Travel As Art • მოგზაურობა როგორც ხელოვნება

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • Travel As Art • მოგზაურობა როგორც ხელოვნება

Travel As Art • მოგზაურობა როგორც ხელოვნება საავტორო ტურები მსოფლიოს გარშემო

🏔️ტიბეტი • ევერესტი • ბუტანი •  ნეპალი🏔️🗓️თარიღები: 12 მარტი-  27 მარტი  2027 წელი 🏔️დედამიწაზე ჰიმალაის დარი და სწორი ს...
14/09/2026

🏔️ტიბეტი • ევერესტი • ბუტანი • ნეპალი🏔️

🗓️თარიღები: 12 მარტი- 27 მარტი 2027 წელი

🏔️დედამიწაზე ჰიმალაის დარი და სწორი სხვა არაფერი აქვს. აქ ბუნება, რელიგია და ისტორია ერთმანეთში ისეა გადახლართული, რომ ყოველი დღე ახალ აღმოჩენად იქცევა.
ეს მოგზაურობა მათთვისაა, ვისაც მცირე დროში ჰიმალაის ოთხი სრულიად განსხვავებული მხარის ნახვა სურს.
✨ერთი ექსპედიციის განმავლობაში მოვინახულებთ ბუდას სამშობლოს, მსოფლიოს უმაღლეს მწვერვალს, ტიბეტის მისტიკურ მონასტრებსა და ვეწვევით ბუტანს ყველაზე დიდი ბუდისტური დღესასწაული პაროს ცეჩუს პერიოდში
ჩვენ ვნახავთ ჰიმალაის იმ სამყაროს, სადაც საუკუნეების განმავლობაში იბადებოდა სულიერება, იქმნებოდა ლეგენდები და გადიოდა აბრეშუმის გზის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მონაკვეთი.

📋მოკლე სახელმძღვანელო სანახავი ადგილების:

დღე 1 — კატმანდუ • ბუდანათი • კუმარი • თამელი
დღე 2 — პაშუპატინათი • დურბარის მოედანი • სვაიამბუნათი
დღე 3 — პოხარა • ფევას ტბა • გურხების მუზეუმი
დღე 4 — სარანგკოტი • მშვიდობის პაგოდა • დევის ჩანჩქერი • კატმანდუ
დღე 5 — ნეპალი–ტიბეტი • გირონგი
დღე 6 — პანგ ლა • რონგბუკის მონასტერი • ევერესტის საბაზო ბანაკი
დღე 7 — შიგაცე
დღე 8 — გიანცე • კაროლას მყინვარი • იამდროკის ტბა • ლჰასა
დღე 9 — პოტალა • ჯოხანგი • ბარხორი
დღე 10 — დრეპუნგი • სერა • კატმანდუ
დღე 11 — ბუტანი • ტიმფუ
დღე 12 — დოჩულა • პუნახა • პარო
დღე 13 — ვეფხვის ბუდე
დღე 14 — გამთენიას პაროს ცეჩუს დღესასწაულზე დასწრება, კატმანდუ • თავისუფალი საღამო
დღე 15 — გაფრენა


🇳🇵ნეპალი🇳🇵

✨დღე 1

მოგზაურობის ნეპალის დედაქალაქიდან დაწყებას მხოლოდ ლოჯისტიკური მიზანი არ აქვს. ბუდისტურ-ინდუისტური კატმანდუ რთულად გასაზრდელ ბავშვს ჰგავს, ცოტა ჯიუტს, ხმაურიანს, ქაოსურსა და საოცრად უშუალოს. თავიდან შეიძლება მისი ხასიათის ამოცნობა გაგიჭირდეს: ქუჩებში მანქანები, ადამიანები, ტაძრები, ფერები და ხმები ერთმანეთში ირევა. მაგრამ თუ ამ ქალაქს გულის კარს გაუღებ და მის გაგებას შეგრძნებით შეეცდები, აუცილებლად შეგიყვარდება.
ღმერთიც კი თავისნაირი ჰყავს; პატარა გოგონა, სახელად კუმარი. ნეპალელები მას ცოცხალ ქალღმერთად მიიჩნევენ და სჯერათ, რომ მასში ქალღმერთ ტალეჯუს სული სახლობს. უძველესი წესებით შერჩეული ბავშვი კუმარის სასახლეში ცხოვრობს და ფანჯარაში მხოლოდ რამდენიმე წუთით ჩნდება. თუ გაგვიმართლებს, ჩვენც დავინახავთ ამ პატარა, სერიოზულ გოგონას, რომელიც ჯერ კიდევ ბავშვია, მაგრამ მთელი ქალაქისთვის ქალღმერთად ითვლება.
კატმანდუს ველი საუკუნეების განმავლობაში ტიბეტსა და ინდოეთს შორის სავაჭრო და კულტურული ხიდი იყო. აქ სამი დამოუკიდებელი სამეფო — კატმანდუ, პატანი და ბჰაქტაპური ერთმანეთს სასახლეების, ტაძრებისა და ხელოვნების სილამაზით ეჯიბრებოდა. სწორედ ამ მეტოქეობამ დატოვა ისეთი მდიდარი მემკვიდრეობა, რომ დღეს კატმანდუს ველის ისტორიული ძეგლები UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ნაწილია.
აქ ბუდიზმი და ინდუიზმი ერთმანეთისგან მკაცრად გამიჯნული არ არის. ისინი საუკუნეების განმავლობაში გვერდიგვერდ ცხოვრობენ და ზოგჯერ ერთსა და იმავე ტრადიციაშიც ხვდებიან. ამის ყველაზე შთამბეჭდავ მაგალითს ბუდანათის უზარმაზარ სტუპასთან ვნახავთ. მის თეთრ გუმბათთან პირველად ვიგრძნობთ ტიბეტური სამყაროს ნამდვილ სუნთქვას.
საღამოს ბერები და მომლოცველები სტუპას გარშემო დადიან, სალოცავ ბორბლებს ატრიალებენ და ჩუმად იმეორებენ მანტრებს. ასობით პატარა სანთელი ინთება, ჰაერში საკმევლის სურნელი დგება და ქალაქის ქაოსი თითქოს რამდენიმე წუთით ჩერდება. სწორედ მაშინ ხვდები, რომ კატმანდუს თავისი წესრიგი აქვს — მის დასანახად მხოლოდ ცოტა დრო, მოთმინება და გახსნილი გულია საჭირო.

✨დღე 2

დილას პაშუპატინათში დავიწყებთ, ინდუიზმის ერთ-ერთ უწმინდეს ტაძარში, სადაც სიცოცხლე და სიკვდილი ერთმანეთის გაგრძელებად, მარადიული წრებრუნვის ნაწილად აღიქმება.
ხშირად მსმენია: „მიცვალებულების სანახავად ვერ წამოვალ“. ეს სრულიად გასაგებია ჩვენი კულტურისთვის სიკვდილის ასე ღიად დანახვა რთულია. მდინარე ბაგმატის ნაპირზე ერთ მხარეს სიცოცხლისთვის ლოცულობენ, რამდენიმე მეტრში კი გარდაცვლილებს უკანასკნელ გზაზე აცილებენ. აქ ყველაფერი ღიაა: ცრემლიც, ცეცხლიც და მდინარეში გაფანტული ფერფლიც.
შევხვდებით სადჰუებს, ინდუისტ განდეგილებს, რომლებმაც ოჯახურ ცხოვრებაზე, მატერიალურ საკუთრებასა და მიწიერ სურვილებზე უარი თქვეს. მათი სხეული ხშირად წმინდა ფერფლითაა დაფარული, სახე კი თეთრ, ყვითელ, ან წითელ ფერებში მოხატული.
შემდეგ დურბარის მოედანზე, ნეპალის მეფეების ეპოქაში გადავინაცვლებთ. ძველ სასახლეებს, ხის ჩუქურთმებით დაფარულ აივნებსა და მრავალსართულიან ტაძრებს შორის გავივლით იქ, სადაც ოდესღაც სამეფო ცერემონიები იმართებოდა.
დღის ბოლოს სვაიამბუნათს, მაიმუნების ტაძარს ვესტუმრებით. აქ ნამდვილი მასპინძლები მაიმუნები არიან და საკუთარ ტერიტორიაზე ისე თავდაჯერებულად მოძრაობენ, მაშინვე მიხვდები, რომ სტუმრები ჩვენ ვართ. ბორცვის თავზე ოქროსფერი შპილი, ბუდას ყოვლისმხედველი თვალები, ლოცვის დროშები და კატმანდუს პანორამა ერთ კადრში მოიყრის თავს.
საღამოს კი ლეგენდარულ Freak Street-ზე გავივლით. 1960–70-იან წლებში აქ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან თავისუფლების მაძიებელი ახალგაზრდები ჩამოდიოდნენ. ისინი ომებით დაღლილ სამყაროსა და ერთფეროვან ცხოვრებას გაურბოდნენ, აღმოსავლეთში კი თავისუფლებას, სულიერებასა და საკუთარ თავს ეძებდნენ. ასე იქცა Freak Street მუსიკის, ახალი მეგობრობისა და დიდი თავგადასავლების საწყის ადგილად.

✨დღე 3

ამ ტურის დაგეგმვისას მთავარი მიზანი იყო, ჰიმალაის ხუთი ისტორიული სამეფოდან სამი უმნიშვნელოვანესი მიმართულება — ნეპალი, ტიბეტი და ბუტანი ერთ ორკვირიან მოგზაურობაში გაგვეერთიანებინა. ეს მოგზაურობა მათთვის შეიქმნა, ვისაც ჰიმალაის სამყაროს გაცნობა გულით სურს, თუმცა სამივე ქვეყნის ცალ-ცალკე ნახვას დროის, ფინანსების თუ სხვა მიზეზების გამო ვერ ახერხებს.
ამიტომ თითოეული მიმართულებიდან ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილები შევარჩიეთ, რათა ჰიმალაის ხასიათი, კულტურა და ბუნება არც ერთ ქვეყანაში არ გამოგვეტოვებინა. ნეპალში კი კატმანდუს შემდეგ არჩევანი ვისზე უნდა შეგვეჩერებინა, თუ არა პოხარაზე , ქალაქზე, სადაც მსოფლიოს ყველა კუთხიდან ჩამოსული მთის მოყვარულები ხვდებიან ერთმანეთს.
პოხარა თითქოს მშვიდიცაა და ამავდროულად არასდროს სძინავს. დილით ტბის ნაპირზე სრული სიმშვიდეა, საღამოს კი ქუჩები მოგზაურებით, მუსიკითა და გაზიარებული ამბებით ივსება. ზოგისთვის ის ჰიმალაისკენ მიმავალი გზის დასაწყისია, ზოგისთვის დიდი ექსპედიციის შემდეგ დასასვენებელი ადგილი, ზოგსაც კი რამდენიმე დღეში ისე უყვარდება, წასვლა უჭირს.
ქალაქის მთავარი სილამაზე ფევას ტბაა, რომლის სარკეშიც სუფთა ამინდში ჰიმალაის თოვლიანი მწვერვალები ირეკლება. აქედან ანაპურნას, დაჰაულაგირისა და მანასლუს რეგიონები მოჩანს, მათ შორის კი განსაკუთრებით გამორჩეულია წმინდა მაჩაპუჩარე„თევზის კუდი“, თითქმის იდეალურად სიმეტრიული მთა, რომელზე ასვლაც აკრძალულია.
ფევას ტბაზე ნავით გავისეირნებთ და ქალაქის ხმაურს უკან მოვიტოვებთ. თუ ამინდი გაგვიმართლებს, წყალში არეკლილი ანაპურნა ისეთ კადრს შექმნის, რთული იქნება გაარჩიო, სად მთავრდება მთა და სად იწყება მისი ანარეკლი.
შემდეგ გურხების მუზეუმს ვესტუმრებით და გავიცნობთ ნეპალელ მეომრებს, რომელთა სახელი დღემდე გამბედაობის, ღირსებისა და თავდადების სიმბოლოდ რჩება.

✨დღე 4

გინახავთ, მზის პირველი სხივი როგორ ეფინება დიად მთებს? ჯერ ჰორიზონტზე სუსტი ნათება ჩნდება, შემდეგ კი მზე თოვლიან ფერდობებს ოქროსფრად ეხება და მწვერვალებს სათითაოდ აღვიძებს.
სარანგკოტის სიმაღლეზე ჯერ კიდევ სიბნელეში ავალთ, რათა დაველოდოთ იმ რამდენიმე წუთს, რომლის სანახავადაც აქ მსოფლიოს ყველა კუთხიდან ჩამოდიან, ჩვენს თვალწინ ანაპურნას ქედი, დაჰაულაგირი და წმინდა მაჩაპუჩარე ნელ-ნელა გაცოცხლდება.
დღის განმავლობაში ვნახავთ ანადუს ბორცვზე აღმართულ მშვიდობის თეთრ პაგოდას, რომელიც ადამიანებს ახსენებს, რომ მშვიდობა მხოლოდ ომის არარსებობა კი არა, ადამიანის შინაგანი მდგომარეობაცაა.
შემდეგ დევის ჩანჩქერთან შევივლით, სადაც წყალი კლდეებს შორის ეშვება და მოულოდნელად მიწის ქვეშ უჩინარდება. მოპირდაპირე მხარეს გუპტეშვარ-მაჰადევის გამოქვაბულში ჩავალთ და იმავე წყალს უკვე მიწისქვეშ შევხვდებით. გრილ, ჩაბნელებულ დერეფნებში ჩანჩქერის ხმა ექოდ ვრცელდება და ისეთი შეგრძნება გეუფლება, თითქოს ნელ-ნელა სხვა სამყაროში გადადიხარ. აქვე ინახება ბუნებრივად წარმოქმნილი წმინდა შივა-ლინგამიც.
დღის ბოლოს კატმანდუში დავბრუნდებით.

🇨🇳ტიბეტი🇨🇳

✨დღე 5

ტიბეტში მოგზაურობა ზღაპარს ჰგავს, ნანახის აღქმისას რეალურ და არარეალურ სამყაროებს შორის გადიხარ. ნეპალიდან რთული, მაგრამ საოცრად საინტერესო გზით ტიბეტის საზღვარს გადავკვეთთ და გირონგის ხეობაში შევალთ.
მწვანე ფერდობები ნელ-ნელა უთმობს ადგილს ტიბეტის მკაცრ, უსასრულო სივრცეს. პირველი ტიბეტური კარაქის ჩაი, ქარში მოფრიალე ფერადი ლოცვის დროშები და მთების სიჩუმე უკვე სხვა ცივილიზაციაში გადასვლის განცდას შეგვიქმნის.ქალაქი კერუნგი (2800მ) - ტენგრი (4,300მ)/ ლაცე (4,350მ) თვალწარმტაცი პეიზაჟები, ჩო ოიუს (8,201 მ), სიშაპანგმას მთების (8,012 მ). ამ დღეს განვლილი გზა არასოდეს დაგავიწყდებათ.

✨დღე 6

წარმოიდგინეთ თოვლით დაფარული ჰიმალაები… სადღაც ცასა და მიწას შორის დღეს პირველად დავინახავთ დედამიწის უმაღლეს მწვერვალს. 5 050 მეტრზე, ღრუბლებს ზემოთ მდებარე პანგ ლას უღელტეხილიდან, კარგ ამინდში, ევერესტი, ლოცზე და მაკალუ ერთ პანორამაში იშლება.
გზად გავივლით უძველეს საკიას, ქალაქს, სადაც დრო თითქოს საუკუნეების წინ გაჩერდა და ტიბეტის ერთ-ერთ ყველაზე შთამბეჭდავ მონასტერს მდინარე ორ ნაწილად ყოფს.
შემდეგ წმინდა ქალაქების — ლჰაცესა და შაგარშის გავლით, ევერესტის საბაზისო ბანაკსა და დედამიწაზე ყველაზე მაღლა მდებარე რონგბუკის მონასტერში ავალთ. ჯომოლუნგმა საკუთარ სახეს იშვიათად აჩენს, უმეტესად ნისლში გახვეული დაჰყურებს სამყაროს. მჯერა, ამ დღეს იღბალი არ გვიღალატებს და ჰიმალაების უმაღლეს მწვერვალებს საკუთარი თვალით ვიხილავთ, ღამეს კი იქ გავათევთ, სადაც ბერები წლის უმეტეს ნაწილს ჰაერში ჟანგბადის უკიდურესი სიმცირის პირობებში, ლოცვასა და მარხვაში ატარებენ.

✨დღე 7

ყველას გვაქვს ცხოვრებაში ისეთი ღამე, რომელიც მთელი ცხოვრება გვემახსოვრება და ყოველ მის გაფიქრებაზე იგივენაირად აგაფორიაქებს, როგორც მოცემულ მომენტში განცდილი ემოციების .ABC CAMP- ში ღამისთევა ჯადოსნურ მოგონებად დარჩება თითოეულის მეხსიერებაში. მთავარი აკლიმატიზაციის სირთულეები უკვე სრულად გვექნება გავლილი, თუმცა ჯომოლუნგმას ბანაკში თითოეული ნაბიჯის გადადგმა მაინც განსაკუთრებულ სირთულეს წარმოადგენს. წარმოიდგინეთ დილა, როდესაც საკუთარი სარკმლიდან დაინახავთ ევერესტის მთის წვერს. მზის პირველ სხივზე იქაურობა კიდევ უფრო დიდებული და არაამქვეყნიურად ლამაზია. მზე ამაყად დაუდგება გვერდით ევერესტს და ჩვენი ბანაკი მომდევნო თავგადასავლისთვის გაემზადება. ეს მთა, მონასტერში გატარებული ღამე და ემოციები სამუდამოდ განსაკუთრებულ მოგზაურობად დარჩება ჩვენს მეხსიერებაში.
ამ დღეს სამყაროს სახურავს ხელით შეეხებით.
ალპური საძოვრებზე უამრავი იაკი, ტიბეტური ცხვარია მიმოფანტული, რომლებსაც უზარმაზარი ტიბეტური მასტიფები მწყემსავს. გზას „ზეციურ კარიბჭემდე” აჰყავხარ. რონგბუკის მონასტერი ზღვის დონიდან ყველაზე მაღლა, 5154 მეტრზე მდგომი ბუდისტური ტაძარია. ეს არის ერთადერთი მონასტერი, სადაც დედების და მამების კელიები ერთ სივრცეშია მოთავსებული. მეოცე საუკუნის დასაწყისში დაარსებული ეს მონასტერი ერთ-ერთია იმ იშვიათ ტაძრებს შორის, რომელიც ნგაგპას ტრადიციას იზიარებს. ეს არის მიმდინარეობა ტანტრისტული და მაგიური რიტუალების ნაზავით. იქ მცხოვრები ბერები სპეციალურად ჩვენი ჯგუფისთვის ერთ საათიან ლოცვით ცერემონიას.
მომდევნო ქალაქი შიგაცე: ტაშილჰუნპოს მონასტერი პანჩენ ლამების მრავალსაუკუნოვან ისტორიას გაგვაცნობს, საღამოს ადგილობრივ ტრადიციულ ოჯახს ვესტუმრებით, სადაც ძველი ჰიმალაების ტრადიციისამებრ რამოდენიმე ძმას ერთი ქალი ყავთ შერთული ცოლად.

✨დღე 8

ტიბეტში თითქმის ყველა გზა ღრუბლებზე გადის. დილით შიგაცეს დავტოვებთ და ლჰასისკენ ერთ-ერთ ყველაზე შთამბეჭდავ მარშრუტს გავუყვებით. პირველი მნიშვნელოვანი გაჩერება გიანცე იქნება, შუასაუკუნეების ქალაქი, რომელმაც ძველი ტიბეტის იერი და სულიერება დღემდე შეინარჩუნა.
აქ ვნახავთ პელკორის მონასტერს, სადაც ტიბეტური ბუდიზმის სხვადასხვა სკოლა საუკუნეების განმავლობაში ერთ სივრცეში თანაარსებობდა. ტაძრის მძიმე კედლებს შორის ზარების ხმა, მლოცველთა რიტუალები და საუკუნოვანი საკმევლის სურნელი ისეთ ატმოსფეროს ქმნის, რომ გარეთ გამოსულს რეალობის შეგრძნება კიდევ დიდხანს არ გიბრუნდება.
მის გვერდით დგას გიანცეს კუმბუმი, უნიკალური მრავალსართულიანი ბუდისტური ტაძარი, რომელიც სამგანზომილებიან მანდალას წარმოადგენს. სართულებზე ასვლისას პატარა სამლოცველოებს, ქანდაკებებსა და კედლის მხატვრობას ვნახავთ. ადგილობრივი რწმენით, ამ რიტუალური გზის გავლით ადამიანი კიდევ ერთი ნაბიჯით უახლოვდება გასხივოსნებას.
შემდეგ გიანცეს ძველ ქუჩებს კაროლას მყინვარის უზარმაზარი თეთრი კედელი შეცვლის. მყინვარი გზასთან იმდენად ახლოს ჩამოდის, თითქოს მთიდან პირდაპირ ჩვენს შესახვედრად წამოსულა. აქაურობა სივრცეში გაყინულ მირაჟს ჰგავს.
კაროლას შემდეგ მოულოდნელად იამდროკ-ცოს ფირუზისფერი წყალი გამოჩნდება. ტიბეტელებისთვის ეს უბრალოდ ტბა არ არის ის ცოცხალი ღვთაება და წმინდა ძალის მატარებელია. ზღვის დონიდან დაახლოებით 4 400 მეტრზე, მთებს შორის გაშლილი მისი ფერი თითქმის არარეალურია.
საღამოს კამბა-ლას უღელტეხილის გავლით უკვე ლჰასაში ვიქნებით, ქალაქში, რომლის სახელიც ტიბეტურად „ღმერთების ადგილს“ ნიშნავს.

✨დღე 9

დედაქალაქის გაცნობას თითქმის 4100 მეტრზე მდებარე პოტალას სასახლით ვიწყებთ. ლამაზი მამაკაცი ღმერთის სახელობის მთა ავალოკიტეშვარას პატივსაცემად, 637 წელს ტიბეტელმა მეფემ საყვარელ ქალს პოტალას სასახლე აუშენა. პოტალა, იგივე შებრალების ღმერთი, სრულად წარმოაჩენს თავის ღირსებებს იქაურობაში. დროთა მანძილზე სასახლე დალაი ლამების რეზიდენცია გადაიქცა. მეთოთხმეტე დალაი ლამას ამბოხების და გაქცევის შემდეგ კი, იქაურობა მუზეუმად იქცა. 10 000 სამლოცველოსგან და 1500 დარბაზისგან შემდგარი სასახლე მთის სამ ბორცვზე მდებარეობს, რომელიც სიმბოლურად ტიბეტის სამ მფარველ სულს გამოხატავს. აქ ნახავთ მეხუთედან მეცამეტე დალაი ლამას ნეშტის სრულად ოქროში ჩასმულ ქანდაკებებს. აქ მოხვედრა არც თუ ისე მარტივია. შენობა წითელ და თეთრ ნაწილად იყოფა. წითელ ნაწილში მხოლოდ 1 ოთახის დათვალიერება შეუძლიათ ვიზიტორებს, ხოლო მეორეში ცამეტის. სტუმრების ოდენობა მკაცრად კონტროლდება და შესვლა მხოლოდ სპეციალური, წინასწარ გამოწერილი ნებართვებითაა შესაძლებელი, რომელთაც კონკრეტულ პასპორტებზე თვეებით ადრე გასცემს ჩინეთის მთავრობა. ფოტო/ვიდეო გადაღება, რა თქმა უნდა, იკრძალება და ისჯება კანონით.
შემდეგ მოვინახულებთ იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლს, ბუდიზმის სულიერ ცენტრს ლჰასაში, ჯოხანგის ტაძარს. ტაძრის გვერდზე მდებარე ბახორის ქუჩა სავსეა პილიგრიმი მომლოცველებით და ქუჩის მოვაჭრეებით. აქ შეძენილი ტიბეტური სიმბოლიკის სუვენირები საუკეთესოა მთელს აზიაში.

✨დღე 10

ლჰასადან დასავლეთით ქალაქიდან არც თუ ძალიან შორის ქათქათა თეთრი მონასტერი დგას მთის წვერზე, ტიბეტურ ენაზე დრეპუნგი “ბრინჯის გროვას” ნიშნავს, რადგან მისი თეთრი შენობები მთიდან დაყრილი ბრინჯის მარცვლებს ჰგავს. ოდესღაც სამეფოს ყველაზე დიდ მონასტერში ათიათასზე მეტი ბერი ცხოვრობდა და იზრდებოდა.
შუადღეს გელუგის სერას მონასტერს ვესტუმრებით. 1419 წელს ტიბეტელმა ბერებმა ერთ-ერთ უმაღლეს პლატოზე ააშენეს ტაძარი, სადაც მშობლებს სულ პატარა შვილები მიჰყავდათ და ტოვებდნენ. ყოველდღე 3 საათზე იწყება ბერებს შორის ნებისყოფის და წვრთნის გამოსამუშავებელი დებატები. მორჩილება, ღვთის შიში და განათლება ეს არის ის სამი მთავარი თვისება, რომელსაც ყველა მორწმუნე ტიბეტელი ასწავლის თავის ახალ თაობას. წვრთნის დროს ერთი მორჩილი ბერი უწყვეტ რეჟიმში უსვამს კითხვას მეორეს და არცერთმა გარემო გამღიზიანებელმა არ უნდა გაუფანტოს მას ყურადღება. ვიზიტორთათვის პროცესის ყურება ძალიან შთამბეჭდავია.

🇧🇹ბუტანი🇧🇹

✨დღე 11

ლჰასას დავტოვებთ და ნეპალის გავლით ბუტანში გავფრინდებით. ჰიმალაის თავზე ფრენა მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ სანახაობად ითვლება.
მოგზაურობის ბოლო ნაწილი აღმოსავლეთ ჰიმალაებში ჩაკარგულ, მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მიუდგომელ და განსხვავებულ ქვეყანაში მიწაზე გაგრძელდება, რომელსაც ბედნიერების სამეფოსაც უწოდებენ.
ხშირად ამბობენ, რომ ბუტანს საკუთარი „ბედნიერების სამინისტროც“ კი აქვს. ქვეყნის წარმატებას მხოლოდ ეკონომიკური ზრდით არ ზომავენ; აქ მთავარ ღირებულებად ადამიანის კეთილდღეობა, სულიერი სიმშვიდე, კულტურის დაცვა და ბუნებასთან ჰარმონიული ცხოვრება მიაჩნიათ. სწორედ ამ იდეას ეწოდება მთლიანი ეროვნული ბედნიერება, Gross National Happiness.
ბუტანში ჩასვლისთანავე ვიგრძნობთ, რომ აქ დრო სხვაგვარად გადის. წესებსა და ტრადიციებს თითქმის ყოველ ნაბიჯზე შეხვდებით, ეროვნულ სამოსში, არქიტექტურაში, რელიგიურ ცერემონიებსა და ადამიანების ყოველდღიურ ცხოვრებაში.
ტიმფუს ხეობას და ქალაქს გადმოჰყურებს დედამიწაზე ყველაზე ნატიფად შესრულებული ულამაზესი ბუდას ქანდაკება, იგი უდიდესია ქვეყანაში (51,5 მ.) და სრულად ოქროთი და ბრინჯაოთია დამზადებული. ქანდაკება აისის და დაისის დროს ათას ფერად იშლება და ამბობენ, რომ სწორედ მისი ბზინვარებაა ერთ-ერთი კურთხევა სამეფოსთვის. თანამედროვე ბუტანელები ნებისმიერ სხვა პროფესიასთან ერთად აუცილებლად სწავლობენ ტრადიციული რეწვას, რომელიც სტილით განსხვავდება დანარჩენი მსოფლიოს ხელნაკეთი სტილისგან. ხეში ნაქარგი ჩექმები , კუტანგები და საბრძოლო ნივთები ერთმნიშვნელოვნად ყველა მნახველის აღფრთოვანებას იწვევს. დღის ბოლოს კი ტაშიხოძონგს, იგივე "დიდებული რელიგიის ციხე"-ს ვეწვევით, რომელიც ჯერ კიდევ 1641 წელს შაბდრუნგ ნგავანგის მიერ არის აგებული და დღეს მის კედლებში რამდენიმე სამინისტრო და მეფის სამდივნოა მოწყობილი.
პაროშია ერთ-ერთი იმ იშვიათ ფოსტის სადგურთაგანი, სადაც შეგიძლია საკუთარი, ან საყვარელი ადამიანის ფოტოთი პერსონალური საფოსტო მარკა დაამზადო და მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში გაუგზავნო წერილი ადრესატს.

✨დღე 12

ჰიმალაებისა და მარადიული თოვლის სამეფოში ვნახავთ 108 მემორიალურ სტუპას, რომლებიც დედა-დედოფალმა აში დორჯიმ სამშობლოსთვის დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნის პატივსაცემად ააგო. სამ ფენად განლაგებული თეთრი სტუპები მნახველებში ნამდვილ აღფრთოვანებას იწვევს.
შემდეგ ბუდისტური ფრესკებით მოხატულ გამოქვაბულებს მოვინახულებთ, სადაც ადგილობრივები მედიტირებენ და სჯერათ, რომ იქაურ ძალას ადამიანის სულიდან ბოროტების განდევნა შეუძლია.
ვეწვევით ჩიმი ლახანგის მონასტერსაც, სადაც ლამა დრუკპა კუენლის წმინდა რელიკვია ინახება. საუკუნეებია, აქ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან უშვილო წყვილები ჩამოდიან და შთამომავლობისთვის ლოცულობენ. მონასტრის გვერდით კი შავი სტუპა დგას. ადგილას, სადაც, ლეგენდის თანახმად, ლამამ დოჩულას დემონი დაიმორჩილა.
დღის მთავარი სანახაობა ორ მდინარეს შორის აღმართული პუნახა ძონგი იქნება — ბუტანის ძველი დედაქალაქი და ქვეყნის სიძლიერის სიმბოლო. ლეგენდის თანახმად, ის სპილოზე დგას, მის კედლებში კი დღემდე იმართება სამეფო და სხვა მნიშვნელოვანი ცერემონიები.

✨დღე 13

როგორც პარიზი წარმოუდგენელია ეიფელის კოშკის, რიო-დე-ჟანეირო ქრისტეს, ნიუ-იორკი კი თავისუფლების ქანდაკების გარეშე, ბუტანის სიმბოლო ტაკწანგის მონასტერია ლეგენდარული „ვეფხვის ბუდე“.
3 120 მეტრის სიმაღლეზე, კლდის კიდეზე აღმართულ მონასტრამდე რამდენიმე საათი ფეხით ავალთ. გზად ტრადიციულ ფერად სამოსში გამოწყობილ ადგილობრივ მომლოცველებს შევხვდებით, რომლებიც ამ წმინდა გზას წელიწადში რამდენჯერმე გადიან.
ლეგენდის თანახმად, VIII საუკუნეში გურუ რინპოჩე აქ მფრინავი ვეფხვის ზურგით მოვიდა, გამოქვაბულში მედიტირებდა და ადგილობრივი ბოროტი ძალები დაიმორჩილა. საუკუნეების შემდეგ ამ წმინდა ადგილას აშენებული მონასტერი დღესაც ამაყად გადაჰყურებს პაროს ველსა და ტყით დაფარულ მთებს.

✨დღე 14

ბუტანში ჩვენი მოგზაურობის ბოლო დღე ნამდვილ ზღაპარს დაემსგავსება. პაროს ცეჩუს დროს მთელი ქალაქი ფერადდება. ადამიანები ეროვნულ სამოსში გამოდიან, ყველგან მუსიკა ისმის და უძველესი ნიღბიანი ცეკვები სრულდება. ისეთი შეგრძნება გრჩება, თითქოს რამდენიმე საუკუნით უკან გადაინაცვლე.
დილით გაიშლება უზარმაზარი წმინდა Thongdrel, რომლის ხილვასაც ბუტანელები განსაკუთრებულ კურთხევად მიიჩნევენ.
ვინ იცის, იქნებ ჩვენი ბუტანური ზღაპარი მოულოდნელი შეხვედრითაც დასრულდეს, ამ დღეს მეფე ხშირად გამოდის ხალხში, ესწრება დღესასწაულს და სტუმრებს ხვდება. ამიტომ სრულიად შესაძლებელია, ბუტანის მეფე ახლოდანაც ვიხილოთ.
შემდეგ პაროდან კატმანდუში დავბრუნდებით და მოგზაურობის ბოლო საღამოს თამელის ვიწრო ქუჩებში გავატარებთ. ადგილას, სადაც ოდესღაც იკრიბებოდნენ და დღესაც იკრიბებიან ევერესტისა და სხვა დიდი მწვერვალებისკენ მიმავალი მთამსვლელები, გიდები და მოგზაურები.

✨დღე 15

„მოგზაურობა ჯერ დაგამუნჯებს, შემდეგ კი მთხრობელად გაქცევს“.
სახლში ვბრუნდებით ფოტოებით, მოგონებებითა და იმდენი ამბით, რომ მათ მოყოლას ალბათ დიდხანს ვერ დავასრულებთ.

🫶🏼ღირებულება 1 ადამიანზე 3 * სასტუმროებით 5900$
🫶🏼ღირებულება 1 ადამიანზე 4* და 5* სასტუმროების კომბინაციით 6950$

🏷️ფასში შესულია:

✅ორმხრივი საერთაშორისო ავიაბილეთი საქართველოდან ნეპალამდე და უკან ;
✅საერთაშორისო ავიაბილეთი : ტიბეტი-ნეპალი
✅საერთაშორისო ავიაბილეთი: ნეპალი - ბუტანი
✅საერთაშორისო ავიაბილეთი: ბუტანი - ნეპალი
✅ტიბეტის , ბუტანის, ნეპალის ვიზა:
✅ქართულენოვანი გამყოლი სრული ტურის მანძილზე;
✅სასტუმროები საუზმით სრული ტურის მანძილზე:
✅ყველა ტრანსფერი;
✅ყველა საექსკურსიო ბილეთი სამივე ქვეყანაში;
✅სრული სატრანსპორტო მომსახურება საექსკურსიო საათებში კონდიცირებული მიკროავტობუსით სამივე ქვეყანაში;
✅ადგილობრივი გიდი ნეპალში, ტიბეტში, ბუტანში ( ინგლისურ ენოვანი);
✅ყველა საჭირო ნებართვა ტიბეტში გადასაადგილებლად;
✅სახელმწიფო ნებართვები ტიბეტის რეგიონის ძეგლების დასათვალიერებლად;
✅ტიბეტის ავტონომიურ ტერიტორიაზე სპეც ტრანსპორტი და ლიცენზირებული მძღოლი სრული ტურის მანძილზე;
✅Everest Base Camp-ის ეკო მანქანა:
✅ევერესტის საბაზისო ბანაკის ინდივიდუალური ნებართვები;
✅ჟანგბადის ბალონები ტიბეტში მოგზაურობის დროს;
✅განთიადის დალოცვის ცერემონიის ნებართვა რამბუკის ბერებთან.
✅ბუტანის სამეფო ტურისტული მოსაკრებელი, ერთი ადამიანი ერთი დღე 100$( SDF)
✅ბუტანის სამეფო ჰონორარი აქტიურ ვიზაზე (140$);
✅დღიურად 2-ჯერადი კვება ბუტანის ტერიტორიაზე.

⛔️ღირებულებაში არ შედის:

❌ლანჩი და სადილი ნეპალში და ტიბეტში;
❌”თიფი” ადგილობრივი გიდი, მძღოლი და სხვა პერსონალისთვის , ერთი მგზავრიდან 185$ ტიბეტის ტერიტორიაზე, 100 $ ბუტანის ტერიტორიაზე, 50$ ნეპალის ტერიტორიაზე
❌სხვა დამატებითი ხარჯი, რაც არ არის ტურის ღირებულებაში გათვალისწინებული;
❌ერთ ადგილიანი განთავსება ტურის მანძილზე ( დამატებითი ღირებულება 3* სასტუმროებში 1050$ 4* და 5* არჩევის შემთხვევაში1560$)

‼️გთხოვთ გაითვალისწინეთ:

⭕️ტურში ადგილი დადასტურდება პირველადი 1000$ გადახდის შემდეგ.
⭕️ტურში მონაწილეობის მსურველმა უნდა გაიაროს ინდივიდუალური გასაუბრება.
⭕️ტურის დაწყებამდე 10 დღით ადრე მონაწილემ უნდა შეწყვიტოს ალკოჰოლური სასმელის მიღება.
⭕️ტურში გადახდილი თანხა არ ნაზღაურდება თქვენი მხრიდან პირობის დარღვევის ( ტურში ნებისმიერი მიზეზით წამოუსვლელობის შემთხვევაში).
⭕️მონაწილე ვალდებულია ტურში მონაწილეობის დადასტურების შემდეგ იმოგზაუროს იმავე პასპორტით რაზეც გაიცემა ნებართვა,( ანუ მონაწილეობის მსურველმა უნდა გამოცვალოს პასპორტი სურვილის შემთხვევაში მანამ, სანამ ნებართვები გაიცემა მის პასპორტზე).

☎️დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ 555 24 73 73

ინდოეთის მისტიკური გზა🗓️ტურის თარიღები : 1 – 13/17 აპრილი 2027 წელი✨ეს ტური არ არის მათთვის, ვისაც კლასიკური ინდოეთის ნა...
12/09/2026

ინდოეთის მისტიკური გზა

🗓️ტურის თარიღები : 1 – 13/17 აპრილი 2027 წელი

✨ეს ტური არ არის მათთვის, ვისაც კლასიკური ინდოეთის ნახვა უნდა, ან თუნდაც მათთვის, ვინც მხოლოდ ერთხელ აპირებს ინდოეთში მოგზაურობას. ეს არის სულის მოგზაურობა, რომელიც ჩრდილოეთის ვარსკვლავის ქვეშ, სიქჰების ოქროს ტაძრიდან იწყება და მიემართება ჰიმალაებისკენ, მარადისობასა და სიყვარულისკენ.
🙏🏻პირადად გაიცნობთ 90 წელს გადაცილებულ დალაი ლამას, რომელსაც ამბობენ, ბოლო მეთოთხმეტე უმაღლესი ლამაა , რომელიც ბუდისტურ სამყაროს ჰყავს.
მოისმენთ ამბებს ძველი მეფეების, უხილავი ღმერთების, საკუთარი თვალით ნახავთ ოქროს ძაფებით მოქსოვილ უდიდეს ინდური კულტურის დანატოვარს და მოივლით ჰიმალაების საოცარ ადგილებს, რომლის მსგავსი ბუნებაც დედამიწას თითქმის არსად არ აქვს.
🫶🏼ადამიანის მარადიული ცნობისწადილი არის ის ძალა, რომელიც შემეცნებისკენ მუდმივად გვიბიძგებს და სწორედ ამ ასპექტებზეა სრულად ეს ტური აგებული.
💫დღე 1 – ამრიტსარი ოქროს ტაძრის ქალაქი და ინდოეთი პაკისტანის საზღვარი
ამ ტურს ამრიტსარში პაკისტანთან ყველაზე ახლო მდებარე სასაზღვრო ქალაქით ვიწყებთ. ჩრდილოეთ ინდოეთში მეთექვსმეტე საუკუნის ბოლო მეოთხედში პუნჯაბის შტატში გურუ რამ დასმა ტბის გარშემო სიქჰიზმის კულტურულ ცენტრად ოქროსფერი ქალაქი დააარსა. აქაურობას რელიგიური დატვირთვის გარდა, წარსულმა ერთი დიდი მისიაც დაეკისრა - ინდოეთს და პაკისტანის მძიმე, მაგრამ ღირსეული ისტორიის სადარაჯოზე დგომა.
სასტუმროში დაბინავების შემდეგ სწორედ ამ ორი ქვეყნის მშვიდობის და ამასთანავე ძალაუფლების სიმბოლიზმით გამოხატვის ადგილას წავალთ. ვნახავთ საყვირის და დაფდაფების თანხლებით ინდოელი და პაკისტანელი ჯარისკაცების დროშის დაშვების ვაღას საზღვრის ცერემონიას.
ღამე განსაკუთრებით ჯადოსნურია ამრიტსარში ქუჩებში გამთენიამდე ისმის სიქჰური საგალობლების ხმა- ეს არის ქალაქი, სადაც რწმენა და ისტორია ერთ სრულყოფილების ჰარმონიას ქმნის.
💫დღე 2 – ოქროს ტაძარი - ამრიტსარი
ჰარმანდირ საჰიბი - ოქროს ტაძარი ამრიტსარის გულში.
გამთენიისას, მზის სხივების პირველ შეხებისთანავე ტაძარი ცის სარკეში ჩასმულ სამოთხეს ემსგავსება, სამოთხეს არა მხოლოდ სილამაზის, არამედ თავის არსის გამო. XVI საუკუნეში, გურუ არჯან დევმა გადაწყვიტა, შეექმნა ადგილი, სადაც ყველა რწმენისა და ერის ადამიანი შეძლებდა ლოცვას — ღმერთთან მისვლას ყოველგვარი ზღვრის გარეშე. მისივე მითითებით ამოთხარეს ტბა, რომელსაც უწოდეს Amrit Sarovar — „უკვდავების ნექტრის ტბა“. მის შუაგულში კი აღმართეს ტაძარი, რომლის იატაკიც მიწის დონის ქვევითაა გაკეთებული, როგორც თავმდაბლობის ნიშანი, რომ ადამიანი ღმერთისკენ ქედმოდრეკილი მივიდეს.
ტაძრის შესასვლელი ოთხივე მხარეს აქვს — აღმოსავლეთიდან, დასავლეთიდან, ჩრდილოეთიდან და სამხრეთიდან — სიმბოლოდ იმისა, რომ ღმერთის გზა ყველასთვის ღიაა, ნებისმიერი მიმართულებიდან, ნებისმიერი რწმენით.
მისი მშენებლობა დასრულდა 1604 წელს, და სწორედ აქ განთავსდა სიქჰების წმინდა წიგნი — გურუ გრანთ საჰიბი. ღამე წიგნი განსაკუთრებული რიტუალით გადააქვთ ტაძრის შიგნიდან სპეციალურ შენობაში და გამთენიისას კვლავ აბრუნებენ ადგილზე — ეს ტრადიცია დღემდე უცვლელია და მისი ყურება ერთ-ერთი ყველაზე ემოციური რიტუალია მსოფლიოში.
ტაძარი თავდაპირველად უბრალო ქვის იყო, მაგრამ მოგვიანებით, XIX საუკუნეში, მაჰარაჯა რანჯიტ სინგჰმა — სიქჰთა ლეგენდარულმა მეფემ — მთლიანად მოაოქროვა მისი ზედაპირი. მას შემდეგ იგი ცნობილია როგორც ოქროს ტაძარი, სინათლისა და რწმენის ბრწყინვალე სიმბოლო.
ტაძარს აქვს მსოფლიოში უდიდესი უფასო სამზარეულო - ლანგარი, სადაც ყველას ვისაც საჭიროება აქვს ამის, მთელი ცხოვრება უფასოდ შეუძლია მიიღოს საკვები. ეს არის სიქჰიზმის გულში ჩაწერილი უდიდესი იდეა — „სევა“, მსახურება ადამიანების მიმართ, როგორც ღვთის მსახურება.
შემდეგი გაჩერება — ჯალიანვალა ბაღია, ადგილი, სადაც 1919 წელს ბრიტანული ჯარების მიერ ათასობით უდანაშაულო ინდოელის სისხლი დაიღვარა.
გზას დურგიანა ტაძრისკენ განვაგრძობთ , რომელიც ოქროს ტაძრის არქიტექტურას მოგვაგონებს.
ქალაქის დათვალიერებას — მაჰარაჯა რანჯიტ სინგის მუზეუმით, იგივე ყოფილი ზაფხულის სასახლით დავასრულებთ, სადაც სიქჰთა იმპერიის დიდების დღეები დღემდე ცოცხლობს იარაღებში, ხელნაწერებსა და ძველ მონეტებში.
შებინდებისას ჰიმალაების გულისკენ ავიღებთ გეზს, დჰარამშალა- ქალაქი, სადაც ტიბეტის და ბუდისტური სამყაროს სული ცოცხლობს. მიწა, რომელიც მეთოთხმეტე დალაი ლამას სახლი გახდა ბოლო 70 წელია.
💫დღე 3 – დჰარამშალა: ტიბეტის სული ჰიმალაის გულში
გამთენიას, ძალიან ადრე, როდესაც მზის პირველი სხივი დაეცემა ჰიმალაების მთათა წვერს ცუგლაქხანგის სამონასტრო კომპლექსისკენ ავიღებთ გეზს.
1959 წლის მარტში ტიბეტში ჯერ კიდევ მკაცრი ზამთარი იდგა… ლჰასას, ტიბეტის წმინდა დედაქალაქს, სადაც საუკუნეების განმავლობაში სულიერი სიმშვიდე ბუდას სახელით სუფევდა, ახლა ჩინეთის ჯარი მოადგა. ხალხი ქუჩებში გამოვიდა თავისი ახალგაზრდა სულიერი ლიდერის — მე-14 დალაი ლამას, ტენზინ გიაცოს დასაცავად, მაშინ მხოლოდ 23 წლის ბიჭი, მაგრამ უკვე ერთ-ერთი უდიდესი სულიერი ავტორიტეტი მთელ აზიაში პირისპირ ედგა ჩინეთის უდიდეს არმიას ტიბეტის მცველად .
ჩინეთმა 1950-იან წლებში დაიკავა ტიბეტი და დაიწყო მისი კულტურული, რელიგიური და ადმინისტრაციული ინტეგრაცია. თუმცა ტიბეტელებისთვის ეს იყო რწმენისა და თავისუფლების ჩახშობა. მრავალწლიანი დაძაბულობის შემდეგ, 1959 წლის 10 მარტს, ლჰასაში მოხდა სახალხო აჯანყება, რომელსაც ჩინეთის არმია სასტიკად გაუსწორდა. ქალაქი იწვის, ქუჩებში ტანკები და ტყვიები ზუზუნი ისმის, ტიბეტის მონასტრებს ცეცხლი ეკიდება…
დალაი ლამა იძულებულია დატოვოს რეზიდენცია, რომელმაც საუკუნეების მანძილზე ყველა მთავარი ლამა გამოზარდა. ღამით, ბერის ტანისამოსით, დალაი ლამა თავის მცირერიცხოვან თანამგზავრებთან ერთად — ბერებთან, მრჩევლებთან და მცველებთან ერთად ტოვებს ლჰასას. ფეხით გადაიარეს თოვლით დაფარული მთები და ხეობები, ჩინელი საგუშაგოების გვერდზე ავლით მხოლოდ უკუნეთ ღამეში მოძრაობდნენ, დალაი ლამას, რომელიც ტიბეტის ხალხისთვის ცოცხალი ბუდაა, იძულებული იყო დღეები გაყინულ მიწაზე სძინებოდა. თორმეტი დღე და ღამე გაგრძელდა ეს გაქცევა, რომელსაც თან სდევდა ცივი ქარი, შიმშილი და მუდმივი მტრის დევნის საფრთხე, ამ დღეებში თურმე მთელი ტიბეტის ხალხი ერთხმად ლოცულობდა ახალგაზრდა სულიერი წინამძღვრის გადარჩენისთვის.
იმავე თვის 31 მარტს დევნილებმა ინდოეთის საზღვარი გადაკვეთეს,არუნაჩალ პრადეშის მთიან რეგიონში, მცირე სოფელ ტავანგის მახლობლად. ინდოეთის მთავრობამ, მაშინ პრემიერ-მინისტრ ჯავაჰარლალ ნერუს ხელმძღვანელობით, მიიღო იგი როგორც პოლიტიკური ლტოლვილი და მისცა თავშესაფარი.
ინდოეთში დალაი ლამას მისვლამ ახალი თავი დაწერა ტიბეტის ისტორიაში — ახალი ტიბეტის დაბადება. ამიერიდან დალაი დალამას ახალი რეზიდენცია და გარშემო მიწები გახდა ჰიმალაის ფერდობზე აშენებული პატარა ქალაქი დჰარმსალა, ხოლო ცუგლახანგის ტაძარი და რეზიდენცია ახალი სულიერი სახლი ბუდისტური რელიგიისთვის.
აქედან დაიწყო დალაი ლამას მშვიდობის გზავნილი მსოფლიოსადმი — „თავისუფლება მახვილით კი არა, თანაგრძნობით უნდა მოვიპოვოთ“.
დღეს დჰარმსალა ტიბეტური კულტურისა და სულიერების ცენტრად იქცა. ქუჩებში ისმის ტიბეტური ზარები, ბერების ხმა, საკმევლის სურნელი და ბავშვების სიცილი — ეს არის ტიბეტის დაკარგული სამეფოს სული, რომელიც კვლავ ცოცხლობს ინდოეთის ცის ქვეშ.
დალაი ლამამ ტიბეტი დაკარგა, მაგრამ იპოვა მთელი მსოფლიო. იგი გახდა მშვიდობის, სიბრძნისა და თანაგრძნობის სიმბოლო — 1989 წელს მან მიიღო ნობელის მშვიდობის პრემია და დღემდე ასწავლის, რომ „ნამდვილი გამარჯვება არის შიდა სიჩუმე, რომელსაც ვერავინ წაგართმევს“.
მისი ცხოვრება არის სულიერი ოდისეა — კაცის, რომელმაც სამეფო დატოვა, რათა ხალხის რწმენა გადაერჩინა.
ცუგლახანგის ტაძარი აშენდა 1960-იან წლებში, როგორც ახალი ჰამპო ლჰაცოსი — ანუ ახალი პოტალა, სულიერი დედაქალაქი, რომელიც ლჰასას დაკარგვის შემდეგ შეიქმნა. ვეწვევით მონასტერს და დიდი ალბათობით ჩანიშნული აუდიენციის მიხედვით პირისპირ შევხვდებით 90 წელს გადაცილებულ დალაი ლამას. დავათვალიერებთ ტაძარს, რომლის შუაგულში ზის ბუდა შაკამუნის უზარმაზარი ოქროს ქანდაკება , მის გვერდით დგას ავალოკიტეშვარას (ჩენრეზიგის) ქანდაკება — თანაგრძნობის ბოდჰისატვა, რომლის ავატარადაც ითვლება თავად დალაი ლამა.
ცუგლახანგის ირგვლივ ყოველთვის ისმის ბერების ტიბეტური ქირტანი, პრაიერის ბორბლების მორევა და მადნების ხმა — ყველაფერი ეს ქმნის ისეთ ატმოსფეროს, თითქოს დრო აქ გაჩერებულია და ტიბეტი ისევ ცოცხალია.
სურვილის შემთხვევაში შევუერთდებით მომლოცველების ნაკადს, რომლებიც ტაძრის გარშემო საათის ისრის მიმართულებით დადიან — კორას ასრულებენ, ხელში თვლების ჯაჭვი უჭირავთ, ბგერებით კი ერთი და იგივე ლოცვას იმეორებენ :“Om Mani Padme Hum” — „კალათში მყოფი მარგალიტი — თანაგრძნობის გული.“
შეუძლებელია იქ, სადაც დალაი ლამა თავის ცხოვრების ბოლო დღეებს ატარებს ყველაფერში ჰარმონია და ჰუმანურობა არ იგრძნობოდეს.
ბუდისტური რეზიდენციის გვერდით ულამაზესი ოქროთი მოჭედილი ბჰაგსუნათის ტაძარია, უძველესი სალოცავი, რომელიც ღვთაება შივას უკავშირდება.
შივას ტაძარს რომ მოვივლით იქიდან მხოლოდ რამდენიმე წუთით მანძილზე პატარა ანგლიკანური წმინდა იოანეს ეკლესიას ვნახავთ. (St. John in the Wilderness). ტაძარი იმდენ ხეებს შორის არის აშენებული , რომ ვიზიტორს ტყეში ჰგონია თავი, თითქოს იქაურობა გოთიკურ სიზმარს ჰგავს, ეზოში მარხია ლორდ ელგინიც — ბრიტანეთის იმპერიის გენერალ-გუბერნატორი, რომლის სიცოცხლეც სწორედ ამ ჰიმალაის სიმშვიდეში დასრულდა.
ვეწვევით ნორბულინგკას ინსტიტუტს — ტიბეტური ხელოვნებისა და კულტურის ტაძარს, აქ ბუდას მშვიდი სახე მოჩანს ფერწერებში, თიხის სკულპტურებში ან თუნდაც აბრეშუმის ქსოვილებში.
საღამოს, როცა ჰიმალაის თეთრი მწვერვალები ღრუბლებში ნელ-ნელა იძირება გავისეირნებთ მაკლეოდ განჯის მყუდრო ქუჩებში — ტიბეტური ბაზარი, სადაც სუნელები, ხელნაკეთი ბეჭდები და ლოცვის მანდალები ერთდროულად ქმნიან არაამქვეყნიურ განწყობას.
💫დღე 4 – მანდავა რაჯისტანის ყველაზე ფერადი ქალაქში
ჰიმალაებიდან ფრენით რაჯისტანის გულში ქალაქ მანდავაში გადავინაცვლებთ. ინდოეთის ტიბეტურ ნაწილს, ფერადი ინდოეთის სულ სხვა გარემოთი შევცვლით.
მანდავას სხვანაირად “ღია ცის ქვეშ გაშლილ გალერეას” უწოდებენ.
ქუჩები სავსეა ჰაველებით, მოხატულია უამრავი ჯაინისტური და ჰინდუისტური მითოლოგიის ფრესკებით.
მანდაველი ვაჭრები ოდითგანვე განთქმულნი იყვნენ სიმდიდრით და თავიანთ სახლებს ნამდვილ ხელოვნების ტაძრებად აქცევდნენ, თითოეული კედელი თითქოს ამბავს გვიყვება სიყვარულზე და გმირობაზე, რაჯპუთა ბრძოლებსა და უდაბნოს ცხოველთა ყოველდღიურ სირთულეებზე.
მათ შორის განსაკუთრებულია Jhunjhunwala Haveli — ფრესკებზე გამოსახულია ზღვის ზღაპრები, სპილოზე მჯდომი ღმერთები და თავად ევროპული მოვლენა: ვიქტორიანიული ქალები იჭრებიან ინდურ ფონს შორის, რაც ქმნის უნიკალურ კულტურულ კონტაქტს.
სეირნობისას შევხვდებით ადგილობრივ მხატვრებს, რომლებიც ჯერ კიდევ ტრადიციულად ამზადებენ ფრესკების საღებავებს — ბუნებრივი პიგმენტებიდან, მარგალიტისა და ქვიშის ფხვნილისგან.
ეს დღე სრული სამოთხეა როგორც ფოტომოყვარულთათვის, ისე მათთვის ვისაც ინდოეთის სიფერადის იქით ნამდვილი, საუკუნეებს გამოვლილი ხელოვნების დანახვა სწადია.
თუ ჰიმალაებში ვიგრძენით ინდოეთის მისტიკური , ბუდისტური მხარე, ჯერი დადგა მანდავაში გული გავუღოთ ჰინდუისტურ და მიწიერ მხატვრულ სამყაროს.
💫დღე 5 – მანდავა და ნავალგარჰი: ფრესკების სამეფო
მანდავას ციხე ისეა აგებული , რომ მზის პირველი შეხებისთანავე ათას მოელვარე ფერად დაეცეს სამყაროს მისი ნათება.
XVIII საუკუნეში აშენებული ციხე-სიმაგრე , ერთ დროს მანდავას მმართველების სამფლობელო იყო, დღეს კი უძველეს სასტუმროდ გარდაქმნილი დროის მოგონებაა. მისი კედლები ფრესკებითაა დაფარული — სცენები, სადაც მითოლოგია და ყოველდღიური ცხოვრება ერთმანეთს ერწყმის. ვნახავთ გულაბ რაი ჰაველის, სადაც აქლემების და სპილოების გამოსახულებები ცოცხლდება მზის შუქზე და გოენკა დუბლ ჰაველის, თავისი ორმაგი ფასადით და მხატვრული სიმდიდრით — ეს არის იმ ეპოქის სიმბოლო, როცა დიდგვაროვანი ოჯახები თავიანთ სიმდიდრეს ფრესკებში უკვდავყოფდნენ. არც ბანსიდარ ნევატია ჰაველის გამოვტოვებთ , მისი კედლები ქვის წიგნს ჰგავს, რომელიც მოგვითხრობს შექჰავათის მხარის დიდების ამბავს.
გზას ნავალგარჰში განვაგრძობთ, ვნახავთ ორ სრულიად განსხვავებულ და საოცარ მუზეუმს, : პოდარის ჰაველი მუზეუმი, სადაც შენარჩუნებულია რაჯპუტური ცხოვრების დეტალები — ტანსაცმელი, ტრადიციები, დღესასწაულები;
ვეწვევით მორარკას ჰაველი მუზეუმს, რომელიც დღემდე ცოცხალ სახლად ფუნქციონირებს, ფრესკებითა და ვაჭართა ცხოვრების სცენებით.
💫დღე 6 – მანდავა – ხიმსარი: თარის უდაბნოს ზღურბლზე
დილით დასავლეთ რაჯისტანისკენ ქალაქ ხიმსარისკენ გავემართებით.
თარის უდაბნოს კიდეზე მდებარე ქალაქი გამორჩეულია თავის ნამდვილი ინდური სულით: აქლემებზე ამხედრებული ინდუსები, ფერად-ფერად კაბებში შემოსილი ქალები და მოხითხითე ფეხშიშველა ბავშვები...
საღამოს მზე რომ ქვიშაში დამალვას დაიწყებს ჯიპებით გვექნება რბოლა ინდურ უდაბნოში, ქვიშის დიუნები ოქროსფრად აბრჭყვიალდებიან ჰორიზონტზე და ათასი ფერის არე-მარეს შექმნიან გარშემო. უდაბნოს მზე სისხლისფრად იწვის დაისის დროს და ნებისმიერ მნახველს დაადუმებს მისი სილამაზე.
ღამით ციხესიმაგრის ეზოში ადგილობრივ მუსიკოსებს მოვუსმენთ, რომლებიც ძველ რაჯისტანულ მელოდიებს ჩვენს თვალწინ ახალ სიცოცხლეს შესძენენ.
💫დღე 7 – ჯოდპური ცისფერი ქალაქი
ჯოდპურს რომ ვეწვევით, მჯერა ყველა ერთხმად აღიარებს - არცერთი ფერი ისე არ უხდება ქალაქის კედლებს, როგორც ცისფერი.
უდაბნოს პირას აშენებული და ხელოვნების დონემდე აყვანილი საოცარი სილამაზის კიდევ ერთი რაჯისტანული ქალაქი- ჯოდპური თავის მისტიკური ელფერით და ულამაზესი ქუჩებით. ამ ქალაქში შეგიძლია დაიკარგო და უსაზღვროდ დიდხანს უგზოუკვლოდ ისეირნო, იქაურობა იმდენად ლამაზია რომ გიჩნდება სურვილი მისი ნაწილი გახდე, შეერწყა ქალაქს და სამუდამოდ მეხსიერებაში აღიბეჭდო ყველა იქ გატარებული წამი.
რაჯასტანის ძველი სამეფო ცნობილია თავის ციხესიმაგრეებით, ვნახავთ მეჰრანგარჰიის ფორტს, რომელიც მთელს ქალაქს რაღაცნაირად მედიდურად დაჰყურებს, იქაურობა ამ მხარის ერთ-ერთი ყველაზე ძლევამოსილი მმართველის სახლი ყოფილა.
ვეწვევით ჯასვანტ თადას, თეთრი მარმარილოს მემორიალს, რომელიც XIX საუკუნეში აიგო მეფე ჯასვანტ სინგის პატივსაცემად.
საღამოს კი ცისფერი ქალაქის ხმაურს შევერწყმებით, მის ქუჩებში სეირნობა არ მგონია მოგზაურს ოდესმე მობეზრდეს.
💫დღე 8 – ჯოდჰპური: ბიშნოის სოფელი და მარვარის მემკვიდრეობა
ეს ხალხი საუკუნეების განმავლობაში იცავდა ბუნებას და მიიჩნევიან ინდოეთის პირველ ეკო მემკვიდრეებად. ბიშნოისები იცავენ ტყეს, ცხოველებსა და წყალს — მათი რწმენა ამბობს: „ვერ იქნება სიცოცხლე, თუ დაიღუპება ხე.“
გზას გადაგვიჭრიან შავი ანტილოპები, ფარშევანგები და სხვადასხვა გარეული ფრინველი თუ ცხოველი, მათ ბიშნოისები წმინდა არსებებად მიიჩნევენ და ხელშეუხებლები არიან. მოვივლით ტრადიციულ სოფლებს, ვნახავთ ძველებური ვერცხლის სამკაულით შემკულ ქალებს და მამაკაცებს ფერად ტურბანებში, ვეწვევით უძველესი ტრადიციების მქონე ტყავის და თიხის სახელოსნოებს, ამ დღეს ნანახი თითოეული ფრაგმენტი და ამ დღის ყოველი წუთი თითქოს საუკუნეების ტრადიციებში გვამოგზაურებს სახელდახელოდ იქვე შექმნილი დროის მანქანით.
საღამოს დავბრუნდებით ჯოდპურის ჩრდილოეთით მდებარეობს მანდორის ქალაქში , ეს არის მარვარის სამეფოს ძველი დედაქალაქი უძველესი ბაღებით და საუკუნეებს გაძლებული აკლდამებით.
ამ დღის ბოლო აკორდი — დიდი საათის ქვეშ მდებარე ღია ბაზრობაა : სანელებლების,მატჰანიას წითელი წიწაკის არომატი, ხელნაკეთი ნაქარგები, ჩაისა და ანტიკური ნივთების სურნელი ჰაერში ერთიანად ირევა და ნამდვილი ჯოდპურული განწყობა მოაქვს.
💫დღე 9 – ჯოდპურიდან სიქიმისკენ: გზა, რომელიც ცას უახლოვდება
მოგზაურები, ვისაც ნაწილ ტურზე სურდა დამგზავრება ჯოდპურიდან დელის გავლით საქართველოში გამოფრინდებიან, ხოლო ნაწილი, ვისაც კიდევ უფრო განსხვავებულ და ამ ტურის კონტრასტებით სავსე ინდოეთის ჩვენთან ერთად აღმოჩენა სურს გზას ჰიმალაის სულ სხვა, მწვანე მხარისკენ განაგრძობს.
ბაგდოგრას აეროპორტიდან გზა დარჯელინგისკენ იწყება.
ინდოეთს კიდევ ერთი სრულიად განსხვავებული და საოცნებო მხარე.
თისტას მდინარის გაყოლებით გეზს სიქიმის სამეფს მთებისკენ ავიღებთ.
ვინაიდან ინდოეთის სასაზღვრო მხარეა, მოგვიწევს მცირე ფორმალობების გავლა, შემოწმდება სასაზღვრო ნებართვები, რის შემდეგაც სვლას მთებში, ცაზე ჩამოკიდებულ განგტოკამდე განვაგრძობთ. საოცრებაა შებინდებისას სიქიმის ნახვა, ფანრების შუქში გახვეული ბუდისტური დროშებს ნიავი ისე არხევს თითქოს თავად ბუნება ლოცულობს შენთვისო.
💫დღე 10- განგტოკი — ტსომგოს ტბა და ბაბა მანდირი
მომდევნო დღეს გზას უფრო მაღლა ჰიმალაების თეთრი მწვერვალებისკენ განვაგრძობთ, ვეწვევით 3780 მეტრზე მდებარე ტსომგოს ტბას, იქაურობა წლის ყველა დროს თოვლითაა გარშემო დაფარული და მის ფონზე წყალი სარკისებრ ანარეკლს იძლევა, ტსომგო ბუდისტებისა და ჰინდუებისათვის წმინდაა. ამბობენ, რომ ტბის წყალს შეუძლია ადამიანის სურვილების წაკითხვა — და ვინც გულწრფელად შეხედავს მის სარკესავით ზედაპირს, პასუხს საკუთარ სულში იპოვის.
ვნახავთ ბაბა ჰარბაჯან სინგის ტაძარს — ლეგენდარულ ინდოელ ჯარისკაცის, რომლის სული, როგორც ამბობენ, დღემდე იცავს საზღვარს.
დაბრუნებისას გადმოვიხედებით ტაშიიდან,(Tashi View Point), საიდანაც ჰიმალაის თეთრი ქედები განსაკუთრებით კი ულამაზესი კანჩენჯანგას თვალწარმტაცი ხედები იშლება.
საღამოს ისევ ქალაქში დავბრუნდებით, წარმოიდგინეთ ყვავილებით მორთული ლამაზი ქუჩები პატარ -პატარა საჩაიეებით, სადაც ბუდისტი ბერები მშვიდად მიირთმევენ ჩაის და ქვეყნის ამაოებაზე საუბრობენ.
💫დღე 11- დარჯილინგი
ვფიქრობ, გექნებათ გაგებული რუმტეკის მონასტრის სასწაულმოქმედი ძალის შესახებ. ეს არის სიქიმის ყველაზე დიდი ბუდისტური სალოცავი, ტიბეტური კარმაპას შტოს მთავარი სავანე. შიგნით ოქროს სტუპები, უძველესი ხელნაწერები და ბუდას ქანდაკებები გეგებებიან ისეთი სიმშვიდით, რომ დრო თითქოს ჩერდება.
შემდეგ იწყება გზა დარჯილინგისკენ — ქალაქისკენ, რომელსაც „მთების დედოფალს“ უწოდებენ.
გავივლით ისეთი სილამაზის ბუნებას, რომლის მსგავსი სხვაგან არსად გექნებათ ნანახი.
საღამოს ახლად ჩასულზე გავისეირნებთ ცნობილ "მალ როუდზე". ბრიტანული არქიტექტურის ელეგანტური სისადავე და ცნობილი დარჯელინგის ჩაის არომატი საბოლოოდ დააკარგვინებს მოგზაურს რეალობის აღქმის უნარს.
💫დღე 12-დარჯილინგი — მზე კანჩენჯუნგას თავზე
წარმოიდგინეთ რომ თავად ღმერთი გიტოვებთ საკუთარ ხელწერას ცის კამარაზე, სწორედ ეს გრძნობა დაგეუფლებათ, როდესაც გამთენიას "ტაიგერ ჰილსზე" ახვალთ და "კანჩენჯუნგას" მარად თოვლიან მთის წვერს გახედავთ.
მზე რომ ცაზე საპატიო ადგილს დაიკავებს ღუმის მონასტერს ვეწვევით, ეს არის ტიბეტური ბუდიზმის უძველესი სავანე, სადაც ბერები დილის ლოცვებს ასრულებენ. იქიდან კი ცნობილი Toy Train- ით დავეშვებით ბარში. მოვინახულებთ ჩაის პლანტაციებს, შევივლით იაპონურ ტაძარში, იქაური ზარების რეკვა სიმბოლოა იმის, რომ მშვიდობა ყოველთვის სადღაც ახლოსაა.
საღამოს ტიბეტელ ლტოლვილთა ცენტრში შევივლით, იქ ამზადებენ უნიკალური ორნამენტებით შემკულ ტრადიციულ ხალიჩებს და სამკაულებს.
💫დღე 13-დაბრუნება — ბაგდოგრა → თბილისი
ამ ტურის ბოლო დილა ჰიმალაების სამეფოში. უკან მოვიტოვეთ; მთები, მდინარეები, ტბები, უძველესი მონასტრები, ვნახეთ და შევადარეთ ბუდისტური და ჰინდუისტური ძეგლები, ვეწვიეთ დალაი ლამას რეზიდენციას და საბოლოოდ ერთად შევქმენით საოცარი, ჯადოსნური და კონტრასტებით სავსე სამოგზაურო ისტორია.
ეს იყო მოგზაურობა რწმენიდან უდაბნომდე, ფერიდან თოვლამდე — ისტორიისა და სულიერების გზაზე, რომელიც გვჯერა, აუცილებლად დარჩება თქვენს ფიქრებში და მოგონებებში, როგორც ცხოვრებაში განცდილი საუკეთესო მოგონება.
🌟ღირებულება 9 დღიანი ტურის 3500$
🌟ღირებულება 13 დღიანაი ტურის 3960$
✳️ფასში შესულია:
✅საერთაშორისო ავიაბილეთები;
✅შიდა ფრენის ავიაბილეთები: ამრისტარი - დელი -მანდავა, ჯოდპური - ბაგდოგრა:
✅ვიზა
✅ყველა ტრანსფერი ინდოეთის ტერიტორიაზე
✅სრული სატრანსპორტო მომსახურება საექსკურსიო საათებში
✅ყველა შესასვლელი და აქტივობის ბილეთები, რაც ტურის პროგრამაშია ნახსენები;
✅სასაზღვრო ნებართვები ინდოეთის ტიბეტურ მხარეს;
✅მატარებლით მგზავარობა;
✅სასტუმროში 1 ადამიანის განთავსება 2 კაციან ნომერში;
✅საუზმე;
✅ქართულენოვანი გამყოლი;
✅ადგილობრივი გიდი.
⛔️ღირებულება არ მოიცავს:
❌ერთ კაციან განთავსებას ნომერში ( დამატებითი ღირებულება 1090$);
❌კვებას, ალკოჰოლურ და გამაგრილებელ სასმელებს, რომელიც არ არის მითითებული ტურში;
❌აქტივობებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ტურში;
❌პირად ხარჯებს;
❌თიფს მძღოლებზე და გიდზე 9 დღიან ტურის აღების შემთხვევაში ჯამში 1 ადამიანზე 110$ სრული ტურის შემთხვევაში 165$);
❌ნებისმიერ სხვა რამეს, რაც არ არის ტურის ჩამონათვალში.
❗️❗️❗️მნიშვნელოვანი ინფორმაცია:
⭕️ტურზე ადგილის დადასტურება ხდება პირველადი 650$ ჩარიცხვის შემდეგ, თქვენი მხრიდან ნებისმიერი მიზეზით პირობის დარღვევის შემთხვევაში ( ტურში ვერ წამოსვლის, თანხის დროულად ვერ დაფარვის) გადახდილი თანხა არ ანაზღაურდება.
⭕️ტურის თანხის გადახდა შესაძლებელია თქვენზე მორგებული გრაფიკით, სრული თანხა დაფარული უნდა იყოს ტურის დაწყებამდე 21 სამუშაო დღით ადრე.
☎️დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ: 555247373

Address

JANASHIA 28
Tbilisi

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Travel As Art • მოგზაურობა როგორც ხელოვნება posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Shortcuts

Share

Category