Tourist bureau Dedoplistour

Tourist bureau Dedoplistour We plan and organize cultural, gastronomic, and agro tours for you in Dedoplistskaro, and Kakheti

ვინ იცის კარგად ჩვენი ქალაქის ისტორია?
17/08/2026

ვინ იცის კარგად ჩვენი ქალაქის ისტორია?

წინა კითხვაზე, რომელიც ქალაქის ერთი მოედნის დასახელებას ეხებოდა, ვერავინ ვერ გასცა სწორი პასუხი. (პასუხი შეგიძლიათ, ნახო...
17/08/2026

წინა კითხვაზე, რომელიც ქალაქის ერთი მოედნის დასახელებას ეხებოდა, ვერავინ ვერ გასცა სწორი პასუხი. (პასუხი შეგიძლიათ, ნახოთ ჩვენს გევრდზე: https://www.facebook.com/Dedoplistour?__cft__[0]=AZZgelnmklVPDWbRjV8aF1KsR9j8DZOAhqj-lszLf-Fggat_kyXejtkOJK0OUzMQdVx02p8GRiEsq7BcChLZofycdNtuc5baeQkWGyKIWqscj7ahcTQ0T4PSquS_hAQKk9BEgXjWl_z4KVBU1lERTpLoWfSvEuBMIVp1w9y95s6cdnT7q90r2mdHGrvcUB_fIBFtAm0YmesVWvY1ag5ZNzKS&__tn__=-]C%2CP-R )
კიდევ ერთი კითხვა დედოფლისწყროელებს:
რა ჰქვია ქ. დედოფლისწყაროს ცენტრში, N1 საჯარო სკოლის პირდაპირ მდებარე პარკს?

17/08/2026

გამარჯობა, მეგობრებო!
დღეს მე, ტურისტული ბიურო „დედოფლისტურის“ დამფუძნებელი მანანა ყატაშვილი, ვიწყებ დედოფლისწყაროს ღირსშესანიშნაობებზე მოკლე ვიდეოების და პოსტების ციკლს.
პირველი გადაცემა ეძღვნება ქ. დედოფლისწყაროს ცენტრში მდებარე მოედანს.
ჩვენს გამომწერებს ახსოვთ, დაახლოებით ერთი თვის წინ ვიკითხე, რა ჰქვია ამ მოედანს?
პასუხები იყო სხვადასხვა: უმრავლესობა ხაზს უსვამდა იმას, რომ აქ ბოლო დროს ხშირია ავარიული სიტუაციები, იყო პასუხები: თავისუფლების მოედანი, 9 აპრილის მოედანი და სხვა.
დადგა დრო, გავიგოთ სწორი პასუხი კითხვაზე: რა ჰქვია ქ. დედოფლისწყაროში რუსთაველისა და ჰერეთის ქუჩების გადაკვეთაზე მდებარე მოედანს.
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2009 წლის 7 აპრილის N 14 განკარგულებით ქ. დედოფლისწყაროს ცენტრში რუსთაველისა და ჰერეთის (ყოფილი სტალინის) ქუჩების გადაკვეთაზე მდებარე მოედანს ეწოდა თავდადებულთა მოედანი.
მოედნის სამხრეთით არის 1989 წლის 9 აპრილის ხსოვნისადმი მიძღვნილი ქანდაკება. წლის 9 აპრილის მოვლენებისადმი მიძღვნილი ქანდაკება „ჯვარცმული საქართველო“ (ასევე ცნობილი როგორც 9 აპრილის მემორიალი), დაიდგა 1995 წელს. ქანდაკების ავტორი და არქიტექტორია ვალერი მჭედლიშვილი.
ბრინჯაოს კომპოზიცია გამოსახავს ჯვარზე აკრულ, მუხლმოდრეკილი ქალის ფიგურას, რაც სიმბოლურად გამოხატავს სამშობლოს ტკივილს, ტანჯვასა და ამავდროულად, მის სულიერ სიმტკიცეს.
მოედნის აღმოსავლეთით - აღმართულია 2008 წლის აგვისტოს ომის ხსოვნის ობელისკი, რომლის აგება 2011 წელს გადაწყდა. მაშინ ეს ადგილი ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიის წინამძღოლმა დეკანოზმა ნიკოლოზ ლომსაძემ აკურთხა. ობელისკი დაიდგა 2012 წელს. მასზე ოქროსფერი ასოებით წერია იმ 13 მებრძოლის სახელი და გვარი, ვინც საქართველოს შესწირა სიცოცხლე 1991 წლიდან 2008 წლის ჩათვლით:
1. ჩხაიძე დავით - დაიბადა 1971 წელს, დაამთავრა ხორნაბუჯის საჯარო სკოლა. დაიღუპა 1992 წელს ფოთის მისადგომებთან.
2. ჭინჭარაული გოჩა - დაიბადა 1963 წელს სოფელ ქვემო ქედში. იბრძოდა აფხაზეთში, ჩოლოყაშვილის სახელობის ბატალიონში, დაიღუპა აფხაზეთში, ტამიშთან ბრძოლაში 1993 წელს.
3. ბენაშვილი ბეგლარი - დაიბადა 1967 წლის 9 მაისს სოფელ ზემო მაჩხაანში. იბრძოდა სამაჩაბლოში, აფხაზეთში. დაიღუპა სოხუმის აეროპორტის დაცვისას.
4. ცაბაურაშვილი იგორი - 1991 წელს დაამთავრა ქვემო ქედის საშუალო სკოლა. მსახურობდა ეროვნულ გვარდიაში. დაიღუპა აფხაზეთში, ლაბრასთან ბრძოლაში.
5. პაპაჩაშვილი გოჩა - დაიბადა 1968 წელს სოფელ ზემო მაჩხაანში. დაიღუპა 1992 წელს აფხაზეთში, გაგრაში.
6. მურვანიძე რუბენი - დაიბადა 1973 წელს შუახევის რაიონში. მერე ოჯახი გადმოსახლდა სამთაწყაროში. დაიღუპა აფხაზეთში, ოჩამჩირის რაიონის სოფელ კინდღთან ბრძოლაში 1993 წელს.
7. ღვედაშვილი ჯემალი - დაიბადა დედოფლისწყაროში. დაიღუპა 1992 წელს ფოთის მისადგომებთან.
8. გიგაური კობა - დაიბადა 1969 წელს, დაამთავრა ქ. დედოფლისწყაროს მე-2 საშუალო სკოლა. დაიღუპა 1992 წელს ფოთის მისადგომებთან.
9. აბიათარი გიორგი- დაიბადა 1990 წელს. იზრდებოდა სოფელ სამრეკლოში. დაიღუპა 2008 წლის 8 აგვისტოს სოფელ ერედვში.
10. ილურიძე გოჩა - დაიბადა 1990 წელს ზემო ქედში, დაიღუპა 2008 წლის აგვისტოში სამაჩაბლოში.
11. ბერიძე თეიმურაზი - დაიბადა 1974 წელს ხულოს რაიონში. იზრდებოდა სოფელ ფიროსმანში. ის ერთ-ერთია 2008 წლის 11 აგვისტოს შინდისთან დაღუპულ 17 გმირს შორის. დაჯილდოებულია მედლით „მხედრული მამაცობისთვის“.
12. კახოიძე ბონდო - დაიბადა 1983 წელს სოფელ ზემო ქედში. გარდაიცვალა 2004 წელს სამაჩაბლოში.
13. მარსაგიშვილი გიორგი - დაიბადა ზემო ქედში 1981 წელს. დაკარგულია 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში სამაჩაბლოში.
ისინი საქართველოს ძლიერებისა და ნათელი მომავლისთვის იბრძოდნენ.

13/08/2026

პასუხი კითხვაზე: რა ჰქვია მოედანს?

09/08/2026
07/08/2026

მაშ, რა ჰქვია ქალაქ დედოფლისწყაროს ცენტრში მდებარე მოედანს, რომელსაც აბრა არ აქვს? უყურეთ!!!

07/08/2026

ქ. დედოფლისწყაროს თავდადებულთა მოედნის სახელის შესახებ

მხარი დავუჭიროთ ქართულ პროექტს!
31/07/2026

მხარი დავუჭიროთ ქართულ პროექტს!

We use necessary cookies to make our site work. We'd also like to set analytics cookies that help us make improvements by measuring how you use the site. These will be set only if you accept.

Address

Hereti 31
Dedoplistskaro
1600

Opening Hours

Monday 10:00 - 17:00
Tuesday 10:00 - 17:00
Wednesday 10:00 - 17:00
Thursday 10:00 - 17:00
Friday 10:00 - 17:00
Saturday 10:00 - 12:00
Sunday 10:00 - 12:00

Telephone

+995599572842

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Tourist bureau Dedoplistour posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to Tourist bureau Dedoplistour:

Shortcuts

Share

Category