Visaservice • ვიზასერვისი

Visaservice • ვიზასერვისი სავიზო მომსახურება / სასტუმროები / ავიაბილეთები / სამოგზაურო დაზღვევა/

სავიზო მომსახურება კანადის, დიდი ბრიტანეთის, აშშ-ს, ევროპის და აზიის ქვეყნების საკონსულოებისთვის.
ჩვენთან შეგიძლიათ დაგეგმოთ შეიძინოთ ავიაბილეთები, სასტუმროები მსოფლიოს მასშტაბით.

აშშ-ს  სასწავლო და ტურისტულ  ვიზებზე  დადებითი პასუხები. 🇺🇸 ვიზები  გაიცა სქართველოს მოქლაქეებზე .✅ ✨სავიზო მომსახურების...
16/06/2026

აშშ-ს სასწავლო და ტურისტულ ვიზებზე დადებითი პასუხები. 🇺🇸
ვიზები გაიცა სქართველოს მოქლაქეებზე .✅ ✨
სავიზო მომსახურების მისაღებად დარეკეთ
📲577 69 41 69 .

აშშ-ს  და დიდი ბრიტანეთის ვიზებზე  დადებითი პასუხები. 🇬🇧🇺🇸 ვიზები  გაიცა სქართველოს მოქლაქეებზე .✅ ✨სავიზო მომსახურების ...
06/05/2026

აშშ-ს და დიდი ბრიტანეთის ვიზებზე დადებითი პასუხები. 🇬🇧🇺🇸
ვიზები გაიცა სქართველოს მოქლაქეებზე .✅ ✨
სავიზო მომსახურების მისაღებად დარეკეთ
📲577 69 41 69 .

მნიშვნელოვანი სიახლე 🇺🇸 ‼️📢 აშშ-ში ვიზის მიღების ახალი მოთხოვნები შემოდის — რა არის „ვიზის ბონდი“ და ვის შეეხებათ?აშშ-ის...
19/03/2026

მნიშვნელოვანი სიახლე 🇺🇸 ‼️

📢 აშშ-ში ვიზის მიღების ახალი მოთხოვნები შემოდის — რა არის „ვიზის ბონდი“ და ვის შეეხებათ?

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა აამოქმედა პროგრამა, რომლის მიხედვითაც გარკვეული ქვეყნების მოქალაქეებს, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებს 🇬🇪, შესაძლოა ვიზის მიღების პროცესში დაეკისროთ დამატებითი ფინანსური გარანტია — „ვიზის ბონდი“ (Visa Bond).

━━━━━━━━━━━━━━━

💰 რას ნიშნავს ვიზის ბონდი?
ეს არის თანხა (დეპოზიტი), რომლის გადახდაც შეიძლება მოგთხოვოთ საკონსულომ ვიზის გაცემამდე. თანხის ოდენობა განსაზღვრულია შემდეგი კატეგორიებით:
• 5,000 აშშ დოლარი
• 10,000 აშშ დოლარი
• 15,000 აშშ დოლარი

📌 რა ხდება ამ თანხასთან?
✔️ ბონდი სრულად ბრუნდება, თუ:
• ვიზა არ დამტკიცდა, ან
• ვიზის პირობები არ დაირღვა და ქვეყანას დროულად დატოვებთ

❗ თანხა არ ბრუნდება იმ შემთხვევაში, თუ ვიზის პირობები დაირღვევა (მაგალითად, ვადის გადაცილება).

━━━━━━━━━━━━━━━

🎯 ვის შეეხება ეს პროგრამა?
პროგრამა ძირითადად ვრცელდება:
• ტურისტულ ვიზებზე (B2)
• ბიზნეს ვიზებზე (B1)

━━━━━━━━━━━━━━━

🌍 რომელ ქვეყნებს ეხება?
აშშ ადგენს იმ ქვეყნების სიას, რომელთა მოქალაქეებს აქვთ ვიზის ვადის გადაცილების შედარებით მაღალი მაჩვენებელი.

სწორედ ამ კრიტერიუმის მიხედვით შეიძლება მოხვდით 🇬🇪 სამწუხაროდ ამ აღნიშნულ პროგრამაში.

📊 სია პერიოდულად ახლდება და შეიძლება გაფართოვდეს.

━━━━━━━━━━━━━━━

> ⚖️ მნიშვნელოვანია იცოდეთ:
> • ბონდის გადახდა სავალდებულო არ არის ყველა აპლიკანტისთვის
> • გადაწყვეტილებას იღებს საკონსულოს ოფიცერი ინდივიდუალურად
> • ბონდის მოთხოვნა არ ნიშნავს, რომ ვიზას აუცილებლად ვერ მიიღებთ

━━━━━━━━━━━━━━━

📉 რატომ შემოიღეს ეს სისტემა?
აშშ-ის მთავრობა ცდილობს:
• შეამციროს ვიზის ვადის გადაცილების შემთხვევები
• გააძლიეროს საიმიგრაციო კონტროლი
• გაზარდოს პასუხისმგებლობა ვიზიტორების მხრიდან

━━━━━━━━━━━━━━━

🧾 რას ნიშნავს ეს პრაქტიკაში?
თუ თქვენ მიემგზავრებით აშშ-ში ტურისტული ან ბიზნეს ვიზით, შესაძლოა:
• დაგჭირდეთ დამატებითი ფინანსური უზრუნველყოფის დამტკიცება, ყველა აპლიკანტს არ დასჭირდება მხოლოდ მათ ვინც საკონსულოსთვის საეჭვო იქნება.

👉 საბოლოოდ, ეს არის დამატებითი უსაფრთხოების მექანიზმი და არა საერთო მოთხოვნა ყველა მოგზაურისთვის.

━━━━━━━━━━━━━━━
#ბონდი #ამერიკსვიზა #მოგზაურობა

🔗 დამატებითი ინფორმაცია “ვიზა ბონდის” შესახებ იხილეთ:
https://travel.state.gov/content/travel/en/News/visas-news/countries-subject-to-visa-bonds.html #:~:text=Any%20citizen%20or%20national%20traveling,regardless%20of%20place%20of%20application.

The Department of State has identified nationals from these countries as needing visa bonds. The implementation dates are in parentheses:

დიდი ბრიტანეთი 2026 წლის 12 იანვრიდან ამოქმედებს ელექტრონულ ვიზების სისტემას. საქართველოს მოქალაქეებს, რომლებსაც გაცემულ...
25/01/2026

დიდი ბრიტანეთი 2026 წლის 12 იანვრიდან ამოქმედებს ელექტრონულ ვიზების სისტემას. საქართველოს მოქალაქეებს, რომლებსაც გაცემული აქვთ ვიზიტორის ვიზა, მიეცემათ ელექტრონული ვიზა და ვინიეტი — თქვენი ვიზის ციფრული ჩანაწერი და სტიკერი პასპორტში. მეტი დეტალისთვის წაიკითხეთ სტატია: https://wix.to/FR32Gup #ვიზა #ბრიტანეთი #ელექტრონული ვიზა

2026 წლის 12 იანვრიდან დიდი ბრიტანეთი ნერგავს ელექტრონული ვიზების სისტემას,საქართველოს მოქალაქეებს, რომელთაც მიენ....

15/01/2026

სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდიდან (Travel. State. Gov):

ინფორმაცია საიმიგრაციო ვიზების შესახებ იმ ქვეყნის მოქალაქეებისთვის, რომლებიც საზოგადოებრივი სარგებლის გამოყენების მაღალ რისკს წარმოადგენენ

ბოლო განახლება: 2026 წლის 14 იანვარს

პრეზიდენტმა ტრამპმა მკაფიოდ განაცხადა, რომ იმიგრანტები უნდა იყვნენ ფინანსურად თვითკმარნი და არ უნდა წარმოადგენდნენ ფინანსურ ტვირთს ამერიკელი გადასახადის გადამხდელებისთვის. სახელმწიფო დეპარტამენტი ახორციელებს ყველა პოლიტიკის, რეგულაციისა და სახელმძღვანელო დოკუმენტის სრულ გადახედვას, რათა უზრუნველყოს, რომ მაღალი რისკის მქონე ქვეყნებიდან ჩამოსული იმიგრანტები არ გამოიყენებენ სოციალურ დახმარებას შეერთებულ შტატებში და არ გახდებიან საჯარო ტვირთი.

2026 წლის 21 იანვრიდან სახელმწიფო დეპარტამენტი დროებით აჩერებს ყველა საიმიგრაციო ვიზის გაცემას შემდეგი ქვეყნების მოქალაქეებისთვის:

ავღანეთი, ალბანეთი, ალჟირი, ანტიგუა და ბარბუდა, სომხეთი, აზერბაიჯანი, ბაჰამის თანამეგობრობა, ბანგლადეში, ბარბადოსი, ბელარუსი, ბელიზი, ბუტანი, ბოსნია და ჰერცეგოვინა, ბრაზილია, მიანმარი, კამბოჯა, კამერუნი, კაბო ვერდე, კოლუმბია, კოტ დივუარი, კუბა, კონგოს რესპუბლიკა, დომინიკის თანამეგობრობა, ეგვიპტე, ერიტრეა, ეთიოპია, ფიჯი, გამბია, საქართველო, განა, გრენადა, გვატემალა, გვინეა, ჰაიტი, ირანი, ერაყი, იამაიკა, იორდანია, ყაზახეთი, კოსოვო, ქუვეითი, ყირგიზეთი, ლაოსი, ლიბანი, ლიბერია, ლიბია, მოლდოვა, მონღოლეთი, მონტენეგრო, მაროკო, ნეპალი, ნიკარაგუა, ნიგერია, ჩრდილოეთ მაკედონია, პაკისტანი, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა, რუსეთი, რუანდა, სენტ-კიტსი და ნევისი, სენტ-ლუსია, სენტ ვინსენტი და გრენადინები, სენეგალი, სიერა ლეონე, სომალი, სამხრეთ სუდანი, სუდანი, სირია, ტანზანია, ტაილანდი, ტოგო, ტუნისი, უგანდა, ურუგვაი, უზბეკეთი და იემენი.

ხშირად დასმული შეკითხვები

რა ბედი ეწევა ჩემს საიმიგრაციო ვიზის გასაუბრების თარიღს?
საიმიგრაციო ვიზა აპლიკანტებს, რომლებიც ზემოთ აღნიშნული ქვეყნების მოქალაქეები არიან, შეუძლიათ განაცხადის წარდგენა და გასაუბრებაზე დასწრება. დეპარტამენტი გააგრძელებს გასაუბრების თარიღების ჩანიშვნას, თუმცა პაუზის პერიოდში ამ მოქალაქეებზე საიმიგრაციო ვიზები არ გაიცემა.

არსებობს თუ არა გამონაკლისები?
ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირებზე, რომლებიც განაცხადს წარადგენენ იმ ქვეყნის მოქმედი პასპორტით, რომელიც ზემოთ ჩამოთვლილ სიაში არ შედის, ეს პაუზა არ გავრცელდება.

ექნება თუ არა გავლენა ამ პაუზას ჩემს ამჟამად მოქმედ ვიზაზე?
არა. ამ მითითების ფარგლებში არც ერთი საიმიგრაციო ვიზა არ გაუქმებულა. შეერთებულ შტატებში შესვლასთან დაკავშირებული შეკითხვებით, გთხოვთ, მიმართოთ შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტს (DHS).

ეს პაუზა ვრცელდება თუ არა ტურისტულ ვიზებზე?
არა. ეს პაუზა ვრცელდება მხოლოდ საიმიგრაციო ვიზა აპლიკანტებზე. ტურისტული ვიზები არასაიმიგრაციო ვიზებია.

‼️ 2026 წლის 1 იანვრიდან უცხო ქვეყნის მოქალაქეებს საქართველოში შემოსასვლელად სამოგზაურო ჯანმრთელობის დაზღვევა დასჭირდება...
20/12/2025

‼️ 2026 წლის 1 იანვრიდან უცხო ქვეყნის მოქალაქეებს საქართველოში შემოსასვლელად სამოგზაურო ჯანმრთელობის დაზღვევა დასჭირდებათ. Starting January 1, 2026, foreign citizens will need travel health insurance

2026 წლის 1 იანვრიდან უცხო ქვეყნის მოქალაქეებს საქართველოში შემოსასვლელად პირადობის მოწმობის ან პასპორტის გარდა .....

Address

ივ. ჯავახიშვილის N 1
Tbilisi

Opening Hours

Monday 11:00 - 17:00
Tuesday 11:00 - 17:00
Wednesday 11:00 - 17:00
Thursday 11:00 - 17:00
Friday 11:00 - 17:00
Saturday 12:00 - 17:00

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Visaservice • ვიზასერვისი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Shortcuts

Share

Category