ქუთაისი • Kutaisi

ქუთაისი • Kutaisi ქუთაისის ოფიციალური ტურისტული გვერდი
Official tourism page of Kutaisi
(1)

🎨 ქუთაისის მურალები
19/09/2026

🎨 ქუთაისის მურალები

18/09/2026
16/09/2026

თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი
ქარავან არტ ფორუმი, ქუთაისი
ურბანული პეიზაჟები, 18 – 21 სექტემბერი 2026

საქართველოში ქარავანსარაის (Caravansarai) მხატვრული გაცვლის პროგრამები 2002 წლიდან ხორციელდება და სხვადასხვა ფორმატის სახელოვნებო აქტივობებს მოიცავს. ქარავანსარაის პარტნიორი საქართველოში თბილისში მდებარე „თანამედროვე ხელოვნების განვითარების საერთაშორისო ცენტრია“. ქარავან არტ ფორუმი (Caravan Art Forum) 2016 წელს ქუთაისში დაარსდა და 2022 წლიდან თანამედროვე ხელოვნების ყოველწლიური ფესტივალის სახით ფუნქციონირებს.

ქარავან არტ ფორუმს მხარს უჭერენ ქუთაისის მერია და საქართველოს კულტურის სამინისტრო. ფორუმის ტრადიციული პარტნიორები არიან: MOMus-ის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი თესალონიკში (საბერძნეთი), „Apollonia — ევროპული ხელოვნების პროგრამები“ სტრასბურგიდან (საფრანგეთი), ასევე სხვადასხვა ეროვნული თუ საერთაშორისო დაწესებულება და სპონსორი.

ქარავან არტ ფორუმი რეგულარულად წარმოადგენს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მოწვეული მხატვრების, ფოტოგრაფების, ხელოვნებათმცოდნეებისა და კურატორების პროექტებს. ყოველწლიურად ფორუმი ყურადღებას ამახვილებს როგორც თანამედროვე ხელოვნების ვიზუალურ წარდგენაზე, ისე მის თეორიულ ასპექტებზე.

ქარავან არტ ფორუმის ფარგლებში დაგეგმილია როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში გამართული ღონისძიებები, მათ შორის: გამოფენები დ. კაკაბაძის სახელობის სახვითი ხელოვნების ეროვნულ გალერეაში, ფოტოგამოფენა ბოტანიკურ ბაღში (ღია ცის ქვეშ), კონფერენცია ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში, ასევე - სახელოვნებო ვორქშოფები, სემინარები და მასტერკლასები.
ქარავან არტ ფორუმის მთავარი კონცეფცია - „ურბანული ლანდშაფტები“ - მისი დაარსების დღიდან უცვლელია.

ქარავან არტ ფორუმი 2026 წლის სახელოვნებო პროგრამა მოიცავს სხვადასხვა ღონისძიებასა და კულტურულ თუ პროფესიულ შეხვედრას, რომლებშიც მონაწილეობას მიიღებენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მოწვეული ვიზუალური ხელოვანები, ხელოვნებათმცოდნეები და კურატორები. მათ შორისაა: საფრანგეთი, იტალია, თურქეთი, უზბეკეთი და მასპინძელი ქვეყანა - საქართველო.
2026 წლის ქარავან არტ ფორუმის პროგრამა ისეთი მნიშვნელოვანი საკითხის ირგვლივ იქნება ფოკუსირებული, როგორიც ვენეციის 61 საერთაშორისო ბიენალეა.

2026 წელი განსაკუთრებულია, რადგანაც ქართული პავილიონის კურატორებად ვენეციის 61 ბიენალეზე ქარავან არტ პროგრამის კურატორული ტანდემია (ნინო მეტრეველი და შალვა ხახანაშვილი). ქართული პავილიონი და მისი ორგანიზება დიდი პატივია, რომელიც კულტურის სამინისტროს ხელმძღვანელობით ჩატარდა და საერთაშორისო პროექტი « თანამედროვე არგონავტები - საქართველოს გზაჯვარედინი წარედგინა ». ამ სასიამოვნო ფაქტის და მნიშვნელოვანი პროექტის ირგვლივ საკითხებზე სასაუბროთ და ქართული საზოგადოებისათვის მეტი ინფორმაციის მიწოდების და ანალიზისთვის როგორც ქართული პავილიონის კურატორები, ასევე საერთაშორისო ექსპერტები და კოლეგები არიან მოწვეული კონფერენციის ფორმატში, რომლებიც უშუალოდ ვენეციის ბიენალეს მსვლელობის დეტალებს და პერიპეტიებზე, მათს გამოცდილებასა და ქართული პავილიონის მხატვრულ ანალიზს გააკეთებენ.

ქარავან არტ ფორუმი, პროგრამა
მონაწილე ქვეყნები - იტალია, საფრანგეთი, თურქეთი, უზბეკეთი და საქართველო

18 სექტემბერი, პარასკევი
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (KIU)
11:00 - კონფერენცია
მარიამ ბოჭორიშვილი, საქართველო - არქიტექტურის, ურბანული დაგეგმარების და დიზაინის სკოლა - თანამშრომლობის პერსპექტივები
დენისჰან ოზერი, თურქეთი - თურქეთის ხელოვნების საერთაშორისო ასოციაციის (International Association of Art Turkey) პრეზიდენტი იუნესკოს ოფიციალური პარტნიორი და IAAF-ის სტამბოლის ხელოვნებისა და ანტიკვარიატის ბაზრობის (IAAF Istanbul Art & Antiques Fair) სამხატვრო ხელმძღვანელი - მხატვრული საქმიანობის პრეზენტაცია
ლუკა ბერტა, ფრანჩესკა ჯუბილეი, იტალია - ვენეციის არტ ფაქტორი Venice Art Factroy & ვენეციის დიზაინის ბიენალეს Venice Design Biennial ორგანიზატორი და ხელმძღვანელები
- მხატვრული საქმიანობის პრეზენტაცია

ნინო მეტრეველი, საქართველო - თანამედროვე ხელოვნების განვითარების საერთაშორისო ასოციაცია, თბილისი - ხელმძღვანელი
შალვა ხახანაშვილი, საფრანგეთი/საქართველო - ქარავანსარაი მხატვრული პროგრამები, პარიზი - ხელმძღვანელი
- ერთობლივი პრეზენტაცია, საქართველოს ეროვნული პავილიონი 62 ვენეციის ბიენალეზე

19 სექტემბერი, შაბათი
ქუთაისის დ. კაკაბაძის სახელობის სახვითი ხელოვნების გალერეა
ქარავან არტ ფორუმი, «ურბანული პეიზაჟები», საერთაშორისო გამოფენა
17:00 - არტ პერფორმანსი, ელენე მეტრეველი
18:00 - პროგრამის ოფიციალური გახსნა

20 სექტემბერი, კვირა
ქუთაისის ფოტო კინო მატეანეს მუზეუმი
12:00 - მუზეუმის ფოტო არქივების გაცნობა
ქუთაისის ბოტანიკური ბაღი- მედეა
14:00 - ხელოვნების ხეივანი, ფოტო ნამუშევრების პრეზენტაცია ფოტო სტენდებზე, ღია ცის ქვეშ

21 სექტემბერი, ორშაბათი
ქარავან არტ ფორუმის დახურვა

მონაწილეები
იტალია - ლუკა ბერტა, ფრანჩესკა ჯიუბილეი, სილვანო რუბინო, ანგელა გრიგოლატო, ოლმო გ. სტუპპია, მაურო მარჩენარო
თურქეთი - დენიზჰან ოზერი, ბასაკ კანჰერი, მურატ გერმანი, ლევენტ ოგუზი
საფრანგეთი - ჟან დომინიკ ფერუჩი, კარიმ ბორხასი
უზბეკეთი - ბობურ ისმოილოვი
საქართველო - ქეთი ბათიაშვილი, თენგო დალაქიშვილი, მაკა გოცირიძე, ელენე მეტრეველი, გიორგი ცაავა, ვანო ჩაფიძე, მალხაზ ახვლედიანი
სპეციალური სტუმარი - დათო ევგენიძე

ორგანიზაცია
ნინო მეტრეველი - თანამედროვე ხელოვნების განვითარების საერთაშორისო ასოციაცია, თბილისი
შალვა ხახანაშვილი - ქარავანსარაი მხატვრული პროგრამები, პარიზი

INTERNATIONAL CONTEMPORARY ART FESTIVAL
CARAVAN ART FORUM, KUTAISI
URBAN LANDSCAPES 18 - 21 SEPTEMBER 2026

Caravansarai Artistic Exchange Programs in Georgia have been held in various formats of art activities since 2002. Caravansarai’s partner in Georgia is the International Center for the Development of Contemporary Art in Tbilisi. Caravan Art Forum was created 2016 in Kutaisi, which exists as an Annual Festival of Contemporary Art since 2022.

Caravan Art Forum is supported by the Kutaisi City Hall and the Ministry of Culture of Georgia. Traditionally, the partners of the Caravan Art Forum are MOMus Museum of modern Art in Thessaloniki (Greece) and Apollonia-European Art Programs from Strasbourg (France), some other national and international institutions and sponsors.

Caravan Art Forum regularly presents projects by artists, photographers, art historians, and curators invited from different countries around the world. Each year, Caravan Art Forum focuses on both the visual presentation of contemporary art and the theoretical side. Caravan Art Forum exhibitions are to be organized in and outdoor spaces, such as D. Kakabadze Fine Art National Gallery, open air photo exhibition in the Botanical Garden, Conference in the International University of Kutaisi (KIU), art workshops, seminars, and master classes. The main concept of the Caravan Art Festival is unchanged since its creation, Urban Landscapes.

Caravan Art Forum 2026 art program includes various events, cultural and professional meetings with the participation of visual artists, art historians and curators invited from different countries of the world. Among these countries are: France, Italy, Turkey, Uzbekistan and host country - Georgia. Caravan Art Forum program for the 2026 will focus on a significant event: the 61st Venice Biennale.

The year 2026 is particularly notable because the curatorial team behind the Caravan Art Forum (Nino Metreveli and Shalva Khakhanashvili) program has been appointed to curate the Georgian Pavilion at the 61st Venice Biennale. Organizing the Georgian Pavilion is a great honor; the project was carried out under the leadership of the Ministry of Culture, presenting the international art exhibition project «Modern Argonauts - Georgia’s Crossroads.». Curators of the Georgian pavilion, along with international experts and colleagues, have been invited to a conference to discuss matters surrounding this positive development and significant project, and to provide the Georgian public with further information and analysis; they will share details and insights regarding the Venice Biennale, recount their experiences, and offer an artistic analysis of the Georgian Pavilion.

Caravan Art Forum, Program
Participant Countries - Italy, France, Turkey, Uzbekistan and Georgia

18 September, friday
Kutaisi International University (KIU)
11:00 – Conference
Mariam Bochorishvili, Georgia – School of Architecture, Urban Planning, and Design – Prospects for Cooperation
Denizhan Ozer, Turkey - President of International Association of Art Turkey, official partner of UNESCO Turkish National Cometee & Artistic Director of IAAF Istanbul Art & Antiques Fair
- Activity Presentation
Luca Berta, Franceska Jubilei, Italy – Venice Art Factory & Venice Design Biennial organizers and directions
- Activity Presentation
Nino Metreveli, Georgia – International Association for the Development of Contemporary Art, Tbilisi
Shalva Khakhanashvili, France, Georgia – Caravansarai Art Programs, Paris
- Joint presentation, Georgian National Pavilion at the 62 Venice Biennale

19 September, Saturday
D. Kakabadze Fine Art Gallery
Caravan Art Forum, «Urban Landscapes», international exhibition
17:00 – Art Performance, Elene Metreveli
18:00 – Program Official Opening

20 September, Sunday
Kutaisi Photo-Cinema Chronicle Museum
12:00 – Introduction to the museum’s photo archives
Kutaisi Botanical Garden, Medea
14:00 – Art Alley: presentation of photographic works on outdoor display stands

21 September, Monday
Caravan Art Forum, Closing

Participants
Italy – Luca Berta, Francesca Giubilei, Silvano Rubino, Angela Grigolato, Olmo G. Stuppia, Mauro Marcenaro
Turkey – Denizhan Özer, Başak Canher, Murat Germen, Levent Oğuz
France – Jean-Dominique Ferrucci, Karim Borjas
Uzbekistan – Bobur Ismoilov
Georgia – Keti Batiashvili, Tengo Dalakishvili, Maka Gotsiridze, Elene Metreveli, Giorgi Tsaava, Vano Chapidze, Malkhaz Akhvlediani
Special Guest – Dato Evgenidze

Participants
Italia - Luca Berta, Francesca Giubilei, Silvano Rubino, Angela Grigolato, Olmo G.Stuppia, Mauro Marcenaro
Turkey - Denizhan Ozer, Basak Canher, Murat Germen, Levent Oguz
France - Jean-Dominique Ferrucci, Karim Borjas
Uzbekistan - Bobur Ismoilov
Georgia – Keti Batiashvili, Tengo Dalakishvili, Maka Gotsiridze, Elene Metreveli, Giorgi Tsaava, Vano Chapidze, Malkhaz Akhvlediani

Organization
Nino Metreveli – International Association for the Development of Contemporary Art, Tbilisi
Shalva Khakhanashvili – Caravansarai Artistic Exchanges, Paris

16/09/2026

🖍 თითქმის ერთი საუკუნე გავიდა, მაგრამ მისი ფორმები, ხაზები და იმერული მოტივები დღესაც ცოცხალი და აქტუალურია.
🎭 ოცხელი ქუთაისთან ასოცირდება... და თუ ამ ქალაქს აქვს გემოვნების, თავისუფალი ხედვისა და დროსთან ერთი ნაბიჯით წინ ყოფნის რეპუტაცია, ამაში პეტრე ოცხელის დიდი წვლილიცაა.
✨️პეტრე ოცხელი — ჩვენი ქალაქის ერთ-ერთი მარად თანამედროვე სახე და ჩვენი იდეების მუდმივი ინსპირაცია.
✏️ "იმერული მოტივები", პეტრე ოცხელი 1930 წ.

„Choco Vibe“ — ხელნაკეთი შოკოლადები ქუთაისიდან ✨ქუთაისში შექმნილი ხელნაკეთი შოკოლადები, რომლებიც ბელგიური შოკოლადის კლას...
16/09/2026

„Choco Vibe“ — ხელნაკეთი შოკოლადები ქუთაისიდან ✨

ქუთაისში შექმნილი ხელნაკეთი შოკოლადები, რომლებიც ბელგიური შოკოლადის კლასიკურ გემოს, ფრანგული დესერტების დახვეწილობასა და ევროპულ საკონდიტრო ტრადიციებს აერთიანებს.

სუბლიმირებული კენკრა, ნუში, ქეშიუ, პეკანი, მარციპანი და ფისტა განსაკუთრებულ გემოებს ქმნის.

აქ შეხვდებით Mendiants-ს, ფორთოხლის, ქოქოსისა და სუბლიმირებული კენკრის Truffles-ს, შავ შოკოლადს მარციპანის, ფისტისა და ბეილისის განაშით, შოკოლადის ნუგებს და სხვა კომბინაციებსაც. 🍫

„Choco Vibe“ კიდევ ერთი ადგილობრივი წამოწყებაა, რომელიც ქუთაისის გასტრონომიულ მრავალფეროვნებას ხელნაკეთი, უნიკალური შოკოლადებით ახალ მიმართულებას მატებს.

📍 გრიშაშვილის 31
📞 ტელ.: 557 62 51 49
📌Choco Vibe/ შოკო ვაიბი

15/09/2026
📯 18 სექტემბერს, SKENE-ს დაბადების დღე ქუთაისის კოლიზეუმში აღინიშნება.       🎶 ღონისძიების ფარგლებში მურო გაგოშიძე & Lab...
15/09/2026

📯 18 სექტემბერს, SKENE-ს დაბადების დღე ქუთაისის კოლიზეუმში აღინიშნება.

🎶 ღონისძიების ფარგლებში მურო გაგოშიძე & Laboratory და ELLARGE ერთ სცენაზე წარდგებიან.
საღამოს პროგრამა თანამედროვე ქორეოგრაფიასა და ელექტრონულ მუსიკას გააერთიანებს.
მუსიკალურ ნაწილში მონაწილეობას მიიღებს ELLARGE — ქართული Live Electronic პროექტი, რომელიც ელექტრონულ ჟღერადობას, ცოცხალ ინსტრუმენტებსა და იმპროვიზაციას აერთიანებს. ღონისძიებაში ასევე მონაწილეობენ ადგილობრივი ელექტრონული სცენის წარმომადგენლები LEVI LOVE DISCO და TOBAKO TWEEN.
ღონისძიება ქუთაისის კოლიზეუმის ისტორიულ სივრცეში გაიმართება და თანამედროვე მუსიკისა და ქორეოგრაფიის სინთეზს წარმოადგენს.

ბილეთების ფასი: I კატეგორია — 60 ₾ (გაყიდულია) II კატეგორია — 80 ₾ კარზე — 100 ₾
DOORS OPEN: 20:00
🎟️ ბილეთები — ბიოში 👆🏽

📚🖊 სწავლა დაიწყო… პირველი ზარი და ბევრი საინტერესო დღე წინ! 📚✨
15/09/2026

📚🖊 სწავლა დაიწყო… პირველი ზარი და ბევრი საინტერესო დღე წინ! 📚✨

Address

Rustaveli Avenue #9a
Kutaisi
4600

Opening Hours

Monday 09:00 - 18:00
Tuesday 09:00 - 18:00
Wednesday 09:00 - 18:00
Thursday 09:00 - 18:00
Friday 09:00 - 18:00
Saturday 10:00 - 17:00
Sunday 10:00 - 17:00

Telephone

+995591270627

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ქუთაისი • Kutaisi posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to ქუთაისი • Kutaisi:

Shortcuts

Share