05/10/2019
🇮🇹
ტოპ 10 ადგილი, რომელიც მილანში უნდა ნახოთ!!
თუ მილანში მარტო იმიტომ მიდიხართ🤩💃 რომ ეს მოდისა და ფინანსური ცენტრია, ბევრ საინტერესოს გამოტოვებთ. ამ ქალაქს მდიდარი და ძველი ისტორია აქვს და ხელოვნების ნაწარმოებებითა და არქიტექტურული შედევრებითაა სავსე.
🧚♀️დუომო - მილანის ტაძარი
ეს გოთიკური ნაგებობა ქალაქის სიმბოლო და ერთ-ერთი სამშვენისია. ტაძარი გარედანაც მშვენიერია და შიგნიდანაც.
თაღები, კოლონები, ქანდაკებები, მდიდრული მოხატულობა – დუომოს მოკაზმულობას თვალს ვერ მოსწყვეტთ. მარტო ულამაზესი ვიტრაჟები რად ღირს, ყველაზე ძველი 500 წლისაა.
🧚♀️სფორცას ციხესიმაგრე
ტურისტებს შორის ყველაზე პოპულარული ციხესიმაგრე XV საუკუნეში ააგეს მილანელი ჰერცოგების რეზიდენციად. დღეს კარი ყველასთვის ღიაა, სადაც არა მარტო წარჩინებულთა ყოფაზე შეიტყობთ, არამედ ცნობილი იტალიელების ხელოვნების ნიმუშებსაც იხილავთ.
🧚♀️პინაკოთეკა ბრერა
იტალიელი (და არა მარტო) ოსტატების შედევრების გასაცნობად საუკეთესო ადგილი ბრერას სურათების გალერეაა – მილანის უმსხვილესი მუზეუმი.
ვან დეიკი, ელ გრეკო, გოია, რემბრანდტი, კარავაჯო – სახელები თავისით ყველაფერზე მეტყველებს.
🧚♀️კვარტალი ბრერა
აქ შთაბეჭდილებებისთვის უნდა წახვიდეთ. მას განუმეორებელი კოლორიტი აქვს. ისე, მკითხავებიც ბლომად არიან.
🧚♀️ნავილო გრანდე
მილანს თავისი გრანდ კანალი რომ აქვს, იცოდით? ნავილო გრანდე უბრალო არ გეგონოთ, ევროპაში უძველესი არხია (XII საუკუნე) და მთელი 48 კმ-ია. ის მილანს პატარა ქალაქ ტორნავენტოსთან აკავშირებს.
ნავილო არ მარტო უაღრესად ლამაზი, არამედ ღამის ცხოვრების თავშეყრის ადგილია. კიდევ, თვის ყოველ ბოლო კვირა დღეს ძველმანების ბაზრობა იმართება.
🧚♀️სემპიონეს პარკი
მილანელების დასვენების საყვარელი ადგილი. ულამაზესი ხეივანი, დახვეწილი ქანდაკებები, აკვარიუმი, სადაც შესვლა უფასოა, ველოტრეკები, სპორტული მოედნები, საჭვრეტი მოედანი ქალაქზე ხედით – მოკლედ, განტვირთვაც არის და აქტიური დასვენებაც.
🧚♀️გალერეა ვიტორიო ემანუელე
თუ შოპინგი არ შედის თქვენს გეგმებში, გალერეა ვიტორიო ემანუელე II მაინც აუცილებელი სანახავია. მოზაიკური მორთულობა, სკულპტურები, ქანდაკებები, ფრესკები, სახელგანთქმული მინის გუმბათი… თანაც აქედან დუომოს ტაძართან და ლა სკალასთან გახვალთ.
🧚♀️გალერეა ამბროსიანა
სურათების გალერეა მილანის პირველი მუზეუმია (დაფუძნდა XVII საუკუნეში), მისი კოლექცია კი ბევრს შეშურდება. რაფაელის, ტიციანის და კარავაჯოს გარდა, აქ მთელი ექსპოზიციაა, რომელიც მთლიანად ლეონარდო და ვინჩის ეძღვნება.
🧚♀️მერკანტის მოედანი
ძველი მილანის გული. ის ოთხი მშვენიერი სასახლითაა გარშემორტყმული: Palazzo della Ragione (ანუ რატუშა), Palazzo dei Notai, Palazzo delle Scuole Palatine და Loggia degli Osii. სწორედ აქ ნახავთ ერთბაშად XIII, XIV და XV საუკუნეების არქიტექტურას.
🧚♀️ლა სკალას თეატრი
ვის არ გაუგია ლა სკალა? მსოფლიოს საუკეთესო საოპერო მომღერლებისთვის პატივია აქ გამოსვლა. შესაძლოა სპექტაკლზე წასვლას არ გეგმავთ, მაგრამ შეგიძლიათ მუზეუმში ექსკურსია მოაწყოთ.
#მეტიმოგზაურობა✈🌍