27/08/2026
🦅აჭარაში მტაცებელი ფრინველების საშემოდგომო მიგრაციის სეზონი დაიწყო.
15 აგვისტოდან 15 ოქტომბრამდე ბათუმის შემოგარენში, აღმოსავლეთ შავი ზღვის სამიგრაციო დერეფანს, აფრიკისკენ მიმავალი 1 მილიონზე მეტი მტაცებელი ფრინველი გადაკვეთს.
🔭 ეს უნიკალური ბუნებრივი მოვლენა განსაკუთრებით კარგად ჩანს ქობულეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ სახალვაშოსა და ჩაისუბნის სადამკვირვებლო პლატფორმებიდან. მტაცებელი ფრინველების მიგრაციაზე დაკვირვება ბათუმის ბულვარიდანაც არის შესაძლებელი, სადაც ზღვისპირა სივრცე ფრინველების გადაფრენის სანახავად არაჩვეულებრივ შესაძლებლობას ქმნის. სწორედ ამ ადგილებში იკრიბებიან ორნითოლოგები, მეცნიერები და ფრინველებზე დაკვირვების მოყვარულები, რათა დააკვირდნენ და აღრიცხონ სხვადასხვა სახეობის ფრინველის მიგრაცია.
🐦⬛„ბათუმის სამიგრაციო ძაბრი“ მტაცებელი ფრინველების მიგრაციის მასშტაბით მსოფლიოში მესამე ადგილს იკავებს, მექსიკის (ვერაკრუსი) და ისრაელის (ეილათი) შემდეგ. სწორედ ამიტომ, ყოველწლიურად სულ უფრო მეტი ტურისტი, ფრინველებზე დაკვირვების მოყვარული და ამ სფეროთი დაინტერესებული მეცნიერი სტუმრობს აჭარას მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან.
🦅📊 მიგრაციის მასშტაბის თვალყურის დევნება ონლაინ რეჟიმშიც არის შესაძლებელი. Batumi Raptor Count-ის ვებგვერდზე ყოველდღიურად ახლდება მონაცემები და შეგიძლიათ ნახოთ, სეზონის დაწყებიდან დღემდე რამდენმა მტაცებელმა ფრინველმა გადაუფრინა ბათუმის სამიგრაციო დერეფანს.
🌐 https://batumiraptorcount.org/
__________
🦅 The autumn migration season of birds of prey has begun in Ajara.
From August 15 to October 15, more than 1 million birds of prey migrating towards Africa will cross the Eastern Black Sea Migration Corridor around Batumi.
🔭 This unique natural phenomenon can be observed particularly well from the observation platforms in Sakhalvasho and Chaisubani villages, in Kobuleti Municipality. The migration of birds of prey can also be observed from Batumi Boulevard, where the seaside setting offers an excellent opportunity to watch the birds in flight. Ornithologists, scientists, and birdwatching enthusiasts gather at these locations to observe and record the migration of different bird species.
🐦⬛ The “Batumi Migration Funnel” ranks third in the world in terms of the scale of bird-of-prey migration, after Veracruz in Mexico and Eilat in Israel. This is why Ajara attracts an increasing number of tourists, birdwatchers, and scientists from around the world every year.
🦅📊 You can also follow the scale of the migration online. The Batumi Raptor Count website is updated daily, allowing you to see how many birds of prey have crossed the Batumi migration corridor since the beginning of the season.
🌐 https://batumiraptorcount.org/