29/03/2026
6 დღიანი სტამბოლის ჯგუფური ტური
ტურის ღირებულება-570 ლარი
9-10-11-12-13-14 აპრილი ტიტების ფესტივალი
16-17-18-19-20-21 აპრილი ტიტების ფესტივალი
4-5-6-7-8-9- მაისი გიორგობა
29-30-31-1-2-3 მაისი ივნისი
5-6-7-8-9-10 ივნისი
20-21-22-23-24-25 ივნისი
28-29-30 ივნისი - 1-2-3 ივლისი
25-26-27-28-29-30 ივლისი
6-7-8-9-10-11 აგვისტო
27-28-29-30-31-1 აგვისტო სექტემბერი
ღირებულებაში შედის:
ახალი, კომფორტული ავტობუსით (ორი მძღოლი)
4* სასტუმრო ევროპულ ნაწილში ცენტრში (4დღე / 3 ღამე)
საუზმე, შვედური მაგიდა
შიდა ექსკურსიები
გიდი
პირველი დღე:
თბილისი სტამბოლი 1670 კმ. � შეკრება ველოსიპედების ძეგლთან და გასვლა სარფის მიმართულებით
საზღვრის კვეთა
მცირე აია სოფია ტრაპიზონში
გასვლა სტამბულის მიმართულებით�
მეორე დღე: სტამბოლი
ჩასვლა სტამბოლში
სასტუმროში განთავსება
დოლმაბაჰჩეს სასახლე - ფრანგულ სტილის საიმპერატორო სასახლე. უმდიდრესი და წარმოუდგენელი სანახაობა.
წმინდა გიორგის სახელობის მსოფლიო საპატრიარქო ტაძარი, სადაც არის სვეტის ნაწილი, რომელზეც იესო ქრისტე გაშოლტეს.
ფერადი უბანი ბალათი.
დაბრუნება სასტუმროში.
მესამე დღე: სტამბოლი
საუზმე სასტუმროში
გასვლა სასტუმროდან
ისტორიული სტამბოლი. ტური სულთნაჰმედზე
თოფქაფის სასახლე
წმინდა ირინეს ტაძარი(სწორედ აქ ჩატარდა მეორე მსოფლიო საეკლესიო კრება) � აია სოფია
ბაზილიკა ცისტერნა
ლურჯი მეჩეთი (სულთან აჰმედის მეჩეთი)
ტური ოქროს რქაში. ბოსფორზე გემით გასეირნება
დაბრუნება სასტუმროში�
მეოთხე დღე: სტამბოლი � საუზმე სასტუმროში
გასვლა სასტუმროდან
პრინცის კუნძულებიდან ერთ-ერთზე ბუიუქადაზე გამგზავრება, სადაც მოვინახულებთ წმინდა გიორგის სასწაულმოქმედ ტაძარს, რომელიც მდებარეობს კუნძულის ყველაზე მაღალ ადგილას.
საფეხმავლო მარშუტი თაქსიმის მოედნის მიმართულებით 1,2 კმ.
თაქსიმის მოედანი - თაქსიმი სტამბოლის ერთ-ერთი ყველაზე ტურისტული ადგილია, სადაც უამრავი კაფე, რესტორანი და ცნობილი, წითელი, ტრამვაის ხაზი გადის.თავისუფალი დრო 40 წუთი.
გავისეირნებთ ისტიკლალის გამზირზე, რომელიც მხოლოდ ფეხით მოსიარულეთა ქუჩაა, სადაც უამრავი ბრენდული მაღაზია მდებარეობს.
საფეხმავლო მარშუტი 850 მეტრი. სტამბოლის ულამაზესი ვიწრო ქუჩების გავლით ვესტუმრებით გალათას კოშკს.
გალათას ხიდი, რომელიც ცნობილია თევზის რესტორნებით. რესტორანში თევზის მირთმევა.� დაბრუნება სასტუმროში
მეხუთე დღე: სტამბოლი� საუზმე სასტუმროში
გამოსვლა სასტუმროდან
სტამბულის აკვარიუმი - გრანდიოზული ნაგებობა ,რომელიც 2011 წელს გაიხსნა და გაოგნებულს ტოვებს ვიზიტორებს..
ემირგანის პარკი. სადაც იხილავთ უამრავი სახეობის ტიტას. (ტიტების ფესტივალის განმავლობაში)
გასვლა თბილისის მიმართულებით.�
მეექვსე დღე: ტრაპიზონი თბილისი
სარფი
საზღვრის კვეთა
დაბრუნება თბილისში ��
ღირებულებაში არ შედის:
მუზეუმების ბილეთები ჯამში დაახლოებით 600 ლარის ლირა
პირადი ხარჯები��
მგზავრობის დროს:
არ ვსვამთ
არ ვჭამთ
არ ვაბინძურებთ ავტობუსს
ვითვალისწინებთ და პატივს ვცემთ ერთმანეთს.
ნებისმიერი კითხვით მიდიხართ გიდთან.
ვართ პოზიტიურ განწყობაზე.
თურქეთის მხარეს, ავტობუსის გაჩერებებზე თუ არ გსურთ კვება, შეგიძლიათ თან იქონიოთ საკვები საქართველოდან.
მგზავრობის პერიოდში ავტობუსი გაჩერდება ყოველ 3 საათში ერთხელ 30წუთით.
გთხოვთ გაითვალისწინოთ საზღვირს კვეთისთვის აუცილებელია თან იქონიოთ საერთაშორისო პასპორტი ან პირადობის მოწმობა, რომელსაც მინიმალური ვადა საზღვირს კვეთის დღიდან ექნება 6 თვე.
არასრულწლოვანმა თან უნდა იქონიოს ერთ-ერთი დოკუმენტი პირადობა ან პასპორტი, მინდობილობა და აუცილებლად დაბადების მოწმობა.
(პასპორტის შემთხვევაში თუ არასრულწლოვანს თან ახლავს ერთი მშობელი მაინც- მინდობილობა საჭირო აღარ არის. თუ ბავშვი საზღვარს კვეთს პირადობოთ ერთ მშობელთან ერთად - საჭიროა მეორე მშობლის მინდობილობა).
ტურის გარანტირებულად ჩატარებისთვის:
-თქვენი მიზეზით ტურზე აღარ წამოსვლის შემთხვევაში ტურამდე 10 დღით ადრე ჩარიცხული თანხა უკან აღარ დაგიბრუნდებათ.
თუ საზღვარს მონაწილე ვერ გადაკვეთს თავისი მიზეზების გამო, გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ თანხა ამ შემთხვევაშიც არ ბრუნდება და უკან მოგიწევთ თქვენი ფინანსებით დაბრუნება.
-ტურის თანხა მონაწილეს დაუბრუნდება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ:
ტურის გაუქმება გახდება აუცილებელი ქვეყანაში არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე.
თუ უშუალოდ კომპანია გააუქმებს ტურს არასაკმარისი რაოდენობის მონაწილეების შემთხვევაში.
კომპანია იტოვებს უფლებას, არსებული სიტუაციიდან გამომდინარე ტურის გეგმაში შეიტანოს ცვლილებები.
იმ შემთხვევაში თუ თურქეთსა და საქართველოში, საწვავის ფასი ზრდას განაგრძობს და არ დარეგულირდება, ამან შეიძლება გამოიწვიოს ტურის ღირებულების გაზრდა.
ფასი მოცემულია ერთ ადამიანზე 2 ან 3 ადგილიან ნომერში განთავსებით.
მათ ვისაც გსურთ ნომერში მარტო განთავსდეთ - ტურის ღირებულებას დაემატება დამატებითი გადასახადი.
ტურზე ჩაწერის მსურველები ჯავშნის სახით გვირიცხავთ 150 ლარს კომპანიის ანგარიშზე. ჯავშნების მიღება კი უკვე დაწყებულია
ტურის შესაძენად მსურველები დაგვიკავშირდით:
T . 555 70 11 44 ; 571 29 29 52 ;
Viber , WhatsApp : +995 555 70 11 44
Facebook: https://www.facebook.com/diamondgerogia
E-mail: [email protected]