მოლაშქრეთა კლუბი კვალი • Hiking Club Kvali

  • Home
  • Georgia
  • Dusheti
  • მოლაშქრეთა კლუბი კვალი • Hiking Club Kvali

მოლაშქრეთა კლუბი კვალი • Hiking Club Kvali წამოიღე მოგონებები, დატოვე ნაკვალევი

პატარა სამოთხე სახელად ხომი, ფშავის ერთ-ერთი ლამაზი სოფელი ☀️🏠🏔️💫ჩვენი ტური 18 ოქტომბერს - ფშავი: ხომი - მაღაროსკარი - ჩ...
20/09/2026

პატარა სამოთხე სახელად ხომი, ფშავის ერთ-ერთი ლამაზი სოფელი ☀️🏠🏔️💫

ჩვენი ტური 18 ოქტომბერს - ფშავი: ხომი - მაღაროსკარი - ჩარგალი

#ხომი
#ფშავი
#კვალი

გორშეღმის ხეობის შემოდგომა გინახავთ?10 ოქტომბერს მოლაშქრეთა კლუბ კვალის ორგანიზებით გაიმართება ერთდღიანი ჯიპ-ტური გორშეღ...
18/09/2026

გორშეღმის ხეობის შემოდგომა გინახავთ?

10 ოქტომბერს მოლაშქრეთა კლუბ კვალის ორგანიზებით გაიმართება ერთდღიანი ჯიპ-ტური გორშეღმის ხეობაში, პირაქეთა ხევსურეთში.

ტურის ფარგლებში მოვინახულებთ:
🔘 სოფელი გუდანი;
🔘 სოფელი წინხადუ;
🔘 სოფელი უკანხადუ;
🔘 სოფელი ზეისტეჩო;
🔘 არაბულების საგვარეულო კოშკი.

🥾 ფეხით გასავლელი მანძილი 4 კილომეტრი
🟢 სირთულე: მარტივი
💲ტურის ღირებულება 110 ლარი

ღირებულებაში შედის:
🚗 ტრანსპორტირება მაღალი გამავლობის ავტომობილით;
🚶 გამყოლი

💬 სიაში ჩასაწერად მოგვწერეთ მოლაშქრეთა კლუბ კვალის გვერდზე ან დაგვიკავშირდით ნომერზე: 598 13 52 13 გიორგი

🔗 ტურის ლინკი განთავსდება კომენტარებში

ცოტა რამ სოფელ ახადის შესახებახადი უკანაფშავში, ლაშარის გორის მოპირდაპირე მხარეს, ტყიანი ფერდობის მაღლა, ზღვის დონიდან 1...
17/09/2026

ცოტა რამ სოფელ ახადის შესახებ

ახადი უკანაფშავში, ლაშარის გორის მოპირდაპირე მხარეს, ტყიანი ფერდობის მაღლა, ზღვის დონიდან 1920 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს.
გოდერძაულთა საგვარეულო თემის მთავარი სამკვიდრო სოფელი და საკულტო ცენტრი.

აქ მდებარეობს გოდერძაულთა საგვარეულოს მთავარი სათემო ხატის - "პირქუშის" ("პირქუში პირცეცხლიანი"; კაცღვთაება) სალოცავის მიწიერი საბრძანისი.

პირქუში დევებთან მებრძოლი კაცღვთაებაა. მისი განუყოფელი ეპითეტებია: "პირცეცხლიანი" და "ცეცხლის ალიანი".
გადმოცემების თანახმად, "პირქუში" პირველად აონგორს, ახადის გადაღმა, პირიქითის მხარეს, ივრის კუდებში დაარსებულა (იქ 60-კომლიანი სოფელი ყოფილა), შემდეგ კი ახადში გადმოსულა, აქ დაარსებულა და საბოლოოდ დამკვიდრებულა კიდეც. ცხადია, რატომ იწყება პირქუშის ხატობა აონგორიდან.

ძველი ფშავლები ახადის ტერიტორიაზე მიუთითებენ პირქუშის ნაბინავარს (ადგილს, სადაც ის სახლობდა), მის სამჭედლოსა და წყაროს, რომელშიც იგი იარაღს აწრთობდა.

ფშავ-ხევსურული მითოლოგიური გადმოცემების თანახმად, პირქუში კოპალასა და იახსრის თანამედროვედ მოიხსენიება.

ეს კაცღვთაება გამორჩეული მოლაშქრე-მორაზმე და დევ-კერპთა წინააღმდეგ მებრძოლი გმირია, ამასთან - მჭედელი, მაგრამ არა უბრალო მჭედელი, არამედ უმაღლესი რანგის სამეურნეო-საბრძოლო იარაღების მჭედელი და ოქრომჭედელია. ქართული ეროვნული მჭედლობისა და ოქრომჭედლობის მითური მამამთავარია, რომელსაც აქვს შორს მსროლელი იარაღიც - "ქაიბური" და ცეცხლგამჩენი საშუალებაც, ე.ი., ის სულ "სხვა" ცოდნის მფლობელია, რამდენიმე არქეტიპის მატარებელია, რომელიც მას, როგორც კაცღვთაებას, უზენაესისაგან გადაეცა.

📣ამ შაბათ-კვირას სანამ ხახაბოსკენ მიმავალ ბილიკს შევუდგებოდეთ, ცოტა რამ ამ სოფელზე.პირიქითა ხევსურეთში, მიღმახევის ერთ-ე...
14/09/2026

📣ამ შაბათ-კვირას სანამ ხახაბოსკენ მიმავალ ბილიკს შევუდგებოდეთ, ცოტა რამ ამ სოფელზე.

პირიქითა ხევსურეთში, მიღმახევის ერთ-ერთი სოფელი ხახაბო, ზღვის დონიდან 2135 მეტრზე მდებარეობს. გეოგრაფიული მდებარეობიდან და რელიეფიდან გამოდინარე აქ არქიტექტურაც შესაბამისია, რომელსაც ასევე თავდაცვითი ფუნქციაც ჰქონდა, სულ აღრიცხულია 47 კოშკი.

ხახაბოში ოდითგანვე სახლობდნენ შემდეგი გვარები - ხახიაურები, მამიაურები, მინდიკაურები და ხოსიაურები. დღეს ხეობაში ორი ოჯახი ცხოვრობს, პაატა ხახიაურის და ქვემო ხახაბოში ბადრი მინდიკაურის, ისინი აქაურობის იმედი და მცველები არიან.

🔗ტურის ლინკი - ხევსურეთი: ხახაბო-არდოტი-მუცო-შატილი © KVALI

#ხახაბოზე #ხევსურეთი #მიღმახევი #ხახაბო #კვალი #მოლაშქრეთაკლუბიკვალი

14/09/2026

არჭილოში ამირან ზვიადაურთან გულიანი მასპინძლობის ამბავი ჩვენი აგვისტოს ტურიდან 🤍

მათ ასევე აქვთ საოჯახო სასტუმრო საოჯახო სასტუმრო - არჭილო/ Guest house Archilo

ხევსურეთში ჩვენ ყველგან გულით და სითბოთი გვხვდებიან 🤭

12/09/2026

არაგველობა 2026

გორშეღმის ხეობა, პირაქეთა ხევსურეთი 🍂 #გორშეღმა   #ხევსურეთი🇬🇪  #შემოდგომა🍁  #კვალი  #კვალთანერთად
11/09/2026

გორშეღმის ხეობა, პირაქეთა ხევსურეთი 🍂
#გორშეღმა #ხევსურეთი🇬🇪 #შემოდგომა🍁 #კვალი #კვალთანერთად

📍ხომი, ფშავი 📣ოქტომბერში გვექნება ერთდღიანი ხომის ფერადი ტური #ხომისტური  #ტურიზმი  #ფშავი  #კვალი
11/09/2026

📍ხომი, ფშავი
📣ოქტომბერში გვექნება ერთდღიანი ხომის ფერადი ტური
#ხომისტური #ტურიზმი #ფშავი #კვალი

📣12-13 სექტემბერს მოლაშქრეთა კლუბ კვალის ორგანიზებით იმართება ორდღიანი საფეხმავლო ტური უკანაფშავში.ტურის ფარგლებში მოვინ...
10/09/2026

📣12-13 სექტემბერს მოლაშქრეთა კლუბ კვალის ორგანიზებით იმართება ორდღიანი საფეხმავლო ტური უკანაფშავში.

ტურის ფარგლებში მოვინახულებთ:
▪️სოფელი უძილაურთა;
▪️ირემთკალოს სალოცავი;
▪️ცაბაურთას სალოცავი;
▪️დავტბებით ულამაზესი ხედებით ფშავსა და ხევსურეთზე.

🥾ფეხით გასავლელი მანძილი ჯამში 20 კილომეტრი(ორივე გზა)
🔵სირთულე: საშუალოზე რთული
💲ტურის ღირებულება 85 ლარი

სიაში ჩასაწერად მოგვწერეთ მოლაშქრეთა კლუბ კვალის გვერდზე ან დაგვიკავშირდით ნომერზე: 598 13 52 13 გიორგი

Address

Dusheti

Telephone

+995598135213

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when მოლაშქრეთა კლუბი კვალი • Hiking Club Kvali posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to მოლაშქრეთა კლუბი კვალი • Hiking Club Kvali:

Shortcuts

Share