08/10/2025
ტურიზმის ინსტიტუტუტმა, როგორც შავი ზღვის საერთო საზღვაო დღის წესრიგის დახმარების მექანიზმის ეროვნული ცენტრის მმართველმა, საქართველოს სახელით მონაწილეობა მიიღო ევროპის მაკრო -რეგიონების (მისი განუყოფელი ნაწილია ევროპის ზღვების და ოკეანეების ქვეყნები, მათ შორის საქართველოც) წარმომადგენლების კონფერენციაზე 25-26 სექტემბერს, ბრიუსელში, რომლის ორგანიზატორი იყო European Commission
ვისაუბრეთ:
ა) შავი ზღვის საზღვაო ტურიზმის პოტენციალზე, რომელიც ეფუძნება წყალქვეშა კულტურული მემკვიდრეობის საშუალებით ტურისტული პროდუქტების შექმნას (იცით რომ სარფის მიმდებარედ აღმოჩენილია ჩაძირული კუნძული ან საქართველოს აკვატორიაში უამრავი სამხედრო თუ სატრანსპორტო ჩაძირული გემეებია, რომელიც ინახავს ბერძნულ, რომაულ, ოტომანურ და ქართულ ისტორიას და ის რომ ამ მემკვიდრეობაზე დაყრდნობით ბევრი ტურისტული გამოცდილების შექმნაა შესაძლებელი?)
ბ) ევროპის ოკეანეების და ზღვების პაქტი (Ocean Pact), რომლის საფუძველზეც ევროპა დახარჯავს 2 ტრილიონ ევროს 2034 წლამდე და დაეხმარება საზღვაო ეკონომიკის განვითარებას, რაც უდიდესი შესაძლებლობაა საქართველოსთვისაც (იცით რომ მსოფლიოს 70% უკავია ოკეანეებს და ზღვებს? ან 50% პლანეტის ჟანგბადისა გამომუშავდება სწორედ ზღვებზე და ოკეანეებზე? ან ის რომ საქართველოს მშპ-ში საზღვაო ეკონომიკას უკავია 20%?).
შავი ზღვა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის და ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილია და იგი პირდაპირ გვაკავშირებს ევროპასთან, შესაბამისად უმნიშვნელოვანესია საზღვაო (ლურჯი) ეკონომიკის როლი ჩვენი მომავლის მდგრად განვითარებაში.