26/03/2026
სამსახურიდან გამოვედი, მოვდივარ ჩაფიქრებული და უცებ ვიღაც კაცმა ისეთი სისწრაფით ჩამიქროლა... ცელოფნის პარკი კვერცხებით ქონდა სავსე, გულში გავიფიქრე, სად გარბიხარ, შე დალოცვილო, ნელა იარე, ეგ კვერცხები მიიტანე მთელი სახლშითქო. ამ ფიქრებში ვარ და უცებ მოსახვევში ვხედავ, გაშხლართულა ძირს და ბორძიკობს რომ ადგეს, მივვარდი უცებ, ვეტაკე, წამოვაყენე ფეხზე და ვეკითხები: როგორ ხართ, ბატონო, კვერცხები ხომ არ დაგემტვრათთქო? გამომხედა ალმაცერად, თან შარვალს იფერთხავს და მეუბნება: კვერცხები არა, ქალბატონო, მაგრამ ტრაკი კი დამებეჟა ცოტაო 😂უიი, გავბრაზდი... რა უზრდელი ყოფილათქო და დავემშვიდობე. გამოვაგრძელე გზა, გულმოსული გადავედი ავტობუსის გაჩერებასთან და ტიტუუუუ, აგერ არაა ის კვერცხებიანი კაცი ცელოფნით?!..
შემშლია 🤦♀️ სხვა წაქცეულა😂😂😂🤣🤣