25/03/2020
● ნაციზმი
— თქვენ 2 ძროხა გყავთ:
სახელმწიფო გართმევს ორივეს, ხოლო თქვენ გხვრეტენ.
● სოციალიზმი
თქვენ 2 ძროხა გყავთ:
აქედან ერთს თქვენს მეზობელს აძლევთ.
● კომუნიზმი
თქვენ 2 ძროხა გყავთ:
სახელმწიფო გართმევთ ორივეს და სანაცვლოდ გაძლევთ ცოტა რძეს.
● ფაშიზმი
თქვენ 2 ძროხა გყავთ:
სახელმწიფო გართმევთ ორივეს და მოგყიდით ცოტა რძეს.
● ბიუროკრატიზმი
თქვენ 2 ძროხა გყავთ:
სახელმწიფო გართმევთ ორივეს, კლავს ერთს, წველის მეორეს, ხოლო რძეს აქცევს.
● ტრადიციული კაპიტალიზმი
თქვენ 2 ძროხა გყავთ:
ყიდით ერთს და ყიდულობთ ბუღას, თქვენი საქონელი მრავლდება, ეკონომიკა – ვითარდება. ყიდით ძროხებს და შემოსავლით აგრძელებთ ცხოვრებას.
● RBS – შოტლანდიის როიალ ბანკი – VENTURE CAPITALISM
თქვენ 2 ძროხა გყავთ:
ყიდით მათგან სამს თქვენივე კომპანიაზე საკუთარი სიძის მეშვეობით, შემდეგ იბრუნებთ 4 ძროხას უკან, ხოლო მეხუთეზე გადასახადისგან თავისუფლდებით. 6 ძროხის ნაწველი რძე გადაეცემა კაიმანის კუნძულებზე რეგისტრირებულ შუამავალ კომპანიას, რომელიც უკან მიყიდის შვიდივე ძროხას თავდაპირველ კომპანიას. ქირაობთ აუდიტორულ კომპანიას და უკვე წლიური ანგარიში იუწყება, რომ კომპანიას 8 ძროხა ჰყავს.
წლიური ბალანსი პრეს-რელიზს თან არ ახლავს. მოსახლეობა ყიდულობს თქვენგან არარსებულ ხარს.
● ამერიკული კორპორაცია
თქვენ 2 ძროხა გყავთ:
ყიდით ერთს, მეორეს კი აიძულებთ 4 ძროხის ოდენობის რძე მოიწველოს. მოგვიანებით, ქირაობთ კონსულტანტს, რომელმაც უნდა დაადგინოს, რატომ დაეცა თქვენი მეორე ძროხა უსულოდ, მოულოდნელად.
● ბერძნული კორპორაცია
თქვენ 2 ძროხა გყავთ:
სესხად იღებთ ბევრ ევროს ფერმის ასაშენებლად, რძის საწველი აპარატურის, თივის, საჭმლის შესანახი ფარდულების, მაცივრების, ყველის დასამზადებელი და შესაფუთი მოწყობილობების შესაძენად. ძროხა ისევ 2 გყავთ.
● ფრანგული კორპორაცია
თქვენ 2 ძროხა გყავთ:
თქვენ გაფიცვაზე გადიხართ, აწყობთ ამბოხებას, ბლოკავთ ქუჩებს, რადგან 3 ძროხა გინდათ!
● იაპონური კორპორაცია
თქვენ 2 ძროხა გყავთ:
აკეთებთ მათ რედიზაინს, ისე, რომ ზომაში ათჯერ დაპატარავდნენ და ოცჯერ მეტი რძე მოიწველონ.
შემდეგ იგონებთ ძროხის მულტიფლიკაციურ პერსონაჟს სახელად ქაუკიმონა, რომელიც მსოფლიო ბაზარს იპყრობს.
● იტალიური კორპორაცია
თქვენ 2 ძროხა გყავთ:
მაგრამ წარმოდგენა არ გაქვთ სად არიან ისინი.
● შვეიცარიული კორპორაცია
თქვენ 5000 ძროხა გყავთ:
აქედან არცერთი არ არის თქვენი. მესაკუთრეები ფულს გიხდიან მხოლოდ იმიტომ, რომ მათ ჰყავთ ძროხები.
● ინდური კორპორაცია
თქვენ 2 ძროხა გყავთ:
და აღმერთებთ მათ.
● ავსტრალიური კორპორაცია
თქვენ 2 ძროხა გყავთ:
თქვენი ბიზნესი მშვენივრად მიდის. ხურავთ ოფისს და მიდიხართ, რომ ეს ყველაფერი რამდენიმე ბოთლი ლუდით აღნიშნოთ.
● ახალზელანდიური კორპორაცია
თქვენ 2 ძროხა გყავთ:
მარცხენა ძროხა რაღაც ძალიან მომხიბვლელად გამოიყურება.
● ებრაული კორპორაცია
თქვენ 2 ძროხა გყავთ:
გაასესხებთ ორივე ძროხას, მთელი წელი ძროხებისგან მოწველილი რძე მოაქვთ მსესხებლებს პროცენტის სახით.
წლის ბოლოს გიბრუნებენ ორივე ძროხას. თუ დააგვიანდათ 1 კვირა გიბრუნებენ 4 ძროხას, თუ 2 კვირა 6-ს და ასე შემდეგ...
● ქართული ბიზნესი
გყავთ 2 ძროხა:
ყიდით ორივე ძროხას, ყიდულობთ iPhone-ს."
P.s. არვიცი ტექსტი ვის ეკუთვნის თუ მეტყვით მივუთითებ...