ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერია/ Khelvachauri Municipality

  • Home
  • Georgia
  • Batumi
  • ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერია/ Khelvachauri Municipality

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერია/ Khelvachauri Municipality https://www.khelvachauri.gov.ge/ The area of the municipality is 367.11 km sq; population - 62 828.

Khelvachauri is a small town in Adjara, an autonomous republic in southwest Georgia, 8 km southeast to the regional capital Batumi. The towns of Khelvachauri and 75 villages form Khelvachauri Municipality (region) bordered by the Black Sea to the west and Turkey to the south. The ancient Gonio-Apsarosi fortress is a main historical site in the region.

26/09/2026
25/09/2026

“ხელვაჩაურის დღეები 2026”

„ხელვაჩაურის დღეების“ კვირეულის ფარგლებში, გონიოს ციხის ისტორიულ ტერიტორიაზე დასკვნითი ღონისძიება გაიმართა.ღონისძიების მ...
25/09/2026

„ხელვაჩაურის დღეების“ კვირეულის ფარგლებში, გონიოს ციხის ისტორიულ ტერიტორიაზე დასკვნითი ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიების მონაწილეებსა და სტუმრებს „ხელვაჩაურის დღეები“ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძემ, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერთან ზაზა დიასამიძესთან ერთად მიულოცა.

ღონისძიებას ასევე, ესწრებოდნენ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე არჩილ მხეიძე, საქართველოს პარლამენტის წევრი არჩილ ბერიძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი მინდია დიასამიძე, მინისტრები, აჭარის მთავრობის წევრები, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, მოწვეული სტუმრები და მუნიციპალიტეტის მოსახლეობა.

დასკვნითი ღონისძიების ფარგლებში, განსაკუთრებული ღვაწლისა და მუნიციპალიტეტის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის საპატიო ხელვაჩაურელები დაჯილდოვდნენ.

საღამოს მუსიკალური და კულტურული პროგრამა ადგილობრივი ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლების მონაწილეობით გაგრძელდა. ღონისძიება ჯგუფ „სინთეზის“ კონცერტით დასრულდა.

„ხელვაჩაურის დღეები“ წელს უკვე მეოთხედ გაიმართა და ტრადიციულად, მუნიციპალიტეტის კულტურის, ისტორიისა და თვითმყოფადობის წარმოჩენას ემსახურებოდა.

25/09/2026

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა დიასამიძე, აჭარის ტელევიზიის გადაცემა “ახალ დილაში”.

25/09/2026
აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ზურაბ პატარაძის ხელმძღვანელობით სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე 19-20 სექტემბერს მოს...
24/09/2026

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ზურაბ პატარაძის ხელმძღვანელობით სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე 19-20 სექტემბერს მოსული უხვი ნალექით და სტიქიით გამოწვეული შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებებთან დაკავშირებით იმსჯელეს. მთავრობის თავმჯდომარემ მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი პირებისგან და შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებისგან მოისმინა დეტალური ინფორმაცია არსებული მდგომარეობის, ჩატარებული სამუშაოებისა და შემდგომი რეაგირებისთვის საჭირო ღონისძიებების შესახებ.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო უხვი ნალექის და სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული ოჯახების საჭიროებებს, მიყენებული ზიანის აღრიცხვასა და დამეწყრილი ტერიტორიების გეოლოგიური შესწავლის საკითხებს; იმსჯელეს შესაბამისი დასკვნების საფუძველზე გასატარებელ ინფრასტრუქტურულ ღონისძიებებზეც. აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია კოორდინირებული მუშაობა, მოსახლეობასთან მუდმივი კომუნიკაცია და გამოვლენილი დაზიანებების აღმოფხვრის მიზნით დროული რეაგირება.

ზურაბ პატარაძის განცხადებით, რეგიონის კლიმატური პირობების და არსებული გამოცდილების გათვალისწინებით, აუცილებელია არა მხოლოდ დადგენილი ზარალის დათვლა და შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების გატარება, არამედ სამომავლოდ, პრევენციული მიდგომების და ეფექტიანი მექანიზმების შემუშავება, რათა მსგავს გამოწვევებს მუნიციპალური სამსახურები და პროფილური უწყებები შესაბამისი მზაობით დახვდნენ.

„მოსახლეობის უსაფრთხოება და მოქალაქეების კომფორტული პირობებით უზრუნველყოფა ჩვენი ხელისუფლების უმთავრესი პრიორიტეტია და ნებისმიერ, განსაკუთრებით კი ფორსმაჟორულ სიტუაციაში, ყველა სახელმწიფო უწყების და საჯარო მოხელის ვალდებულებაა უწყვეტ რეჟიმში გააკეთოს მაქსიმუმი თავისი უფლებამოსილების და კომპეტენციის ფარგლებში, რათა დროული რეაგირებით მოხდეს დაზარალებული თანამოქალაქეებისთვის დახმარების გაწევა და მათ საჭიროებებზე მორგებული სერვისებით უზრუნველყოფა“ - აღნიშნა მთავრობის თავმჯდომარემ.

შეხვედრას აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი, აჭარის მთავრობის აპარატის და ადმინისტრაციის უფროსები, ბათუმის, ქობულეთის და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი პირები, აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფროსი, ბათუმის საგზაო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს და ასევე, „ბათუმის წყლის“ წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ხელვაჩაურის კულტურის ცენტრში, აჭარის კულტურის სამინისტროს შემოქმედებითი პროექტების საგრანტო კონკურსის გამარჯვებული პროექ...
23/09/2026

ხელვაჩაურის კულტურის ცენტრში, აჭარის კულტურის სამინისტროს შემოქმედებითი პროექტების საგრანტო კონკურსის გამარჯვებული პროექტის „არ დავივიწყოთ ქართული“ ფარგლებში, თეატრალური პრემიერა „ფესვები საქართველოა“ ჩვენება გაიმართა.

ღონისძიებას ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა დიასამიძე, აფხაზეთის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრ დავით ფაცაციასთან, საკრებულოს თავმჯდომარე არჩილ მხეიძესათან და აჭარის კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე ვლადიმერ მგალობლიშვილთან ერთად დაესწრო.

პრემიერაში მონაწილეობდნენ 8-დან 18 წლამდე ასაკის სკოლის მოსწავლეები და აჭარის რეგიონში მცხოვრები აფხაზეთის ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა ოჯახების წარმომადგენლები.

პროექტი „არ დავივიწყოთ ქართული“ მიზანია ახალგაზრდებში ქართული კულტურისა და ისტორიის პოპულარიზაცია, მოზარდების კულტურულ - საგანმანათლებლო პროცესში ჩართულობის ხელშეწყობა, ეროვნული თვითშეგნების ამაღლება და ქართული იდენტობის განმტკიცება.

სპექტაკლის პრემიერას ასევე ესწრებოდნენ აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრები მინდია დიასამიძე, რამაზ ჯინჭარაძე და ლაშა სირაბიძე, მერის მოადგილეები, საკრებულოს წევრები, სასულიერო პირები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

„ხელვაჩაურის დღეები 2026“📍 25 სექტემბერს, 16:00 საათზე, გონიოს ციხის ისტორიულ ტერიტორიაზე, „ხელვაჩაურის დღეები 2026“ გაი...
23/09/2026

„ხელვაჩაურის დღეები 2026“

📍 25 სექტემბერს, 16:00 საათზე, გონიოს ციხის ისტორიულ ტერიტორიაზე, „ხელვაჩაურის დღეები 2026“ გაიმართება.

ღონისძიების ფარგლებში, განსაკუთრებული ღვაწლისა და დამსახურებისთვის, საპატიო ხელვაჩაურელები დაჯილდოვდებიან.

სტუმრებს ელოდებათ მრავალფეროვანი კულტურული და გასართობი პროგრამა, ეთნოგრაფიული ნიმუშებისა და ადგილობრივი რეწვის ოსტატთა ნამუშევრების გამოფენა.

🎶 17:00 საათიდან მაყურებლის წინაშე წარდგება ჯგუფი „სინთეზი“.

ისტორიული გარემო, მუსიკა, კულტურა და მეგობრული ატმოსფერო ერთ განსაკუთრებულ დღედ გაერთიანდება.

გელოდებით ყველას, ერთად ვიზეიმოთ „ხელვაჩაურის დღეები 2026“ და ეს დღე კიდევ უფრო განსაკუთრებულ მოგონებად ვაქციოთ!

#ხელვაჩაურისდღეები2026 #ხელვაჩაური #გონიოსციხე

22/09/2026

ხელვაჩაურის დღეებიის ფარგლებში, კოლხობის სახალხო დღესასწაულთან დაკავშირებით, სოფელ სარფის, ლაზური ეთნოგრაფიულ მუზეუმში, კონფერენცია „კოლხობა - წარსული და თანამედროვეობა“ გაიმართა.

Address

23 Didachara Street
Batumi
6400

Opening Hours

Monday 09:00 - 18:00
Tuesday 09:00 - 18:00
Wednesday 09:00 - 18:00
Thursday 09:00 - 18:00
Friday 09:00 - 18:00

Telephone

+995422259400

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერია/ Khelvachauri Municipality posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერია/ Khelvachauri Municipality:

Shortcuts

Share