02/05/2025
🔊 “ასეთი გამოთქმა რომ არსებობს ხაშურზე, ხაშურში რა უნდა ტურისტსაო, არ არის სწორი", - ამბობს ლალო გელაშვილი, რომელიც ხაშურის ტურიზმის ცენტრში უფროს სპეციალისტად მუშაობს.
🔻 გელაშვილის თქმით, 2023 წელს ტურიზმის ცენტრის გახსნის შემდეგ, მათ 300-ზე მეტ ტურისტს უმასპინძლეს.
🔊 "ვიზიტორების ზუსტ სტატისტიკას ვერ გეტვით, თუმცა დაახლოებით რომ ვთქვათ, 300 მეტი ვიზიტორი მაინც გვყავდა. სხვადასხვა შეკითხვებით მოგვმართავენ. აინტერესებთ, სად არის ისტორიული ძეგლები, კვების ობიექტები, სასტუმროები... ქართული კულტურა და სამზარეულო, ასევე სტუმართმოყვარეობა ხიბლავთ ტურისტებს".
🔻 როგორც გელაშვილი ამბობს, ხაშურს ტურისტები ძირითადად რუსეთიდან, უკრაინიდან, ისრაელიდან სტუმრობენ.
🔊 "ასევე გვყვავს სტუმრები პოლინეთიდან, საფრანგეთიდან და არაბული ქვეყნებიდან. ტურისტები ინტერესდებიან სურამის ციხით, წრომის ტაძრით, ხაშურის მუზეუმით..."
ხაშურში ტურიზმის ცენტრმა მუშაობა 2023 წლიდან დაიწყო. ცენტრის მოსაწყობად ხაშურის ბიუჯეტიდან 64 000 ლარი დაიხარჯა.