19/06/2026
🇬🇪
უსაფრთხოება მთაში ყოველთვის ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.
გურიასა და აჭარაში, Cat skiing Georgia -ს ოპერაციების ფარგლებში, მსგავსი საკომუნიკაციო სისტემის წარმატებით დანერგვისა და გამოყენების შემდეგ, Alpine Hut Deka და Climbing Georgia ახლა მყინვარწვერის მასივზეც ვახორციელებთ პროექტს, რომლის მიზანია რადიოკავშირის გაუმჯობესება და მთაში გადაადგილების კიდევ უფრო უსაფრთხო გახდომა.
აქამდე კავშირი მხოლოდ პორტატულ გამცემებს შორის პირდაპირი სიგნალით იყო შესაძლებელი. მთის რელიეფისა და დიდი მანძილების გამო, ყველაზე მნიშვნელოვან და საჭირო მონაკვეთებთან დაკავშირება ხშირად ძალიან რთული, ზოგ შემთხვევაში კი პრაქტიკულად შეუძლებელი იყო. ეს განსაკუთრებით პრობლემურია საგანგებო სიტუაციების დროს, როდესაც სწრაფი და საიმედო კომუნიკაცია გადამწყვეტ მნიშვნელობას იძენს.
რადიოკავშირის გამაძლიერებელი ანტენების განსათავსებლად საჭირო ადგილები უკვე მოძიებული და მონიშნულია. შემდეგი ეტაპი ხელსაყრელი ამინდის დადგომისთანავე 4200 და 4600 მეტრის სიმაღლეებზე ანტენების მონტაჟია.
რელე-ანტენებისა და საკომუნიკაციო ხიდის ამოქმედების შემდეგ, ეს პრობლემა პრაქტიკულად სრულად აღმოიფხვრება. რადიოკავშირი მთის თითქმის მთელ ტერიტორიაზე იქნება ხელმისაწვდომი, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს კოორდინაციას მთამსვლელებს, გიდებს, Alpine Hut Deka-ს პერსონალსა და სამაშველო ჯგუფებს შორის.
საიმედო კავშირი საშუალებას მოგვცემს საგანგებო სიტუაციებზე უფრო სწრაფად და ეფექტურად ვიმოქმედოთ, დროულად მივიღოთ და გავავრცელოთ ინფორმაცია, საჭიროების შემთხვევაში კი ოპერატიულად გავწიოთ დახმარება. შედეგად, მყინვარწვერზე გადაადგილება და ასვლა კიდევ უფრო უსაფრთხო გახდება.
განსაკუთრებული მადლობა ყველას, ვინც ამ პროექტის განხორციელებაში მონაწილეობს და საკუთარი წვლილი შეაქვს მთაში უსაფრთხოების სტანდარტების გაუმჯობესებაში.
🇬🇧
Safety in the mountains has always been one of our highest priorities.
Following the successful implementation and use of a similar communication system during Catskiing Georgia operations in Guria and Adjara, Climbing Georgia and Alpine Hut Deka are now launching a new project in the Kazbek massif aimed at significantly improving radio communications and enhancing mountain safety.
Until now, communication has relied solely on direct radio-to-radio contact. Due to the complex terrain and large distances involved, maintaining communication with some of the most critical sections of the mountain was often very difficult and, in certain areas, nearly impossible. This becomes especially important during emergencies, when reliable and immediate communication can make a significant difference.
The locations for the repeater stations have already been identified and marked. The next phase of the project is the installation of communication equipment at elevations of 4,200 and 4,600 meters as soon as weather conditions allow.
Once the repeater system and communication bridge are operational, this limitation will be virtually eliminated. Reliable radio coverage will be available across most of the mountain, greatly improving coordination between climbers, guides, Alpine Hut Deka staff, and rescue teams.
This enhanced communication network will allow faster response times, more efficient information sharing, and improved emergency coordination, making movement and climbing on the Kazbek massif significantly safer for everyone.
A special thank you to everyone contributing to this project and helping improve safety standards in the mountains.
🙏 განსაკუთრებული მადლობა / Special Thanks:
Gia Apakidze დავით ქააძე Giorgi Gomiashvili Vano Kobaidze S***a Komakhidze Irakli Sokhadze George Nonikashvili Kakha Kakhetelidze