ტურიზმი ყვარელში/Tourism in Kvareli

ტურიზმი ყვარელში/Tourism in Kvareli Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from ტურიზმი ყვარელში/Tourism in Kvareli, Travel Agency, Kvareli.

ყვარელში, მდ. დურუჯის დას. სანაპიროზე ა.წ. ნოემბერში განხორციელდა არქეოლოგიური სამუშაოები, რომლის ფარგლებშიც გამოვლინდა ...
30/11/2025

ყვარელში, მდ. დურუჯის დას. სანაპიროზე ა.წ. ნოემბერში განხორციელდა არქეოლოგიური სამუშაოები, რომლის ფარგლებშიც გამოვლინდა გვიანანტიკური ხანის IV-V საუკუნეების კირის საწარმო. ტიპოლოგიურად ძალიან გავს როგორც რომაულ, ისე სასანურ-ირანულ კირის ღუმელებს. ამ ქვითკირით აგებდნენ დოლოჭოპის ბაზილიკასაც. აქ მთელი სახელოსნოთა უბანია გაყოლებაზე. მურვან-ყრუს ლაშქრობის შედეგად ქალაქ ნეკრესის განადგურების შემდეგ, ამ დანგრეულ, მიწით დაფარულ საწარმოებზეც, 300-ოდე წლის შემდეგ ახლომდებარე სოფლებს სამაროვანი მოუწყვიათ. ირგვლივ ჩანს ეს სამარხები.

ნიშანდობლივია, რომ ამ უძველესი დუღაბის საწარმოების არქეოლოგიურ კვლევას ფინანსურად მხარს უჭერდა თანამედროვე სამშენებლო მასალების კომპანია "ჰანიველ-ცემენტი". დაპირებისამებრ, ეს კომპანია აქ აღმოჩენილი მასალების ლაბორატორულ-ტექნოლოგიურ კვლევებსაც ჩაატარებს და მომავალ სეზონში სახელოსნო უბნის სხვა ობიექტების გამოვლენასაც შეუწყობს ხელს. გათხრები მიმდინარეობდა ქ. ყვარლის სათემო ორგანიზაცია "ბოგირის" ხელშეწყობით (თავმჯდომარე გიორგი ივანიშვილი).

აღმოჩენა მდებარეობს დოლოჭოპის ბაზილიკიდან და მდინარე დურუჯის კალაპოტიდან რამდენიმე ათეულ მეტრში.
გათხრებს აწარმოებდა საქართველოს ეროვნული მუზეუმისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთობლივი ექსპედიცია პროფესორ ნოდარ ბახტაძის ხელმძღვანელობით.
სამუშაოებში მონაწილეობას იღებდნენ ყვარლელი მოხალისეები, სტუდენტები და არქეოლოგები.

დოლოჭოპის ბაზილიკა ქართული ქრისტიანული ბაზილიკური ხუროთმოძღვრების განვითარების პირველ ეტაპს განეკუთვნება და სავარაუდოდ აგებულია V საუკუნის პირველ ნახევარში. არქეოლოგიურ მასალებზე დაყრდნობით მისი ნგრევა უნდა მომხდარიყო VIII საუკუნებში, სავარაუდოდ მურვან ყრუს ლაშქრობების დროს.

ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა ბაზილიკის დანგრევის შემდეგ ეს ტერიტორია აღადგინეს და გამოიყენეს სამოსახლოდ. გაჩნდა დასახლება. მაგრამ, როგორც სამაროვანზე დაფიქსირებული არტეფაქტების მიხედვით, ირკვევა, ბაზილიკის გარშემო არსებულ სოფელში ცხოვრება XIII საუკუნის შუა ხანებში, საქართველოში მონღოლი დამპყრობლების ერთ-ერთი პირველი ლაშქრობის შედეგად უნდა შეწყვეტილიყო.

4 ოქტომბერს,გთავაზობთ ტრანსპორტირებას უფასოდ ყვარლიდან თბილისის მიმართულებით, რათა ყვარელიც შეუერთდეს საყოველთაო საპროტე...
18/09/2025

4 ოქტომბერს,
გთავაზობთ ტრანსპორტირებას უფასოდ ყვარლიდან თბილისის მიმართულებით, რათა ყვარელიც შეუერთდეს საყოველთაო საპროტესტო ტალღას რუსული რეჟიმის წინააღდმეგ - თბილისში, რუსთაველის გამზირზე.
4 ოქტომბერს უნდა დავასრულოთ რუსული რეჟიმი და ოლიგარქია საქართველოში.
ბოლო 13 წლის და განსაკუთრებით ბოლო ერთი წლის განმავლობაში ხალხმა კარგად დაინახა, რომ ქვეყანა ხდება რუსეთის გუბერნია.
4 ოქტომბერს არის საუკეთესო შანსი, რათა მშვიდობიანი და ხალხმრავალი გამოსვლით შევცვალოთ რეჟიმი და ქვეყანა დავუბრუნოთ ცივილიზებული გზით განვითარებას.
#არარუსულრეჟიმს #არაოლიგარქიას #არაკორუფციას #არაკრიმინალს

29/07/2025

9 წელი🥳
Celebrating my 9th year on Facebook. Thank you for your continuing support. I could never have made it without you. 🙏🤗🎉

ყვარლის ცხრაკარას ეკლესია - VIII-IX საუკუნეების ძალიან მნიშვნელოვანი ძეგლი. მდებარეობს ყვარელი-თელავის მაგისტრალის მესამ...
28/07/2025

ყვარლის ცხრაკარას ეკლესია - VIII-IX საუკუნეების ძალიან მნიშვნელოვანი ძეგლი. მდებარეობს ყვარელი-თელავის მაგისტრალის მესამე კილომეტრზე, გზის სამხრეთით 100 მეტრში გაშლილ ვენახებში. ეს ძეგლი ჯერ კიდევ შესასწავლია, ამიტომ ძალიან მწირი ცნობები გვაქვს მის შესახებ.
დარბაზული ტიპის ბაზილიკა, რომელიც მალევე გადააკეთეს სამნავიან ბაზილიკად. ამ ცვლილებას კარგად შეატყობთ ეკლესიის აღმოსავლეთ ფასადზე არსებული გამყოფი ჭრილით. აქვს ორი შესასვლელი: დასავლეთიდან ერთი კარი, ხოლო სამხრეთიდან - სამი. კარი დასავლეთიდან გვიანდელი მინაშენია. აღსანიშნავია, რომ სტოადან დარბაზში შემავალი კარის მარჯვნიც და მარცხნივ თითო კარი იყო, რომელიც ამოქოლილია ამჟამად. შესასვლელიდან მარჯვნივ არის ცალკე სამლოცველო, რომელიც ცენტრალურ დარბაზს კარით უკავშირდება. იგივენაირად იყო ნეკრესშიც, მაგრამ მოგვიანებით ამ უკანასკნელში ეს კარი ამოქოლეს და ყრუ კედელი შექმნეს, რითაც სრულიად დამოუკიდებელ სამლოცველოდ აქციეს სამხრეთი მინაშენი. ცხრაკარაში ცენტრალური დარბაზის სამხრეთით გვხვდება კიდევ ერთი სამლოცველო. დარბაზის ჩრდილოეთით კი საქმე სხვაგვარადაა. პირდაპირ დარბაზიდან მცირე კარით შევდივართ მეორე სამლოცველოში, რომელიც დიდი ალბათობით სწორედაც რომ სამლოცველოა, ვინაიდან მასში შემავალი კარი გაჭრილია პირდაპირ დარბაზიდან და არა საკურთხევლიდან. ამიტომ ვერ იქნება ის სამკვეთლო ან სადიაკვნე. საქმე იმაშია, რომ ეს მცირე სამლოცველო იკავებს მხოლოდ ჩრდილოეთ მინაშენის ნახევარს, მის აღმოსავლეთ ნაწილს. დასავლეთ ნაწილში კი სხვა სივრცეა მოწყობილი, რომელიც სავარაუდოდ უნდა იყოს სამარხი, ან საძვალე იქნებოდა მოწყობილი. სწორედ ამ სივრცეში არის ჩრდ. გაჭრილი ფართო სარკმელი. სარკმლის ქვედა ზედაპირი ამჟამად იმდენად ახლოს მდებარეობს იატაკთან (50-60 სმ.), რომ აშკარად ადრე იატაკი უფრო დაბალი იქნებოდა. შედარებისთვის გავიხსენოთ გელათის ღვთისმშობლის მიძინების მთავარ ტაძარში არსებული სამლოცველო, ჩრდ. მინაშენის დასავლეთ ნაწილში. იქაც ასეა, სტოადან მარცხნივ შედიხარ პირდაპირ სამლოცველოში, სადაც სამარხებია მოწყობილი, ხოლო მთავარი დარბაზიდან ჩრდ. ასევე შედიხარ სამლოცველოში, სადაც ასევე სამარხებია მოწყობილი. ცხრაკარაშიც თითქმის იგივეა, ოღონდ ამ უკანასკნელში ჩრდ. მინაშენის დასავლეთ ნაწილში საკურთხეველი არ შეიმჩნევა. აღმ. ნაწილს კი საკურთხეველი აქვს. რაც შეეხება მთავარ დარბაზს. გუმბათიანი ნავისებური გადახურვით, რომელიც აღმოსავლეთით სრულდება კონქით. ეს უკანასკნელი შუბლითაა გამოყოფილი ჭერიდან და აქვს საკმაოდ დიდი სარკმელიც. თვითონ კანკელი აგურით იყო აგებული თავის დროზე, მაგრამ ახლა მხოლოდ მცირე ნაწილი შემორჩა, მაგრამ განირჩევა რომ ამბიონის კარის ჩრდილოეთით იყო ერთი შესასვლელი საკურთხეველში. აღსანიშნავია, ერთი საფეხუთით ამაღლება საკურთხევლისა ტაძრის იატაკიდან. ფოტოებში დაინახავთ მოწყობილ ტრაპეზს და მის ორივე მხარეს კედელში ამოჭრილ ნიშებს.
სხვა დანარჩენი, რაც შეიძლება ითქვას ამ ეკლესიაზე, ქვიშაქვით არის აგებული და ინტერიერში ზოგგან ძალიან მცირედ გამოყენებულია აგური. რესტავრაცია ტაძარს 1982-83 წლებში ჩაუტარდა, რა დროსაც გადახურეს კრამიტით.
აღსანიშნავია მოხატულობის საკითხი. ტაძარი არ არის მოხატული, ყოველ შემთხვევაში დღეს მოხატულობის კვალი არ შეიმჩნევა. თუ არ ჩავთვლით იმ სამახრის დარბაზს, სადაც კედლებზე რამდენიმე ადგილად მოვარდისფრო ფერის ზედაპირი შეინიშნება კედლებზე. შეიძლება ეს რუსების დროს გადაშლილი მოხატულობა იყოს, რომლებმაც ბევრი ჩვენი ეკლესია გადალესეს, შეიძლება არც.
ფაქტია, უნიკალური ძეგლი გვაქვს თვალწინ. მისი უნიკალურობა მდგომარეობს იმ არქიტექტურაში, რომელიც გარდამავალი ხანის ამ საკულტო ძეგლს ახასიათებს. ასევე საინტერესოა მისი ადგილმდებარეობა, დაახლოებით თანაბარი მანძილით არის დაშორებული დოლოჭოპის და ნეკრესის ბაზილიკებიდან (5-6 კმ.). მდებარეობს გაშლილ ვაკეზე, მის სამხრეთით კიდევ ერთი ძველი ტაძარია. თვალით ახლომახლო სხვა ნაგებობების ნაშთები არ შეიმჩნევა, შეიძლება დამახრულია. სავარაუდოდ ტაძარმა თავდაპირველად ფუნქციონირება შეწყვიტა აგების შემდეგ მონღოლების გამოჩენამდე, რომელმაც კახეთს და მთლიანად საქართველოს ძალიან ცუდი კვალი დაამჩნია კულტურულ-სულიერ თუ სახელმწიფოებრივ საქმეებში.

🇬🇪🇪🇺✊ჩვენ გავიმარჯვებთ სახელოვნად!! #რუსეთიოკუპანტია #რუსულირეჟიმიკლავს #არარუსულრეჟიმს #არარუსულმთავრობას
03/12/2024

🇬🇪🇪🇺✊
ჩვენ გავიმარჯვებთ სახელოვნად!!

#რუსეთიოკუპანტია
#რუსულირეჟიმიკლავს
#არარუსულრეჟიმს
#არარუსულმთავრობას

აღსდექ საქართველო და აღსდექ ყვარელო!!!ასე იტყოდა ილია, დღეს რომ ცოცხალი ყოფილიყო, მაგრამ მოგვიკლეს. საქართველოსთვის ამ მ...
02/12/2024

აღსდექ საქართველო და აღსდექ ყვარელო!!!
ასე იტყოდა ილია, დღეს რომ ცოცხალი ყოფილიყო, მაგრამ მოგვიკლეს.

საქართველოსთვის ამ მძიმე დღეებში ყვარელმაც უნდა დააფიქსიროს თავისი მკვეთრი პოზიცია. "ჩვენ ევროპელები ვართ" "ჩვენ გვინდა ევროპა" "მე ვარ ქართველი, მაშასადამე მე ვარ ევროპელი" ეს სლოგანები ბევრი არაფრის მომცემია. გამოხატეთ თქვენი პროტესტი, ეს არის მთავარი! თორე ევროპელები რომ ვართ, ეგ ისედაც მთელმა მსოფლიომ იცის და ამაში ყველა დარწმუნდება 1 მლნ. 600 ათასი წლის წინანდელ ზეზვას და მზიას რომ ნახავს.
საქმე იმაშია, რომ ჩვენ ყველამ პროტესტი უნდა გამოვხატოთ. ამის გრძნობა ვისაც ჯერ კიდევ შეგვრჩა. მე მესმის, ზოგი იმდენად დაბეჩავებულია მონობისგან, მორჩილებას არის მიჩვეული, გაჭირვებულია და ზოგი ფულს, ზოგი სამსახურს ებღაუჭებით, მაგრამ ნებისმიერ დროს, როცა სამშობლო რევოლუციის ზღვარზეა, უნდა დააფიქსიროთ თქვენი პროტესტი.
მე ვაფიქსირებ, არა ღრუსულ მთავრობას, არა გაყალბებულ არჩევნებს.
ქართველ ხალხს და მის უმრავლესობას გვინდა ევროპული სახელმწიფოებრიობა. არ გვინდა ღრუსული მმართველობის სისტება და ღრუსული რეჟიმი.
ვთქვათ ეს ხმამაღლა.
ნუ დაგავიწყდებათ გასაბჭოების წლები, ნუ დაგავიწყდებათ 1989 წლის ცხრა აპრილი, ნუ დაგავიწყდებათ ტაბახმელაში ამოხოცილი იუნკერები, ნუ დაგავიწყდებათ 2004 წლის ცხინვალის კონფლიქტი, ნუ დაგავიწყდებათ 1978 წელს ლამის ქართული ენა რომ წაგვართვეს. ნუ დაგავიწყდებათ 2008 წელი და შინდისის გმირები, ნუ დაგავიწყდებათ 2006 წელს აფეთქებული გაზსადენი და სატვირთო თვითმფრინავით დადეპორტებული ქართველები რუსეთიდან, ნუ დაგავიწყდებათ აფხაზეთში ქართველების მოჭრილი თავებით რომ თამაშობდნენ ერთმორწმუნე ძმები და მოღალატეები ფეხბურთს. ნუ დაგავიწყდებათ ეს ყველაფერი და მოეგეთ გონს!!!! იმიტომ, რომ ყველა ხედავთ, ეს მთავრობა რომელმაც არჩევნები გაგვიყალბა, ატარებს სრულიად რუსულ პოლიტიკას ჩვენს ქვეყანაში. პუტინ-ხუილო ამ ყველაფერს იწონებს, მისი დემაგოგები აღფრთოვანებულები არიან "თურმე რამდენს უძლებს საქართველოს მთავრობა". როცა შენი ქვეყნის მტერი და მისი მთავრობა გაქებს, ესე იგი დარხეული გაქვს. ამდენი მაინც გაიაზრეთ. გიღირთ ამ ყველაფრის მერე თქვენი სამსახურები? ყვარელი პატარაა. ყველა ერთმანეთს იცნობთ. მაგრამ არავის არ გინდათ ხმის ამოღება ღრუსული რეჟიმის წინააღდმეგ. ან გაპუტავთ, ან შეარცხვენთ, ან მოიძლებთ ან გააძევებთ. ვინმემ ხო უნდა გაბედოს. კულტურის სამსახურში, გამგეობაში, მერიაში დასაქმებული ხალხი რატომ არ იღებთ ხმას?!!! სასტუმროების, მარნების და რესტორნების მფლობელები რატომ არ იღებთ ხმას?!!! მერე რომ ჩივით ტურისტი მოგვაკლდაო, ჯერ სად ხართ. ამოიღეთ ხმა და ერთად გავაძევოთ ღრუსული ხელისუფლება საქართველოდან სანამ ჯერ კიდევ გვიანი არ არის!!!!
მოვითხოვოთ ახალი არჩევნები სადაც ყველას ხმა იქნება დაცული!!!!
დავგეგმოთ პარასკევს, 6 დეკემბერს 18:00 საათზე მასშტაბური აქცია გამგეობის წინ. მოვითხოვოთ რომ ამოიღოს ხმა გამგებელმაც და ყვარლის მერმაც.
მოვთხოვოთ ნეკრესის ეპარქიასაც რომ ამოიღონ ხმა და ამ მძიმე წუთებში გვერდში დაუდგნენ ქართველ ხალხს!
ნუ სდუმხართ!!!
ჯერ კიდევ სანამ არ არის ძალიან გვიანი!
შევხვდებით 6 დეკემბერს გამგეობასთან!
ამ დროს დუმილი დანაშაულია.
ჩვენ უნდა დავაფიქსიროთ ჩვენი მკვეთრი პოზიცია და შევიტანოთ წვლილი ჩვენი ქვეყნის საგარეო კურსის ჩამოყალიბებაში.
#არაღრუსულმთავრობას
#არაღრუსულრეჟიმს
🇬🇪🇪🇺✊

ფოტოებზე ხედავთ მდ. ბურსას, რომელიც ჩამოედინება ქ. ყვარლის აღმოსავლეთ განაპირას. ქალაქის სიახლოვეს. ბურსა ყოველთვის იყო ...
20/08/2024

ფოტოებზე ხედავთ მდ. ბურსას, რომელიც ჩამოედინება ქ. ყვარლის აღმოსავლეთ განაპირას. ქალაქის სიახლოვეს. ბურსა ყოველთვის იყო სუფთა მდინარე და სათავეში ახლაც ასეა. იმდენად სუფთა, რომ კალმახებიც ბინადრობენ და ვაკე ადგილში საბანაოდაც იყენებდა მოსახლეობა.
მაგრამ ახლა? ახლა წყალი დაბინძურებულია. ხედავთ ფოტოებზე, თუ როგორ არის შეღებილი წყალი და როგორც ზოგი ამბობს, სუნიც აქვს.
საქმე რაშია?!
მდ. ბურსის სიახლოვეს 50-70 მეტრში მდებარეობს საქართველოს ბუნებრივი ორგანული ნედლეულის გადამამუშავებელი ქარხანა. ადგილობრივები მას ვიცნობთ როგორც წვენების ქარხანას. გუგლის რუკაზე უწერიათ სახელი "Georgia's Natural Organic Raw Material Processing Plant". როგორც ქარხნის ვებსაიტიდან (www.georgiasnatural.com) ვიგებთ, "“Georgia`s Natural”-ი საერთაშორისო ბაზრისთვის ქმნის პრემიუმ ხარისხის „ორგანული კატეგორიის“ ხილის, კენკრის და ბოსტნეულისგან დამზადებულ ბოთლირებულ და ნახევარფაბრიკატ პროდუქტებს - 100% სუფთა წვენს, რბილობს, IQF გაყინვის ტექნოლოიით დამზადებულ პროდუქტებს, სოუსებს, სანელებლებს, ხილის კონსერვირებულ და მშრალ პროდუქტებს.". ანუ მთელი საწარმოო პროცესია ამ ქარხანაში და შესაბამისად როგორც ყველა ქარხანას, ამასაც აქვს ნარჩენები. სად მიდის ნარჩენები? პასუხი ნათელია - მდინარე ბურსაში.
ახლა ორიოდე სიტყვა ამ კომპანიის შესახებ.
შპს არომაპროდუქტი ს/კ 200002362 დაარსდა 1996 წლის 5 თებერვალს. წლიდან წლამდე ამ კომპანიას დირექტორთა საბჭოს წევრები სულ ევცლებოდა.
მოგიყვანთ ბოლოს გამოქვეყნებულ მონაცემებს (2023 წლის 24 აპრილი).
ამ მონაცემების მიხედვით შპს არომაპროდუქტის დირექტორი გახლავთ ვლადიმერ გუგუშვილი, 01008008248.
მთლიანობაში კი 12 მეწილე ყავს ამ კომპანიას. ფოტოში გაჩვენებთ როგორ ნაწილდება წილები.
ყურადღება მიაქციეთ, რომ ამ 12დან სამი არის რუსეთის მოქალაქე. და ერთი კიდევ არაქართული გვარი, სავარაუდოდ აზერი.
კიდევ ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი, ელ. სერვისების ერთიან პორტალზე (https://www.my.gov.ge/) წერია, რომ ამ კომპანიის სარეგისტრაციო მონაცემები კანონთან შესაბამისობაში მოყვანის ვალდებულების მხრივ არ არის მოყვანილი 04.08.2021-ის "მეწარმეთა შესახებ" საქართველოს კანონთან შესაბამისობაში. ანუ კანონთან შესაბამობაში ვერ მოდიან და ეს ბევრს ნიშნავს. უკანონო საქმიანობაა.

მოგიწოდებთ პირველ რიგში ადგილობრივ ხელოსუფლებას, ეკონომიკის სამინისტროს, ბუნების და ეკოლოგიური დაცვის ორგანიზაციებს და სახელმწიფო სტრუქტურებს, მიაქციეთ ყურადღება ამ ფაქტს და მიიღეთ დაუყოვნებლივი ზომები. ყვარლის ეკოსისტემა და ეკოლოგიური გარემო მიუხედავად იმისა, რომ ამდენი ქარხანა და საწარმოებია რაიონში, დღემდე მაინც ინარჩუნებდა სისუფთავეს და არ აზიანებდა გარემოს. და ვალდებული ვართ ხელი შევუშალოთ ნებისმიერ საქმიანობას, რომელიც აბინძურებს გარემოს და ამით საფრთხეს უქმნის როგორც ბუნების, ასევე მოსახლეობის სიჯანსაღეს.

აგვისტოს ომის გმირები ყვარლის რაიონიდანსერჟანტი ილია შავერდაშვილი 1989-2008 წწ დაბ. სოფ. ენისელი, ყვარელიგარდ. 19 წლის, ...
10/08/2024

აგვისტოს ომის გმირები ყვარლის რაიონიდან

სერჟანტი ილია შავერდაშვილი 1989-2008 წწ
დაბ. სოფ. ენისელი, ყვარელი
გარდ. 19 წლის, სამაჩაბლო.

2 დღე და ღამე ფეხით უვლიათ და მეთაურებს უთქვამთ, ცოტა დაისვენეთო. ხის ჩრდილში გაჩერებულან. მერე ის ბიჭი წყალზე წასულა და უკან რომ დაბრუნებულა, ილია იქ აღარ დახვედრია, ამ პერიოდში დაწყებულა დაბომბვა. ზოგი წამომჯდარი ყოფილა, ზოგიც წამოწოლილი, კასეტური ბომბი რომ ჩამოუგდია თვითმფრინავს, რამდენიმე წამი გასულა და შემდეგ აფეთქებულა. ვინც ფეხზე წამომდგარა, ძირითადად ისინი დაიღუპნენ და დაიჭრნენ. მარჯვენა მხარეს უკან ჰქონდა ჭრილობა და მკერდის მხარეს იყო ამოსული ანასხლეტი. ასმეთაურმა გვითხრა, გული ოდნავ ფეთქავდა და მალე გაჩერდაო...“

ილია შავერდაშვილი, 12 აგვისტოს, მშობლიურ სოფელში დაკრძალეს. დღეს, ენისელის საშუალო სკოლა ილია შავერდაშვილის სახელობისაა...
ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენოსანი, 2008 წ.

👉უფრო ვრცლად იხ. წყარო:
https://mematiane.ge/product-details.php?id=8418

აგვისტოს ომის გმირები ყვარლის რაიონიდანსერჯანტი ზურაბ ტურაშვილი გიორგის ძე 1983-2008 წწ.დაბ. სოფ. ალმატი ყვარელი კახეთიგ...
10/08/2024

აგვისტოს ომის გმირები ყვარლის რაიონიდან

სერჯანტი ზურაბ ტურაშვილი გიორგის ძე 1983-2008 წწ.
დაბ. სოფ. ალმატი ყვარელი კახეთი
გარდ. 25 წლის, სამაჩბლო.

ზუსტად არავინ იცის, რა ვითარებაში დაიღუპა სნაიპერი ზურა ტურაშვილი…
ამბობენ, რომ კაზაკ სნაიპერ ქალს მაშინ უსვრია მისთვის და მხარში დაუჭრია, როცა სკოლის ეზოში გამოსულან ბიჭები… მაშინ უთქვამს, ცოლ-შვილს მიმიხედეთო… (1 წლის ვაჟი დარჩა)
4 წლის განმავლობაში ცხედრის ადგილსამყოფელიც, გარდაცვალების ისტორიის მსგავსად, ბურუსით იყო მოცული. უზგო-უკვლოდ დაკარგულადაც კი შერაცხეს.
2012 წელს იპოვეს. შვილის, გიორგის დნმ-ის დახმარებით. იმ უცნობ ჯარისკაცებს შორის ერთ-ერთი იყო, რომლებიც საქართველოს პატრიარქის დახმარებით ბრძოლის ველიდან გამოიყვანეს და მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალეს.

👉უფრო ვრცლად იხ. წყარო:
https://mematiane.ge/product-details.php?id=4655

აგვისტოს ომის გმირები ყვარლის რაიონიდანსერჟანტი გელა მებაღიშვილი მიხეილის ძე 1972-2008 წწ.დაბ. სოფ. გავაზი, ყვარელი, კახ...
10/08/2024

აგვისტოს ომის გმირები ყვარლის რაიონიდან

სერჟანტი გელა მებაღიშვილი მიხეილის ძე 1972-2008 წწ.
დაბ. სოფ. გავაზი, ყვარელი, კახეთი.
გარდ. 36 წლის, სამაჩბლოში. აფეთქდა ნაღმზე.

იმ ღამეს ალყაში იყვნენ მოქცეულები, თვითონ გამოვიდნენ, გამოარღვიეს ალყა. მაგრამ ერთი მეგობარი დაიჭრა, ფეხი მოაგლიჯა ყუმბარის ნამსხვრევმა, გელამ თვითონ შეუხვია ჭრილობა, ბიჭი გონზე იყო და იხვეწებოდა, აქ ნუ დამტოვებთო. გელამ ის ბიჭი ორ ბიჭს ჩააბარა, გამოიყვანეთო… შემდეგ სამშვიდობოს გამოსულმა ის ბიჭები ნახა, მაგრამ ვერ ნახა დაჭრილი მეგობარი. რომ მოიკითხა, სად არისო, გარდაიცვალა უკვეო. გელა მაინც შევიდა ასეულის ექიმთან ერთად, კი შევიდა, მაგრამ იმ ბიჭამდე ვეღარ მივიდა… დაჭრილის გამოსაყვანად რომ შესულან, გელას ექიმისთვის უთქვამს, შენ იქით წადი, მე აქეთ წავალო. ექიმი საითაც წავიდა, იქით არ იყო ნაღმი, საითაც გელა წავიდა, იქ იყო ნაღმი და გელა აფეთქდა…

👉უფრო ვრცლად იხ. წყარო:
https://mematiane.ge/product-details.php?id=4638

https://www.facebook.com/100067556948961/posts/330408227083425/

აგვისტოს ომის გმირები ყვარლის რაიონიდანპოლკოვნიკი დავით ელიზბარაშვილი ვალიკოს ძე 1971-2008 წწ დაბ. სოფ. შილდა, ყვარელი, ...
10/08/2024

აგვისტოს ომის გმირები ყვარლის რაიონიდან

პოლკოვნიკი დავით ელიზბარაშვილი ვალიკოს ძე 1971-2008 წწ
დაბ. სოფ. შილდა, ყვარელი, კახეთი.
გარდ. 37 წლის, სამაჩაბლო.
დავით ელიზბარაშვილი, დაიღუპა რუსეთ-საქართველოს, 2008 წლის აგვისტოს ომში, 11 აგვისტოს, სოფელ ფხვენისთან რუსული ''მი-24''ის შემოტევას ემსხვერპლა.

"მე დავეცემი ბრძოლის ველზე მკერდგახვრეტილი
და უკანასკნელ ამოოხვრას გაჰყვება სული.
წითლად შევღებავ მწვანე ბალახს, ყვითელ ბაიას
და სამუდამოდ დასრულდება ცხოვრება ჩემი..."
/ნაწყვეტი მისივე ლექსიდან/

დაჯილდოებულია მედლებით:
''უმწიკვლო სამსახურისთვის'';
მედლით ''საბრძოლო დამსახურებისთვის'';
ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით (სიკვდილის შემდეგ).

👉უფრო ვრცლად იხ. წყარო:
https://mematiane.ge/product-details.php?id=4590

Address

Kvareli

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ტურიზმი ყვარელში/Tourism in Kvareli posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Share

Category