23/09/2021
📣 ყურადღება!!! 📣
ს.ო. აისი აცხადებს მიღებას საბაზისო სამხედრო და სალაშქრო კურსზე ! 🔥
კურსი დაიწყება 2021 წლის 7 ოქტომბერს.
📍თუ უკვე ხარ 18 წლის და გინდა გამოცადო შენი თავი სხვადასხვა ექსტრემალურ პირობაში, ისწავლო, ან გაიღრმავო ცოდნა სამხედრო და სალაშქრო საქმეში, რაიმე მიზეზით ვერ მიდიხარ ჯარში, მაგრამ გიყვარს სამხედრო სფერო და გსურს ისწავლო ელემენტარული უნარები საკუთარი ოჯახისა და ქვეყნის დასაცავად, ასევე შეიძინო ბევრი თანამოაზრე მეგობარი, სამომავლოდ მონაწილეობა მიიღო საზოგადოებისა და ქვეყნისათვის სასარგებლო მრავალ ღონისძიებაში, მაშინ შეგიძლია შეავსო ჩვენი ანკეტა და ჩაეწერო კურსზე.
📍აისის კურსი მოიცავს როგორც თეორიულ ისე ფიზიკურ აქტივობებს. კურსანტები მოისმენენ თეორიულ ლექციებს და შემდეგ ველზე, პრაქტიკაში გაივლიან ნასწავლს. კურსი გაგრძელდება 8 კვირა.
👩🎓თეორიული ლექციები ჩატარდება კვირაში მაქსიმუმ ორჯერ, (როგორც წესი სამშაბათ-ხუთშაბათს) საღამოს 7 საათის შემდეგ. საველე გასვლები შედგება კვირაობით, ორდღიანი გასვლებისას შაბათსა დაკვირას. (🌡covid-19 პანდემიის გამო მიღებული შეზღუდვების გათვალისწინებით.) კურსი მაქსიმალურად მორგებულია სტუდენტის და დასაქმებული ადამიანის გრაფიკს.
შემოდგომის კურსის მიმდინარეობისას თქვენ შეისწავლით: რუკის კითხვას და მისი დახმარებით უცხო ადგილებში ნავიგაციას, საველე ინდივიდუალურ აღჭურვილობას რაც აუცილებელია ტყეში კურსანტის კომფორტული გადაადგილებისა და დაბანაკებისთვის, პირველი დახმარების საწყისებს, სამთო საქმეს საბაზისო დონეზე - საცდელი კლდეზე ცოცვით ბოტანიკურ ბაღში, თეორიულ საწყისებს ცეცხლასროლი იარაღისა და სამხედრო ტექნიკის იდენტიფიკაციის, შენიღბვას და სხვა მრავალ დისციპლინას.
საბაზისო კურსის გავლისას მოგიწევთ: მრავალი კილომეტრის დაფარვა სხვადასხვა სირთულისა და ტიპის რელიეფზე, ახალი ადგილების ნახვა, უამრავი აზიდვის გაკეთება, ბევრ სახალისო შეჯიბრში მონაწილეობა, ღამის პირობებში გადაადგილება, წინაღობების ხაზის დაძლევა, სანგრის გათხრა, კლდეზე ცოცვა და მრავალი სხვა თავგადასავალი.
კურსის კონკრეტული გეგმა-გრაფიკი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.
https://docs.google.com/spreadsheets/d/1hJ4vmRTnbtmoyqXS4JUpp7VeHwYAfftU
მონაწილეების რაოდენობა შეზღუდულია და შეადგენს მაქსიმუმ 40 კურსანტს!
📍სწავლებას ატარებენ პროფესიონალი ინსტრუქტორები, რომლებიც ამ საქმეს უკვე 10 წელზე მეტია ემსახურებიან.
📋კურსზე მოსახვედრად საჭიროა მსურველმა ორი სავალდებულო ეტაპი გაიაროს:
✅ შეავსოს აისის ანკეტა სრულყოფილად: https://bit.ly/3aqON6H
✅ დაესწროს გაცნობით ლექციას:
შერჩეულ კანდიდატებს მითითებულ საკონტაქტო ნომრებსა და მეილზე მოგაწვდით გაცნობითი ლექციის დროსა და ადგილს!
⚠️საბაზისო კურსის გავლა უფასოა.
☣️ქვეყანაში არსებული Covid-19 პანდემიის გამო შესაძლებელია შეიცვალოს კურსის დაწყების თარიღი,განრიგი და დრო, ასეთ შემთხვევაში შეგატყობინებთ წინასწარ.
🗣კურსი ტარდება საქართველოს თავდაცვის სამინისტრო / Ministry of Defence of Georgia მხარდაჭერით