ტურები მაღალმთიან აჭარაში / Travel Tours In The Highlands Of Adjara

  • Home
  • Georgia
  • Batumi
  • ტურები მაღალმთიან აჭარაში / Travel Tours In The Highlands Of Adjara

ტურები მაღალმთიან აჭარაში / Travel Tours In The Highlands Of Adjara ნახეთ ის, რასაც ვერავინ დაწერს, ვერავინ აღწერს და ვერავინ გადმოგცემთ სიტყვით!

იმოგზაურეთ ჩვენთან ერთად და ჩვენ დაგეხმარებით შეაღოთ კარი, აჭარის საოცრებათა სამყაროში. / Travel with us, and we'll help u, to open the door of Adjarian wonderland

23/05/2025
27/06/2024
მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო სტრუქტურებისგან ადგილზე სწავლება იყოს უზრუნველყოფილი იმის შესახებ, თუ როგორ დახვეწოს და გ...
11/04/2024

მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო სტრუქტურებისგან ადგილზე სწავლება იყოს უზრუნველყოფილი იმის შესახებ, თუ როგორ დახვეწოს და განავითაროს იდეები მოსახლეობამ. ამ პროცესში ჩაერთვებიან ადგილობრივი ახალგაზრდები, რომლებიც სოფელში დარჩებიან, ადგილზე დასაქმდებიან, ფინანსურ შემოსავალს გაამყარებენ და ადგილობრივებს დაასაქმებენ“, – ამბობს ნიკა.

ხულო •

ს ა ც ი ხ უ რ  ი(ჩემი  მეგობრების - სულხან  ფასანიძისა  და  ლევან  შავაძის  პატივსაცემად)მზესთან  საუბრობს  დღეს  საციხუ...
22/11/2023

ს ა ც ი ხ უ რ ი

(ჩემი მეგობრების - სულხან ფასანიძისა და ლევან შავაძის პატივსაცემად)

მზესთან საუბრობს დღეს საციხური,
ოქროს სხივებში ცურავს აკვანა,
არვინ ისურვოს მზის მოტაცება,
არ მოინდომოს სხვაგან წაყვანა.

წიწვდავარცხნილი მოჩანს ნაფლატი,
ოქრომულს წვდება ექოდ ჭაპანა,
ცივწყაროზეა უკვე მზექალა,
ყველას მოასწრო პირის დაბანა.

ცაში ფთილებად აჭრილა კვამლი,
ბუხარ - კერიდან ამომავალი,
ძაღლი აყეფდა ნალობიევში,
მესერზე ყივის თეთრი მამალი.

ცად აქოჩრილა სიმინდის ტარო,
ნიგოზათი და ოჭივარათი,
დამძიმებულა აქ ნაფუძარი,
ფუტკრის სკებით და თაფლის ჯარათი.

ვაშლიძირს ისმის სიცილ - კისკისი,
შეხეთ, აჭარულს ცეკვავს ქალ - ვაჟი,
ვინ შეედრება აქაურ ქალებს,
ხელსაქმესა და ქსოვა - ქარგვაში?!

ხარებს მოუძღვის პატარა მეხრე,
ორღობეს ავსებს ეჟვნის ჟღარუნი,
ბაბუა მოსდევს ურემს უკნიდან,
შუბლი მოუჩანს გადაღარული.

ისმის სოფელში გადაძახილი,
გაღმამერეთი თუ გძელმერეთი,
მსგავს მორთულ სოფელს ვერსად იპოვით,
თუნდ მოიაროთ მთელი ხმელეთი.

მწვანე ხავერდებს კეცავს გზაშარა,
აქ - ნაკალვევი, იქ - ნაქერვალი,
აქ დაჩოქილა მთის მარიფათით
სტუმრის დამხვედრი ყველა მწვერვალი.

როგორც სარკეში, მოჩანს სოფელი,
ჩქეფს ბოღაური - ძმათ სამზიარი,
დაკოჟრილ ხელით ასწორებს დირეს
ჩემ წინ ბრძენკაცი და საზრიანი.

საციხურია ისევ სცენაზე:
როკვა, სიმღერა, ცეკვა, თამაში,
ძმობის ნიშაა ცეკვა ხორუმი,
ვერ შეედრება ვერვინ „სამაში“.

დიდი გული აქვს პატარა სოფელს,
რა ლამაზია მისი მთა - ველი,
ღვთის წილ „პატარა საქართველოა“,
არ გაიცვლება გოჯა, მტკაველი.

ღმერთთან საუბრობს დღეს საციხური,
მადლიერი ჰყავს გამჩენ - მმართველი,
ღმერთო, დალოცე ყველა სოფელი,
ღმერთო, დალოცე ყველა ქართველი!

მიხეილ გელაძე
ბათუმი, 12. 11. 2023 წელი

👉 ტურისტული ლოკაციები ხულოში - შუამთის ტბები, სარიჩაირის ჩანჩქერი, მთა სარიჩაირი, შუამთა, მთისუბნის ბუნებრივი მაცივარი, ...
07/07/2023

👉 ტურისტული ლოკაციები ხულოში - შუამთის ტბები, სარიჩაირის ჩანჩქერი, მთა სარიჩაირი, შუამთა, მთისუბნის ბუნებრივი მაცივარი, ციხისყელი, ვარდციხე, ფაჩხის ქვა, სხალთის ეკლესია, უჩხოს თაღოვანი ხიდი 🌳🌲❤

📸 Maria Che

19/05/2023

ჰოლანდიური ვარდები ხულოში 📍
ორჯერ ჩაწერილი გადაცემის ამბავი და წარმატების ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითი ხულოში,
ნახეთეთ გადაცემა სრულად და გაუზიარეთ სხვებს

Address

Batumi

Telephone

+995591989993

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ტურები მაღალმთიან აჭარაში / Travel Tours In The Highlands Of Adjara posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to ტურები მაღალმთიან აჭარაში / Travel Tours In The Highlands Of Adjara:

Share

Category