28/11/2020
ბაკურიანი არ იკეტება❗️❗️❗️
რა შეზღუდვები მოქმედებს ბაკურიანში❓
✅მუშაობას წყვეტს სასტუმროები, თუმცა აპარტამენტები, რომელიც ქირავდება კერძო მესაკუთრისგან, განაგრძობს ფუნქციონირებას
✅ იხურება კაფე ბარები, თუმცა შეგიძლიათ ისარგებლოთ საკვების გატანის სერვისით ან მარკეტებით, რომელიც ჩვეულ რეჟიმში განაგრძობენ მუშაობას და დაისვენოთ აპარტამენტებში, რომელსაც აქვთ სამზარეულო
✅ არ იმუშავებს საბაგიროები, თუმცა თოვლი, ტყე და ბუნება ბევრი სხვა გასართობის საშუალებას გვაძლევს. იქნება ციგებიც, ცხენებიც, იგუნდავებთ, ბავშვებთან ერთად გააკეთებთ თოვლის ბაბუებს და ა.შ
✅ იზღუდება მუნიციპალური ტრანსპორტი, თუმცა საკუთარი ავტომობილით გადაადგილება დასაშვებია
✅ მოქმედებს ღამე გადაადგილების შეზღუდვა, თუმცა ბაკურიანში დილის ჯანსაღ ჰაერს არაფერი სჯობს ბავშვებისთვის და დილას, ადრიანად უკვე შეგიძლიად გადაადგილდეთ
ასე რომ, შეზღუდვების მიუხედავად ბაკურიანი ისევ ელის დამსვენებელს ჯანსაღ და უსაფრთხო გარემოში❄️ ❤️