Batumi Tourist Information Centre

Call Directions Website Contact the business

Batumi Tourist Information Centre მოგვწერეთ კითხვები და მიიღეთ პრაქტიკული რჩევები აჭარაში მოგზაურობის დასაგეგმად
(1)

For English see more:
ა(ა)იპ ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ერთ-ერთი მთავარი საქმიანობა ტურისტული საინფორმაციო ცენტრების მართვაა. აჭარაში 9 ტურისტული საინფორმაციო ცენტრია, 5 ქალაქის ფარგლებში და 4 მუნიციპალიტეტებში.
ჩვენ, ცენტრის თანამშრომლები, პირველები ვეგებებით ქალაქის სტუმრებს, ვაწვდით ყველა საჭირო ინფორმაციას, ბეჭდური სახის მასალას, ვურჩევთ ადგილებს, რომლებიც აუცილებლად უნდა მოინახულონ ჩვენ რეგიონში, ვაკვალიანებთ და ვუმარტივებთ მოგზაურობასთან დაკავშირებულ სიძნელეებს.
ტურისტული საინფორმაციო ცენტრების გარდა, ყველა ინფორმაციას აჭარის ღირსშესანიშნაობების, მარშრუტების თუ ღონისძიებების შესახებ იპოვით ჩვენს საიტებზე:
www.visitajara.com
www.infoajara.com
www.batumievents.com
www.card.visitajara.com
www.batumibirdfest.com
www.batumiruralconf.com

One of the main activities of the (NNLE) Tourism Project Development Agency is the management of tourism information centers. There are 9 tourist information centers in Ajara, 5 of which are located within the city and 4 in the municipalities. Employees of the information centers are the first to meet the guests of the city, provide them with the most necessary information as well as printed materials that help tourists better orient themselves and avoid possible difficulties during their stay in Ajara. In addition to tourist information centers, you can find full information about all the sights, routes, as well as events taking place in Ajara on our websites:
www.visitajara.com
www.infoajara.com
www.batumievents.com
www.card.visitajara.com
www.batumibirdfest.com
www.batumiruralconf.com

🧗‍♂️ კანიონინგი კაპნისთავში🏞️ სოფელი კაპნისთავი მდებარეობს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, ბათუმიდან 20 კმ-ში. სოფელი ცნობი...
16/09/2026

🧗‍♂️ კანიონინგი კაპნისთავში

🏞️ სოფელი კაპნისთავი მდებარეობს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, ბათუმიდან 20 კმ-ში. სოფელი ცნობილია კასკადოვანი ჩანჩქერებით. კაპნისთავის კანიონი ვიწრო, დახურული ხეობითა და მაღალი კედლებით გამოირჩევა, რაც მას ტექნიკურად რთულსა და საინტერესოს ხდის.

🌊 კანიონინგში გვხვდება ჩანჩქერის ქვედა, მცირე წყლოვანი დაგუბებები და აუზები. კანიონზე არსებული 8 ჩანჩქერიდან, ყველაზე მაღალი, კანიონის შუა წელში მდებარეობს და 35 მეტრი სიმაღლისაა.
____

🧗‍♂️ Canyoning in Kapnistavi

🏞️ Kapnistavi Village is located in Khelvachauri Municipality, 20 km from Batumi. The village is known for its cascading waterfalls. Kapnistavi Canyon is characterized by a narrow, enclosed gorge with high walls, making it both technically challenging and exciting.

🌊 The canyon features several smaller waterfalls, shallow water pools, and natural basins. Of the 8 waterfalls found in the canyon, the highest is located in the middle section of the canyon and reaches 35 meters in height.

⛰️ სახალხო დღესასწაული „ნამეფვარობა“ ქედაში!📆 13 სექტემბერს ქედის მუნიციპალიტეტი ტრადიციულ სახალხო დღესასწაულს, „ნამეფვა...
11/09/2026

⛰️ სახალხო დღესასწაული „ნამეფვარობა“ ქედაში!

📆 13 სექტემბერს ქედის მუნიციპალიტეტი ტრადიციულ სახალხო დღესასწაულს, „ნამეფვარობას“ მასპინძლობს. ღონისძიება ცხმორისის ადმინისტრაციულ ერთეულში, ულამაზეს მთა პერანგაზე გაიმართება.

🪗 მაყურებლის წინაშე წარსდგებიან ქედის კულტურის ცენტრთან არსებული ფოლკლორული ,,ტრიო“, ცხმორისის კულტურის სახლთან არსებული ფოლკლორული ანსამბლი, ასევე უხუცესთა ქორეოგრაფიული ანსამბლი ,,ფესვები“ და ინდივიდუალური შემსრულებლები.
#ქედა #ნამეფვარობა #მთაპერანგა #აჭარა #ფოლკლორი

🏞️ ხელვაჩაურის დღეები 202618-დან 25 სექტემბრის ჩათვლით, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი ადგილობრივებსა და რეგიონის სტუმრებს მ...
11/09/2026

🏞️ ხელვაჩაურის დღეები 2026

18-დან 25 სექტემბრის ჩათვლით, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი ადგილობრივებსა და რეგიონის სტუმრებს მრავალფეროვან კულტურულ, სამეცნიერო და ეთნოგრაფიულ ღონისძიებებს სთავაზობს.

ღონისძიებების განრიგი:

📅 18 სექტემბერი
სახალხო დღესასწაული „მაჭახლობა“ 📍 სოფელი სინდიეთი

📅 22 სექტემბერი
კონფერენცია: „კოლხობა - წარსული და თანამედროვეობა“ 📍 ლაზური ეთნოგრაფიული მუზეუმი

📅 25 სექტემბერი
საპატიო ხელვაჩაურელების დაჯილდოების ცერემონია 📍გონიოს ციხე
#ხელვაჩაურისდღეები #ხელვაჩაური #გონიოსციხე #მაჭახლობა #კოლხობა

🦅აჭარაში მტაცებელი ფრინველების საშემოდგომო მიგრაციის სეზონი დაიწყო. 15 აგვისტოდან 15 ოქტომბრამდე ბათუმის შემოგარენში, აღ...
09/09/2026

🦅აჭარაში მტაცებელი ფრინველების საშემოდგომო მიგრაციის სეზონი დაიწყო.

15 აგვისტოდან 15 ოქტომბრამდე ბათუმის შემოგარენში, აღმოსავლეთ შავი ზღვის სამიგრაციო დერეფანს, აფრიკისკენ მიმავალი 1 მილიონზე მეტი მტაცებელი ფრინველი გადაკვეთს.

🔭 ეს უნიკალური ბუნებრივი მოვლენა განსაკუთრებით კარგად ჩანს ქობულეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ სახალვაშოსა და ჩაისუბნის სადამკვირვებლო პლატფორმებიდან. მტაცებელი ფრინველების მიგრაციაზე დაკვირვება ბათუმის ბულვარიდანაც არის შესაძლებელი, სადაც ზღვისპირა სივრცე ფრინველების გადაფრენის სანახავად არაჩვეულებრივ შესაძლებლობას ქმნის. სწორედ ამ ადგილებში იკრიბებიან ორნითოლოგები, მეცნიერები და ფრინველებზე დაკვირვების მოყვარულები, რათა დააკვირდნენ და აღრიცხონ სხვადასხვა სახეობის ფრინველის მიგრაცია.

🦅📊 მიგრაციის მასშტაბის თვალყურის დევნება ონლაინ რეჟიმშიც არის შესაძლებელი. Batumi Raptor Count-ის ვებგვერდზე ყოველდღიურად ახლდება მონაცემები და შეგიძლიათ ნახოთ, სეზონის დაწყებიდან დღემდე რამდენმა მტაცებელმა ფრინველმა გადაუფრინა ბათუმის სამიგრაციო დერეფანს.
🌐 https://batumiraptorcount.org/
_____
🦅 The autumn migration season of birds of prey has begun in Ajara.

From August 15 to October 15, more than 1 million birds of prey migrating towards Africa will cross the Eastern Black Sea Migration Corridor around Batumi.

🔭 This unique natural phenomenon can be observed particularly well from the observation platforms in Sakhalvasho and Chaisubani villages, in Kobuleti Municipality. The migration of birds of prey can also be observed from Batumi Boulevard, where the seaside setting offers an excellent opportunity to watch the birds in flight. Ornithologists, scientists, and birdwatching enthusiasts gather at these locations to observe and record the migration of different bird species.

🦅📊 You can also follow the scale of the migration online. The Batumi Raptor Count website is updated daily, allowing you to see how many birds of prey have crossed the Batumi migration corridor since the beginning of the season.
🌐 https://batumiraptorcount.org/

31/08/2026

🗺️ გეგმავ მოგზაურობას ბათუმსა და აჭარაში? ჩვენი ტურისტული რუკა დაგეხმარება, რომ შენი მოგზაურობა მარტივად და საინტერესოდ დაგეგმო.

📍 ბათუმის ტურისტულ რუკასთან ერთად გზამკვლევში დაგხვდება ბათუმის სატრანსპორტო რუკაც;
🌿 ბათუმი-აჭარის ტურისტული გზამკვლევი - რეგიონში დასვენებისა და მოგზაურობის შესახებ სრულ ინფორმაციასთან ერთად;
⛰️ მთიანი აჭარის სხვადასხვა მიმართულების მარშრუტები, ახალი ადგილებისა და თავგადასავლების აღმოსაჩენად;
🌍 გზამკვლევი ხელმისაწვდომია სამ ენაზე.

📌 რუკისა და დამატებითი ტურისტული ინფორმაციის მისაღებად ეწვიე ბათუმის ტურისტულ საინფორმაციო ცენტრებს.
_____
🗺️ Planning a trip to Batumi and Ajara? Our tourist map will help you plan your journey easily and make the most of your time in the region.

📍 Along with the Batumi tourist map, the guide also includes a Batumi public transport map;
🌿 The Batumi-Ajara Tourist Guide provides comprehensive information about travel and leisure opportunities across the region;
⛰️ Routes to different destinations in mountainous Ajara, perfect for discovering new places and unforgettable adventures;
🌍 The guide is available in three languages.

📌 For the map and additional tourist information, visit Batumi Tourist Information Centers.

⛰️ გოდერძი დამსვენებლებს მთელი წლის განმავლობაში მასპინძლობს. თუმცა, ზაფხულში კურორტი განსაკუთრებულად მიმზიდველი ხდება მ...
25/08/2026

⛰️ გოდერძი დამსვენებლებს მთელი წლის განმავლობაში მასპინძლობს. თუმცა, ზაფხულში კურორტი განსაკუთრებულად მიმზიდველი ხდება მათთვის, ვისაც ბუნებაში აქტიური დასვენება, ახალი ადგილების აღმოჩენა და მთის სუფთა ჰაერი უყვარს.

ზაფხულის სეზონზე გოდერძი ვიზიტორებს მრავალფეროვან შესაძლებლობებს სთავაზობს:

🥾 ლაშქრობა - ალპურ და ტყიან ზონებში, ულამაზესი მთის ხედების ფონზე;

🐎 ცხენით სეირნობა - მთის ბუნების განსხვავებული გამოცდილებით აღმოსაჩენად;

🚲 ველოსიპედით გასეირნება - მათთვის, ვისაც აქტიური და თავგადასავლებით სავსე დასვენება უყვარს;

💧 სამკურნალო-მინერალური წყლების დაგემოვნება;

🌲 გოდერძის ნამარხი ტყე - მსოფლიოში ერთ-ერთი უნიკალური ბუნებრივი ძეგლი, რომლის ნახვაც გოდერძიზე მოგზაურობისას განსაკუთრებულ შთაბეჭდილებას ტოვებს;

💚 მწვანე ტბა - საოცარი ბუნებრივი გარემო და ერთ-ერთი გამორჩეული ადგილი სურათების გადასაღებად;

🏰 ხიხანის ციხე - X-XI საუკუნეების ისტორიული ძეგლი, რომელიც გოდერძის მიმდებარე ტერიტორიაზე მოგზაურობას კიდევ უფრო საინტერესოს ხდის.
_____
⛰️ Goderdzi welcomes visitors throughout the year. However, in summer, the resort becomes especially attractive for those who enjoy active outdoor recreation, discovering new places, and breathing in the fresh mountain air.

During the summer season, Goderdzi offers visitors a wide variety of activities and experiences:

🥾 Hiking - explore alpine and forested areas surrounded by breathtaking mountain landscapes;

🐎 Horseback riding - discover the beauty of the mountain nature from a different perspective;

🚲 Cycling - a great choice for those who enjoy active recreation and adventure;

💧 Enjoying the therapeutic mineral waters;

🌲 Goderdzi Fossil Forest - one of the world’s unique natural sites, offering visitors a truly remarkable experience;

💚 Green Lake - a beautiful natural destination and one of the most picturesque spots for photography;

🏰 Khikhani Fortress - a historical monument dating back to the 10th-11th centuries, adding a cultural and historical dimension to your journey around Goderdzi.

#ეწვიეაჭარას #გოდერძი

14/08/2026

🗺️ 📍აღმოაჩინე ახალი ადგილები, დაგეგმე საინტერესო მარშრუტები და აჭარაში მოგზაურობისთვის ყველა საჭირო ინფორმაცია მიიღე ერთ სივრცეში.

📞 დამატებითი ტურისტული ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით: +995 577 90 90 91 / +995 577 90 90 93.
———

🗺️ 📍Discover new places, plan exciting routes, and get all the essential information you need for traveling in Ajara, all in one place.

📞For additional tourist information, please contact us: +995 577 90 90 91 / +995 577 90 90 93.
#ეწვიეაჭარას

🏔️ ბეშუმი - მაღალმთიანი აჭარის ერთ-ერთი გამორჩეული კურორტი🏕️ 🌿 ზღვის დონიდან 1850–2000 მეტრზე მდებარე ბეშუმი ბუნების, სუ...
12/08/2026

🏔️ ბეშუმი - მაღალმთიანი აჭარის ერთ-ერთი გამორჩეული კურორტი

🏕️ 🌿 ზღვის დონიდან 1850–2000 მეტრზე მდებარე ბეშუმი ბუნების, სუფთა ჰაერისა და მთის სიმშვიდის მოყვარულთათვის იდეალური ადგილია.

აქ დაგხვდებათ ტყისპირა კოტეჯები და საოჯახო სასტუმროები, საპიკნიკე და საკემპინგე სივრცეები, საფეხმავლო და საცხენოსნო ტურები. 🐎⛰️
__________
🏔️ Beshumi - one of the most distinctive resorts in mountainous Ajara

🏕️ 🌿 Located at an altitude of 1,850–2,000 meters above sea level, Beshumi is an ideal destination for nature lovers seeking fresh air and the tranquility of the mountains.

Here, you’ll find forest-side cottages and family-run guesthouses, picnic and camping areas, as well as hiking and horseback riding opportunities. 🐎⛰️

#ეწვიეაჭარას #ბეშუმი

🧗🏻‍♀️გუნდური მუშაობა, ახალი გამოცდილება და დაუვიწყარი ემოციები. 🚌📍კაპნისთავში გამართული აჭარის ტურისტული საინფორმაციო ცე...
06/08/2026

🧗🏻‍♀️გუნდური მუშაობა, ახალი გამოცდილება და დაუვიწყარი ემოციები.

🚌📍კაპნისთავში გამართული აჭარის ტურისტული საინფორმაციო ცენტრის თანამშრომლების Team Building, რომელიც სავსე იყო საინტერესო გამოწვევებითა და თავგადასავლებით.

06/08/2026

აღმოაჩინე აჭარა მარტივად! ⛰️

🗺️📍ჩვენი ტურისტული გზამკვლევები დაგეხმარება დაგეგმო მოგზაურობა, აღმოაჩინო საინტერესო ადგილები, მარშრუტები და მიიღო საჭირო ინფორმაცია ერთ სივრცეში.
———
Discover Ajara with ease! ⛰️

🗺️📍Our tourist guides will help you plan your trip, discover fascinating destinations and routes, and find all the essential information you need in one place.

#ეწვიეაჭარას

Address

Ninoshvili Street 2
Batumi
6000

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Batumi Tourist Information Centre posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to Batumi Tourist Information Centre:

Shortcuts

Share