23/06/2025
საქართველოს ულამაზეს კუთხეში, თუშეთში ტურისტული სეზონია. თუ გსურთ თვალისმომჭრელი მთებით დატკბობა, შემოგვიერთდით👣🎒🚙
თქვენ დაათვალიერებთ თუშეთის სამივე ხეობას, უამრავ საინტერესო სოფელს, ისტორიული ძეგლს, შეიგრძნობთ მთის ტრადიციებს და გაატარებთ დაუვიწყარ დროს!🤩🤗
ჩვენ გთავაზობთ 3-4-5 დღიან ტურებს თუშეთში
🚌 მოგემსახურებიან ადგილობრივი გამოცდილი მძღოლები, რომლებიც კარგად იცნობენ თუშეთის გზას და უზრუნველყოფენ თქვენს უსაფრთხოდ გადაადგილებას!
საქართველოს ულამაზეს კუთხეში, თუშეთში ტურისტული სეზონია, თუ გსურთ თვალისმომჭრელი მთებით დატკბობა, შემოგვიერთდით სამ დღიან ტურზე!👣🎒
თქვენ დაათვალიერებთ თუშეთის სამივე ხეობას, უამრავ საინტერესო სოფელს, ისტორიული ძეგლს, შეიგრძნობთ მთის ტრადიციებს და გაატარებთ დაუვიწყარ დროს!🤩🤗
▶ 1-ლი დღე: გასვლა თბილისიდან ქვემო ალვნის მიმართულებით. მოვინახულებთ ალავერდის ტაძარს. გადავალთ აბანოს უღელტეხილზე. დავათვალიერებთ დიკლოს, შენაქოს და საღამოს დავბინავდებით ქვემო ომალოს საოჯახო სასტუმროში. სურვილის მიხედვით ვახშამი ტრადიციული თუშური კერძების თანხლებით.
▶ მე-2 დღე: ვაგრძელებთ ისტორიულ სოფლებში მოგზაურობას - დართლო, კვავლო, ფარსმა, გირევი, დოჭუს, ბოჭორმას(ევროპის ყველაზე მაღალ დასახლებული პუნქტი - ზღვის დონიდან 2345მ). დაბრუნება ომალოში და სურვილის მიხედვით ვახშამი სასტუმროში ტრადიციული თუშური კერძების თანხლებით.
▶ მე-3 დღე: მოვინახულებთ სოფელ ზემო ომალოს კესელოს ციხეებს, ვიზიტორთა ცენტრს. გამოვემგზავრებით თბილისის მიმართულებით.
📍 5 დღიანი ტურის შემთხვევაში მე-3 დღეს ვესტუმრებით სოფელ ჯვარბოსელს, ილიურთას, ვესტომთას, გოგრულთას, საჩიღოლოს და ვესტმოს. დაბრუნება ომალოში და სურვილის მიხედვით ვახშამი სასტუმროში ტრადიციული თუშური კერძების თანხლებით.
მე-4 დღეს სურვილისამებრ შეგიძლიათ აირჩიოთ: ორეთის ტბის მონახულება საფეხმავლო მარშრუტით, ცხენებით გასეირნება, ან უბრალოდ თავისუფალი დღე.
➡ ტურის მაქსიმალური მოცულობა: 21 ადამიანი.
➡ ტურის ღირებულება
✅ 3 დღიანი ტური, საერთო სველ წერტილიან ნომერში განთავსებით და საუზმით ერთ ადამიანზე 340 ლარი.
✅ 3 დღიანი ტური, საკუთარ სველ წერტილიან ნომერში განთავსებით და საუზმით ერთ ადამიანზე 380 ლარი.
✅ 4 დღიანი ტური, საერთო სველ წერტილიან ნომერში განთავსებით და საუზმით ერთ ადამიანზე 430 ლარი.
✅ 4 დღიანი ტური, საკუთარ სველ წერტილიან ნომერში განთავსებით და საუზმით ერთ ადამიანზე 490 ლარი.
✅ 5 დღიანი ტური, საერთო სველ წერტილიან ნომერში განთავსებით და საუზმით ერთ ადამიანზე 520 ლარი.
✅ 5 დღიანი ტური, საკუთარ სველ წერტილიან ნომერში განთავსებით და საუზმით ერთ ადამიანზე 600 ლარი.
➡ შეკრების ადგილი: რუსთაველი, ვარდების მოედანი, სასტუმრო რედისონთან, 07:00 საათი.
✅ივლისი
➡️4-5-6
➡️7-8-9-10
➡️11-12-13
➡️14-15-16
➡️17-18-19-20
➡️21-22-23-24
➡️25-26-27
➡️28-29-30-31
✅აგვისტო
➡️7-8-9-10-11
➡️15-16-17
➡️18-19-20-21
➡️22-23-24
➡️25-26-27-28
➡️29-30-31
✅სექტემბერი.
სასტუმროს ლინკი:
https://www.facebook.com/Hotel-Tsasne-254802501592416/
➡ ღირებულებაში შედის:
✅მგზავრობა ადგილობრივ გამოცდილ მძღოლებთან ერთად (Mitsubishi Delica 4×4)
✅განთავსება და საუზმე საოჯახო სასტუმრო "წასნე"-ში.
საოჯახო სასტუმრო "წასნე" უკვე 13 წელია მასპინძლობს დამსვენებლებს და მოგზაურებს. 🤩🥳🥳
➡ ვახშმის შეკვეთა შესაძლებელია სასტუმროს რესტორანში სურვილისამებრ.
☎️ ადგილების დასაჯავშნად დარეკეთ ნომერზე :557-12-77-22 მურადი
❌❌❌ გაითვალისწინეთ
🐖თუშეთში ღორის ხორცის ატანა და ჭამა აკრძალულია! პატივი ვცეთ ადგილობრივ ტრადიციებს😊
🚮არ ვაბინძურებთ გარემოს!
👉 ტურის მოწყობა შესაძლებელია თქვენთვის სასურველ დღეებშიც. თბილისიდან, რუსთავიდან და თელავიდან, თუ მსურველთა მინიმალური რაოდენობა იქნება 6 ადამიანი. ასევე შესაძლებელია ტურის პროგრამის თქვენი სურვილის მიხედვით შედგენაც.