველაზე ლამაზი ქალაქი მსოფლიოში, თუმცა მთების, ტბის და ბუნების უნიკალური მიქსია, რაც ჟენევას ინდივიდუალურ შარმს ანიჭებს.

18:00 საათისთვის გამზავრება ბერნში მატარებლით
20:00 საათისთვის ჩასვლა ბერნში და დაბინავება სასტუმროში
https://www.booking.com/hotel/ch/prizeotel-bern-city.en-gb.html?label=

5 სექტემბერი (შაბათი) - მესამე დღე:

07:00 - 08:30 საათი (საუზმე სასტუმროში)

გამგზავრება ალპებში და მონახულება შემდეგი ადგილების:

✔️ინტერლაკენი - გერმანული სახელწოდებაა და ქართულად ითარგმენა როგორც " ორ ტბას შუა "
ეს ტბის პირა კურორტი ტურისტებს ნავის ტურებით, გასაოცარი მატარებლით და ფუნიკულიორით იზიდავს და გარშემო არსებული ბუნების დათვალიერებას კომფორტულად გპირდებათ. ინტერლაკენი ქვეყნის ერთ-ერთი უძველესი და პოპულარული საზაფხულო დასვენების ადგილია
✔️ გრინდელვალდი - სხვაგან არსად ჩანს მყინვარი ასე ახლოს, ვერსად გამოცდით ასეთ დაუვიწყარ შეგრძნებას გამოწვეულს ცისფერი ყინულოვანი გამოქვაბულის მისტიკური სილამაზისა ან ყინულოვანი ხეობის ხილვის შედეგად. მთელს მსოფლიოში გრინდელვალდს „ყინულების სოფელს“ უწოდებენ. კურორტის ტერიტორიაზე თქვენს ყურადღებას მიიქცევს აიგერის ( 3970 მეტრი), მიუნხის (4099 მეტრი) და იუნგფრაუს (4158 მეტრი) მწვერვალები, რომლებიც ერთმანეთის გვერდიგვერდ დგანან და განუმეორებელ პანორამას ქმნიან. გრინდელვალდი ტიპიური ალპური კურორტია.
✔️ ლაუტენბრუნენი - ულამაზესი სოფელი და ჩანჩქერები
✔️ ვენგენი (მატარებლით ასვლა მთის წვერზე შეფენილ სოფელში და ულამაზესი პანორამული ხედები

საღამოს 21:00 საათისთვის - დაბრუნება ბერნის სასტუმროში

6 სექტემბერი (კვირა) - მეოთხე დღე:

07:00 - 09:00 საათი (საუზმე სასტუმროში)

ბერნში მოვინახულებთ:

✔️ბერნის გოთიკური კათედრალი - მე-15 საუკუნეში აშენდა და ის ქალაქის ყველაზე შთამბეჭდავი ეკლესიაა. 100 მეტრი სიმაღლის ტაძარი შვეიცარიაში უმაღლესია
✔️ალბერტ აინშტაინი სახლ - მუზეუმი
აინშტაინი ბერნში ცხოვრობდა და სამ სართულიანი ბინა, რომელსაც ის ცოლთან, მილევასთან ერთად ქირაობდა, დღეს მუზეუმია, რომელიც აუცილებლად უნდა მოინახულოთ.
✔️კანსტმუზეუმი - შვეიცარიის უძველესი სახვითი ხელოვნების მუზეუმია, მუდმივი კოლექციებით. ის წარმოგვიდგენს შუა საუკუნეებს დღევანდელ დღემდე. აქ სანდრო ბოტიჩელის, პიკასოს, პოლ სეზანის, კლოდ მონეს, ვინსენტ ვან გოგის და ედუარდ მანეს შემოქმედებასაც იხილავთ.
✔️ შვეიცარიის პარლამენტი - ბუნდეჰაუსი ექსტერიერითაც და ინტერიერითაც ხელოვნებისა და არქიტექტურის ბრწყინვალე ნამუშევარია. მთავარ დარბაზში ლამაზი ნახატები შვეიცარიულ ისტორიას აღბეჭდავენ. შენობა საჯაროდაა ღია.
✔️Church of the Holy Spirit - ეს უზარმაზარი მე-18 საუკუნის ბაროკოს სტილის ეკლესია შვეიცარიის უდიდესი პროტესტანული თაყვანისცემის ადგილია, რომელიც საოცარ არქიტექტურას წარმოგვიდგენს. 14 მასიურ თაღს მოხატული ჭერი უკავია.
✔️შვეიცარიის დედაქალაქს “შადრევნების ქალაქსაც” კი უწოდებენ. ძველი დროიდან მოყოლებული ეს იყო თავშეყრის ადგილები, სადაც შვეიცარიელები პოლიტიკურ თუ ერთმანეთის ამბებს უზიარებდნენ ერთმანეთს. აქ ბევრი უნიკალური შადრევანია, რომელთა უმეტესობაც ძველ ქალაქშია თავმოყრილი. ზოგიერთი მათგანი ალეგორიულ სკულპტურებს განასახიერებს.

ბერნის ტურს ვასრულებთ 15:30 საათისთვის, თავისუფალი დრო.

საღამოს 19:00 საათისთვის გამგზავრება ჩქაროსნული მატარებლით ჟენევაში და 21:30 საათისთვის დაბინავება ჟენევის სასტუმროში (აეროპორტის სასტუმროში)
https://www.booking.com/hotel/ch/intercityhotel-geneva-airport.en-gb.html?label=

7 სექტემბერი (ორშაბათი) - მეხუთე დღე:

06:30 საათზე გამოფრენა ჟენევიდან (ადგილობრივი დროით)
12:55 საათისთვის ჩამოფრენა თბილისში (ჩვენი დროით)

ტურის ღირებულება: 2395 ლარი,
ფასში შედის:

✔️ ავიაბილეთები (თბილისი - ჟენევა - თბილისი)
✔️ ხელბარგი 8 - 10 კგ (ზურგჩანთა ზომებით 45 - 36 - 20)
✔️ სასტუმროები 4 ღამით (2 ჟენევაში, 2 ბერნში)
✔️ საუზმეები
✔️ ჟენევიდან - ბერნში გასამგზავრებელი მატარებლის ბილეთი
✔️ დაზღვევა
✔️ გიდი

ფასში არ შედის საუზმის გარდა კვება

ფასში არ შედის მოსაკრებლები (მუზეუმები + უკანა გზის აეროპორტის ტრანსფერი + ქალაქის მოსაკრებელი), რომელიც ჯამში შეადგენს 100 € - ს

არ შედის ალპების ტური მოსაკრებელი
110 €

დასაჯავშნად მოგვწერეთ ან დაგვიკავშირდით: 577 72 76 67 ნიკა

🍋 3,4,5,6,7 აგვისტო🍋24,25,26,27,28 აგვისტო (ორშაბათი, სამშაბათი, ოთხშაბათი, ხუთშაბათი, პარასკევი) ტურისტული კომპანია "გა...
23/05/2026

🍋 3,4,5,6,7 აგვისტო
🍋24,25,26,27,28 აგვისტო
(ორშაბათი, სამშაბათი, ოთხშაბათი, ხუთშაბათი, პარასკევი) ტურისტული კომპანია "გაიცანი საქართველო" (ბლექ სი თრეველი) გთავაზობთ დაუვიწყარ ჯგუფურ ტურებს სამხრეთ იტალიაში (ნაპოლი, პომპეი, ამალფი, პოზიტანო, კაპრი, ბარი, ალბერობელო)

✔️ ქალაქებს შორის გადაადგილება მოხდება კომფორტული მინივენებით.

ტურის დეტალები:

3 აგვისტო / 24 აგვისტო - ორშაბათი - პირველი დღე:

04:00 საათი - გამგზავრება თბილისიდან - ერევნის აეროპორტის მიმართულებით და ჩასვლა 10:00 საათისთვის.

13:20 გაფრენა ერევნის აეროპორტიდან
14:30 საათისთვის ჩაფრენა ნეაპოლში (იტალიის დროით)
16:00 საათისთვის დაბინავება სასტუმროში.

17:00 საათისთვის ვიწყებთ ტურს და მოვინახულებთ:

✔️ წმინდა იანუარიუსის ტაძარი (Duomo di San Gennaro) ნეაპოლის საკათედრო ტაძარია. ის ააგეს ქალაქის მფარველის, წმინდა იანუარიუსის პატივსაცემად. მდებარეობს ნეაპოლის ცენტრში, ქალაქის რელიგიური ცხოვრების ცენტრია და მრავალ ტურისტს იზიდავს.
✔️ საღამოს ნეაპოლის დათვალიერება და თავისუფალი დრო ქალაქის ცენტრალურ მოედანზე.

21:30 საათისთვის დაბრუნება სასტუმროში, დასვენება.

4 აგვისტო / 25 აგვისტო (სამშაბათი) - მეორე დღე:

07:00 - 08:30 საათი საუზმე სასტუმროში
09:00 საათისთვის მოგვაკითხავს მინივენები და ვიწყებთ ტურს:

✔️პომპეი - ეს ძველრომაული ქალაქი ვულკანის მრავალმეტრიანი ფერფლის ფენამ დაფარა ვეზუვის ამოფრქვევის შედეგად ახალი წელთაღრიცხვით 79 წელს. ახლა პომპეი მუზეუმია ღია ცის ქვეშ და ის იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი 1997 წლიდან. ყოველწლურად პომპეის ორ-ნახევარ მილიონზე მეტი ტურისტი სტუმრობს, ასე რომ, ის იტალიის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ღირსშესანიშნაობაა.
✔️ამალფი - ფოტოსესიისთვის საუკეთესო ადგილი, ამ სანაპირო ზოლის მთავარი ჰაბი, ულამაზესი ფეხით მოსავლელი შუასაუკუნოვანი სოფელია სავსე ბუტიკებით, რესტორნებით და ხეივნებით. მის პიაცა დუმოზე მე-12 საუკუნის გოთიკური კათედრალი დგას.
✔️პოზიტანო - აქ საიდანაც არ უნდა იყურებოდეთ, ტერასებიდან, სახლებიდან თუ სანაპიროდან, თქვენ თვალწინ ყოველთვის გასაოცარი ხედი იქნება. თუ ფოტოგრაფია გიყვართ, აქ უამრავ ლამაზ ფოტოს გადაიღებთ: ჩამწკრივებულ ფერად ქოლგებს მარინა გრანდეს სანაპიროზე, ატმისფერ სახლებს თუ წყლის რიფებს.

22:00 საათისთვის დაბრუნება ნეაპოლის სასტუმროში, დასვენება.

5 აგვისტო / 26 აგვისტო (ოთხშაბათი) - მესამე დღე:

07:00- 08:00 საათი (საუზმე სასტუმროში)
08:15 საათისთვის მოგვაკითხავს მინივენები და გავემგზავრებით:

✔️ ბარი - წმინდა ნიკოლოზის ბაზილიკა ბარის ყველაზე პოპულარული ტურისტული ღირსშესანიშნაობაა, რომელიც აშენდა წმინდა ნიკოლოზის რელიქვიების შესანახად. კათოლიკე და მართლმადიდებელი მორწმუნეებისთვის ეს საყვარელი ადგილია სადაც ინახება წმინდა ნიკოლოზის ნაწილები.
✔️Bari Vecchia - ეს არის ბარის ისტორიული ცენტრი.
✔️ პეტრუზელის თეატრი - ეს დიდებული თეატრი, სიდიდით მეოთხეა იტალიაში, მშენებლობა დასრულდა 1903 წელს, როგორც ოპერის თეატრი და საკონცერტო დარბაზი და მასპინძლობდა რამდენიმე დიდ იტალიელ და საერთაშორისო შემსრულებელს, მათ შორის ლუჩიანო პავაროტს, რუდოლფ ნურეევს, რეი ჩარლზს, ლიზა მინელის და ფრენკ სინატრას.
✔️ სან საბინოს საკათედრო ტაძარი

✔️ პატარა ქალაქი ალბერობელო - ამ ზღაპრული სახლების ნახვისას, რთულია იმის დაჯერება, რომ ეს ყველაფერი არა მულტფილმის სცენა, არამედ თანამედროვე იტალიის ერთ–ერთი ჩვეულებრივი დასახლებაა.ქალაქის ისტორია მე-17 საუკუნის მეორე ნახევრიდან იწყება, როდესაც ამ საოცარ ადგილას გლეხები დასახლდნენ და მიწათმოქმედებას მიჰყვეს ხელი. ალბერობელოს მთავარი საგანძური მისი არქიტექტურა და ტრულოს ტრადიციული თეთრი სახლებია, რომელიც მშრალი წყობის მეთოდით არის ნაშენები და პირამიდისებრი სახურავებით გამოირჩევა.

23:00 საათისთვის დაბრუნება ნეაპოლის სასტუმროში, დასვენება

6 აგვისტო / 27 აგვისტო (ხუთშაბათი) - მეოთხე დღე:

07:00 - 08:00 საათი საუზმე სასტუმროში
08:30 საათზე მოგვაკითხავს მინივენები და მიგვიყვანს ნეაპოლის პორტში.

გამგზავრება გემით კუნძულ კაპრიზე (მგზავრობის ხანგრძლივობა 50 წთ)

✔️ კაპრის კუნძული ბევრი მიზეზის გამოა ცნობილი. ის ბუნების სილამაზით, გემრიელი სამზარეულოთი და შოპინგისთვის განკუთვნილი პუნქტებით გამოირჩევა. ეს არის ადგილი, რომელსაც ვარსკვლავები ხშირად სტუმრობენ. აქ კრიალა წყალი, პასტელის ფერად შეღებილი სახლები და კლდეები დაგხვდებათ.

საღამოს საათებში გამომგზავრება გემით კაპრიდან და დაბრუნება ნეაპოლის პორტში, სადაც დაგვხდება მინივენები და დაგვაბრუნებს სასტუმროში. (დაახლოებით 21:30 საათისთვის

7 აგვისტო / 28 აგვისტო (პარასკევი) - მეხუთე დღე:

06:00 საათისთვის გამოფრენა ნეაპოლის აეროპორტიდან (ადგილობრივი დროით)
12:45 საათისთვის ჩამოფრენა ერევანში (ადგილობრივი დროით)

თბილისის დაბრუნებია დრო 18:30 საათი

ტურის ღირებულებაა 1895 ლარი.
ფასში შედის:

✔️ ავიაბილეთები (ერევანი - ნეაპოლი - ერევანი)
✔️ ზურგჩანთა 8 კგ
✔️ სასტუმრო ნეაპოლის ცენტრში 4 ღამით - ლინკს მალე მივუთითებთ
✔️ საუზმეები
✔️ თბილისი - ერევანი - თბილისის ტრანსფერი (სავარაუდოდ ავტობუსი ან მიკროავტობუსი)
✔️ ნეაპოლის აეროპორტის ტრანსფერი
✔️ სამოგზაურო დაზღვევა
✔️ გიდი

ფასში არ შედის ქალაქებს შორის კომფორტული მინივენებით გადაადგილება:

1. ნეაპოლი - პომპეი - ამალფი - პოზიტანო
2. ნეაპოლი - ბარი - ალბერობელო
3. ნეაპოლი - პორტი - ნეაპოლი (კაპრიზე როდესაც წავალთ)
4. ნეაპოლი - კაპრი - ნეაპოლის გემის ბილეთი

აღნიშნული ტრანსფერების ჯამური ღირებულებაა კაპრის გემის ბილეთის ჩათვლით - 210 €

რაც შეეხება მუზეუმებს და ქალაქის მოსაკრებელს, ამისთვის ჯამურად უნდა გაითვალისწინოთ დაახლოებით 50 €

დასაჯავშნად მოგვწერეთ ან დაგვიკავშირდით: 577 72 76 67 ნიკა

ტურისტული კომპანია "გაიცანი საქართველო", (ბლექ სი თრეველი) გთავაზობთ  ჯგუფურ ტურს პრაღა - დრეზდენი 💜  (25,26 27,28 ივლის...
22/05/2026

ტურისტული კომპანია "გაიცანი საქართველო", (ბლექ სი თრეველი) გთავაზობთ ჯგუფურ ტურს პრაღა - დრეზდენი 💜 (25,26 27,28 ივლისი - შაბათი, კვირა, ორშაბათი, სამშაბათი)

განრიგი:

25 ივლისი / შაბათი - 1 დღე:

გაფრენა დილით ქუთაისის აეროპორტიდან - 06:15 საათი
ჩაფრენა პრაღის საერთაშორისო აეროპორტში - 08:05 საათი (ჩეხეთის დროით)
09:30 საათზე ჩანთებს ვტოვებთ სასტუმროში (სასტუმროს ლინკს მალე მივუთითებთ) და ვიწყებთ ტურს, მოვინახულებთ:

✔ პრაღის ძველი ქალაქი (თავისუფალი დრო 1 საათი, შესვენება)
✔ ასტრონომიული საათი - პრაღის გასაოცარი საათი, რომელიც რამდენიმე დროს ერთდროულად აჩვენებს. საათი 600-ზე მეტი წლის გახლავთ.
✔ მადამ ტუსოს ცვილის ფიგურების მუზეუმი
✔ ფხვნილის კოშკი - ეს გოთიკური კოშკი იმ ძველი ალაყაფის კარია რომელიც ქალაქს თავდასხმისგან იცავდა. 19-ე საუკუნეში მას კორონაციის ცერემონიებისთვის იყენებდნენ. მეფეები პრაღის ციხე-სიმაგრისკენ აქედან მიდიოდნენ.
✔ კარლის ხიდი - თავდაპირველად ხიდს პრაღის ხიდი ერქვა, ხოლო 1870 წელს ოფიციალურად გადაერქვა სახელი იმპერატორ კარლ IV-ს საპატივსაცემოდ. ხიდზე ცამეტი სკულპტურაა, ძირითადად რელიგიური ხასიათის.
✔️ჯონ ლენონის კედელი - თავისუფლების, მშვიდობისა და სიყვარულის სიმბოლოა. კედელი სავსეა Beatles სიმღერების ტექსტებით ან სხვადასხვა წარწერებით.
კედელი 1988 წელს შეიქმნა, როდესაც საბჭოთა რეჟიმით უკმაყოფილო ახალგაზრდებმა საკუთარი აზრის გამოხატვა კედელზე წარწერების და ნახატების შექმნით გადაწყვიტეს.
✔️ ევროპის ყველაზე ვიწრო ქუჩა
✔️ წმ. ნიკოლოზის ტაძარი

18:00 საათზე დაბრუნება სასტუმროში, დასვენება, თავისუფალი დრო.

26 ივლისი / კვირა - მეორე დღე:

07:00 - 08:30 საათი - საუზმე სასტუმროში

09:30 საათზე გამგზავრება დრეზდენში.
11:15 საათზე ჩასვლა დრეზდენში და მონახულება შემდეგი ლოკაციების:

✔️ ახალი რატუშა - მოდერნის სტილის ეს შენობა 1905-1910 წლებშია აშენებული. ამჟამად მასში ქალაქის საბჭოა განთავსებული. ის შორიდანვე ჩინებულად მოჩანს მის გუმბათზე დადგმული "ოქროს ჰერაკლეს" ხუთმეტრიანი ქანდაკების - დრეზდენის მფარველის წყალობით
✔ კროიცკირხე - თავიდან ის წმინდა ნიკოლოზის სახელს ატარებდა. მაგრამ მას შემდეგ, რაც ავსტრიელმა პრინცესამ, კონსტანცია ფონ ბაბენბერგმა, ეკლესიას წმინდა ჯვრის რელიკვია აჩუქა (იმ ჯვრის ნაწილი, რომელზეც იესო ქრისტე იყო გაკრული), ტაძარს წმინდა ჯვრის ეკლესია, ანუ კროიცკირხე უწოდეს.
✔ დრეზდენის ციხე კოშკ რეზიდენცია - დრეზდენის ერთ-ერთი უძველესი ნაგებობა, მასში უწინ მასში საქსონიის მეფეები და კურფიურსტები ცხოვრობდნენ
✔ქოლერის შადრევანი - XIX საუკუნის მეორე ნახევარში საქსონიაში ქოლერის ეპიდემია გავრცელდა, რომელსაც დრეზდენი სასწაულებრივად გადაურჩა. შადრევანი სწორედ ამის მადლიერების ნიშნად დადგეს. მისი სიმაღლე 18 მეტრია.
✔დიდგვაროვანთა მსვლელობა - პანო გრძელი გალერეის ყოფილი საჯინიბოს ეზოს კედლის გარე მხარესაა მოთავსებული
✔ ცვინგერის სასახლე - ცვინგერის სასახლეში მდებარეობს დრეზდენის სახელგანთქმული სამხატვრო გალერეა (აქ შეგიძლიათ იხილოთ რაფაელის "სიქსტის მადონა")
✔ ჰოფკირხე დრეზდენის საკათედრო ტაძარი

21:00 საათისთვის გამომგზავრება დრეზდენიდან
22:50 საათი დაბრუნება პრაღის სასტუმროში.

27 ივლისი / ორშაბათი - მესამე დღე:

07:00 - 09:00 საათი - საუზმე სასტუმროში

09:15 საათიდან ვიწყებთ ტურს და მოვინახულებთ:

✔️ნაციონალური გალერეა
✔ სტარჰოვის მონასტერი (სადაც შეგიძლიათ დააგემოვნოთ უგემრიელესი ჩამოსასხმელი ლუდი და კანჭი)
✔ ვიტუსის კათედრალი - ულამაზესი პანორამული ხედები დედაქალაქზე
✔ გემით ერთსაათიანი გასეირნება მდ. ვლტავაზე
✔ ტრდილოს დაგემოვნება- ჩეხური ტრადიციული ტკბილეული
✔ მოცეკვავე სახლი - არქიტექტურული ხელოვნების ნიმუში „მოცეკვავე სახლი“, საოფისე შენობის მეტსახელია პრაღის ცენტრში
✔ სკულპტურა ფრანც კაფკას თავი, რომელიც მოძრაობს— XX საუკუნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გერმანულენოვანი მწერალი და ნოველისტი

18:00 საათიდან ვრჩებით ტურს, თავისუფალი დრო

28 ივლისი / სამშაბათი - მეოთხე დღე:

08:40 საათი გამოფრენა პრაღის აეროპორტიდან (ადგილობრივი დროით)
14:15 საათი ჩამოფრენა ქუთაისის აეროპორტში (ადგილობრივი დროით)

ტურის ღირებულება გახლავთ 1750 ლარი. ფასში შედის:

✔ ავიაბილეთები ორივე მიმართულებით (ქუთაისი - პრაღა - ქუთაისი)
✔ ხელბარგი 8 კგ (ზურგჩანთა)
✔ სასტუმრო 3 ღამით პრაღაში - ლინკს მალე მივუთითებთ
✔ საუზმეები
✔️ ტრანსფერი პრაღა - დრეზდენი - პრაღა
✔ ტრანსფერი (თბილისი - ქუთაისი - თბილისი)
✔ ქართულენოვანი გიდი
✔ სამოგზაურო დაზღვევა

ფასში არ შედის:
✔კვება (საუზმის გარდა)
✔ შიდა გადაადგილებისთვის საჭირო და მუზეუმების მოსაკრებლები, რომელთა ჯამური ღირებულება შეადგენს 320 ლარს.

დასაჯავშნად მოგვწერეთ ან დაგვიკავშირდით: 577 72 76 67 ნიკა

ჰალშტატი - ჯადოსნური ზღაპარი ავსტრიის ალპებში 💜8,9,10,11,12 ივლისს ( ოთხშაბათი, ხუთშაბათი, პარასკევი,შაბათი,კვირა) ტურის...
22/05/2026

ჰალშტატი - ჯადოსნური ზღაპარი ავსტრიის ალპებში 💜
8,9,10,11,12 ივლისს ( ოთხშაბათი, ხუთშაბათი, პარასკევი,შაბათი,კვირა)
ტურისტული კომპანია "გაიცანი საქართველო" (ბლექ სი თრეველი) გთავაზობთ ჯგუფურ ტურს ვენაში. ტურის ფარგლებში ასევე მოვინახულებთ ჰალშტატს (ჯადოსნური ზღაპარი ავსტრიის ალპებში) და ზალცბურგს (მოცარტის ქალაქს) და ასევე სლოვაკეთის დედაქალაქ ბრატისლავას. 💜✈️

8 ივლისი (ოთხშაბათი) - პირველი დღე:

21:20 საათისთვის გაფრენა ქუთაისის აეროპორტიდან
22:40 საათისთვის ჩაფრენა ბრატისლავას აეროპორტში.
00:30 საათისთვის დაბინავება ვენის სასტუმროში, დასვენება (სასტუმროს ლინკს გადმოგიგზავნით პირადში)

9 ივლისი (ხუთშაბათი) - მეორე დღე:

07:00 - 09:00 საათი საუზმე სასტუმროში.

09:15 საათიდან ვიწყებთ ტურს და მოვინახულებთ:

✅ალბერტინას მუზეუმი - ის ასახავს მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს და ყველაზე ძვირფას გრაფიკულ ხელოვნებას.
მუზეუმი მოიცავს 50,000-ზე მეტ ნახატს და მილიონ ანაბეჭდს ისტორიის ყველა პერიოდიდან.
✅შტეპანპლაცი - იგივე სტეფანეს მოედანი ვენის გულია. უამრავი ღირსშესანიშნაობით, მაღაზიებით, შოკოლატერიებითა და ულამაზესი კაფეებით დახუნძლული მოედანი, ტურისტების თავშეყრის საყვარელი ადგილია.
✅წმინდა სტეფანეს ტაძარი - მე-12 საუკუნეში აშენდა და ლამის სრულიად ავსტრიის სიმბოლოდ იქცა. კათოლიკური ეკლესია, რომელიც ჰაბსბურგების ეპოქას ეკუთვნის, მეორე მსოფლიო ომის დროს ძალიან დაზიანდა, თუმცა 7 წელიწადში აღადგინეს და მსახურება დღემდე აქტიურად მიმდინარეობს.
✅წმინდა პეტრეს ტაძარი იგივე პეტერსკირხე - იგი 1733 წელს ააგო იოჰან ჰილდებრანდტმა იმპერატორ ლეოპოლდ I-ის ბრძანებით, თუმცა მის ადგილას ჯერ კიდევ IV საუკუნეში იყო ეკლესია, რომელიც დაინგრა, შემდეგ კი შუა საუკუნეებში ის ხანძარმა შთანთქა.
✅ წმ. მიქაელის ტაძარი
✅ ბიბლიოთეკა
✅კარლსკირხე - წმინდა კარლის ეკლესია, ტაძრის მშენებლობის საბაბი გახდა 1713 წლის შავი ჭირის ეპიდემია. კარლ VI-მ დაიფიცა, რომ ამ უბედურებისგან გათავისუფლების შემდეგ გრანდიოზულ ტაძარს ააგებდა ზეციური მფარველის, წმინდა კარლის სახელზე.
მშენებლობა 1716-1737 წლებში მიმდინარეობდა.

18:00 საათისთვის ვასრულებთ ტურს, თავისუფალი დრო.

10 ივლისი (პარასკევი) - მესამე დღე:

07:00 - 09:00 საათი (საუზმე სასტუმროში)
ტურს ვიწყებთ 09:15 საათისთვის და მოვინახულებთ:

✅ბელვედერეს სასახლე - ბელვედერის კომპლექსი არქიტექტურისა და ლანდშაფტური დიზაინის ნამდვილი სასწაულია. იტალიურ ენაზე ის საუცხოო ხედს ნიშნავს. მას ხშირად "ვენის ვერსალსაც" უწოდებენ.
✅ პარლამენტის და მერიის შთამბეჭდავი შენობები
✔️ ვარდების ბაღი
✅ სისის მუზეუმი - ამჟამად სისის მუზეუმში 300-ზე მეტი ექსპონატია, მათ შორის დედოფლის პირადი ნივთები, ფოტოსურათები, მდიდრული კაბები. ნახავთ, აგრეთვე, ვაგონს, რომლითაც ელისაბედი მოგზაურობდა (მოგზაურობა ძალიან უყვარდა).
✅ვენის ოპერა - მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა. აქ შეგიძლიათ დატკბეთ უმაღლესი დონის მრავალფეროვნებით, ვინაიდან სახელგანთქმული სცენა ყოველდღიურად მიმზიდველ პროგრამას გთავაზობთ.
✅შონბრუნის სასახლე - ჰაბსბურგების დინასტიის ერთ-ერთი საუკეთესო სასახლეა. იქვე შადრევნები და დიდი პარკია. ეს სახელწოდება სიტყვასიტყვით "მშვენიერ წყაროებს" ნიშნავს. თამამად შეიძლება ითქვას, რომ შონბრუნის კომპლექსი ბაროკოს სტილის დიდებული სასახლითა და პარკით ევროპის გამორჩეული ანსამბლია.

20:00 საათისთვის ვასრულებთ ტურს, დასვენება.

11 ივლისი (შაბათი) - მეოთხე დღე:

07:00 საათი (საუზმე სასტუმროში)
07:30 საათზე გამგზავრება ჰალშტატში.
10:30 საათიდან - 15:00 საათამდე (ჰალშტატის მონახულება)
✅ჰალშტატი - ჯადოსნური ზღაპარი ავსტრიის ალპებში. ალპური ქალაქები ყოველთვის არაჩვეულებრივი პეიზაჟებით გამოირჩევა, გამონაკლისი არც ჰალშტატია, რომელიც შუასაუკუნეების ზღაპრულ სამყაროს უფრო ჰგავს, ვიდრე თანამედროვე ავსტრიულ ქალაქს.

✅16:00 საათიდან - 19:00 საათამდე (ზალცბურგის მონახულება) Ზალცბურგი მოცარტის მშობლიური ქალაქი იყო და ავსტრიის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი მიმართულებაა. ალპების მთის ქვეშ მდებარე ეს ქალაქი ამ ქვეყანაში მოგზაურობისას მშვენიერი გაჩერებაა.
➡ 22:00 საათისთვის დაბრუნება ვენის სასტუმროში, დასვენება.

12 ივლისი (კვირა) - მეხუთე დღე:

07:00 - 07:30 საათი - საუზმე სასტუმროში, გამგზავრება ბრატისლავაში მინივენებით და ჩასვლა სლოვაკეთის დედაქალაქში 09:00 საათისთვის.

ბრატისლავაში მონახულება შემდეგი ადგილების:

✔️ ბრატისლავას წმ მარტინის კათედრალი
✔️ მიქაელის გეითი
✔️ ძველი მერიის შენობა
✔️ ნაპოლეონის ძეგლი
✔️ ქალაქის ციხესიმაგრე და ხედი დედაქალაქზე

ბრატისლავას ტურს ვასრულებთ 13:00 საათისთვის და გამგზავრება აეროპორტში.

17:40 საათი - გამოფრენა ბრატისლავას აეროპორტიდან (ადგილობრივი დროით)
22:45 საათი ჩამოფრენა ქუთაისის აეროპორტში. (ჩვენი დროით)

ტურის ღირებულება გახლავთ 1799 ლარი, ფასში შედის:

✅ავიაბილეთები (ქუთაისი - ბრატისლავა - ქუთაისი)
✅ხელბარგი (ზურგჩანთა - 8 კგ)
✅სასტუმრო ვენაში 4 ღამით - სასტუმროს ლინკს გადმოგიგზავნით პირადში
✅საუზმეები
✅თბილისი - ქუთაისი - თბილისის ტრანსფერი
✅დაზღვევა
✅გიდის მომსახურება

ფასში არ შედის მუზეუმების მოსაკრებლები და შიდა გადაადგილება, რომელიც შეადგენს 125 € - ს (არასავალდებულო)

ფასში არ შედის ვენა - ჰალშტატი - ზალცბურგი - ვენის ტრანსფერის მომსახურება და ბრატისლავის აეროპორტის ტრანსფერი, რომელთა ჯამური ღირებულებაა 120 €

დასაჯავშნად მოგვწერეთ ან დაგვიკავშირდით: 577 72 76 67 ნიკა

რომი - ფლორენცია 💜💜💜💜💜💜ტურისტული კომპანია "ბლექ სი თრეველი" (გაიცანი საქართველო) 1,2,3,4,5 ივლისს (ოთხშაბათი, ხუთშაბათი,...
22/05/2026

რომი - ფლორენცია 💜💜💜💜💜💜ტურისტული კომპანია "ბლექ სი თრეველი" (გაიცანი საქართველო)
1,2,3,4,5 ივლისს (ოთხშაბათი, ხუთშაბათი, პარასკევი, შაბათი, კვირა) გთავაზობთ ჯგუფურ ტურს რომში და ფლორენციაში.💜💛

1 ივლისი (ოთხშაბათი) - პირველი დღე:

05:45 საათზე - გამგზავრება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან
07:50 საათზე - ჩაფრენა რომის ფიუმიჩინოს საერთაშორისო აეროპორტში (ადგილობრივი დროით)
09:15 საათისთვის ჩანთებს ვტოვებთ სასტუმროში https://www.booking.com/hotel/it/holidayinnromesangiovanni.en-gb.html?aid=311984&label=hotel-80570-it

მცირეხნიანი შესვენების შემდეგ მოვინახულებთ:

✔ პიაცა ვენეცია - ქალაქის მთავარი ტურისტული ცენტრი
✔ტრევის შადრევანი - რომის უდიდესი შადრევანი, 25,9 მეტრი სიმაღლითა და 19,8 მეტრი სიგრძით. ბაროკოს სტილის ეს შადრევანი 1732-1762 წლებში ააგო არქიტექტორმა ნიკოლო სალვიმ.
✔ პანთეონი - ერთ-ერთია ანტიკური ხანის იმ არქიტექტურულ ძეგლთაგან, რომელიც შედარებით სრულყოფილად შემოგვინახა ისტორიამ. მოგვიანებით პანთეონში იტალიის სახელოვან ადამიანებს კრძალავდნენ.
✔ პიაცა ნავონა - რომში უამრავი მოედანია, თუმცა ისეთი გამორჩეული, როგორც პიაცა ნავონაა, ალბათ არცერთი არაა.
ოვალური ფორმის პიაცა ნავონა რომაული და ბაროკოს სტილის არქიტექტურის საუკეთესო მაგალითია. სწორედ პიაცა ნავონაზეა განთავსებული გამორჩეული მოქანდაკის - ბერნინის შადრევანი.
✔ ესპანური კიბეები - ეს მსოფლიოს ულამაზესი და ყველაზე მეტად ცნობილი კიბეებია. იგი აგებულია 1723-1726 წლებში

19:00 საათისთვის ვასრულებთ ტურს, დაბინავება სასტუმროში, დასვენება, თავისუფალი დრო.

2 ივლისი (ხუთშაბათი) - მეორე დღე:

07:00 - 08:30 საათი - საუზმე სასტუმროში
09:00 საათზე ვიწყებთ ტურს, გავემგზავრებით ვატიკანში და მოვინახულებთ:

✔ წმინდა პეტრეს ტაძარი - ოთხ მთავარ ბაზილიკათა შორის რანგით მეორე ტაძარი. მსოფლიოში უდიდეს ქრისტიანულ ტაძარს 23.000 მ² ფართობი უჭირავს და 60.000 ადამიანს იტევს. ტაძარი ქრისტიანობის ერთ-ერთ უწმინდეს ადგილად ითვლება და აქ არის დაკრძალული პეტრე მოციქული.
✔ ვატიკანის მუზეუმები - ერთ-ერთი საუკეთესო და უდიდესი ისტორიის მქონე მუზეუმია. ყოველთვის ემატებოდა და ყოველთვის ივსებოდა კოლექცია, დაწყებული რენესანსის ეპოქიდან. დღეს ერთ-ერთი ყველაზე ფართო კომპლექსის მქონე მუზეუმია მთელი მსოფლიოს მასშტაბით. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ პინაკოთეკას, პიუს-კლემენტის, რაფაელის და სიქსტის კაპელას განყოფილებებს.
✔ სანტ-ანჯელოს ციხესიმაგრე - ერთ დროს ყველაზე დიდი ნაგებობა რომში. თავდაპირველად ეს ცილინდრული ფორმის სიმაგრე იყო მავზოლეუმი რომის იმპერატორის ადრიანის ოჯახისთვის. შემდგომში რომის პაპის რეზიდენცია, ამჟამად მუზეუმი.

19:00 საათისთვის ვასრულებთ ტურს, თავისუფალი დრო. (პ.ს. დღის განმავლობაში ტურის შუალედში გვექნება 1 საათიანი შესვენება)

3 ივლისი (პარასკევი) - მესამე დღე:

07:00 - 08:00 საათი - საუზმე სასტუმროში
09:00 საათისთვის გამგზავრება ჩქაროსნული მატარებლით ფლორენციაში და 10:30 საათისთვის ჩასვლა.

ტურს ვიწყებთ და მოვინახულებთ:

✔ სან ლორენცოს ბაზილიკა
✔ სანტა მარია დელ ფიორეს საკათედრო ტაძარი
✔ სინიორიის მოედანი
✔ უფიცის გალერეა
✔ პონტე ვეკიოს ხიდი
✔ მიქელანჯელოს მოედანი - ხედები ქალაქზე

19:00 საათისთვის გამოგზავრება მატარებლით, 20:50 საათისთვის დაბრუნება რომის სასტუმროში.

4 ივლისი (შაბათი) - მეოთხე დღე:

07:00 - 08:30 საათი (საუზმე სასტუმროში)
09:00 საათზე ვიწყებთ ტურს და მოვინახულებთ:

✔ რომის კოლიზეუმი - რომის იმპერიის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ამფითეატრი იყო, რომელიც 50 000 მაყურებელს იტევდა. (ახ.წ.პირველი საუკუნის ნაგებობა)
✔ პალატინის გორა - ცენტრალურია რომის შვიდ გორას შორის და ეს გახლავთ ქალაქის ყველაზე ძველი ნაწილი, სადაც არქეოლოგებმა ძვ.წ მეექვსე საუკუნის ტაძარი აღმოაჩინეს.
✔ რომის ფორუმი - რომის უძველესი ექსპონანტი. მოიცავდა ტაძრების უბანს, ბაზილიკებსა და საჯარო სივრცეებს.
✔ ბოკა დელა ვერიტა ანუ სიმართლის პირი
✅ სანტა მარია მაჯორეს ტაძარი

18:00 საათისთვის ვასრულებთ ტურს, თავისუფალი დრო.

5 ივლისი (კვირა) - მეხუთე დღე:

08:30 საათისთვის გამოფრენა რომის ფიუმოჩინოს აეროპორტიდან (ადგილობრივი დროით)
14:30 საათისთვის ჩამოფრენა ქუთაისის აეროპორტში (ჩვენი დროით)

ტურის ღირებულება გახლავთ 2250 ლარი. ფასში შედის:

✔ ორმხრივი ავიაბილეთი - ქუთაისი - რომი - ქუთაისი
✔ ხელბარგი 8 კგ (ზურგჩანთა)
✔ სასტუმრო ოთხი ღამე - https://www.booking.com/hotel/it/holidayinnromesangiovanni.en-gb.html?aid=311984&label=hotel-80570-it
✔ საუზმეები
✔ რომი - ფლორენცია - რომის მატარებლის ბილეთები
✔ ტრანსფერი თბილისი - ქუთაისი - თბილისი
✔ სამოგზაურო დაზღვევა
✔ გიდი

ფასში არ შედის საუზმის გარდა კვება, უზრუნველოფა ხდება ინდივიდუალურად

მუზეუმების და შიდა გადაადგილებისთვის საჭირო მოსაკრებლები, რაც ჯამურად შეადგენს 135 € - ს

მსურველებმა დასაჯავშნად მოგვწერეთ ან დაგვიკავშირდით: 577 72 76 67 ნიკა

გრძელდება ჩვენი ტური ვენაში ❤️
22/05/2026

გრძელდება ჩვენი ტური ვენაში ❤️

გრძელდება ჩვენი ტური ვენაში 32 მონაწილესთან ერთად❤️
21/05/2026

გრძელდება ჩვენი ტური ვენაში 32 მონაწილესთან ერთად❤️

Adresa

Rašínovo Nábřeží 80, 120 00 Praha 2
Prague

Telefon

577 72 76 67

Internetová stránka

Upozornění

Buďte informováni jako první, zašleme vám e-mail, když გაიცანი საქართველო zveřejní novinky a akce. Vaše emailová adresa nebude použita pro žádný jiný účel a kdykoliv se můžete odhlásit.

Sdílet