Just Travel • მხოლოდ მოგზაურობა

Just Travel •  მხოლოდ მოგზაურობა იმოგზაურე ხელმისაწვდომი ფასებით, დაგეგმე ჩვენთან ერთად საქართველო და მსოფლიო

ᲠᲝᲛᲘ-ᲕᲐᲢᲘᲙᲐᲜᲘ-ᲤᲚᲝᲠᲔᲜᲪᲘᲐ !ჯგუფური ტური 1290 ლარიდან 🇮🇹😍კოლიზეუმის გრანდიოზული არქიტექტურა, ზეცაში აღმართული წმინდა პეტრეს...
19/09/2026

ᲠᲝᲛᲘ-ᲕᲐᲢᲘᲙᲐᲜᲘ-ᲤᲚᲝᲠᲔᲜᲪᲘᲐ !
ჯგუფური ტური 1290 ლარიდან 🇮🇹😍

კოლიზეუმის გრანდიოზული არქიტექტურა, ზეცაში აღმართული წმინდა პეტრეს ტაძარი , ვატიკანის მუზეუმის უკვდავი ხელოვნების ნიმუშები, და ფლორენცია - ქალაქი, სადაც ხელოვნება სუნთქავს. 🎨

მოგზაურობის თარიღები:

🇮🇹 27-28-29-30 სექტემბერი, ტური შევსებულია✅

🇮🇹 25-26-27-28 ოქტომბერი, 1290₾, დარჩა 6 ადგილი !

🇮🇹 22-23-24-25 ნოემბერი, 1290₾

🇮🇹 25-26-27-28 დეკემბერი 1290₾ (საშობაო ტური)

ტურის დეტალური აღწერა:

დღე 1
🔰05:45 საათი, ფრენა ქუთაისიდან რომის მიმართულებით.
🔰07:50 საათი (ადგილობრივი დროით), ჩაფრენა რომში.
🔰მისვლა სასტუმროში, ბარგის დატოვება.
🔰კოლიზეუმი - როცა კოლიზეუმს უახლოვდები, ყველაფერი იცვლება, საუკუნეების სიჩუმეში ჩაძირული ამ ამაყი ქვის არქიტექტურა ოქროსფრად ანათებს.
🔰კაპიტოლიუმის ბორცვი- ის ერთ-ერთია იმ შვიდ ბორცვთაგან, რომლებზეც ძველი რომი შეიქმნა.
🔰კაპიტოლიუმის ბორცვზე მდებარეობს აგრეთვე ბაზილიკა სანტა-მარია-ინ-არაჩელი, რომელშიც იხილავთ ღვთისმშობლის X საუკუნის ხატს, წმინდა ელენეს წმინდა ნაწილებსა და ყრმა იესოს ქანდაკებას (ამბობენ, რომ მას სამკურნალო თვისებები გააჩნია). ბაზილიკაში შესვლა უფასოა.
🔰რომის ფორუმი- ოდესღაც რომისა და რომის იმპერიის ცხოვრების ცენტრი , მოგვიანებით - ქალაქის მივარდნილი და გავერანებული ადგილი, დღეს კი მას უამრავი ტურისტი თუ არქეოლოგი სტუმრობს.
🔰ტრევის შადრევანი- შეგიძლიათ ზურგშექცევით დადგეთ, თვალები დახუჭოთ და მონეტა მარჯვენა ხელით წყალში გადააგდოთ. ამბობენ, რომ ამ შემთხვევაში რომში აუცილებლად დაბრუნდებით. 😊
🔰ესპანეთის კიბის გავლით კვლავ ესპანეთის მოედანზე ჩავალთ - ეს რომის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სავაჭრო ზონაა. აქ შეგიძლიათ via Condotti-ზე გაისეირნოთ - რომის ძალზე საინტერესო სავაჭრო ქუჩაზე.
🔰რომის პანთეონი-პანთეონი ოდესღაც გაბატონებული იმპერიის ძალასა და დიდებულებას გვახსენებს. VII საუკუნემდე აქ კერპთაყვანისმცემლები აღავლენდნენ ლოცვებს, შემდეგ - ქრისტიანები. ამჟამად პანთეონი რომის უმთავრესი ღირსშესანიშნაობების სიაში შედის.

დღე 2
🔰საუმზე სასტუმროში
🔰ვატიკანი : წმინდა პეტრეს მოედნიდან დავიწყებთ კათოლიკური სამყაროს ცენტრის მონახულებას, შევალთ წმინდა პეტრეს ტაძარში, რომელიც იმ ადგილას არის აღმართული, სადაც პეტრე მოციქული აწამეს. ტაძარში შესვლა უფასოა.
შეიძლება ითქვას, რომ ვატიკანი მთლიანად ერთი დიდი მუზეუმია, რომელიც აუცილებლად უნდა დაათვალიეროს ყველამ, ვინც კი რომს ეწვევა.
🔰სიქსტეს კაპელა- სამლოცველო მოციქულეობრივ სასახლეში, ვატიკანში, რომის პაპის ოფიციალური რეზიდენცია! იგი აგებულია 1473-81 წლებში არქიტექტორ ჯორჯო დე დოლჩის მიერ პაპის სიქსტეს IV ბრძანებით! აქ იმართება კონკლავი, სადაც კარდინალები რომის ახალ პაპს ირჩევენ! სიქსტეს კაპელას კედლები მოხატულია ბოტიჩელის,გირლანდაიოს, პერუჯინის და როსელის მიერ, ხოლო ჭერი და უშუალოდ საკურთხეველი თვით მიქელანჯელოს მიერ!
🔰წმინდა ანგელოზის ციხეკოშკი (Castel Sant’Angelo), რომელსაც ადრიანეს მავზოლეუმსაც უწოდებენ (Mausoleum of Hadrian). ეს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ადგილია რომში. მას საფუძველი ჯერ კიდევ 135 წელს ჩაეყარა იმპერატორ პუბლიუს ადრიანეს დროს. საუკუნეების განმავლობაში ის იყო საძვალე, თავდაცვითი ნაგებობა, რომის პაპების რეზიდენცია, ციხე, ახლა კი სამხედრო ისტორიული მუზეუმი (Museo Nazionale di Castel Sant’Angelo) და საოცარი არქიტექტურული ძეგლია, რომელიც აუცილებლად უნდა ნახოს რომში ჩასულმა ყველა ტურისტმა.

დღე 3
🔰 საუზმე სასტუმროში და გამგზავრება ფლორენციაში.
🔰 ფლორენცია- ცნობილია, როგორც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე კულტურული და ისტორიული ქალაქი, რომელიც სავსეა საოცარი არქიტექტურითა და ღირსშესანიშნავი ადგილებით. ეს საოცარი ქალაქი ისეთი ცნობილი ადამიანების სახლს წარმოადგენდა, როგორებიც იყვნენ ლორენცო მედიჩი, დანტე, მიქელანჯელო, დონატელო და გალილეო.
🔰 სანტა მარია დელ ფიორეს კათედრალი-თუ 463 საფეხურს აივლით, მოხვდებით ფლორენციის უმაღლეს წერტილში, საიდანაც შესანიშნავი ხედი იშლება ქალაქზე.
🔰 პალაცო ვეკიო(Palazzo Vecchio)-ეს ნაგებობა ფლორენციის რესპუბლიკის სასახლეს წარმოადგენდა, შემდგომ წლებში კი ის ქალაქის მერიად გადაკეთდა.
🔰 პონტე ვეკიო -ფლორენცია სავსეა ცნობილი შენობებით, პონტე ვეკიო კი ძალიან ცნობილი და ძველი ხიდია ქალაქში. ისტორიულ ჩანაწერებში ის ჯერ კიდევ 996 წლით თარიღდება, მაგრამ მისი ნამდვილი წარმომავლობა უცნობია.
🔰 უფიზის სასახლე და გალერეა-მუზეუმში წარმოდგენილია რენესანსის ხელოვნების უზარმაზარი კოლექცია ისეთი ხელოვანებისგან, როგორებიც იყვნენ ბოტიჩელი, და ვინჩი, ტიციანი და რაფაელი.
🔰 პიაცა დელა სინორია-პიაცას მთავარი სტრუქტურა ბრწყინვალე პალაზო ვეკიოა, თავისი უზარმაზარი საათის კოშკითა და დავითის და ჰერკულესის ფანტასტიკური ქანდაკებებით.
🔰პალაცო პიტი-მიუხედავად იმისა, რომ ოდესღაც აქ ცხოვრობდნენ იტალიის სამეფო ოჯახის წევრები და ისეთი ძლიერი ოჯახები, როგორიცაა მედიჩები, სასახლე ახლა ფლორენციის უდიდესი სამუზეუმო კომპლექსია.
🔰გვიან ღამით დაბრუნება რომში
🔰სასტუმროდან ავიღებთ ბარგს და გავემგზავრებით აეროპორტისკენ

დღე 4
🔰08:30 საათზე ფრენა რომიდან ქუთაისის მიმართულებით.
🔰14:15 საათი, ჩამოფრენა ქუთაისში და გამომგზავრება თბილისში.

ღირებულებაში შედის:
ორმხრივი ავიაბილეთები (ქუთაისი- რომი - ქუთაისი)
✅10კგ ხელბარგი(ზურგჩანთა!)
✅სასტუმრო რომში (2 ღამე)
✅საუზმე (სულ 2 კვება)
✅სამოგზაურო დაზღვევა
✅ქართულენოვანი გამყოლი/გიდი
✅ქალაქის ცვეთის მოსაკრებელი(City Tax)
✅1 GB ინტერნეტი საჩუქრად, ასევე შემდეგ პაკეტებზე 19% ფასდაკლება

ღირებულებაში არ შედის:
❌ტრანსფერი აეროპორტიდან სასტუმრომდე(50 ევრო, ორივე გზა)
❌ქალაქში გადაადგილება-საშუალოდ 30 ევრო
❌ქალაქებს შორის ტრანსფერი-50 ევრო
❌მუზეუმების მოსაკრებელი-90 ევრო, სურვილისამებრ
❌თბილისი-ქუთაისი-თბილისის ტრანსპორტირება-ჯამში 60₾
❌დანარჩენი კვება

❗️გაითვალისწინეთ, რომ ავიაბილეთის ფასები ცვალებადია, იზრდება ტურის თარიღის მოახლოებასთან ერთად, ამიტომ სასურველია, ტური დაიჯავშნოს დროულად
❗️დასაჯავშნად პირველ ეტაპზე ირიცხება 600 ლარი
❗️ავიაკომპანიის მხრიდან ხარვეზზე ან ცვლილებაზე ტურისტული კომპანია პასუხს არ აგებს
❗️საზღვრის კვეთისთვის საჭიროა საზღვარგარეთის პასპორტი 6 თვეზე მეტი ვადით.

დასაჯავშნად ან დეტალური ინფორმაციის მისაღებად მოგვწერეთ პირადში, ან დაგვიკავშირდით:
595-41-22-35, მარიამი
599-41-08-35, ბაკური

19/09/2026

მეტეორა — მონასტრები ცასა და კლდეებს შორის ⛰️🇬🇷❤️

ადგილი, სადაც ბუნების სიდიადე და სულიერი სიმშვიდე ერთმანეთს ხვდება⛪️⛰️❤️
მეტეორა • სალონიკი • მამა პაისის საფლავი ⛪️

ერთ მოგზაურობაში — შთამბეჭდავი ხედები, ისტორია და განსაკუთრებული სულიერი გამოცდილება🇬🇷

📅 ტურის თარიღები:

🔹 6–9 ნოემბერი — ტური შევსებულია! 30 მონაწილესთან ერთად ვემზადებით ❤️

🔹 13–16 ნოემბერი — 990 ლარი | დარჩა 5 ადგილი 🔥

🔹 27–30 ნოემბერი — 1050 ლარი | დარჩა 8 ადგილი 🔥

🇬🇷 სალონიკი • მეტეორა • მამა პაისი
დაგვემგზავრეთ დაუვიწყარ მოგზაურობაში ❤️

18/09/2026

კაბადოკიის საოცარი შემოდგომა 🍂🇹🇷

ბუშტების ჯადოსნური სანახაობა ცაზე🎈❤️
დაგვემგზავრეთ და ნახეთ კაბადოკია საკუთარი თვალით🎈❤️

📅 ტურის თარიღები

✔23-24-25-26-27 სექტემბერი (ვემზადებით 55 მონაწილე)

✔14-15-16-17-18 ოქტომბერი (დარჩა 7 ადგილი)

✔20-21-22-23-24 ნოემბერი ( გიორგობა წმინდა გიორგის სამშობლოში, დარჩა 5 ადგილი)

სტამბოლი - პრინცის კუნძულები🌉🚊🇹🇷4 დღიანი ტური თბილისიდან ფრენით‼️ ✈️📅 ტურის თარიღები:🔰 16-17-18-19 ოქტომბერი, 1090 ლარი ...
17/09/2026

სტამბოლი - პრინცის კუნძულები🌉🚊🇹🇷
4 დღიანი ტური თბილისიდან ფრენით‼️ ✈️

📅 ტურის თარიღები:

🔰 16-17-18-19 ოქტომბერი, 1090 ლარი (დარჩა 4 ადგილი)

🔰 20-21-22-23 ნოემბერი, 990 ლარი (დარჩა 7 ადგილი)

(ადგილზე 𝟰 სრული დღე / 𝟯 ღამე)

იმოგზაურეთ "მსოფლიოს დედაქალაქში" ჩვენთან ერთად !
მოიწყვე არდადეგები ულამაზეს სტამბოლში ❤
ყველა სეზონზე საოცრად ლამაზი🏝
მსოფლიოს ცენტრი, შავი ზღვის მარგალიტი, ევროპა-აზიის შესაყარი❤️

ტურის აღწერა:
დღე 1
🔰ფრენა თბილისიდან
🔰ჩასვლა სტამბოლში
🔰გასეირნება სტამბოლის ქუჩებში, თურქული კერძების დაგემოვნება
🔰სტამბოლის აკვარიუმი -ამ საოცარ გიგანტურ აკვარიუმს კი არ ათვალიერებ , არამედ წყალქვეშა სამყაროში გადასახლდები და საკუთარი თვალით ნახავ საოცარ ფლორა ფაუნას , იმოგზაურებთ შავი ზღვის, არქტიკის, ოკეანეთის და ამაზონის ზრაპრულ ბუნებაში !
🔰განთავსება სასტუმროში (14:00 საათი)
🔰გალათას კოშკი , ადგილი რომელიც წარმოადგენდა ერთგვარ კავშირს ევროპელებსა და აზიელებს შორის, ერთდროს სტამბოლის ყველაზე მაღალი ადგილიდან კონტროლდებოდა მსოფლიოს ვაჭრობის კვანძები, ასევე ადგილი, სადაც სათავეს იღებს თურქეთის "ავიაცია" , საიდანაც პირველად გაფრინდა ადამიანი ცაში !
🔰სტამბოლი გამორჩეულია არა მარტო თავისი სილამაზითა და ისტორიით , არამედ განსაკუთრებული სამზარეულოთი, თქვენ შეგიძლიათ დააგემოვნოთ სტამბოლის კულინარიის შედევრები, უგემრიელისი თევზეულის და ზღვის კერძები საკმაოდ იაფად !
🔰კრუიზი ბოსფორის სრუტეზე , როდესაც კრუზით გადაცურავ ევრაზიის ყელს და შუა ზღვის ტალღებზე იტყვი სიტყვებს, რომ აქეთ ევროპაა, იქით აზია, შუაში კი შენ 😊 დაუვიწყარი მოგზაურობა მხიარულ ჯგუფთან ერთად პატარა გემბანზე !

დღე 2
🔰საუზმე სასტუმროში
🔰მსოფლიო არქიტექტურის შედევრი! დიადი აია სოფია! ერთდროს ყველაზე გრანდიოზული ნაგებობა კაცობრიობის ისტორიაში
🔰სულთან აჰმედის (ცისფერი) მეჩეთი-ოსმალეთის იმპერიის უდიდესი საკულტო და რელიგიური ნაგებობა, რომელიც მოგხიბლავთ არა მარტო თავისი მასშტაბებით, არამედ ისლამური ხელოვნების სიდიადით და მშვენიერებით
🔰"თოფქაფის სასახლე" - იმოგზურებთ ოსმალური ოქროს ხანის ეპოქაში, თქვენს წინ გაცოცხლდება იმპერიის სულთნების ყოველდღიური ყოფა, მათი ცხოვრება და მმართველობის ათასი საიდუმლო და საინტერესო ისტორია!
🔰ჰარემის სასულთნო აპარტამენტები- კიდევ ერთი ემოციური სანახაობა , სადაც "დიდებული საუკუნის" იდუმალი ინტრიგების და სიყვარულის სამყაროში იმოგზაურებთ !
🔰წმინდა ირინეს სახელობის ტაძარი- მსოფლიოს უძველესი და ერთ-ერთი უდიდესი ტაძარი და ქრისტიანობის კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი ადგილი სტამბულის გულში. ადგილი, სადაც ლეგენდის მიხედვით განისვენებს პირველი ქრისტიანი იმპერატორი, კონსანტინე !
🔰კონსტანტინეპოლის გალავანი- ერთ დროს მსოფლიოს კარიბჭე, სამი იმპერიის დედაქალაქის საოცარი თავდაცვის სისტემა, რომელიც რამდენიმე კილომეტრზეა გადაჭიმული.
🔰გულჰანეს პარკი-სტამბოლის უძველესი პარკი, რომელიც მდებარეობს თოფქაფის სასახლის მახლობლად და ერთ დროს მისი ნაწილიც იყო. თურქულიდან თარგმნილი სახელი "Gülhane" ნიშნავს "ვარდების სახლს".
🔰ბაზილიკა ცისტერნა-ერთდროს კონსტანტინეპოლის უმთავრესი რეზერვუარი და წყლის მომარაგების სისტემა, რომელიც დღეს საინტერესო მუზეუმადაა ქცეული.
🔰ეგვიპტური ბაზარი-ამ უზარმაზარ ბაზრის ლაბირინთებში ხეტიალისას არასოდეს გაგიჩნდება კითხვა- რისი ნახვა შეიძლება, მხოლოდ ერთი კითხვა გაქვს- მსოფლიოში არის ისეთი რამე, რისი ნახვა და ყიდვაც ამ ბაზარზე არაა შესაძლებელი
🔰თავისუფალი დრო საშოპინგოდ

დღე 3
🔰საუზმე სასტუმროში
🔰პრინცის კუნძულები/ Buyukada
მესამე დღის უმეტესი ნაწილი ეთმობა პრინცის კუნძულებს, დილის 10:00 სათიდან დიდი გემით გავცურავთ მარმარილოს ზღვაში. საათნახევრიანი მგზავრობის შემდეგ გადავალთ ყველაზე დიდ კუნძულზე ბუიუქადაზე.
ხის მოჩუქურთმებული აივნიანი ორ ან სამსართულიანი სახლები იშვიათი მცენარეებით დამშვენებული ბაღებით, სახლებს შორის ზურმუხტისფერი ზღვის ხედით და რაც მთავარია მხოლოდ კუნძულისათვის დამახასიათებელი სიჩუმით - ეს არის ბუიუქადა.
ამას ხელს ისიც უწყობს, რომ ბუიუქადაზე მანქანების გადადგილება აკრძალულია, კუნძულზე მოძრაობს მხოლოდ ელექტრომობილები.
კუნძულზე ასევე მოვილოცავთ წმინდა გიორგის ეკლესიას, სადაც დაბრძანებულია წმინდა გიორგის სასწაულმოქმედი მავედრებელი ხატი, ამ ტაძარს უამრავი ქრისტიანი სტუმრობს.
🔰ტაქსიმის მოედანი,ისტიკლალის ქუჩა- უამრავი ბრენდული მაღაზიით

დღე 4
🔰საუზმე სასტუმროში
🔰"დოლმა ბახჩე"-ესაა "სასახლე საოცცრება"!სადაც ყველაზე კარგად გამოიკვეეთება ოსმალეთის იმპერიის სიმდიდრე და სიდიადე, მანამდე არნახული სინთეზი ევროპული და აზიური კულტურისა, აქ უბრალოდ გაოცებს და გამუნჯებს გასაოცარი ფუფუნება და სიდიადე , სილამაზე და განუმეორებლობა !
🔰ბალატის უბანი🎈
ეს ძველი დასახლება გამოირჩევა ფერადი ხის სახლებით და კაფეებით, სადაც ზღაპრული ატმოსფერო სუფევს
🔰მსოფლიოს საპატრიარქო
🔰თავისუფალი დრო საშოპინგოდ
🔰გვიან ღამე გამოფრენა სტამბოლის აეროპორტიდან
🔰ჩამოსვლა თბილისის აეროპორტში

ღირებულებაში შედის:
✅ავიაბილეთები : თბილისი-სტამბოლი-თბილისი
✅ ხელბარგი: 4კგ ზურგჩანთა
✅4⭐️⭐️⭐️⭐️ სასტუმრო 3 ღამე, ქალაქის ცენტრალურ ნაწილში!
✅საუზმე (შვედური მაგიდა)
✅სამოგზაურო დაზღვევა
✅ქართულენოვანი გიდი
✅1 GB ინტერნეტი საჩუქრად, ასევე შემდეგ პაკეტებზე 19% ფასდაკლება

ღირებულებაში არ შედის:
❌საღამოს კვება
❌აეროპორტიდან სასტუმრომდე ტრანსფერი-50$ (ორივე გზა)
❌ბილეთების მოსაკრებელი, კრუიზები და შიდა ტრანსფერი (650₾ ექვივალენტი ლირაში, სურვილისამებრ )
❌თურქული საღამო გემზე სურვილისამებრ 60$, რაც მოიცავს კრუიზს 21:00-დან 23:30 საათამდე, შოუ პროგრამას, თურქულ ცეკვებს, კვებას.

⚠️ფასი მოცემულია 1 ადამიანზე, 2 ან 3 ადგილიან ნომერში
⚠️ფასები ცვალებადია, დაჯავშნამდე აუცილებლად გადაამოწმეთ ჩვენთან (დამოკიდებულია ავიაბილეთის ფასზე)

🔵თანხის ჩარიცხვის შემდეგ თქვენი მხრიდან ტურის გაუქმების შემთხვევაში თანხა უკან არ ბრუნდება და არც სხვა ტურში იცვლება
🔵საზღვრის კვეთის დროს აუცილებელია ID ბარათი ან საზღვარგარეთის პასპორტი, რომლის ვადა მინიმუმ 6 თვე უნდა იყოს.
ვადაგასული ან არასაკმარისი ვადის მქონე პასპორტის წარდგენის ან სხვა დარღვევის გამო თუ საზღვარს ვერ გადაკვეთავთ, ტურის თანხა უკან არ ბრუნდება.
🔵🔵არასრულწლოვნისთვის საჭიროა დაბადების მოწმობა+ ID ბარათი ან საზღვარგარეთის პასპორტი(თუ ერთ-ერთი მშობელი მოყვებაა)
+მინდობილობა ნოტარიულად დამოწმებული (თუ არცერთი მშობელი არ მოყვება)

დასაჯავშნად მოგვწერეთ პირადში, ან დაგვიკავშირდით:
595 41 22 35
599 41 08 35

17/09/2026

რამდენიმე დღეც და… 🌊✨

იქ, სადაც ზღვა ცას ხვდება, ფერადი სახლები კლდეებზე ეშვება და ყოველი ქუჩა პატარა ისტორიას ჰგავს - პოზიტანოში მივდივართ. 🇮🇹

წინ გველოდება იტალიური მზის სითბო, ლურჯი ზღვა, ულამაზესი ხედები, გემრიელი საღამოები და ის მომენტები, რომლებიც ფოტოებზე მეტად - გულში რჩება. 🤍

ჩვენი ჯგუფის ახალი თავგადასავალი სულ მალე იწყება…

Positano, we’re coming. 🍋☀️

თქვენ კი შემოგვიერთდით 19 ოქტომბრიდან, შემდეგ ტურზე🥳

🇮🇹 ვენეცია • მურანო • ბურანო • ვერონა • მესტრე ✨1550 ლარიდან !💙 აღმოაჩინეთ იტალიის ყველაზე რომანტიკული და ფერადი კუთხეებ...
16/09/2026

🇮🇹 ვენეცია • მურანო • ბურანო • ვერონა • მესტრე ✨
1550 ლარიდან !

💙 აღმოაჩინეთ იტალიის ყველაზე რომანტიკული და ფერადი კუთხეები ერთ დაუვიწყარ მოგზაურობაში!

📅 ტურის თარიღები:

🇮🇹20-24 ოქტომბერი- 1550 ₾

🇮🇹10-14 ნოემბერი - 1590 ₾
🇮🇹24-28 ნოემბერი - 1390 ₾

🇮🇹1-5 დეკემბერი ნოემბერი - 1590 ₾

🚤 გაისეირნეთ ვენეციის არხებში, შეიგრძენით ქალაქის უნიკალური ატმოსფერო და ისტორია.
💎 მოინახულეთ მურანო, სადაც საუკუნეების განმავლობაში იქმნება მსოფლიოში ცნობილი ვენეციური მინა.
🌈 აღმოაჩინეთ ბურანო — ფერადი სახლების, მშვიდი ქუჩებისა და ზღაპრული ხედების კუნძული.
❤️ ეწვიეთ ვერონას, სიყვარულის ქალაქს, სადაც ჯულიეტას აივანი და უძველესი იტალიური არქიტექტურა განსაკუთრებულ ემოციებს დაგიტოვებთ.
🏨 დარჩით მესტრეში, საიდანაც ვენეციისა და სხვა ღირსშესანიშნაობების მონახულება მარტივი და კომფორტულია.

✨ ერთი მოგზაურობა, ოთხი გამორჩეული ადგილი და იტალიის დაუვიწყარი შთაბეჭდილებები! 🇮🇹❤️

ტურის დეტალური აღწერა:
დღე 1
• 22:50 საათი, ფრენა ქუთაისიდან ვენეციის მიმართულებით.
• 00:40 საათი (ადგილობრივი დროით), ჩაფრენა ვენეციაში.
• დაბინავება მესტრეს სასტუმროში

დღე 2
• საუზმე სასტუმროში
• ვენეცია- მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული ადგილია, რომელსაც ყოველწლიურად მილიონობით ადამიანი სტუმრობს.
• წმინდა მარკოზის ბაზილიკა (სან მარკოს ბაზილიკა) – St. Mark’s Basilica
• გრანდ არხი – Grand Canal -აქ შეგიძლიათ გაისეირნოთ გონდოლით
• გოდების ხიდი – Bridge of Sighs- საუკუნეების წინ ეს ხიდი პატიმრების გადასაყვანად გამოიყენებოდა. ლეგენდის მიხედვით, გოდების ხიდს სახელი ეწოდა იმის გამო, რომ პატიმრები, რომლებიც აქ გადიოდნენ, ხიდის ხის ფანჯრებიდან უკანასკნელად ათვალიერებდდნენ სამყაროს და სამუდამოდ ემშვიდობებოდნენ მას.
• პონტე დი რიალტოს ხიდი – Ponte Di Rialto Bridge
რამდენიმე საუკუნის წინ, თუ გინდოდათ გრანდ არხის გადაკვეთა, ერთადერთი გზა რიალტოს ხიდი იყო. დღეს კი არხის გადასაკვეთად აშენებულია ოთხი ძირითადი ხიდი, თუმცა, რიალტო ყველაზე ცნობილია.
• დოჟების სასახლე –(Palazzo Ducale)- სადაც განთავსებული იყო ვენეციის მთავრობა, უზენაესი სასამართლო, კანცელარია, საიდუმლო პოლიცია, საზღვაო უწყება და სხვა. ამჟამად სასახლე მუზეუმია.
• ხეტიალი ვენეციის ვიწრო ქუჩებში 😊
• ღამისთევა ისევ მესტრეს სასტუმროში

დღე 3
• საუზმე სასტუმროში
• გამგზავრება კუნძულ მურანოზე და ბურანოზე
• მურანო – ვენეციის ლეგენდარული კუნძული, რომელიც მსოფლიოში ცნობილი მინის ოსტატობით გამოირჩევა. საუკუნეების განმავლობაში აქ იქმნება უნიკალური ხელნაკეთი მინის ნამუშევრები, რომლებიც ნამდვილ ხელოვნებად ითვლება. მყუდრო არხები, ელეგანტური ხიდები და მშვიდი ატმოსფერო მურანოს განსაკუთრებულ ხიბლს ანიჭებს და მას ვენეციის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ ადგილად აქცევს. ✨🇮🇹
• ბურანო – ვენეციის ყველაზე ფერადი და მხიარული კუნძული, რომელიც ცნობილია თავისი კაშკაშა ფერებით შეღებილი სახლებითა და უნიკალური ატმოსფეროთი. ლეგენდის თანახმად, მეთევზეები სახლებს სხვადასხვა ფერად ღებავდნენ, რათა ნისლშიც მარტივად ეპოვათ საკუთარი სახლები. ბურანო ასევე განთქმულია ხელნაკეთი მაქმანებით, მყუდრო არხებითა და იტალიური კოლორიტით, რაც მას ერთ-ერთ ყველაზე ფოტოგენურ და შთამბეჭდავ ადგილად აქცევს. 🇮🇹✨
• დაბრუნება ისევ მესტრეს სასტუმროში

დღე 4
• საუზმე სასტუმროში
• ვერონა – სიყვარულისა და რომანტიკის ქალაქი, რომელიც მთელ მსოფლიოში ცნობილია შექსპირის „რომეო და ჯულიეტას“ ისტორიით.
• ვერონას რომაული არენა-მართალია ვერონას რომაული არენა რომის კოლიზეუმის მსგავსად დიდი არაა, მაგრამ ძალიან კარგადაა შემონახული. ის ნანგრევებად არ ითვლება, რადგანაც კონცერტებს აქ დღემდე ატარებენ.
• საკულტო აივანი: Casa di Giuletta / ჯულიეტას სახლი - ვერონაში ყველაზე პოპულარული ადგილი.
• ვერონას კათედრალი-იატაკზე შუშის პანელები საშუალებას გაძლევთ მიწისძვრისგან დაზიანებული ეკლესიის ნანგრევები იხილოთ.
• სხვა ბევრი საინტერესო ადგილი
• დაბრუნება ვენეციაში და დაბინავება სასტუმროში.

დღე 5
• საუზმე სასტუმროში
• მესტრე – თანამედროვე და მყუდრო ქალაქი, რომელიც ვენეციის ყველაზე მოსახერხებელი თანამგზავრია. აქ შეგიძლიათ გაისეირნოთ Piazza Ferretto-ზე, დაათვალიეროთ ისტორიული Torre dell'Orologio (საათის კოშკი).
• თავისუფალი დრო
• 16:35 საათი, ფრენა ვენეციიდან ქუთაისის მიმართულებით
• 23:15 საათი, ჩამოფრენა ქუთაისში.

ღირებულებაში შედის:
ორმხრივი ავიაბილეთები (ქუთაისი- ვენეცია - ქუთაისი)
✅10კგ ხელბარგი(ზურგჩანთა!)
✅სასტუმრო ვენეციაში (მესტრეში) (4 ღამე)
✅საუზმე (სულ 4 კვება)
✅სამოგზაურო დაზღვევა
✅ქართულენოვანი გამყოლი/გიდი
✅ქალაქის ცვეთის მოსაკრებელი(City Tax)
✅1 GB ინტერნეტი საჩუქრად, ასევე შემდეგ პაკეტებზე 19% ფასდაკლება

ღირებულებაში არ შედის:
❌კუნძულებზე გამგზავრება, ვერონას ავტობუსის ბილეთი, აეროპორტის ტრანსფერი, შიდა გადაადგილება -150 €
❌მუზეუმები- 35-40 €
❌გონდოლებით გასეირნება-25€
❌თბილისი-ქუთაისი-თბილისის ტრანსპორტირება-ჯამში 60₾
❌დანარჩენი კვება

❗️გაითვალისწინეთ, რომ ავიაბილეთის ფასები ცვალებადია, იზრდება ტურის თარიღის მოახლოებასთან ერთად, ამიტომ სასურველია, ტური დაიჯავშნოს დროულად
❗️დასაჯავშნად პირველ ეტაპზე ირიცხება 500 ლარი
❗️ავიაკომპანიის მხრიდან ხარვეზზე ან ცვლილებაზე ტურისტული კომპანია პასუხს არ აგებს
❗️საზღვრის კვეთისთვის საჭიროა საზღვარგარეთის პასპორტი 6 თვეზე მეტი ვადით.

დასაჯავშნად ან დეტალური ინფორმაციის მისაღებად მოგვწერეთ პირადში, ან დაგვიკავშირდით:
595-41-22-35, მარიამი
599-41-08-35, ბაკური

ესპანეთი + პორტუგალია , ორი საოცარი ქვეყანა ერთ ტურში! 🇪🇸🇵🇹ბარსელონა-ლისაბონი-სინტრა-პორტო! 🇪🇸🇵🇹🔸მოგზაურობის პერიოდი: 8-...
15/09/2026

ესპანეთი + პორტუგალია , ორი საოცარი ქვეყანა ერთ ტურში! 🇪🇸🇵🇹
ბარსელონა-ლისაბონი-სინტრა-პორტო! 🇪🇸🇵🇹

🔸მოგზაურობის პერიოდი: 8-15 ნოემბერი ! (8 დღე/7ღამე)
🔸ყველა ღამე სასტუმროში, არცერთი აეროპორტში, ფრენა ქუთაისიდან! 😌

მდიდარი კულტურა, ზღაპრული საკვები და ხმაურიანი ღამის ცხოვრება!
სამხრეთ ევროპაში, პირინეის ნახევარკუნძულზე მდებარე პორტუგალია და ესპანეთი კონტინენტის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ქვეყნებია თავისი იდეალური კლიმატის, ხელმისაწვდომი ფასებისა და განსაკუთრებული ღირსშესანიშნაობების გამო.

ტურის დეტალური აღწერა:
🔸დღე 1 / 8 ნოემბერი:
🔰14:20 საათი, ფრენა ქუთაისიდან ბარსელონას მიმართულებით.
🔰16:25 საათი, (ადგილობრივი დროით) ჩაფრენა ბარსელონაში.
🔰ტრანსფერი და დაბინავება სასტუმროში.
🔰ღამის საგრადა ფამილია – წმინდა ოჯახი (La Sagrada Família)- ესპანეთის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ღირსშესანიშნაობა, კათოლიკური ბაზილიკა დაპროექტებული კატალონიის არქიტექტორის, ანტონიო გაუდის მიერ.

🔸დღე 2 / 9 ნოემბერი:
🔰საუზმე სასტუმროში.
🔰Placa de Catalunya - შეიძლება ეწოდოს მტრედების მოედანიც, რადგან აქ უამრავი მტრედი იყრის თავს.
🔰Casa Batllo-ანტონიო გაუდის შესანიშნავი ნამუშევარი, მოდერნისტული საოცრებაა, რომელიც აშენდა ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში და დღეს ბარსელონას ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობაა.
🔰კასა მილა-Casa Batlló-დან ჩრდილოეთით მდებარე კასა მილა წარმოადგენს გაუდის მიერ დაპროექტებულ ბოლო კერძო რეზიდენციას.
🔰19:45 საათი, ფრენა ბარსელონადან ლისაბონის მიმართულებით.
🔰20:50 საათი, ჩაფრენა და დაბინავება ლისაბონში.

🔸დღე 3 / 10 ნოემბერი
🔰საუზმე სასტუმროში.
🔰კომერსიოს მოედანი/Praça do Comércio- აქ მე-18 საუკუნის სვეტებს, ტრიუმფალურ თაღს და მეფის ქანდაკებას იხილავთ.
🔰რუა ავგუსტას თაღი- ტრიუმფალური თაღის მსგავსი ქვის ისტორიული ნაგებობა და ლისაბონის სავაჭრო მოედნის ღირსშესანიშნაობა, რომელიც 1755 წლის ლისაბონის მიწისძვრის შემდეგ ქალაქის აღდგენის საზეიმოდ აშენდა. მას ექვსი სვეტი აქვს (დაახლოებით 11 მ სიმაღლის), რომელთაგან თითოეული, სხვადასხვა ისტორიული პირის ქანდაკებებით არის დამშვენებული.
🔰სე კათედრალი/Sé Cathedral / ვინტაჟური ტრამვაი ნომერი 28E, ლისაბონის გამორჩეულ კათედრალთან მიგიყვანთ. ის პორტუგალიის პირველმა მეფემ, ალფონსო პირველმა ააგო. აქ ბევრი არქეოლოგიური ნეშტი ინახება. 🔰ტრამვაი ნომერი 28 აუცილებელი გამოცდილებაა ლისაბონის სტუმრებისთვის. ეს ყვითელი ვინტაჟური ტრანსპორტი წინა საუკუნეში გადაგაგდებთ და ქალაქის ვიწრო ქუჩებში გაგიძღვებათ.
🔰კარმო კონვენტი/Carmo Convent- ჩიადოს გამზირზე აუცილებლად მოგჭრით თვალს ღია ცის ქვეშ არსებული მაღალი სვეტები. შენობის ნანგრევებად ქცევა მიწისძვრამ გამოიწვია.
🔰საო ჟარჟის ციხესიმაგრე/São Jorge Castle- მავრიტანული მმართველობის ქვეშ აშენებული მე-11 საუკუნის ციხესიმაგრე, რომლიდანაც შესანიშნავი ხედი იშლება ქალაქზე.
🔰სანტა ჯუსტას ლიფტი-ეს მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ლიფტია. მისი არქიტექტორი გუსტავ ეიფელის მოსწავლე იყო და ლიფტის სტილს ფრანგული გავლენა მართლაც ეტყობა.
🔰Pink Street -საკულტო ვარდისფერი ქუჩა
🔰დაბინავება ისევ ლისაბონის სასტუმროში

🔸დღე 4 / 11 ნოემბერი
🔰საუზმე სასტუმროში.
🔰დილით ადრე გამგზავრება სინტრაში.
🔰სინტრას სასახლე: შუა საუკუნეების ქალაქ სინტრაში, სადაც XV-XIX საუკუნეებში ცხოვრობდნენ პორტუგალიის მონარქები!
🔰პენის სასახლე:1840 წლიდან მეფეთა საზაფხულო რეზიდენციაა, მდებარეობს მაღალ კლდეზე, 270 ჰექტარზეა გაშლილი, საიდანაც თვალწარმტაცი ხედები იშლება.
🔰მუოროსის სასახლე/Castelo dos Mouros- იუნესკოს დაცულ ტერიტორიათა სიაში შესული ეს შუასაუკუნოვანი მავრიტანული სასახლე ქალაქზე ულამაზეს ხედს გვთავაზობს. კარგ ამინდში კი ატლანტის ოკეანესაც კი მოკრავთ თვალს.
🔰cabo de roca- ადგილი, სადაც მიწა მთავრდება და ზღვა იწყება, დედამიწის უკიდურესი წერტილი, სადაც აღფრთოვანდები ატლანტის ოკეანის შეუდარებელი ხედებით და ლამაზი სანაპიროთი.
🔰ღამით დაბრუნება და დაბინავება ისევ ლისაბონში.

🔸დღე 5 / 12 ნოემბერი
🔰საუზმე სასტუმროში,
🔰ბელემის კოშკი/Belém Tower- იუნესკოს დაცული ძეგლია იმ დამსახურების გამო, რომ ის პორტუგალიის ნაპირს აღმოჩენების ეპოქაში და მის შემდგომაც იცავდა. კოშკი ვიზიტორებს მისი არქიტექტურის და ისტორიული როლის გამო ხიბლავს.
🔰ჯერონიმოს მონასტერი/Jerónimos Monastery- როდესაც 1501 წელს, მეფე მანუელ პირველს პორტუგალიური ტრიუმფის აღნიშვნა სურდა, მან ამ მონასტრის აგება გადაწყვიტა. დღეს ის იუნესკოს დაცული ძეგლის სტატუსს ატარებს.
🔰25 აპრილის ხიდი/Ponte 25 de Abril- ლისაბონის ყველაზე საკულტო ხიდთან სელფის გადაღებით, ნებისმიერს დაარწმუნებთ, რომ სან ფრანცისკოში ხართ. 2.27 კილომეტრი სიგრძის ხიდი სწორედ ამერიკულმა კომპანიამ ააგო.
🔰ქრისტეს ქანდაკება- მართალია ის ლისაბონს არ ეკუთვნის, თუმცა ქალაქიდან მონუმენტამდე მოკლე მანძილი გაშორებთ. ის რიო დე ჟანეიროს ცნობილი ქრისტეს ქანდაკების შთაგონებით აშენდა და ქვეყნისთვის მნიშვნელოვან რელიგიურ დატვირთვას ატარებს.
🔰ლისაბონის ოკეანარიუმი- ევროპის უდიდესი ოკეანარიუმი ლისაბონში დაგხვდებათ. (მოვინახულებთ მხოლოდ დროის ქონის შემთხვევაში)
🔰გამგზავრება ლისაბონიდან პორტოში და დაბინავება პორტოს სასტუმროში.

🔸დღე 6 / 13 ნოემბერი და 🔸დღე 7 , 14 ნოემბერი
🔰საუზმე სასტუმროში
🔰დომ ლუის I-ის ხიდი- გუსტავ ეიფელის მოწაფის მიერ აგებული ხიდი კონსტრუქციულად ძალიან ჰგავს ეიფელის კოშკს. ხიდის გადაკვეთა ორ სიმაღლეზეა შესაძლებელი. ქვედა ნაწილით იმ მხარეს მოხვდებით სადაც პორტოს ყველაზე ცნობილი ფერადი სანაპირო ხედი იშლება (Cais da Ribeira). ხოლო, ზედა ნაწილით ფუნიკულიორზე ახვალთ, საიდანაც ალბათ საუკეთესო რაკურსიდან დაინახავთ ქალაქს.
🔰რიბეირას კვარტალი- პორტოს ეს მიმზიდველი კვარტალი შედგება უძველესი ვიწრო ქუჩებისგან და თვალწარმტაცი ფერადი სახლებისგან. რიბეირას მოედნის გარშემო უამრავი ბარი, კაფე და რესტორანია მყუდრო ტერასებით.
🔰წიგნის მაღაზია: (Livraria Lello)- უძველესი წიგნის მაღაზია პორტუგალიაში, რომელიც მრავალი წელია შედის მსოფლიოს ულამაზესი წიგნის მაღაზიების ტოპ 5-ში. ფასადი და ინტერიერი შესრულებულია ნეო-გოთიკურ სტილში, დიდი რაოდენობით მცირე დეტალებით, რთული ჩუქურთმებითა და აყვავებულ დეკორაციით.
🔰Jardim do Morro - თუ მზის ჩასვლით დატკბობისთვის რომანტიკულ ადგილს ეძებთ, ვილა ნოვა დე გაიას მთაზე მდებარე პარკს მიაკითხეთ. აქ ტბა და ბევრი მცენარეა, რაც განსაკუთრებულ სიმყუდროვეს შეგიქმნით.
🔰ეკლესია: Igreja do Carmo - პორტოში ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი არქიტექტურით მაინც ეს ეკლესია გამოირჩევა. მე-18 საუკუნეში აგებულ კათოლიკურ კათედრალს, ცისფერი და თეთრი აგურებით შექმნილი ულამაზესი კედელი ამშვენებს.
🔰სან-ბენტოს მატარებლის სადგური- სადგურის შენობა აშენდა ფრანგულ ნეოკლასიკურ სტილში და ამ ადგილის მთავარი გამორჩევა ინტერიერის გაფორმებაა.
კლერიგოს კოშკი- არის პორტოს კიდევ ერთი ცნობილი სიმბოლო. ამ სიმაღლის ნაგებობის დანახვა შესაძლებელია ქალაქის ნებისმიერი ადგილიდან, ამიტომ ის შესანიშნავი ღირსშესანიშნაობაა პორტოში ჩასული ტურისტებისთვის და გასულ საუკუნეებში ის ასევე ასრულებდა მეგზურს პორტოში ჩასული გემებისთვის.
🔰სამლოცველო Das Almas - ეს სამლოცველო ისე გამოიყურება, თითქოს ახლახან გადმოვიდა ცნობილი მხატვრის ნახატიდან, ლურჯი და თეთრი გამოსახულებები ასახავს მნიშვნელოვან სცენებს წმინდა ფრანცისკესა და ეკატერინეს ცხოვრებიდან, რომელთა საპატივსაცემოდ აღმართეს სამლოცველო.
🔰წმინდა ფრანცისკის ეკლესია- გაგაოცებთ მდიდრული და მდიდარი დეკორით – მაგალითად, ინტერიერის გასაფორმებლად გამოიყენეს 300 კილოგრამზე მეტი სუფთა ოქრო.
🔰გემით გასეირნება მდინარე დუეროზე
🔰22:05 საათზე გამოფრენა პორტოდან ბარსელონას მიმართულებით.
🔰00:50 საათზე ჩამოფრენა ბარსელონაში და დაბინავება ბარსელონას სასტუმროში.

🔸დღე 8 / 15 ნოემბერი :
🔰საუზმე სასტუმროში.
🔰ტიბიდაბო - ბარსელონას ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი ადგილი, საიდანაც ქალაქისა და ხმელთაშუა ზღვის ულამაზესი პანორამა იშლება. ტიბიდაბოს მთაზე მდებარეობს საკულტო წმინდა გულის ტაძარი (Sagrat Cor)
🔰17:10 საათზე ფრენა მადრიდიდან ქუთაისის მიმართულებით.
🔰01:00 საათი, ჩამოსვლა ქუთაისში (16 ნოემბრის გამთენიას)

ტურის ღირებულება- 2950 ლარი,
ღირებულებაში შედის:
✅ორმხრივი ავიაბილეთები ქუთაისიდან (ქუთაისი-ბარსელონა-ქუთაისი)
✅შიდა ფრენები ( 2 ფრენა)
✅10კგ ხელბარგი (ზურგჩანთა ან ხელჩანთა!)
✅სასტუმროები:
ბარსელონაში 2 ღამით,
ლისაბონში 3 ღამით,
პორტოში 2 ღამით.
✅საუზმე
✅სამოგზაურო დაზღვევა,
✅ქართულენოვანი გამყოლი/გიდი,
✅ქალაქის მოსაკრებელი(City Tax).
✅1 GB ინტერნეტი საჩუქრად, ასევე შემდეგ პაკეტებზე 19% ფასდაკლება

ღირებულებაში არ შედის:
❌მუზეუმების მოსაკრებელი -175€ (დამოკიდებულია იმაზე, თუ რას მოინახულებთ)
❌აეროპორტიდან ტრანსფერი , სულ 4 გზა-100€
❌ქალაქში გადაადგილება -საშუალოდ 80€-მდე
❌ტრანსფერი ლისაბონიდან პორტომდე- 40€
❌საუზმის გარდა დანარჩენი კვება.
❌ტრანსფერი ავტობუსით თბილისიდან ქუთაისამდე და უკან-60 ლარი

❗️ გაითვალისწინეთ, რომ ტური არის უმეტესად საფეხმავლო, სანახაობრივად დატვირთული და არ მიეკუთვნება დასასვენებელი ტურების კატეგორიას!
❗️გაითვალისწინეთ, რომ ავიაბილეთის ფასები ცვალებადია, იზრდება ტურის თარიღის მოახლოებასთან ერთად, ამიტომ სასურველია, ტური დაიჯავშნოს დროულად
❗️ დასაჯავშნად პირველ ეტაპზე ირიცხება 800 ლარი
❗️ ავიაკომპანიის მხრიდან ხარვეზზე ან ფრენის დროების ცვლილებაზე ტურისტული კომპანია პასუხს არ აგებს.
❗️საზღვრის კვეთისთვის საჭიროა საზღვარგარეთის პასპორტი 6 თვეზე მეტი ვადით. არასრულწლოვნისთვის საჭიროა დაბადების მოწმობა+ საზღვარგარეთის პასპორტი(თუ დედა მოყვება),
+მინდობილობა ნოტარიულად დამოწმებული (თუ არცერთი მშობელი არ მოყვება)

დასაჯავშნად ან დეტალური ინფორმაციის მისაღებად მოგვწერეთ პირადში, ან დაგვიკავშირდით:
595-41-22-35, მარიამი
599-41-08-35, ბაკური

🇮🇹❤️ დასრულდა ჩვენი 8-დღიანი იტალიური მოგზაურობა!რომი, ვატიკანი, ფლორენცია, ვენეცია, მილანი და კომოს ტბა✈️🇮🇹
14/09/2026

🇮🇹❤️ დასრულდა ჩვენი 8-დღიანი იტალიური მოგზაურობა!

რომი, ვატიკანი, ფლორენცია, ვენეცია, მილანი და კომოს ტბა✈️🇮🇹

Address

Tbilisi

Telephone

+995595412235

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Just Travel • მხოლოდ მოგზაურობა posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Shortcuts

Share

Category