მარშრუტის სახელწოდება: ბუნების წიაღში გამოძერწილი საგანძური
მარშრუტის სახეობა: საფეხმავლო/საცხენოსნო
მარშრუტის სირთულე: საშუალო
მარშრუტის სიგრძე: 9 კმ
მარშრუტის სიმაღლეები ზღვის დონიდან, საწყისი, უმაღლესი, საბოლოო: 220/621/304
მარშრუტის გასავლელად საჭირო დრო: 1 დღე
სამოგზაურო პერიოდი: აპრილი-ოქტომბერი
გადაადგილების საშუალება: ქვეითად და ცხენით
როგორ მივიდეთ: ქ. მარტვილიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტით სოფელ ბალდამდე
მარშრუტში შემავალი ობიექტები: ტობას ჩანჩქერი, ონიორეს ჩანჩქერი, კაღუს ჩანჩქერი.
არ გაუშვათ ხელიდან შესაძებლობა მოინახულოთ ენით აღუწერელი სილამაზით დაჯილდოებული "სამეგრელოს სამოთხე", სადაც ბუნების ძალამ უნიკალური ფორმები შექმნა. უძირო კანიონები, თვალუწვდენელი ჩანჩქერები, უსასრულო მღვიმეები - ყველაფერი ეს დაუვიწყარი თავგადასავლების მაძიებელს ელის.
ონიორე მითებისა და ლეგენდების სამყარო.
ონიორე სამყარო მზისა, სამყარო მზის შვილებისა, სამყარო უძველესი გვარისა, რომლებიც თვიანთ თავს ბჟას უწოდებენ, იგივე მზეს.
ლეგენდის თანახმად ბჟალავები (ბჟა-მზე) იყვნენ მზის ქურუმები. მზის შვილები, რომლების ცხოვრობდნენ ონიორეს მიმდებარე ტერიტორიებზე, რასაც დღეს "ხარჩიო" ჰქვია. გადმოცემით ბჟალავები უდიდეს სიმდიდრეს ჰფლობდნენ, უდიდეს განძს. ამ განძთან დაკავშირებით არსებობს ლეგენდა რომელიც მოგვითხრობს რომ ამ განძის ხელში ჩასაგდებად სვანები გადმოსულან, ბჟალავებს შეუტყვიათ ყოველივე ამის შესახებ და მათ დასახვედრად აარჩიეს ადგილი რონმელსაც "შკაზა" ანუ შუაგზა ჰქვია. ამ ადგილას გამართულ ბრძოლაში მარცხდებიან სვანები, განძი ვერ მიაქვთ.
ერთ-ერთი განძი რომელიც ყველასთვის ცნობილი იყო არის წიგნი "ეფუთი", რომელიც გასაბჭოებამდე ინახებოდა სოფ. ბალდის მარიამ ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში. ერთ-ერთი წინასწარმეტყველება "ეფუთი"-დან:.. მოვა დრო, როდესაც ადამიანი "გვიმრის ხეზე" ავა და წარმოსთქვამს შემდეგ სიტყვებს:. რა სიმაღლეზე ვარ...
არსებობს ლეგენდა რომ "ონიორე"-ს მიდამოებშ ხშირად სეირნობდა დიდი მეფე, სავარაუდოდ დავით IV აღმაშენებელი, ცნობილია რომ დავით IV იზრდებოდა მარტვილში.