10/08/2026
📍უძირო ტბა, რაჭა⛺️
ნელნელა ფეხს იდგამს ქუთაისი ლაშქრობაში
და ბოლო პერიოდში სასიამოვნო ტენდენციას ვხედავთ - ნელ-ნელა უფრო პოპულარული ხდება. მართალია, აქტივობა ჯერ კიდევ ისეთი არ არის, როგორიც გვინდა იყოს, მაგრამ დარწმუნებული ვართ, რომ ყოველ ახალ ტურთან ერთად სულ უფრო მეტი ადამიანი აღმოაჩენს ამ სამყაროს.
ჩვენი ტურისტული კომპანია ქუთაისში ერთადერთია, რომელიც რეგულარულად აწყობს სალაშქრო ტურებს. ჩვენი მთავარი მიზანი მხოლოდ მოგზაურობა არ არის - გვინდა, რაც შეიძლება მეტ ადამიანს შევაყვაროთ ლაშქრობა, ვაჩვენოთ ის ადგილები, სადაც ტრანსპორტით ვერ მიხვალ და ერთად აღმოვაჩინოთ ლაშქრობის ხიბლი❤️
ეს კი ჩვენგან დიდ ძალისხმევას მოითხოვს დამერწმუნეთ🙏❤️ უამრავი დეტალი და ფაქტორია გასათვალისწინებელი, რომ ყველაფერმა უსაფრთხოდ, ლამაზად და წარმატებით ჩაიაროს 🙏
გვჯერა, რომ ერთხელ მაინც თუ იგრძნობ მთაში გათენების, ტბასთან დასვენების ან მწვერვალიდან გადაშლილი ხედების ემოციას, ბუნება შენს ცხოვრებაშიც განსაკუთრებულ ადგილს დაიკავებს.
ამ ტურზე თბილისიდანაც გვყავდა ჩაწერილები და ჯამში 18 წევრით წარმატებით მოვიარეთ უძირო ტბა❤️
განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ რამდენიმე მათგანი პირველად იყო სალაშქრო ტურზე. მიუხედავად ამისა, ყველამ წარმატებით დაძლია მარშრუტი და ერთად შევქმენით კიდევ ერთი დაუვიწყარი მოგონება. დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს ნდობისთვის, კარგი განწყობისა და გუნდურობისთვის. ❤️
თქვენ საკუთარ თავზე გაიმარჯვეთ❤️
შევხვდებით შემდეგ ბილიკზე! 🥾⛰️