ბათუმის ბულვარი - Batumi Boulevard

ბათუმის ბულვარი - Batumi Boulevard Batumi Boulevard Official page. For more details please visit Boulevard.ge
(3091)

✅შადრევნები ბულვარის ცენტრალურ შესასვლელში ⛲️ #ბათუმისბულვარი2026
14/08/2026

✅შადრევნები ბულვარის ცენტრალურ შესასვლელში ⛲️
#ბათუმისბულვარი2026

🇬🇪🇯🇵 ბათუმის ბულვარში იაპონური კულტურის ფესტივალი გაიმართა, სადაც სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ იაპონიის მრა...
27/07/2026

🇬🇪🇯🇵 ბათუმის ბულვარში იაპონური კულტურის ფესტივალი გაიმართა, სადაც სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ იაპონიის მრავალფეროვან კულტურას, ტრადიციულ ხელოვნებას, მუსიკას, ცეკვას, საბრძოლო ხელოვნებას, კალიგრაფიასა და კულინარიას.

ღონისძიების ფარგლებში, ასევე, გაიმართა შემოქმედებითი ვორქშოფები და გამოფენები, რომელშიც მონაწილეობდნენ, როგორც იაპონიიდან მოწვეული სპეციალისტები და მოხალისეები, ისე ადგილობრივი ახალგაზრდები და შემოქმედებითი ჯგუფები.

ფესტივალს ესწრებოდნენ საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იშიძუკა ჰიდეკი, უმაღლესი საბჭოს წევრები, აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, ასევე, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წევრები.

ღონისძიება აჭარის კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართა.

 #ზაფხული2026☀️ #დასვენებისგანზომილება 🏖️ #ბათუმისბულვარი 🌳
17/07/2026

#ზაფხული2026☀️
#დასვენებისგანზომილება 🏖️
#ბათუმისბულვარი 🌳

✅ძველ ბულვარში არსებულ ბამბუკების ნაკრძალში დეკორატიული განათების მოწყობა დასრულდა. ბათუმის ბულვარის ეს უნიკალური მწვანე...
10/07/2026

✅ძველ ბულვარში არსებულ ბამბუკების ნაკრძალში დეკორატიული განათების მოწყობა დასრულდა.
ბათუმის ბულვარის ეს უნიკალური მწვანე სივრცე, კიდევ უფრო მიმზიდველი გახდა როგორც დღის, ისე საღამოს საათებში.

ძველ ბულვარში არსებული ბამბუკების ნაკრძალის განახლების მიზნით, დეკორატიული გარეგანათების მოწყობის პროექტი მიმდინარეობს.პ...
29/06/2026

ძველ ბულვარში არსებული ბამბუკების ნაკრძალის განახლების მიზნით, დეკორატიული გარეგანათების მოწყობის პროექტი მიმდინარეობს.

პროექტის ფარგლებში ბამბუკების კორომში თანამედროვე დიზაინის დეკორატიული სანათები დამონტაჟდება, რომლებიც არსებულ ლანდშაფტთან სრულ თანხვედრაში იქნება და გამწვანებულ სივრცეს ღამის საათებში განსაკუთრებულ იერს შესძენს.

ბამბუკების მწვანე ნაკრძალი ბულვარის ერთ-ერთი გამორჩეული სივრცეა. პროექტის დასრულების შემდეგ განახლებული ადგილი კიდევ უფრო მიმზიდველი გახდება ბაღის ვიზიტორებისთვის, როგორც დღის, ასევე საღამოს საათებში.

დეკორატიული განათების მოწყობა ხელს შეუწყობს ბათუმის ბულვარის ისტორიული სივრცის უკეთ წარმოჩენას და მისი ვიზუალური გარემოს გაუმჯობესებას.

🌿 ძველ ბულვარში კიდევ ერთი ახალი სარეკრეაციო სივრცე მოეწყოკოლონადას მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ერთ-ერთი კაფე-ბარის დემ...
25/06/2026

🌿 ძველ ბულვარში კიდევ ერთი ახალი სარეკრეაციო სივრცე მოეწყო

კოლონადას მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ერთ-ერთი კაფე-ბარის დემონტაჟი განხორციელდა, უკვე მოეწყო ახალი გამწვანებული სკვერი, რომელიც ბუნებრივად აგრძელებს იასონ გორდეზიანის სახელობის სკვერს.

ბათუმის ბულვარის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურის მიერ შემუშავებული პროექტის ფარგლებში, განახლებულმა სივრცემ პირვანდელი, ავთენტური იერსახე დაიბრუნა და ჰარმონიულად შეერწყა ძველი ბულვარის ისტორიულ გარემოს.

სკვერი მოიცავს კეთილმოწყობილ ბილიკებს, გამწვანებულ ზონასა და საბაღე ინფრასტრუქტურას, რაც ბულვარის ვიზიტორებისთვის კიდევ უფრო კომფორტულ, სასიამოვნო და მიმზიდველ გარემოს ქმნის.

♿️ბათუმის ბულვარში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის ადაპტირებულმა პლაჟმა ზაფხულის სეზონისთვის მუშაობა კვლავ განაა...
23/06/2026

♿️ბათუმის ბულვარში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის ადაპტირებულმა პლაჟმა ზაფხულის სეზონისთვის მუშაობა კვლავ განაახლა.

✅რესტორან „ძველი გემისა“ და გრიბოედოვის ქუჩის მიმდებარედ სანაპირო ზოლზე მოწყობილია ადაპტირებული ინფრასტრუქტურა — ბილიკი, საშხაპე, გასახდელი და ტივტივა ეტლები, რაც ზღვისპირა დასვენებას ყველასთვის თანაბრად ხელმისაწვდომს ხდის.

📌ჩვენს მომხმარებლებს დამხმარე ასისტენტები უფასოდ გაუწევენ საჭირო მომსახურებას.

☀️ადაპტირებული პლაჟი უკვე მზად არის და ელოდება ერთგულ მომხმარებლებს — ყველას, ვისაც სურს ზღვაზე დასვენება კომფორტულ და თანაბარ პირობებში.

⚠️უსაფრთხოების მიზნით, გთხოვთ, დაიცვათ პლაჟის ტერიტორიაზე განთავსებულ საინფორმაციო დაფებზე მითითებული წესები.
#ინკლუზიურიტურიზმი #ზღვაყველასია

 #ზაფხულიიწყებააქ     💫☀️
21/06/2026

#ზაფხულიიწყებააქ 💫☀️

   #ზაფხულისფესტივალი  #ზაფხულიიწყებააქ  #ტურიზმი2026
18/06/2026

#ზაფხულისფესტივალი #ზაფხულიიწყებააქ
#ტურიზმი2026

📣20-21 ივნისს, ბათუმში ზაფხულის ტურისტული სეზონი „ზაფხულის ფესტივალით“ ოფიციალურად გაიხსნება

📍ფესტივალი ტრადიციულად ანბანის კოშკის მიმდებარედ გაიმართება და მასზე დასწრება მსურველებს უფასოდ შეეძლებათ.

🎸🎼🎤ულამაზესი საზაფხულო დეკორაციებითა და ინსტალაციებით მოირთვება საფესტივალე სივრცე, სადაც სტუმრების განწყობაზე მოწვეული და ადგილობრივი ბენდები იზრუნებენ.

💫„ზაფხულის ფესტივალის“ სტუმრებს საშუალება ექნებათ გაერთონ, დაისვენონ და მრავალფეროვან მუსიკალურ შოუს დაესწრონ.

#ზაფხულისფესტივალი #ზაფხულიიწყებააქ #ტურიზმი2026

Address

ბათუმის ბულვარი
Batumi
6010

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ბათუმის ბულვარი - Batumi Boulevard posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to ბათუმის ბულვარი - Batumi Boulevard:

Shortcuts

Share