Cheap travel

Cheap travel Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from Cheap travel, Tour Agency, ზაქარია ფალიაშვილის 7, Tbilisi.

28/05/2023

Cheap travel თანამშრომლობს,სატრანსპორტო კომპანია ,,Transfers Georgia'' რომელიც ბაზარზე წამყვანი კომპანიაა,სადაც მუშაობენ გამოცდილი პროფესიონალები და დახვეწილი მძღოლები.
,,Transfers Georgia"-ს სერვისებში შედის ყველა სახის სატრანსპორტო საშუალება, ამ მხრივ ის გთავაზობთ კომფორტულ ავტობუსებს და მიკრო ავტობუსებს, ასევე ექსკურსიებს საქართველოს მთელს ტერიტორიაზე.

ტურისტული კომპანია თანამშრომლობს, რამდენიმე სერტიფიცირებულ გიდთან        მიშო ჯოგლიძე- საფეხმავლო გამყოლი 4 წლიანი გამოც...
28/05/2023

ტურისტული კომპანია თანამშრომლობს, რამდენიმე სერტიფიცირებულ გიდთან
მიშო ჯოგლიძე- საფეხმავლო გამყოლი 4 წლიანი გამოცდილებით საკონტაქტო ინფორმაცია ([email protected], +995571521493)
ნინო ჯანაშვილი- არქეოლოგი და ხელოვნებადმცოდნე კულტურული ტურების გამყოლი, საკონტაქტო ინფორმაცია: ([email protected], +99557572866)

27/05/2023

კომპანიის საქმიანობა
Cheap travel-ი გთავაზობთ საუკეთესო კურორტებსა და სასტუმროებს(ფასთან თანაფარდობაში)

მუდმივად ვმუშაობთ ახალ მიმართულებებზე. ტურ-ოპერატორი გეგმავს და ახორციელებს ჯგუფურ და ინდივიდუალურ ტურებს, ავითარებს კონგრეს, სპორტულ და სხვა ტიპის ტურიზმს, ასევე აქტიურად ყიდის ავიაბილეთებსა და სასტუმროებს ონლაინ რეჟიმში.

კომპანიაში ხარისხის მართვის სისტემებსა და ადამიანურ რესურსებს უდიდეს ყურადღებას აქცევენ. Cheap travel-ი ტურისტულ ბაზარზე პოზიციონირებს როგორც სანდო და ხარისხიანი ბრენდი, რაც განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს კომპანიას და დიდი სტიმულია მისი განვითარებისა და სრულყოფისთვის.

27/05/2023

მიზნები და მისია
Cheap travel-ის მისია მაქსიმალურად ცივილური ბაზრის შექმნაში მდგომარეობს, სადაც შემდეგი რგოლის მიხედვით მიმდინარეობს ურთიერთობა: მომხმარებელი - ტურისტული სააგენტო - ტურ-ოპერატორი და რომელიც ურთიერთნდობასა და პატივისცემაზეა დაფუძნებული. კომპანიის საბოლოო მისია კი იმაში მდგომარეობს, რომ შექმნას ქვეყანაში არსებული ყველა კატეგორიის დამსვენებლისთვის ხელმისაწვდომი პროდუქტი.

კომპანიის Cheap travel-ის ძირითად მიზანს ეფექტურობის გაზრდა და ბაზარზე მისი კონკურენტუნარიანობა წარმოადგენს.

27/05/2023

ღირებულებები და პრინციპები
- აბსოლუტური გამჭვირვალობა და პატივისცემა იმ ქვეყნის წესების და ტრადიციების მიმართ, სადაც კომპანია საქმიანობს.

- კომპანიის თანამშრომლები - თანამშრომელი ეს არა მხოლოდ განუყოფელი და უმნიშვნელოვანესი ნაწილია ბიზნეს-პროცესის, არამედ Cheap travel - ის დიდი, მეგობრული ოჯახის წევრი.

- პარტნიორებთან ურთიერთობა გათვლილია გრძელვადიან და ორივე მხარისთვის მომგებიან თანამშრომლობაზე. სწორედ ამიტომ ყველა პარტნიორი კომპანიის მეგობარია.

- ბაზარზე არსებული კონკურენცია Cheap travel-ისთვის განვითარების ბუნებრივი სტიმულია.

- Cheap travel- ში პატივს ცემენ პარტნიორებისა და კონკურენტების აზრს, მიუკერძოებლად ისმენენ კრიტიკას და ყოველთვის მზად არიან ღია თამშრომლობისთვის.

- ქვეყანაში საქველმოქმედო და სოციალური ღონისძიებები კომპანიის ვალდებულებაა.

- კომპანია ისწრაფვის იმისკენ, რომ ყოველი ტურისტი იყოს კმაყოფილი Cheap travel-ის მიერ ორგანიზებული დასვენებით.

- Cheap travel-ი ცდილობს მონაწილეობა მიიღოს საქართველოში ტურისტული სამომხმარებლო ბაზრის განვითარების პროცესში. გვესმის რა, რომ კომპანიის წარმატებული განვითარება შესაძლებელია მხოლოდ ტურისტული ინდუსტრიის წინსვლის შედეგად.

27/05/2023

სოციალური პასუხისმგებლობი: კომპანია ცდილობს ხელი შეუწყოს ტურიზმის ინდუსტრიის პრესტიჟის გაზრდას, სამართლიან კონკურენციასა და ბაზრის მონაწილეთა შორის ცივილურ ურთიერთობას. ამ მიზანზე საუბრისას Cheap travel-ის ხელმძღვანელობას ესმის, რომ ეს შეუძლებელია სახელმწიფოს ეკონომიკური განვითარების გარეშე.

Address

ზაქარია ფალიაშვილის 7
Tbilisi

Opening Hours

00:00 - 08:00

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Cheap travel posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Shortcuts

Share

Category