„თბილისური წალკოტი“ არის საქართველოში რეკრეაციული ტურიზმის ხელშემწყობი პროექტის შემადგენელი ნაწილი, რომელიც ორიენტირებულია თბილისის მასშტაბით არსებული მწვანე საფარის მოვლა-პატრონობასა და შემდგომ განვითარებაზე.
იდეა გულისხმობს თბილისსა და მის შემოგარენში აღმოვაჩინოთ და საინტერესო რაკურსით წარვადგინოთ გამწვანებული ეზოები, ქუჩები, აივნები, ტერასები, ნაცნობ-უცნობი ადგილები, (მათ შო
რის, და არა მარტო: ძველი თუ ახალი უბნები, რიყის ბაღი, ძველებური ქუჩაბანდები, ფერისცვალების ეკლესია, სოფიკო ჭიაურელის ბაღი. ვერცხლის ქუჩა, მორკინალის მიმდებარე ტერიტორია და ა.შ.) სადაც მცენარეები ორიგინალურად ერწყმის შენობა-ნაგებობებს.
მთავარი დანიშნულებაა, რომ ბოლოდროინდელ სამშენებლო ბუმის ფონზე არ დაზიანდეს ეკოსისტემა, ურბანულმა განაშენიანებამ არ შთანთქოს მცენარეული საფარი და არ გადაიქცეს თბილისი მაღალსართულიან რკინა-ბეტონის „სარკოფაგად“. პირიქით, საზოგადოებრივი სივრცე შენარჩუნდეს რეკრეაციული ზონების სახით და ყოველი მოქალაქე მოუფრთხილდეს ბაღებს, სკვერებს, ტბას, მთასა თუ მდელოს.