21/02/2015
Photos by: Mamed Ragimov
ამა წლის 19 თებერვალს, 14:00 საათზე, სასტუმრო ZP Palace-ში (კ. მარჯანიშვილის ქ. #44) გაიმართა მეორე საერთაშორისო კონფერენცია თემაზე „კულტურული მემკვიდრეობა და ინოვაციური ტექნოლოგიები ტურიზმში“.
კონფერენციის ორგანიზატორები იყვნენ: საერთაშორისო ასოციაცია „ჯორჯია ფორ ფრენდს“, ასოციაცია “ტურიზმის გეოინფორმაციული ცენტრი”, ტურისტული კომპანია „Golden Travel Georgia”.
კონფერენციის მიზანი იყო, შეექმნა სოციალური პლატფორმა, რომელიც ხელს შეუწყობს კულტურული მემკვიდრეობისა და ტურიზმის განათლების განვითარებას კავკასიის რეგიონში უცხოელი პარტნიორების დახმარებით.
ღონისძიების ფარგლებში ჩატარდა ერთობლივი პროექტი „ALTE”–ს პრეზენტაცია (ALTE –ტურიზმის განათლების აკადემიური ლიგა – Academic League of Tourism Education), რომელიც თავის მხრივ აერთიანებს ტურიზმის განათლების სფეროში მომუშავე აკადემიურ პერსონალსა და სხვადასხვა საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტებს. პროექტი გულისხმობს ერთობლივი ვორქშოპების, სემინარების, კონფერენციებისა და გაცვლითი პროგრამების ორგანიზებას როგორც სტუდენტებისთვის, ისე ლექტორებისათვის.
ასოციაცია გახდება წარმომადგენელი იტალიის ახალგაზრდული არქეოლოგიური ორგანიზაციისა „YOCOCU“ (Youth in Conservation of Cultural heritage) საქართველოში.
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს: ა(ა)იპ საერთაშორისო ასოციაციამ „Georgia for Friends“, ა(ა)იპ ასოციაციამ „ტურიზმის გეოინფორმაციული ცენტრი“, აზერბაიჯანის სოციალურმა ორგანიზაციამ „მირასი“ ( MIRAS), ტურისტულმა სააგენტოებმა აზერბაიჯანიდან, რუსეთის ქალაქი ნოვოსიბირსკის ეროვნულმა უნივერსიტეტმა.
ღონისძიებას დაესწრნენ საქართველოს სოფლის მეურნეობისა და აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროები, უნივერსიტეტები და კოლეჯები. აგრეთვე ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
კონფერენციის ბოლოს ხელი მოეწერა დეკლარაციასა და ოთხმხრივ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს.