Ecotour Georgia

Ecotour Georgia დაუბრუნდი ბუნებას ჩვენთან ერთად! Return to nature with us!

09/02/2020
10/10/2012

საქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი კუთხე - თუშეთი

10/10/2012

იცით თუ არა რომ... 1935 წლის 15 სექტემბერს ღამის 10 საათზე, უჩვეულო ასვლა მოეწყო მყინვარწევრზე. მის დასალაშქრად მარტო, გაემგზავრა 22 წლის გ.შადური და 16 საათის შემდგომ დაბრუნდა ყაზბეგში. მწვერვალის დალაშქვრის უტყუარობას ადასტურებს ის ფაქტი, რომ შადურმა თან ჩამოიტანა ნივთები და წერილი, რომლებიც ორიოდე დღის წინათ მწვერვალზე დატოვეს ფრუნზეს სახელობის დივიზიის მებრძოლებმა.

31/12/2010

ეკოტური გილოცავთ შობა-ახალ წელს.. ლამაზი, ენერგიული და საინტერესო ყოფილიყოს 2011

სოფ. მანავი
20/12/2010

სოფ. მანავი

04/12/2010
28/11/2010
ოქტომბერ–ნოემბერი ვაშლოვანის მოსანახულებლად საუკეთესო დროა..მარადმწვანე ღვია, უკვე უფოთლოდ დარჩენილი ულამაზეს ვარჯიანი ს...
22/11/2010

ოქტომბერ–ნოემბერი ვაშლოვანის მოსანახულებლად საუკეთესო დროა..

მარადმწვანე ღვია, უკვე უფოთლოდ დარჩენილი ულამაზეს ვარჯიანი საკმლის ხეები, სიმწიფისგან გაპობილი ველური ბროწეული და ალისფრად შეფერადებული თრიმლის ბუჩქები გარშემორტყმულია უროიანი და ვაციწვერიანი ბაჯაღლოსფერი ველებით.. დათოვლილი კავკასიონის ქედი და ამ პერიოდისთვის დამახასიათებელი ცის სილურჯე კი ულამაზეს ფონს ქმნის და კიდევ უფრო ზრდის ვაშლოვანის მრავალფეროვნებას..

ველურ ბუნებაში ნაპოვნი ერთადერთი ბოთლის ლიკვიდაციის მცდელობა..
25/10/2010

ველურ ბუნებაში ნაპოვნი ერთადერთი ბოთლის ლიკვიდაციის მცდელობა..

თუშური ხინკალი
25/10/2010

თუშური ხინკალი

ლაგოდეხი, შემოდგომა.. ადრიანი, მოღრუბლული დილა.. სამზადისი. ცხენების შეკაზმვა. გამგზავრება. მდინარის გადალახვა. ბილიკი ფ...
24/10/2010

ლაგოდეხი, შემოდგომა.. ადრიანი, მოღრუბლული დილა.. სამზადისი. ცხენების შეკაზმვა.

გამგზავრება. მდინარის გადალახვა. ბილიკი ფოთოლმცვივან, ქალწულებრივ ტყეში. ასწლოვანი ხეები, ზედ ხავსები, უფრო მაღლა ჯანსაღი ჰაერის მოყვარული ლიქენები.

აღმართი, აღმართი..

ბილიკზე ფოთლები, ნაირ–ნაირი სოკოები – ლამაზი, უცნაური, დიდი, პატარა, გემრიელი, შხამიანი.. გზად მათი შეგროვება.

საუბრები. შეძახილები.

ნისლი. სიჩუმე.. მხოლოდ ჯგუფურად მოფრენილი წიწკანების ხმა..

განის ბილიკი. ღრუბლებს მაღლა.. გაშლილი, ნაირფერი ხედები.. ფოთლები მწვანე, ყვითელი, წითელი, ლურჯიც კი.. გამეჩხერებული ტყე, სუბალპური მდელოები.. საზვავეები, ჩანჩქერები..

ბანაკი. ნიავი.. ნოყიერი ჰაერი.. მყვირალობა. ფურის მძებნელი ხარი ირმების ძლიერი ხმა.. ჯერ ერთი, მერე მეორე, მესამე.. ირმების სუნი..

ჩამავალი მზე..

ვახშამი. სოკო. არაყი.. სადღეგრძელო, ამბები, სიმღერა..

ღამე.. მყვირალობა..

Address

Hereti 86
Dedoplistskaro
1600

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Ecotour Georgia posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to Ecotour Georgia:

Share

Category