თბილისი - ლეგენდების კვალდაკვალ

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • თბილისი - ლეგენდების კვალდაკვალ

თბილისი - ლეგენდების კვალდაკვალ თბილისის ისტორიული უბნების მონახულება და პოპულარიზაცია. საფეხმავლო და შემეცნებითი ტურები

05/10/2024
კოჭი😁
23/09/2024

კოჭი😁

🍁თბილისში ზაფხულის მცხუნვარე დღეები შემოდგომის ღრუბლიანმა სიმყუდროვემ ჩაანაცვლა. დღეს საოცრად სასიამოვნო იყო სეირნობა ჩვ...
22/09/2024

🍁თბილისში ზაფხულის მცხუნვარე დღეები შემოდგომის ღრუბლიანმა სიმყუდროვემ ჩაანაცვლა. დღეს საოცრად სასიამოვნო იყო სეირნობა ჩვენს ულამაზეს ქალაქში.
🍁გამოგვყევით ტურებზე მომავალ კვირასაც.
● 26 სექტემბერი, ხუთშაბათი. გერმანელი კოლონისტები და ნოი ტიფლისი.
● 27 სექტემბერი, პარასკევი. რუსთაველი-ორბელიანთუბანი.
● 28 სექტემბერი, შაბათი. სოლოლაკი-,,თბილისური პარიზი''
● 29 სექტემბერი, კვირა. ძველი თბილისი.
● ტურებზე ჩასაწერად და დეტალების დასაზუსტებლად გვიკავშირდებით გვერდის მესენჯერით ან ნორმებზე: 595 50 59 57 ან 593 07 55 22..
👣 ჯგუფური ტურებისთვის გვიკავშირდებით 1 კვირით ადრე.

🍁ვაგრძელებთ ჩვენს ტურებს შემოდგომის თბილისში❤...🍁ყოველი კვირის ოთხი დღე-ოთხი განსხვავებული და უნიკალური მიმართულება, დაუ...
16/09/2024

🍁ვაგრძელებთ ჩვენს ტურებს შემოდგომის თბილისში❤...
🍁ყოველი კვირის ოთხი დღე-ოთხი განსხვავებული და უნიკალური მიმართულება, დაუვიწყარი შთაბეჭდილებები და ზღვა ემოციები.
🍁🍁ხუთშაბათი-გერმანელი კოლონისტები და ნოი-ტიფლისი.
● XIX ს.ს დასაწყისში საქართველოში გერმანელი კოლონისტების პირველი ნაკადი ჩამოდის და მათი ნაწილი სწორედ აქ, კუკიის დასახლებაზე იდებს ბინას. ამ ადამიანების დაუღალავი და ბეჯითი შრომის შედეგად მალე ნოი-ტიფლისი ქალაქის კულტურული და ინდუსტრიული ცენტრი ხდება, სადაც შეძლებული მოქალაქეები და მდიდარი ფაბრიკანტები იშენებენ სახლებს. სწორედ მიხეილის გამზირზე იხსნება პირველი კინოთეატრები, ულამაზესი ბაღები, იხსნება ქალაქის პირველი ცენტრალიზებული საავადმყოფო, რომლის პროექტიც სწორედ გერმანელი კოლონისტების შთამომავალს, უნიჭიერეს არქიტექტორს-ალბერტ ზალცმანს ეკუთვნის, შენდება ზუბალაშვილების ,,სახალხო სახლი''...
ტურის მსვლელობისას ვეწვევით ხელოვნების სასახლეს, რომელიც უამრავ ძვირფას ექსპონატთან ერთად პრინცი კონსტანტინე ოლდენბურგისა და აგრაფინა ჯაფარიძის საოცარი სიყვარულის ისტორიასაც ინახავს.
● შეხვედრის დრო და ადგილი: M მარჯანიშვილი, მაკდონალდსის შენობის წინ, 11 საათი.
🍁🍁პარასკევი-რუსთაველიდან ორბელიანთუბნამდე.
● არა მხოლოდ ულამაზესი გამზირი... ისტორიით მდიდარი, რჩეული და უნიჭიერესი არქიტექტორების მიერ სიყვარულით შექმნილი სილამაზის სიმფონია, თითოეული შენობა განუმეორებელი და უნიკალური მისიის მატარებელიპ, დედაქალაქის კულტურული ცენტრი, სადაც იძირები წარსულში და თავისთავად გრძნობ კავშირს წინა საუკუნეებთან...
ტურის მსვლელობისას გავივლით გრიბოედოვის ქუჩასაც, სადაც ვეწვევით და მოვინახულებთ ,,არშაკუნის სასახლის'' (დღევანდელი სამხატვრო აკადემია) აღმოსავლურ ,,ბროლის'' და ,,სარკეებიან'' დარბაზებს, აქვე ახლოს ოდესღაც ალექსანდრე ჭავჭავაძეს და მიტროფანე ლაღიძესაც უცხოვრიათ.
ვნახავთ და მოვისმენთ გასული საუკუნეებში აგებული დიდებული სასტუმროების: ,,მაჟესტიკის'', ,,არფასტოს'', ,,ორიანტის'', ,,ლონდონისა'' და ,,გრანდ-ოტელის'' საოცარ ამბებს, ისინი ხომ დღესაც გვატყვევებენ თავიანთი სილამაზით.
ტურს ორბელიანთუბანში დავასრულებთ და აქ ჩვენს ბოლო ისტორიასაც მოვყვებით.
● შეხვედრის დრო და ადგილი: M. რუსთაველი, შ. რუსთაველის ძეგლთან, 11 საათი.
🍁🍁შაბათი. სოლოლაკი-,,თბილისური პარიზი''.
●სოლოლაკი-თბილისის გამორჩეულად ლამაზი და სრულიად განსხვავებული უბანი, XIX ს. თბილისური ბურჟუაზიის პირმშო, დღეს კი უკვე ,,წარმავალი სილამაზე''...
ტურის მსვლელობისას მოვინახულებთ ამ რომანტიული ეპოქის სრულიად განსხვავებულ და ლამაზ არქიტექტურულ მრავალფეროვნებას, სადარბაზოების კედლებისა და ჭერის ულამაზეს მხატვრობებს, მოვისმენთ ცალკეული სახლებისა და მათი მფლობელების ისტორიებს. ვნახავთ ძმები სეილანოვების, კალანტაროვების, სიმენსების, ძმები მილოვების, მირზა რეზა ხანის, ეველინ ტერ-აკოპოვას, ანა მადათოვასა და სხვათა საცხოვრებელ სახლებს. ვეწვევით დიდი მამულიშვილის, დავით სარაჯიშვილის სახლ-მუზეუმს, ვნახავთ სად იბეჭდებოდა გაზეთი ,,ივერია'' და სად ცხოვროვდა ნატო ვაჩნაძე, ჩავალთ გუდიაშვილის მოედანზე... და კიდევ ბევრი რამ.
● ვიკრიბებით თ./მოედანზე საკრებულოს შენობის წინ. 11 საათზე.
🍁🍁კვირა-ძველი თბილისი.
●ტურის მსვლელობისას ჩვენს თვალწინ გაცოცხლდება დედაქალაქის მთელი ისტორია დღიდან მისი დაარსებისა, რასაც ჩვენამდე მშვენივრად შემონახული უნიკალური არტეფაქტები და ისტორიული შენობებიც დაგვიდასტურებენ.
ტურს თ. მოედნიდან დავიწყებთ საიდანაც თბილისი პირველ ნაბიჯებს დგავს ევროპული კულტურისაკენ-აქ ხომ მე-19 საუკუნეში პირველი საოპერო თეატრი იყო! ვნახავთ კარგად შემონახულ ძველი ქალაქის გალავნის ნანგრევებს, ქვას არაბული წარწერით (VIIIს.), დავესწრებით მინი-წარმოდგენას გაბრიაძის საათებიან კოშკთან, ვისაუბრებთ ქართულ დამწერლობაზე, ვნახავთ სად იდგა ვახტანგ VI-ს მიერ დაარსებული პირველი ქართული სტამბა XVIII საუკუნეში. გავივლით მეიდანს და ჩავალთ აბანოთუბანში, სწორედ ამ ადგილს უკავშირდება ლეგენდა ქალაქის დაარსების შესახებ. გავივლით ლეღვთახევს და ავალთ ნარიყალის მთის ძირთან და ჩვენს საინტერესო ტურს მეჩეთთან დავასრულებთ.
ტურის მსვლელობისას გადავიღებთ უამრავ ლამაზ ფოტოს.
● ვხვდებით თ./მოედანზე, პუშკინის სკვერის მიმდებარე ტერიტორიაზე, 11 სთ.
● თითოეული ტურის ღირებულება 25ლ, მოსწავლეებისათვის-10ლ.
🍁ტურებს გაუძღვება სერთიფიცირებული გიდი, საქართველოს გიდების ასოციაციის წევრი Luiza Topeshashvili.
🍁ტურებზე ჩასაწერად გვიკავშირდებით:
595 50 59 57 ან
593 07 55 22 ან გვერდის მესენჯერის საშუალებით.
●ჯგუფური ტურების შემთხვევაში გვიკავშირდებით მინიმუმ 1 კვირით ადრე. ჯგუფს შეუძლია შეარჩიოს მისთვის მისაღები დრო და მარშრუტი.
● გამომდინარე ჩვენი ტურების ინტენსივობიდან, ინდივიდუალური ტურების შემთხვევაში სასურველია დაგვიკავშირდეთ ორი ან სამკაციანი ჯგუფები რათა გარანტირებულად დაკომპლექტდეს ჯგუფი.

🍁გუდიაშვილის მოედანზე. 🍁მომავალ კვირას ტურები შედგება ჩვეულ რეჟიმში-პარასკევი, შაბათი და კვირა.  დეტალები მარშრუტების შე...
08/09/2024

🍁გუდიაშვილის მოედანზე.
🍁მომავალ კვირას ტურები შედგება ჩვეულ რეჟიმში-პარასკევი, შაბათი და კვირა. დეტალები მარშრუტების შესახებ ნახეთ წინა პუბლიკაციებში.
● ტურებზე ჩასაწერად გვიკავშირდებით:
595 50 59 57 ან
593 07 55 22 ან
გვერდის მესენჯერის საშუალებით.

🍁ზუბალაშვილების გვარი ქართველებისთვის უამრავ კეთილშობილურ და ქვეყნისთვის საკეთილდღეო საქმეებთან ასოცირდება... და ამგვარა...
07/09/2024

🍁ზუბალაშვილების გვარი ქართველებისთვის უამრავ კეთილშობილურ და ქვეყნისთვის საკეთილდღეო საქმეებთან ასოცირდება... და ამგვარად მათი არაერთი თაობა იღწვოდა. ქველმოქმედება და სიკეთის ქმნა როგორც სჩანს, მათ გენეტიკურ კოდში იდო.
დღეს ამ დინასტიის ერთერთი ბოლო წარმომადგენელი იაკობ (უმცროსი) ზუბალაშვილი (1876-1941) მინდა გავიხსენოთ.
კონსტანტინე ზუბალაშვილის გარდაცვალების შემდეგ 1901წ. ანდერძის თანახმად იაკობი თავის სამ ძმასთან ერთად მამის ნავთობიმპერიის თანაბარი მეწილე ხდება. თუმცა 1904 წ. იაკობი პარიზში მიდის და სამუდამოდ იქ რჩება. პარიზში იგი სულ სხვა სფეროში, კერძოდ კი მაღალ ხელოვნებაში პოულობს თავის თავს. თავადაც ქმნის ფერწერულ ტილოებს და საკუთარი ნამუშევრების პერსონალურ გამოფენებსაც არაერთხელ აწყობს პარიზში. იაკობ ზუბალაშვილის მეგობრებს შორის სხვა ბევრ დიდებულ პიროვნებებთან ერთად ყოფილან ოუგუსტ როდენი და მორის უტრილო.
მისმა უდიდესმა სიყვარულმა ხელოვნებისადმი განაპირობა ის ფაქტი, რომ იგი მთელი თავისი სიცოცხლოს განმავლობაში აგროვებდა ხელოვნების უკვდავ ნიმუშებს-ფერწერულ ტილოებს თუ სკულპტურულ ნამუშევრებს და იყო დიდი და მრავალფეროვანი კოლექციის მფლობელი.
იაკობ ზუბალაშვილმა სიცოცხლის ბოლო პერიოდებში თავისი კოლექცია უსასყიდლოდ გადასცა ლუვრს (600 მდე ექსპონატი) და პარიზის პტი პალეს (Petit Palais მცირე სასახლე).
ლუვრის ერთერთი დარბაზის კედელზე კიდია მარმარილოს დაფა სადაც ლუვრის გულუხვ შემომწირველთა სიაში იაკობ ზუბალაშვილის სახელსაც ვკითხულობთ. ხოლო Petit Palais-ს ერთერთ დარბაზს ზუბალაშვილის დარბაზი ქვია.
პარიზში მას ჟაკ ზუბალოფად (Jacques Zoubaloff) იცნობდნენ.
იაკობ ზუბალაშვილმა სიცოცხლის ბოლო წლები უკიდურეს სიღარიბეში გაატარა.
იგი პარიზში 1941 წ. გარდაიცვალა და იქვეა დაკრძალული.

👣 გამოგვყევით ტურებზე და გაიგეთ კიდევ უფრო მეტი.

🍁ტურების განრიგი სექტემბრის თვეში:● 6, 13, 20, 27 სექტემბერი, პარასკევი რუსთაველიდან-ორბელიანთუბნამდე.■ შეკრების დრო11სთ...
01/09/2024

🍁ტურების განრიგი სექტემბრის თვეში:
● 6, 13, 20, 27 სექტემბერი, პარასკევი რუსთაველიდან-ორბელიანთუბნამდე.
■ შეკრების დრო11სთ, M. რუსთაველთან.
● 7, 14, 21, 28 სექტემბერი, შაბათი სოლოლაკი-,,თბილისური პარიზი''.
■ შეკრების დრო 11 სთ, თ/მოედანზე, საკრებულოს შენობასთან.
● 8, 15, 22, 29 სექტემბერი, კვირა. ძველი თბილისი.
■შეკრების დრო 11 სთ. თ/მოედანზე, პუშკინის სკვერის მიმდებარედ.
● ტურის ღირებულება 25ლ. მოსწავლეებისთვის-10ლ.
■ ტურებს უძღვება სერთიფიცირებული გიდი საქართველოს გიდების ასოციაციიდან Luiza Topeshashvili.
🍁 ტურზე ჩასაწერად დაგვიკავშირდით:
595 50 59 57 ან
593 07 55 22, ან გვერდის მესენჯერის საშუალებით.
🍁ტურებზე ჩასაწერად გვიკავშირდებით წინასწარ რათა გარანტირებულად დაკომპლექტდეს ჯგუფი.
🍁ჯგუფური ტურების შემთხვევაში შესაძლებელია ჯგუფისთვის სასურველი დღის და დროის შერჩევა.
P.S. მეტ ინფორმაციას თითოეული მარშრუტის შესახებ გაეცანით ჩვენს წინა პუბლიკაციებში.

☀️გუშინ და დღეს დავასრულეთ ცხელი ზაფხულის სეზონი. მადლობა ყველას, ვინც ჩვენს გვერდით იყო. სექტემბრიდან ტურები გაგრძელდებ...
25/08/2024

☀️გუშინ და დღეს დავასრულეთ ცხელი ზაფხულის სეზონი. მადლობა ყველას, ვინც ჩვენს გვერდით იყო.
სექტემბრიდან ტურები გაგრძელდება, დავამატებთ ახალ მიმართულებებსაც.

❤ ცოტა ცხელოდა მაგრამ, სიცხე რა მოსატანია!
18/08/2024

❤ ცოტა ცხელოდა მაგრამ, სიცხე რა მოსატანია!

Address

Tbilisi

Telephone

+995595505957

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when თბილისი - ლეგენდების კვალდაკვალ posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to თბილისი - ლეგენდების კვალდაკვალ:

Share

Category