16/09/2026
ოქროსფერი შემოდგომა თუშეთში. ყოველ სამშაბათს და პარასკევს გვაქვს 3 დღიანი ტური. ჩვენი გუნდი 15 წელია მუშაობს თუშეთში ტურისტული მიმართულებით. თუ გსურს თუშეთი მოიარო უსაფრთხოდ, გაეცნო მის კულტურას და ტრადიციებს - იმოგზაურე თუშებთან ერთად.
ℹ️ რას ნახავთ 3 დღიან ტურში❓
1 დღე:
✅ მდინარე სტორის ულამაზესი ხეობა, ფანტასტიკური ხედებით
✅ "წითელი" ჩანჩქერი თუშეთის გზაზე.
✅ "აბანოს" უღელტეხილი ზ.დ. 2875 მ. ულამაზესი ხედით. ჩრდილოეთით ჩანს ცენტრალური კავკასიონის მწვერვალები, ხოლო სამხრეთით ალაზნის ველი.
✅ ომალოს ვიზიტორთა ცენტრში მუზეუმი, ფოტოგალერეა, გადასახედი თუშეთის ალაზნის ხეობაზე.
✅ სოფელი შენაქო, წმ. სამების ტაძარი.
✅ XVIII საუკუნეში არსებობა შეწყვეტილი ნასოფლარი აგეურთა.
2 დღე:
✅ ომალოს გადასახედი, მაკრატელას ქედი, ღელეს უღელტეხილი, გონთაის გადასახედი.
✅ დართლო იუნესკოს საცდელ სიაში მყოფი სოფელი, გვიანი შუა საუკუნეების უნიკალური არქიტექტურით.
✅ კვავლო. ზ.დ. 2170 მეტრი. თვალწარმტაცი ხედებით პირიქითის ხეობაზე.
✅ ბოჭორნა-ევროპის უმაღლესი დასახლებული სოფელი ზ.დ 2345 მ.
✅ სოფელი დოჭუ - "თუშეთის პატარძალი".
✅ ქუეს გადასახედი.
✅ ომალო, კესელოს ციხე-კოშკების კომპლექსი
3 დღე:
✅ სოფელი დიკლო და ძველი დიკლო - დაღესტნის საზღვარი.
კვება:
1 დღე: სადილი, ვახშამი.
2 დღე: საუზმე, სადილი (ლანჩი ბუნებაში), ვახშამი-ხინკალი.
3 დღე: საუზმე, სადილი.
✌ საკვები მრავალფეროვანია.
* შეგიძლიათ მონაწილეობა მიიღოთ ხინკლის მომზადებაში.
☕️ ყავა და ადგილობრივი ჩაი შედის ტურის ღირებულებაში.
* სასტუმროში შეგილიათ ლუდის და გამაგრილებელი სასმელების შეძენა.
* ოთახები - ინდივიდუალური სველი წერტილებით, თეთრეულით, პირსახოცებით.
* ფეხით სასიარულო მანძილი:
* 1 დღე - 3 კმ; 2 დღე - 2 კმ; 3 დღე 1 კმ
❗️რა უნდა წამოიღოთ ტურში:
მზის ქუდი, სათვალე, საწვიმარი, მზისგან დამცავი საშუალებები.
პირველი დღისთვის საუზმე, გზაზე რომ მიირთვათ. მოხერხებული ფეხსაცმელი.
⛔ არ წამოიღოთ ღორის ხორცის პროდუქტი.
* ტანსაცმელი-ტემპერატურა თბილისთან შედარებით 12 გრადუსით დაბალია.
* ბილიკებზე სიარულისას ნუ გავუსწრებთ და ნუ ჩამოვრჩებით ჯგუფს. ტური გაწერილია დროში და მაქსიმალურად გათვალისწინებულია ყველა ძირითადი ადგილის მონახულება.
* სასტუმროს აქვს საკუთარი მცირე მუზეუმი, აგრეთვე კუთხე სადაც თუშური ნაქსოვების, ადგილობრივი ჩაის ბალახების და ხინკლის სუნელის შეძენა შეგიძლიათ.
* ტურის დაწყება - დასრულების დრო და ადგილი თბილისი, მეტრო ისნის ტერიტორია. გასვლა 7:00 სთ. დაბრუნება 21:30 სთ.
⚖️ თან იქონიეთ პირადობის მოწმობა.
🚐 გასვლა ყოველ სამშაბათს და პარასკევს.
💌 ღირებულება 450 ლარი. შედის: კვება, (პირველი დღე-სადილი, ვახშამი. მეორე დღე 3-ჯერადი. მესამე დღე-საუზმე, სადილი(სულ 7 კვება)), საოჯახო სასტუმრო, ტრანსპორტი-Mitsubishi Delica ადგილობრივი, გამოცდილი მძღოლებით.
✍️ საბანკო რეკვიზიტებს მოგაწვდით პირად შეტყობინებაში.
☎️ 551836777 / 555384010
🥰 ბედნიერ მოგზაურობას გისურვებთ.