Traveler's Club - მოგზაურთა კლუბი

Traveler's Club - მოგზაურთა კლუბი Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from Traveler's Club - მოგზაურთა კლუბი, Travel Agency, ინასარიძის 4, Batumi.

24/04/2026

ტურიზმის სკოლა
ყველაზე, ახალი, ინოვაციური პროექტი თბილისსა და ბათუმში

კავკასიის უნივერსიტეტის ტურიზმის სკოლა,რომელიც დაფუძნდა 2012 წელს, მსურველებს სთავაზობს ტურიზმის საბაკალავრო პროგრამას.

მოსახლეობის ცხოვრების დონის ამაღლებამ და მსოფლიოში მიმდინარე დემოკრატიზაციის პროცესებმა ტურიზმზე მოთხოვნა ყველაზე მასობრივი და დინამიური გახადა.

ტურიზმის სფეროში განათლების ერთიანი კონცეფციის არარსებობის გამო სწავლების დონე ვერ პასუხობს დღევანდელ გაზრდილ მოთხოვნებს, ამიტომ კავკასიის უნივერსიტეტმა შექმნა კავკასიის ტურიზმის სკოლა, რომლის მიზანია მოამზადოს მენეჯერები ტურიზმის სფეროში.

ჩვენთან თქვენ შეგიძლიათ ისწავლოთ:
ტურიზმის მენეჯმენტის და სასტუმროების მართვა
ტურისტული ინფორმაციისგამოყენება მართვის ისეთ კომპონენტებში, როგორიცაა დაგეგმვა, ხარჯების კონტროლი, რეპორტირება, ფასების დონის ცვალებადობა
მიმდინარე აქტივებისა და ვალდებულებების, არამატერიული აქტივების და საკუთრების, შენობებისა და დანადგარების შეფასება
ბიზნესსაქმიანობის ანგარიშგება
ფინანსური აღრიცხვიანობის და ფინანსური უწყისების შექმნა და ანალიზი
ბიზნესში ვალებისა და საწესდებო კაპიტალის დაფინანსება
შემოსავლის განსაზღვრა

სწავლების მეთოდი
სწავლების მეთოდი მოიცავს არა მხოლოდ თეორიულ ცოდნას, არამედ პრაქტიკასა და სასწავლო ტურების განხორციელებას

24/04/2026

ტურიზმის ინდუსტრია ერთ-ერთი ყველაზე დიდი და სწრაფად მზარდი ინდუსტრიაა. გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (WTO) მონაცემებით, საშუალოდ ცხრიდან ერთი ადამიანი სწორედ ამ სექტორშია დასაქმებული და ბოლო წლების განმავლობაში ამ კონკრეტულ ინდუსტრიაში 235 მილიონი სამუშაო ადგილია შექმნილი. იგი შედგება მრავალი სეგმენტისგან და თითოეულს კარიერული წინსვლის შესძლებლობა აქვს, როგორც კერძო, ასევე საჯარო სექტორში.

კავკასიის უნივერსიტეტში ტურიზმის საბაკალავრო პროგრამის სწავლება 2010 წლიდან დაიწყო ბათუმში და 2012 წლიდან - თბილისში. ტურიზმის საბაკალავრო პროგრამა ითვალისწინებს შედეგზე ორიენტირებულ სწავლებას, თეორიული და პრაქტიკული საქმიანობების ოპტიმალური თანაფარდობით, სასტუმრო მიმართულების აქცენტირებით.



ოთხწლიანი საბაკალავრო პროგრამა ტურიზმში აძლევს სტუდენტებს პროფესიისათვის საჭირო ცოდნას და ძირითად უნარებს, რაც მომავალში ტურიზმის ინდუსტრიაში წარმატებული კარიერის შექმნაში დაეხმარებათ. წარმოდგენილი პროგრამის კურიკულუმი ფარავს, როგორც ზოგად საგანმანათლებლო საგნებს, ასევე ტურიზმის მენეჯმენტის საგნებს, რითაც უზრუნველყოფს მათ მიერ ტურიზმის მენეჯმენტის სფეროში პოზიციების დაკავებას. საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია შესძინოს ცოდნა და უნარები შემდეგი მიმართულებით:



მდგრადი ტურიზმის პოლიტიკა და დაგეგმვა
ტურისტული ბიზნესის მართვა და ოპერირება
ტურიზმის ინდუსტრიის კვლევა და პროგნოზირება
თანამედროვე საინფორმაციო, ელექტრონული და საოპერაციო სისტემებისა და ტექნოლოგიების გამოყენება


საბაკალავრო პროგრამის განმავლობაში გამოიყენება უახლესი თანამედროვე ლიტერატურა, ხოლო ლექციები მიყავთ ტურიზმის ინდუსტრიის წამყვან სპეციალისტებსა და პროფესორებს. კავკასიის ტურიზმის სკოლის პარტნიორებია მსოფლიოს წამყავნი საერთაშორისო უნივერსიტეტები და ადგილობრივ ბაზარზე წამყვანი კერძო და საჯარო ორგანიზაციები.

აჭარაში გამართული მრავალრიცხოვანი საერთაშორისო მნიშვენლობისა და მაღალი დონის ღონისძიებების ფონზე, მხარემ MICE-ტურიზმის ტ...
24/04/2026

აჭარაში გამართული მრავალრიცხოვანი საერთაშორისო მნიშვენლობისა და მაღალი დონის ღონისძიებების ფონზე, მხარემ MICE-ტურიზმის ტრანსნაციონალურ ბაზარზე მნიშვნელოვანი ადგილი მოიპოვა. თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ინფრასტრუქტურა, უგემრიელესი ადგილობრივი, ევროპული თუ აზიური სამზარეულო, მსოფლიო დონის მომსახურება, მომხიბვლელი გარემო – ის პირობებია, რომელიც აჭარაში ტურიზმის ამ სახეობის განვითარებას განაპირობებს.

გარდა საერთაშორისო ბრენდებისა – „რადისონი“, „ჰილტონი“, „შერატონი“, „ვინდჰემი“ – რომლებიც აჭარაში ოპერირებენ, მაღალი დონის შეხვედრების, კონფერენციებისა და გამოფენების გასამართად საჭირო ინფრასტრუქტურას აქ ადგილობრივი სასტუმროებიც შემოგთავაზებენ.

ტურისტული გამოფენები:
- Expo Batumi- ბათუმის ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის საერთაშორისო გამოფენა

- AgExBatumi- ბათუმის აგრო-სასურსათო პროდუქციის და ტექნოლოგიების საერთაშორისო გამოფენა

- Batumi Build - ბათუმის საერთაშორისო სამშენებლო და დიზაინის გამოფენა

- Ruralconf.com - სოფლის ტურიზმის საერთაშორისო კონფერენცია

My WordPress Blog

24/04/2026

აჭარა თავისი მრავალფეროვანი ისტორიულ-კულტურული ძეგლებით, ფესტივალებითა და კულტურული ღონისძიებებით ნამდვილი აღმოჩენაა კულტურული ტურიზმის მოყვარულთათვის. აჭარაში კულტურული ღონისძიებების ეპიცენტრი ბათუმია. იგი ყოველწლიურად მნიშვნელოვან კულტურულ, სპორტულ და სამეცნიერო ღონისძიებებს, სახალხო დღესასწაულებს, საერთაშორისო მუსიკალურ თუ კინო ფესტივალებს მასპინძლობს. ბოლო 10 წლის განმავლობაში, ბათუმს ისეთი პოპულარული შემსრულებლები სტუმრობდნენ, როგორებიცაა ჯამიროქუაი, მეისი გრეი, პროდიჯი, ქუინსი ჯონსი, სნუუპ დოგი, ლორინ ჰილი, ჯო სთოუნი, დე ლა სოული, Maroon 5, Sting, ერიკა ბადუ და სხვები.

თბილისში ტრამვაის ხაზის მშენებლობა დაიწყება
22/08/2025

თბილისში ტრამვაის ხაზის მშენებლობა დაიწყება

22/08/2025

საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში პირველად განხორციელდება ტრამვაის პროექტი. დღეს ჩვენ ვაცხადებთ ტენდერს ტრამვაის ხაზის პროექტისა და სამშენებლო სამუშაოების შესყიდვაზე, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

როგორც კალაძემ აღნიშნა, თანამედროვე, ევროპული სტანდარტების ტრამვაის ხაზი დიდი დიღმის დასახლებას მეტროსადგურ „დიდუბესთან“ დააკავშირებს.

„საქმე ეხება თბილისისთვის ძალიან მნიშვნელოვან პროექტს. საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში პირველად განხორციელდება ტრამვაის პროექტი. დღეს ჩვენ ვაცხადებთ ტენდერს ტრამვაის ხაზის პროექტისა და სამშენებლო სამუშაოების შესყიდვაზე. მანამდე გამოცხადებული გვქონდა ბაზრის კვლევაზე ტენდერი. გვაქვს სრულყოფილი ინფორმაცია აღნიშნულთან დაკავშირებით, რა უნდა გაკეთდეს, რომელ მონაკვეთზე უნდა განხორციელდეს პროექტი. ტრანსპორტის განვითარების მიმართულებით კიდევ ერთი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი და მასშტაბური პროექტი განხორციელდება. პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ, რომ თბილისში 35 წლის შემდეგ დაბრუნდება ტრამვაი. ქალაქში პირველად აშენდება თანამედროვე, ევროპული სტანდარტების ტრამვაის ხაზი, რომელიც დიდი დიღმის დასახლებას მეტროსადგურ „დიდუბესთან“ დააკავშირებს. პროექტის მიზანია, ტრამვაის ახალი ხაზის საშუალებით დიდი დიღმის დასახლება თბილისის სხვადასხვა უბანთან უმოკლეს დროში დავაკავშიროთ. დიდი დიღმის მზარდი მოსახლეობის გათვალისწინებით, საჭიროა გადაადგილების ალტერნატიული საშუალებების შექმნა. ამ შემთხვევაში, ყველაზე ოპტიმალური არის ტრამვაი. იგი, თავისი გაბარიტებიდან გამომდინარე, მიწისზედა საზოგადოებრივი ტრანსპორტის სახეობებს შორის ყველაზე მეტად გამტარუნარიანია. იგი ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტია და გრძელვადიან პერიოდში სხვა მიწისზედა საზოგადოებრივ ტრანსპორტის სახეობებს შორის გაცილებით ხარჯთეფექტურია“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, იმის გათვალისწინებით, რომ დიდუბის მეტროსადგური არა მხოლოდ დედაქალაქის, არამედ საქალაქთაშორისო სამგზავრო ტრანსპორტისთვისაც საკვანძო სადგურია, დიდი დიღმიდან აღნიშნული კავშირის შექმნა სტრატეგიულად მნიშვნელოვანია.

რაც შეეხება უშუალოდ ტრამვაის ხაზს, მერის ინფორმაციით, ის 7,5-კილომეტრიანი იქნება და 11 გაჩერებას მოიცავს.

„შედეგად, ტრამვაი დიღმის დასახლებაში გაზრდილი მგზავრთნაკადის უსაფრთხო, კომფორტულ და სწრაფ გადაადგილებას უზრუნველყოფს, შეამსუბუქებს ავტობუსებსა და მიკროავტობუსებზე დატვირთვას, განტვირთავს საცობებს, გააუმჯობესებს ეკოლოგიურ მდგომარეობას. ტრამვაი ინტეგრირდება საზოგადოებრივი ტრანსპორტის არსებულ ქსელში. შეიქმნება ერთიანი, მოქნილი, კომფორტული და მდგრადი სატრანსპორტო ქსელი, რომელიც თითოეული მოქალაქის საჭიროებებს მოერგება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

22/08/2025

საქართველოს ტურიზმის სტრატეგია 2025“-ის მიხედვით დაგეგმილია: ქვეყნის ცნობადობის გაზრდა, ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება, მაღალი ხარისხის მომსახურების შეთავაზება, კერძო სექტორის ზრდის ხელშეწყობა, ტრენინგები, ლექციები, სამუშაო შეხვედრები ტურიზმის სექტორში დასაქმებულთათვის და ა.შ.

ზემოთ აღნიშნული გეგმის მიხედვით საერთაშორისო მოგზაურობები 2025 წელს 11 მილიონს მიაღწევს, შემოსავლები საერთაშორისო ტურიზმიდან 6.6 მილიარდ აშშ დოლარს, ვიზიტორთა საშუალო დანახარჯი 600 აშშ დოლარს, ხოლო პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 1.178 მილიონ აშშ დოლარს

22/08/2025

საქართველოში ტურიზმის განვითარების პერსპექტივები

საქართველოში ტურიზმის განვითარების პერსპექტივას, საერთაშორისო ექსპერტები დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ. სხვა უპირატესობებთან ერთად ისინი ხაზგასმით აღნიშნავენ ქვეყნის გეოგრაფიულ სიახლოვეზე მსოფლიოს მთავარტურისტულ ბაზართან-ევროპასთან. გარდა ამისა, „საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის“ მიერ წარმოდგენილი „საქართველოს ტურიზმის სტრატეგია 2025“ წარმოადგენს გზამკვლევს, რომელიც ხელს შეუწყობს ტურიზმის მდგრად განვითარებას, მიღებული შემოსავლების გაზრდასა და დარგის მნიშვნელობის ამაღლებას

22/08/2025
თუ სიმაღლის შიში არ გაქვს და ექსტრემალური შეგრძნებებიც გიზიდავს, მალე თბილისში ახალი ატრაქციონი შენთვის გაიხსნება.
22/08/2025

თუ სიმაღლის შიში არ გაქვს და ექსტრემალური შეგრძნებებიც გიზიდავს, მალე თბილისში ახალი ატრაქციონი შენთვის გაიხსნება.

Address

ინასარიძის 4
Batumi
6010

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Traveler's Club - მოგზაურთა კლუბი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Share

Category