30/09/2026
4 ადგილია დარჩენილი. წლის ბოლო ტური ლეჩხუმში. დაუჩქარეთ.
,,საქართველოს ბილიკებზე"
4 ოქტომბერი, კვირას გთავაზობთ ერთ დღიან ულამაზეს ტურს ამწვანებულ ლეჩხუმში💚
ერთ-ერთი საუკეთესო ტურია, საქართველოს შთამბეჭდავი ჩანჩქერები და ტბა. საფოტოსესიოდ ყველა ადგილი ერთმანეთზე უკეთესია. ამ ტურიდან ფოტოებით დახუნძლული დაბრუნდებით.
🚐 ყველგან ასფალტია დაგებული, ცუდ გზებზე არსად არ გვაქვს სასიარულო. ყველა ლოკაციასთან მანქანა მიდის.
🚶♀️ფეხით სასიარულო არ გვაქვს.
🕚 ლეჩხუმში რომ ჩავალთ ყველა ლოკაცია ერთმანეთთან ახლოს არის 10 - 15 წუთის სავალზე. ამის ხარჯზე თავისუფლად ესწრება ერთ დღეში და საღამოს 23:00 საათზე ვიქნებით თბილისში.
🚐 მიკროავტობუსი გამოვა თბილისიდან და რუსთავიდან.
1. ოფიტარას ჩანჩქერი
2. რაჩხის ჩანჩქერი
3. ცაგერის ტაძარი, სადაც დაკრძალული წმ. მაქსიმე აღმსარებელი
4. ლადო ასათიანის სახლ- მუზეუმი სოფელი ბარდნალა
5. მდ. ჯონოულის ხეობა
6. ჩქუმის ჩანჩქერი იგივე ჯოჯოხეთს ღელე
7. ლომისის სახელობის ეკლესია
8. ქულბაქის მწვანე ტბა, რომელსაც გარშემო საკალმახეები აქვს. (ხედები ასხის მთის მასივზე) დავაგემოვნებთ კალმახს, ვისაც სურვილი ექნება. ტბაზე გავჩერდებით 2 საათი.
✔ ტურის ღირებულება: 65 ლარი
🐟 სოფელ ქულბაქში მწვანე ტბაზე არის საკალმახე.
სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ მიირთვათ.
ქულბაქის მწვანე ტბაზე ულამაზეს ტყეში განვიტვირთებით ჰამაკებში.
🎸📯🎤 🥁 წამოიღეთ ფანდური, გიტარა, სალამური. სიმღერა და ცეკვა ქე ვიცით ყველამ. 🎤 🤓
⚠️ ტური შედგება ნებისმიერ ამინდში. მხოლოდ იმ შემთხვევაში გადაიდება თუ გზასთან დაკავშირებით იქნება რაიმე პრობლემა.
ტურზე რეგისტრაციისთვის მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში 💻 ან დაგვიკავშირდით ნომერზე:
📞 555 40 76 50 ანი
VIBER / WhatsApp - 555407650
instagram: saqartvelosbilikebze
⏰ ვიკრიბებით: მეტრო დიდუბის ზედა მხარეს 6:40 სთ-დან. გავდივართ 7:00 სთ-ზე. (გასვლისას ვინც არ იქნება, ვერ დაველოდებით, რადგან ტური გათვლილია დროში).
⏰ თბილისში დაბრუნება 23:00 საათიდან 23:30 საათამდე
ტურის ღირებულებაში შედის:
🚶 სერთიფიცირებული გიდი ( ტურის ორგანიზატორ- გამყოლი).
🚐 მგზავრობა კომფორტული მიკროავტობუსით (20 ადგილიანი მარშუტკა)
📸 ფოტოგადაღება (არაპროფესიონალი)
🍔 კვება მოგვაქვს ინდივიდუალურად.
✔ ვიპიკნიკებთ ქულბაქის მწვანე ტბაზე. დანარჩენი კვებისათვის იქონიეთ ისეთი საკვები, რასაც გზაში მიირთმევთ.
🌞☁️🌤⛈️ამინდზე ორგანოზატორი არ არის პასუხისმგებელი. ტურზე ჩაწერის წინ თავად გადაამოწმეთ ამინდი და ისე ჩაგვეწერეთ. წვიმის და ზოგადად ამინდის გამო ტურები არ გადაიდება.
🏃♀️ გამყოლს აქვს უფლება, საჭირობისამებრ გადაანაცვლოს სანახავი ადგილები ანუ მიმდევრობა შეუცვალოს. ეს იმას არ ნიშნავს რომ რაიმეს გამოვტოვებთ, ყველაფერს განახებთ რაც ტურში გვიწერია ( გარდა იმ შემთხვევისა თუ სადმე გზა გაფუჭდა ან შეიქმნა ფორსმაჟორული სიტუაცია და ა.შ. ). როცა ყოჩაღი ჯგუფია დამტებით ვნახულობთ კიდევ რამეს.
☝️ტურის დასაჯავშნად აუცილებლად წინასწარ უნდა ჩაგვეწეროთ, შემდეგ ჩარიცხოთ. ხელზე მოვიტან და ა.შ. არ განიხილება.
🔊 ტურის გამართვამდე რამდენიმე დღით ადრე დაგიკავშირდებით და მოგაწვდით საბანკო ანგარიშის ნომრებს, რომელზეც უნდა განახორციელოთ ჩარიცხვა. ჩარიცხვის შემდეგ გთხოვთ შეინახოთ ქვითარი.
⚠️ ჩარიცხული თანხა უკან არ ბრუნდება.
თუ გამოუვალი მდგომარეობაა და შეგვატყობინებთ რამოდენიმე დღით ადრე, თანხა დაბრუნდება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ თქვენი ჩანაცვლება მოხდება სხვა მსურველით.
☝️ ტურში გაწერილი გეგმის გარდა, მაგალითად რესტორანში შესვლა, ბუნებაში მწვადაობა, რაიმე ლოკაციის დამატება და ა.შ. საკითხები წყდება კონკრეტული ტურის ჯგუფის და გამყოლის შეთანხმებით.
⚠️ გამყოლის დაუმორჩილებლობის შემთხვევაში მეორედ აღარ დაიშვებით ტურზე.
📌 რა შემთხვევაში ბრუნდება ან არ ბრუნდება ჩარიცხული თანხა და რა შემთხვევაში არ ჩატარდება ან გადაიდება ტური ⤵️
⚠️⚠️⚠️ თუ არ გაწყობთ ეს წესები, ნუ ჩაგვეწერებით ⚠️⚠️⚠️
📌 წესები საჭიროა ორგანიზებისთვის და გარანტირებული ტურებისთვის.
🧍🧍♀️თუ არ შეგროვდა მოგზაურების საკმარისი რაოდენობა. ამ შემთხვევაში ჩარიცხული თანხა სრულად გიბრუნდებათ.
📌 როდესაც დავაზუსტებთ სიებს, დაგარიცხინებთ და დაკომპლეტქდება ჯგუფი, მაგრამ მოხდა ისე რომ სამანქანო გზები დაიკეტა, ამ შემთხვევაში ტური გაუქმდება ან გადაიდება და დარიცხული თანხა სრულად დაგიბრუნდებათ.
📌 ტურის მიმდინარეობისას რომელიმე მოგზაურს თუ შეექმნა ჯანმრთელობის პრობლემა, (მოიტეხა რაიმე, აუწია ან დაუვარდა წნევამ და მოგვიწია სასწრაფოს გამოძახება და ა.შ.), სიტუაციიდან გამომდინარე შეიძლება ამოვარდეს რომელიმე ლოკაცია შეფერხების და დროის დაკარგვის გამო, ან თუ საჭირო გახდა ტურის შეწყვეტა, შეიქმნა ფორსმაჟორული სიტუაცია,
ასეთ დროს ტურის თანხა ვერ დაბრუნდება.
⚠️ ჩარიცხული თანხა უკან არ ბრუნდება:
⚠️ ტურზე არ გამოცხადების შემთხვევაში თანხა არ ბრუნდება
⚠️კონკრეტულ ტურზე ვერ წამოსვლის შემთხვევაში,
არ იცვლება სხვა ტურში. როცა ადგილი დაგვრჩება სხვა ნებისმიერ ტურზე, მაშინ შეგვიძლია წაგიყვანოთ. ვაკონკრეტებ როცა ადგილი დაგვრჩება.
თუ გამოუვალი მდგომარეობაა და შეგვატყობინებთ რამოდენიმე დღით ადრე, თანხა დაბრუნდება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ თქვენი ჩანაცვლება მოხდება სხვა მსურველით.
⚠️ ტურზე დაგვიანების შემთხვევაში, გასვლის მითითებულ დროზე, ვინც არ იქნება და დააგვიანებს, ვერ დაველოდებით და თანხა არ დაბრუნდება ამ შემთხვევაში.
რა უნდა წამოვიღოთ ტურზე:
1. ერთი დღის სამყოფი საკვები და წყალი. 🍔
2. პირადი აფთიაქი
3. გამოსაცვლელი ფეხსაცმელი 👟 წინდა 🧦 საწვიმარი ან ქოლგა ☔, თბილი მოსაცმელი, ქუდი ან კეპი.( სასურველია ეს ყველაფერი ყოველი შემთხვევისათვის ნებისმიერ ტურზე იქონიოთ).
4. ვიცვამთ ტურის შესაბამისად მოხერხებულ ტანსაცმელსა და სპორტულ ან სალაშქრო ფეხსაცმელს 👟🚶♂️
🔊 ტურის გამართვამდე რამდენიმე დღით ადრე დაგიკავშირდებით და მოგაწვდით საბანკო ანგარიშის ნომრებს, რომელზეც უნდა განახორციელოთ ჩარიცხვა. ჩარიცხვის შემდეგ გთხოვთ შეინახოთ ქვითარი.
⚠️ ჩარიცხული თანხა უკან არ ბრუნდება.
თუ გამოუვალი მდგომარეობაა და შეგვატყობინებთ რამოდენიმე დღით ადრე, თანხა დაბრუნდება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ თქვენი ჩანაცვლება მოხდება სხვა მსურველით.
ჩვენი მიზეზით ( მაგალითად უგზოობა) თუ ჩაიშალა ტური, თანხა გიბრუნდებათ იმავე დღეს.
🔊 ტურის მსვლელობისას ვითვალისწინებთ შემდეგ წესებს:
🌞☁️🌤⛈️ამინდზე ორგანოზატორი არ არის პასუხისმგებელი. ტურზე ჩაწერის წინ თავად გადაამოწმეთ ამინდი და ისე ჩაგვეწერეთ. წვიმის გამო ტურები არ გადაიდება. ტური გადაიდება მხოლოდ იმ შემთხვევაში სამანქანო გზები თუ დაიკეტება.
💺 ორგანიზატორს არ ვურეკავთ ტრანსპორტში ადგილების დასაჯავშნად. თქვენი მოსვლისას, სადაც იქნება თავისუფალი ადგილები ტრანსპორტში, ამოარჩიეთ თქვენი სურვილისამებრ და დაიკავეთ
🍺 არ მოვდივართ ტურზე ნასვამ მდგომარეობაში
🥂 აკრძალულია ალკოჰოლური სასმლის მიღება მგზავრობისას, ლაშქრობისას, ტურის მიმდინარეობისას. ძალიან მცირე რაოდენობით შესაძლებელია მხოლოდ ტურის ბოლოს პიკნიკის დროს (როცა ტურზე მითითებული ყველა ძეგლი ნანახი გვაქვს და ტრანსპორტთან ვართ). თუ ვინმე არ დაემორჩილება ამ წესს, მეორედ აღარ დაიშვებიან ჩვენს ტურზე.
⚠️ როდესაც, ტური სალაშქრო არის და არ ხართ დარწმუნებული საკუთარ შესაძლებლობებში, გთხოვთ ნუ ჩაგვწერებით. ასევე ლაშქრობისას ატარეთ ისეთი ჩანთა, რასაც თავად მოერევით. სხვების იმედად ნუ წამოიღებთ მძიმე ჩანთებს.
⌚არ ვაგვიანებთ და ვიცავთ ორგანიზატორების მიერ დაწესებულ დროებს. დამალვა და ტელეფონზე ორგანზატორის ზარის უგულვებელყოფა 📲 (მაინც დამელოდებიან, უჩემოდ ხომ არ წავლენ ) და ა.შ. ურჩი მონაწილეები მეორედ აღარ დაიშვებიან ტურზე.
🚸 როდესაც მოგვყავს მეგობრები წინასწარ ვუხსნით ტურის წესებს
🚯 არ ვყრით ნაგავს
🚭 არ ვეწევით მიკროავტობუსში
⚠️ ვემორჩილებით გამყოლს. წინააღმდეგ შემთხვევაში ურჩი მონაწილის წინაშე ვიხსნით ყველანაირ პასუხისმგებლობას.
⚠️ ფორსმაჟორულ სიტუაციაში გამყოლი უფლებას იტოვებს შეცვალოს ტურის მარშრუტი.
ლეჩხუმი: საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე, დღევანდელი ცაგერის მუნიციპალიტეტი. ლეჩხუმს დასავლეთით სამეგრელოსაგან ყოფდა ასხის მთის მასივი, ჩრდილოეთით სვანეთისაგან - ლეჩხუმის ქედი, აღმოსავლეთით რაჭისაგან - მდინარე ასკისწყალი, მდინარე რიონის მარცხენა ნაპირზე კი თავშავის ქედის სამხრეთი კალთები, სამხრეთით იმერეთისაგან - მდინარე ლეხიდარის მარცხენა ნაპირის გასწვრივ მდებარე სერი და ხვამლის მთის მასივი. მოქცეულია მდინარეების ცხენისწყლის, რიონისა და ლაჯანურის ხეობებში. ლეჩხუმი, მსგავსად რაჭისა, მთის კალთებზე და გორაკ-ბორცვებზეა შეფენილი.
p.s. ბედნიერ მოგზაურობას გისურვებთ 💜