საქართველოს ტურიზმის ფორუმი

  • Home
  • Georgia
  • Kobuleti
  • საქართველოს ტურიზმის ფორუმი

საქართველოს ტურიზმის ფორუმი საქართველოს ტურიზმის ფორუმი ემსახურება ინფორმაციის გაცვლას, ჯანსაღ კრიტიკას და რჩევების გაცემას!

ვინც წაიკითხავთ, აუცილებლად გაავრცელეთ!!! https://www.facebook.com/share/p/1EMa2bHp5V/
02/09/2026

ვინც წაიკითხავთ, აუცილებლად გაავრცელეთ!!! https://www.facebook.com/share/p/1EMa2bHp5V/

თბილისის ცენტრალურ უბნებში ბევრი რუსული ოჯახი დასახლდა. სკვერებსა და სათამაშო მოედნებზე რუსი/რუსულენოვანი ბავშვების სიმრავლეს თვალი შეეჩვია. მაგრამ დაინტერესდა ვინმე, რომელ სკოლებში დადიან ეს ბავშვები?

მიუხედავად იმისა, რომ ექსპატი რუსების დიდი ნაწილი ვაკეში, ვერაზე და საბურთალოზეა კონცენტრირებული, რუს ბავშვებს ვერ შევხვდებით 55-ე, 51-ე, 161-ე, პირველ ექსპერიმენტულ და ცენტრალური უბნების სხვა სკოლებში. თბილისში არსებული რუსული სკოლები და სექტორები გადავსებულია და ფიზიკურად ვერ დაიტევს ყველა მსურველს. არც ინგლისურენოვან კერძო სკოლებში არიან რუსი მოსწავლეები დიდი რაოდენობით. მაშინ სად სწავლობენ ისინი?

ჩვენს თვალსა და ხელს შუა თბილისში ფუნქციონირებს არააკრედიტირებული რუსული სკოლები, სადაც თბილისში მცხოვრები რუსი ბავშვები დადიან.

სამწუხაროდ, ბევრ ბელარუს და უკრაინელ მშობელსაც დაჰყავს ბავშვები მსგავს სკოლებში. ვისაც არ სჯერა, შეუძლია თბილისის რუსულენოვანი ექსპატების ჯგუფებში შეიხედოს და ნახოს, თუ რამხელა არჩევანია მსგავსი რუსული სკოლების.

როგორ ფუნქციონირებს ეს სკოლები? ისინი წარმოადგენენ სადმე პირობითად სამარაში, სარატოვში, ვორონეჟში ან არხანგელსკში რეგისტრირებული სკოლების ფილიალებს. ისინი ქირაობენ ფართს, სადაც ტარდება გაკვეთილები. სკოლის დასრულებისას მოსწავლე იღებს რუსეთში რეგისტრირებული სკოლის ატესტატს.

არცერთ აღნიშნულ სკოლას არ გააჩნია აკრედიტაცია და არ კონტროლდება განათლების სამინისტროს მიერ. იქ არსებული კურიკულუმი სრულიად რუსულია. ყოველივე ეს პარალელური საზოგადოებისა და ქართული მოსახლეობისგან გაუცხოებული სეგმენტის გაჩენას იწვევს.

პრობლემის გადაწყვეტის გზა მარტივია. უნდა აიკრძალოს მსგავსი სკოლები და, თუ რომელიმე რუს/რუსულენოვან ექსპატს სურს, რომ ბავშვებთან ერთად იცხოვროს საქართველოში, კეთილი ინებოს, აკრედიტირებულ საჯარო ან კერძო სკოლაში ატაროს და ქართულ ენაზე ასწავლოს.

მეზობელ თურქეთში ან აზერბაიჯანში ვერავინ გაბედავს მსგავსი არაფორმალური სკოლების გახსნას და ყველა ექსპატ ბავშვს უწევს სახელმწიფო ენის შესწავლა. არ სურს მიგრანტს, რომ მისმა ბავშვებმა ქართული ისწავლონ? ესე იგი, არ აქვთ კეთილი განზრახვა და არ იმსახურებენ საქართველოში ხანგრძლივ ცხოვრებას.
კარგი იქნება, თუ მედია დაინტერესდება ამ პრობლემით და უფრო ფართოდ გააშუქებს ამ საკითხს.

✍️ Aleksandre Kvakhadze

20/08/2026
07/07/2026
https://www.facebook.com/share/p/18ixNGqmEx/
10/06/2026

https://www.facebook.com/share/p/18ixNGqmEx/

„კახეთი ბიო“ 2014 წლიდან მოქმედი სერტიფიცირებული მეურნეობაა, რომელიც კახეთის რეგიონში სამკურნალო მცენარეების წარმოება-გადამუშავების სრულ ციკლს ახორციელებს. კომპანია ყოველწლიურად 45 ტონამდე ბიოლოგიურ ნედლეულს - კულტივირებულ ვარდს, პიტნასა და ველურ მცენარეებს ამუშავებს, საიდანაც მიიღება მშრალი ბიო პროდუქცია, ჰიდროლატები და ეთერზეთები. პროდუქციის 95% ევროპულ ბაზრებზე გადის ექსპორტზე.

კომპანია ოპერირებს ცირკულარული ეკონომიკის პრინციპების შესაბამისად და უზრუნველყოფს პროდუქტის სრული სასიცოცხლო ციკლის მართვას - ნედლეულის შეგროვებიდან და პირველადი დამუშავებიდან (გაწმენდა, გაშრობა, დაფქვა, დაკალიბრება) საბოლოო პროდუქციის წარმოებამდე. რესურსების მდგრადი გამოყენებით, ნარჩენების შემცირებითა და მწვანე ღირებულებათა ჯაჭვის განვითარების პარალელურად „კახეთი ბიო“ მნიშვნელოვან სოციალურ როლსაც ასრულებს: სეზონურად კომპანიაში საქმდება 80-90 ადამიანი, მათ შორის ქალები და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები, რომლებსაც რეგულარულად უტარდებათ ტრენინგები მდგრადი პრაქტიკების შესახებ.

***
“Kakheti Bio” is a certified agricultural enterprise operating since 2014 that carries out the full cycle of production and processing of medicinal plants in the Kakheti region. The company processes up to 45 tons of organic raw materials annually, including cultivated rose, mint, and wild plants, from which it produces dried organic products, hydrolats, and essential oils. Approximately 95% of its products are exported to European markets.

The company operates in accordance with the principles of a circular economy and ensures full life-cycle management of its products from raw material collection and primary processing (cleaning, drying, grinding, and calibration) to final product manufacturing. Through the sustainable use of resources, waste reduction, and the development of a green value chain, “Kakheti Bio” also plays an important social role: the company employs 80-90 people seasonally, including women and representatives of ethnic minorities, who are regularly provided with training on sustainable practices.

იცოდეთ როგორ იტყუება სტატისტიკა! აბსტრაქტული სტატისტილა გაგიგონიათ? 😂 არ წერენ ქვეყნებს და ციფრებს! სუპი-ჭამიები დაიჯერე...
15/04/2026

იცოდეთ როგორ იტყუება სტატისტიკა! აბსტრაქტული სტატისტილა გაგიგონიათ? 😂 არ წერენ ქვეყნებს და ციფრებს! სუპი-ჭამიები დაიჯერებენ ამ მონაცემებს! https://www.facebook.com/share/p/1BtfLf9L7s/?mibextid=wwXIfr

🇬🇪 2026 წლის იანვარი-მარტის მონაცემებით საქართველოში 997,529 საერთაშორისო ტურისტის ვიზიტი შედგა, რაც 4%-ით, 38,582 ვიზიტით მეტია 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

📈 2026 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, ევროკავშირის ქვეყნებიდან და დიდი ბრიტანეთიდან ვიზიტების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა და 96,226 ვიზიტი შეადგინა, რაც 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +30.2%-ით მეტია.

🔝 ვიზიტორთა ტოპ 15 მეზობელ ქვეყნებთან ერთად არიან: აშშ, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, პოლონეთი, ჩინეთი, ისრაელი, ინდოეთი, ყაზახეთი და სხვა მიზნობრივი ქვეყნები.

ვრცლად ➡️ https://gnta.ge/მედია-ცენტრი/stat-info

09/03/2026

Address

რუსთაველის ქუჩა
Kobuleti
2040

Telephone

+995551563381

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when საქართველოს ტურიზმის ფორუმი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Shortcuts

Share