06/11/2025
📢 ევროპის სოლიდარობის კორპუსის მოხალისეობა ესტონეთში🇪🇪
InoChange ეძებს მოტივირებულ ახალგაზრდა მოხალისეებს საქართველოდან, რომლებიც შეუერთდებიან ESC პროექტებს ესტონეთში!
📌 რას გააკეთებთ?
🟢 დაეხმარებით ადგილობრივ ახალგაზრდულ მუშაკებს ყოველდღიური აქტივობებისა და ღონისძიებების ორგანიზებაში.
🟢 თქვენი იდეებისა, უნარებისა და გამოცდილების შესაბამისად დააორგანიზებთ სხვადასხვა აქტივობებს ახალგაზრდებისთვის.
🟢ცენტრები აერთიანებენ სხვადასხვა ასაკისა (7–26) და სხვადასხვა შესაძლებლობების ახალგაზრდებს, რაც შესაძლებლობას მოგცემთ მონაწილეობა მიიღოთ სოციალური ინკლუზიის პროცესში.
✅ ვის ვეძებთ:
🟢18–30 წლის მოტივირებულ ახალგაზრდებს
🟢ინგლისურის ცოდნა აუცილებელია
🟢გაქვთ ახალგაზრდებთან მუშაობის გარკვეული გამოცდილება.
🟢დაინტერესებული ხართ ახალგაზრდებთან მუშაობით, შემოქმედებითობით, სპორტით ან მუსიკით.
🟢ხართ ღია ახალი კულტურებისა და ენების შესასწავლად.
💰 პროექტის ფარგლებში ყველა ხარჯი დაფარულია:
ტრანსპორტირება, საცხოვრებელი, კვება, ჯიბის ფული, დაზღვევა, ენის კურსები (ესტონური OLS პლატფორმაზე) და ა.შ.
📅 დაწყების თარიღი: თქვენი არჩევანით
⏳ ხანგრძლივობა: 9–12 თვე
📄 დეტალური ინფორმაცია და განაცხადი (განაცხადის შევსებამდე აუცილებლად გაეცანით ქვემოთ მოცემულ დოკუმენტებს):
Info-pack: https://drive.google.com/.../1k4cF04R2A3yE33x1pp9UmU.../view
Estonian youth work: https://drive.google.com/.../1QlCSK2owo.../view
Information about Estonia: https://drive.google.com/.../1PH77cA5h7arRoz4Vnz.../view
განაცხადის ფორმა: https://docs.google.com/.../1FAIpQLSfCltFTwSeQpD.../viewform
❗ განაცხადის შევსებისთვის მესამე გვერდზე დაგჭირდებათ შემდეგი ინფორმაცია:
🟢Do you have a sending organisation? If yes, please provide their contact information (Name of the organisatsion, contact person, e-mail, webpage, social media handles, etc.): NGO InoChange (OID no.:E10114172); Tamar Tsertsvadze, [email protected], https://www.facebook.com/InoChange
🟢European Solidarity Corps PRN number: თუ არ გაქვთ, დარეგისტრირდით აქ: https://europa.eu/youth/solidarity_en