05/07/2024
გვსურს გამოვეხმაუროთ ჩვენს პლატფორმაზე რეგისტრაციისა და ინფორმაციის ატვირთვის საკითხს.
როგორც ჩანს, მომხმარებელთა ნაწილში გაურკვევლობა გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ, უსაფრთხოების მიზნით, საჭიროა ელ-ფოსტაზე მოსულ აქტივაციის ბმულზე გადასვლა.
ამიტომ, გთავაზობთ რეგისტრაციის მოკლე ინსტრუქციას.
რეგისტრაციის პროცესი საკმაოდ მარტივია:
1. ჩვენი ვებ-გვერდის www.bisna.ge გახსნისთანავე პირველივე სლაიდზე დაჭერისას გადახვალთ რეგისტრაციის გვერდზე. გარდა ამისა, საიტის ზედა მარჯვენა კუთხეში შეგიძლიათ დააჭიროთ კაცუნას. იხილეთ პირველი ფოტო. შემდეგ შეიყვანეთ სარეგისტრაციო მონაცემები.
2. რეგისტრაციის დასრულების შემდეგ გადადით თქვენ მიერ მითითებულ ელ-ფოსტაზე და დააჭირეთ აქტივაციის ლინკს. ამით თქვენი ანგარიში გააქტიურდება. ეს საფეხური, როგორც აღვნიშნეთ, უსაფრთხოებისთვისაა საჭირო.
3. ამის შემდეგ თქვენი ელ-ფოსტისა და პაროლის გამოყენებით შეგიძლიათ ვებ-გვერდზე ავტორიზაცია ნებისმიერ დროს (ისევ ზედა მარჯვენა კუთხის კაცუნა) და თქვენი პროფილიდან სასურველი პროდუქტის ატვირთვა.
-----------
აღსანიშნავია, რომ თქვენი პროფილიდან შეგიძლიათ დაამატოთ არაერთი პროვაიდერი (კომპანია/შპს, ბრენდი...) და აგრეთვე არაერთი პროდუქტი (დაბინავება, გართობა, კვება, ექსტრემი, ტრანსპორტირება, ავტოგაქირავება, გიდის მომსახურება). თითოეული პროდუქტი შეგიძლიათ გააერთიანოთ პროვაიდერის ქვეშ თქვენი სურვილის მიხედვით.
მაგალითად:
თუ თქვენ ჩართული ხართ რამდენიმე სახის ტურისტულ ბიზნესში, რომლებსაც სხვადასხვა სავაჭრო ნიშნით ან იურიდიული პირით ახორციელებთ, თქვენ შეგიძლიათ თქვენს პროფილში დაამატოთ ეს სავაჭრო ნიშნები და იურიდიული პირები (პროვაიდერები) და მათ ქვეშ გააერთიანოთ შესაბამისი მომსახურებები.
თქვენ აგრეთვე შეგიძლიათ არ დაამატოთ პროვაიდერები და ყველა მომსახურება უშუალოდ თქვენი, როგორც ფიზიკური პირის ქვეშ დაამატოთ.
მეორე ფოტოზე მოცემულია მომხმარებლის პროფილის ინტერფეისი, სადაც ჩანს როგორც პროვაიდერის, ისე ტურისტული პროდუქტის დამატების ღილაკები.
რეგისტრაციასთან და ინფორმაციის ატვირთვასტან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე შეგიძლიათ დაგვიკავშრდეთ.