თუ აჭარის მაღალმთიანეთში დასვენება გაქვთ გადაწყვეტილი და ჯერ არ გადაგიწყვეტიათ სად დარჩებით, მაშინ არჩევანი „რივერ ლენდის“ კოტეჯებზე უნდა შეაჩეროთ.
აქ დაგხვდებათ მყუდრო გარემო, რაც დასვენებას წლის ნებისმიერ დროს სასიამოვნოს ხდის. თვალუწვდენელი მთების სიღრმეში, ტყისა და მდინარის პირას გაშენებულ ამ წალკოტში ძალიან სასიამოვნო ატმოსფეროა ნებისმიერ სეზონზე. ეკოლოგიურად სუფთა გარემოს ისიც უზრუნველყოფს,
რომ ჩვენი კოტეჯები ხისგანაა დამზადებული.
ჩვენთან სტუმრობა ნებიესმიერ მსურველს შეუძლია. თითო კოტეჯში შესაძლებელია 3-4 ადამიანის განთავსება. „რივერ ლენდის“ კოტეჯები აღჭურვილია ყველა საჭირო ინვენტარით:მოსასვენებელი კუთხე - საძინებელი; პატარა სამზარეულო ადგილი, მაცივრითა და ქურით; კონდცირება/გამათბობელი; შეშის ბუხარი; აბაზანა (ცხელი/ცივი წყალი 24 საათის განმავლობაში). ტელევიზია;ინტერნეტი; საპიკნიკე ზონა მაყალით; საბილიარდო; სპორტული მოედანი; მდინარის ნაპირი სათევზაო სივრცით და ჩვენი განსაკუთრებული სპა ბუნებაში საუნითა და ჯაკუზით.
ჩვენს კოტეჯებს კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის აივანები ულამაზესი პანორამული ხედებით.
„რივერ ლენდის“ ცენტრალური გზიდან მხოლოდ 100 მეტრის დაშორებითაა გაშენებული მდინარე „აჭარის წყლის“ პირას. მახლობლად მდებარეობს: თამარ მეფის ხიდი, ციხე, უძველესი მეჩეთი, კოკოტაურის მინერალური წყაროს წყალი; აქვეა რესტორანი ტრადიციული ქართული მარანით.
თუ ქედის რაიონში სტუმრობას გადაწყვეტთ აუცილებლად გვეწვიეთ და გახადეთ დაუვიწყარი თქვენი დასვენება!