26/05/2026
სვანეთიდან- შანხაიმდე 💥 ჩვენი რეგიონი მსოფლიო ტურიზმის ეპიცენტრშია! ✨
Svaneti DMO ჩინეთში, "ITB China 2026"-ზეა წარმოდგენილი, რომელიც აზიის რეგიონში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ ტურისტულ მოვლენად ითვლება. წელს ამ გამოფენაზე საქართველო განსაკუთრებული, პარტნიორი ქვეყნის სტატუსით არის წარდგენილი, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენს ქვეყანას და მათ შორის სვანეთს, ორმაგად დიდი ყურადღება და საუკეთესო საგამოფენო სივრცე აქვს დათმობილი. სწორედ ამ უმსხვილეს საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე, "Svaneti DMO" უნიკალურ პოტენციალს გააცნობს გამოფენაზე მოსულ ვიზიტორებს 💥
საუკუნოვანი კოშკების მხარე, თავისი საოცარი ბუნებით, კულტურითა და სტუმარ-მასპინძლობის ტრადიციებით, აზიის ბაზრისთვის ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ მიმართულებად ყალიბდება.✅️
ეს ვიზიტი ახალ, დიდ შესაძლებლობებს გაუხსნის სვანეთის თითოეულ საოჯახო სასტუმროსა თუ გიდს.
დაინტერესება ძალიან დიდია! 🙌🚩
წარმატებები ჩვენს გუნდს სვანეთის სახელით მსოფლიო ასპარეზზე!